მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტების ჩარიცხვის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 09.07.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №92/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430060000.22.022.016612
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/07/2013
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
09.07.2013 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
დოკუმენტის ტექსტი
მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტების ჩარიცხვის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება
№92/ნ
2013 წლის 9 ივლისი
ქ. თბილისი
მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტების ჩარიცხვის წესის დამტკიცების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის 11 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტების ჩარიცხვის წესი დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიგიორგი მარგველაშვილი
მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტების ჩარიცხვის წესი
მუხლი 1🔗.
წესის რეგულირების სფერო
ეს წესი განსაზღვრავს მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის საფეხურზე სტუდენტების ჩარიცხვის წესსა და პირობებს შემდეგ მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამებზე:
ა) თეოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამა;
ბ) ხატწერის საგანმანათლებლო პროგრამა;
გ) საეკლესიო არქიტექტურის (ხუროთმოძღვრების) საგანმანათლებლო პროგრამა;
დ) საეკლესიო მუსიკისა და საეკლესიო მუსიკათმცოდნეობის საგანმანათლებლო პროგრამა;
ე) ქრისტიანული ფსიქოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამა;
ვ) ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის საგანმანათლებლო პროგრამა;
ზ) დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის საგანმანათლებლო პროგრამა;
თ) ქრისტიანული ფილოსოფიის საგანმანათლებლო პროგრამა.
მუხლი 2🔗.
ბაკალავრიატის საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლების მქონე პირი
1. ამ წესის პირველი მუხლით გათვალისწინებულ ბაკალავრიატის საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს მხოლოდ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ატესტატის მფლობელს ან მასთან გათანაბრებულ პირს, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამისი დაწესებულების მიერ დადგენილ მოთხოვნებს.
2. მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტრუქტურულ ერთეულში – სასულიერო სემინარიაში სწავლის უფლება აქვთ მხოლოდ მამაკაცებს.
მუხლი 3🔗.
მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვა
1. ამ წესის პირველი მუხლით განსაზღვრულ პროგრამებზე ჩარიცხვა ხორციელდება ერთიან ეროვნულ გამოცდაზე ქართული ენასა და ლიტერატურაში მიღებული შედეგისა და მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
2. ,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებით დადგენილი წესით აბიტურიენტი ერთიან ეროვნულ გამოცდაზე აბარებს მხოლოდ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას.
3. მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი უფლებამოსილია ამ წესის პირველი მუხლით გათვალისწინებულ პროგრამებზე ჩარიცხვის მიზნით დანიშნოს გამოცდები ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის ჩატარებამდე ან მისი ჩატარების შემდეგ.
4. ბაკალავრიატზე მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისთვის მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია განსაზღვროს აბიტურიენტთა ჩარიცხვის წესი:
ა) მხოლოდ მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების შედეგების მიხედვით – ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქართულ ენასა და ლიტერატურაში მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვის შემთხვევაში;
ბ) შერეული წესით – მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების შედეგებისა და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქართულ ენასა და ლიტერატურაში მიღებული სკალირებული ქულის გათვალისწინებით.
მუხლი 4🔗.
ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის შედეგები
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გამოცდების ეროვნული ცენტრის (შემდგომში – ცენტრი) მიერ გამოითვლება პირის მიერ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში მიღებული სკალირებული ქულა.
2. მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ეყრდნობა აბიტურიენტის მიერ ცენტრის ოფიციალური ვებგვერდიდან წარდგენილ ამონაბეჭდს, რომელშიც მოცემულია ქართული ენისა და ლიტერატურის ქულა.
მუხლი 5🔗.
მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა
1. მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აბიტურიენტის ჩარიცხვა ფორმდება შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ერთიანი აქტით, რომელიც გამოიცემა არა უგვიანეს პირველი ოქტომბრისა და იგზავნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, გამოცემიდან 15 დღის ვადაში.
2. აბიტურიენტის მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა შეიძლება მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტისა და კანონმდებლობით დადგენილი წესით სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირის მიერ სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ.