შპს „ტრანსფორდის“ სავალდებულო სატენდერო შეთავაზება სს „ფოთის გემთსაშენის“ აქციათა ყიდვის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
სავალდებულო სატენდერო შეთავაზების თაობაზე
სავალდებულო სატენდერო შეთავაზება სს „ფოთის გემთსაშენის“ აქციათა ყიდვის თაობაზე კეთდება საქართველოს მეწარმეთა კანონის 53 2 მუხლის შესაბამისად, რომლის საფუძველიცაა შემთავაზებელი შპს „ტრანსფორდის“ მიერ სს „ფოთის გემთსაშენის“ 34056 ცალი აქციის შეძენა.
გამოსყიდვის პირობები და პროცედურები:
● შემთავაზებელი ფლობს სს „ფოთის გემთსაშენის“ მიერ გამოშვებულ 23879179 ( ოცდასამი მილიონ რვაას სამოცდაცხრამეტი ათას ას სამოცდაცხრამეტი) ცალ ჩვეულებრივ სახელობით აქციას, რაც შეადგენს გამოშვებული საწესდებო კაპიტალის 99. 857585%-ს და სურს გამოისყიდოს სს „ფოთის გემთსაშენის“ დარჩენილი 34056 ( ოცდათოთხმეტი ათას ორმოცდათექვსმეტი) ცალი ჩვეულებრივი სახელობითი აქცია, რომელიც სს „ფოთის გემთსაშენის“ გამოშვებული საწესდებო კაპიტალის 0. 142415 %-ს შეადგენს;
●სს „ფოთის გემთსაშენის“ აქციების გამოსასყიდი ფასი შეადგენს 1,66 ( ერთი მთელი, სამოცდაექვსი მეასედი) ლარს ერთ ცალ აქციაზე . სავალდებულო სატენდერო შეთავაზების მიზნისათვის განსაზღვრული ფასი აღემატება უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში სს ფოთის გემთსაშენის 1 ცალი ჩვეულებრივი სახელობითი აქციის შესაძენად გადახდილ ფასს;
● სავალდებულო სატენდერო შეთავაზება გაგრძელდება 201 3 წლის 14 ივნისიდან 201 3 წლის 31 აგვისტომდე;
● განცხადებები მიიღება 201 3 წლის 14 ივნისიდან 2010 წლის 31 აგვისტომდე;
● განცხადებები განიხილება 201 3 წლის 01 სექტემბრიდან 201 3 წლის 10 სექტემბრამდე და იმავე ვადაში მიღებული იქნება გადაწყვეტილება;
● სს „ფოთის გემთსაშენის“ გამოშვებული აქციების დარჩენილი 0. 142415 %-ის, ანუ 34056 ( ოცდათოთხმეტი ათას ორმოცდათექვსმეტი)აქციის სრულად გაყიდვის თანხმობათა არსებობის შემთხვევაში შემთავაზებელი გამოისყიდის აქციათა სრულ რაოდენობას;
● სავალდებულო სატენდერო შეთავაზების რომელიმე პირობის შეცვლის შემთხვევაში გაკეთდება შეთავაზების განცხადების განახლებული ვერსია და გავრცელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით;
● შესყიდვა მოხდება სავალდებულო სატენდერო შეთავაზების ვადის გასვლის შემდეგ;
● სს „ფოთის გემთსაშენის“ აქციონერთაგან აქციების გაყიდვაზე განაცხადების შეგროვებას განახორციელებს შპს „ტრანსფორდი“ , მისამართი: ქ. ფოთი, აღმაშენებლის 61, ტელ.:597 292630, 591662166, ელ.ფოსტა: z.bzhalava@transford.net.
● სატენდერო შეთავაზებასთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ შპს „ტრანსფორდს“.
შემთავაზებელი
შპს „ტრანსფორდი“
დირექტორი ა. ბჟალავა