სსიპ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ იტრიის საჯარო სკოლისათვის „სსიპ ქრისტეფორე III-ის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის №4 საჯარო სკოლის“ სახელის მინიჭებისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №73/ნ |
|
2013 წლის 20 ივნისი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებით (სსმ III, 26.09.2005, №112 მუხ: 1233; სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.007.724) დამტკიცებულ დანართ №2-ით გათვალისწინებულ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს – ქალაქ ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებულ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ იტრიის საჯარო სკოლას ეწოდოს ქრისტეფორე III-ის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N4 საჯარო სკოლა. |
| მუხლი 2 |
,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებით (სსმ III, 26.09.2005, №112 მუხ: 1233; სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.007.724) დამტკიცებულ დანართ №2-ში შეტანილ იქნეს ცვლილება და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს – ქალაქ ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებული საჯარო სკოლების თავის მე-13 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
|
| მუხლი 3 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|