,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№12
სარეგისტრაციო კოდი
010240060.57.069.016030
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/06/2013

დოკუმენტის ტექსტი

 

კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №12

2013 წლის 20 ივნისი

ქ. თბილისი

 

 

,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით (ვებ პორტალი, 08.04.2011) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) ,,ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს ,,ი1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,ი1) ხელშეკრულების სტატუსი - რეგისტრირებული მომხმარებლის ქმედების შედეგად/ავტომატურად სისტემის მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებისთვის (შემდგომში – ხელშეკრულება) მინიჭებული ამ პუნქტის ,,ჟ1–ჟ3“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სტატუსი, რომელიც ასახავს ხელშეკრულების მიმდინარეობის კონკრეტულ ეტაპს (შემდგომში – ხელშეკრულების სტატუსი);“.

ბ) ,,ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ჟ) ხელშეკრულება დადებულია – სტატუსი, რომელიც ტენდერს ენიჭება მას შემდეგ, რაც შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ სისტემაში აიტვირთება დადგენილი წესით მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულება და სისტემის შესაბამის ველში მიეთითება აღნიშნული მიმწოდებლის სახელწოდება. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტატუსის ტენდერისთვის მინიჭება დაუშვებელია იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში არც ერთმა მიმწოდებელმა არ მიიღო მონაწილეობა და ტენდერს დადგენილი წესით არ მინიჭებია ამ პუნქტის „კ“–„პ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ყველა სტატუსი ამავე პუნქტში მოცემული თანმიმდევრობით;“;

გ) ,,ჟ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს ,,ჟ1–ჟ3“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:

,,ჟ1) მიმდინარე ხელშეკრულება - ხელშეკრულების სტატუსი, რომელიც ასახავს ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობას. ეს სტატუსი სისტემის მეშვეობით ავტომატურად ენიჭება ხელშეკრულებას მას შემდეგ, რაც ტენდერს მიენიჭება სტატუსი ,,ხელშეკრულება დადებულია;

2) შესრულებული ხელშეკრულება - ხელშეკრულების სტატუსი, რომელიც ხელშეკრულებას ენიჭება  მას შემდეგ,  რაც შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ სისტემის შესაბამის ველში აიტვირთება ხელშეკრულების შესრულების დამადასტურებელი  დოკუმენტაცია. ხელშეკრულებისათვის ამ სტატუსის მინიჭება შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი დოკუმენტაციის სისტემის შესაბამის ველში ატვირთვის შემდეგ;

3) შეუსრულებული ხელშეკრულება - ხელშეკრულების სტატუსი, რომელიც ტენდერს  ენიჭება  მას შემდეგ,  რაც შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ სისტემის შესაბამის ველში აიტვირთება ხელშეკრულების შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ხელშეკრულებისათვის ამ სტატუსის მინიჭება შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი დოკუმენტაციის სისტემის შესაბამის ველში ატვირთვის შემდეგ;".

დ) ,,ჰ4და ,,5ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ჰ4) პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულება – ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების (CPV 50100000), სასადილოებისა და საზოგადოებრივი კვების მომსახურების (CPV 55500000), შენობის ტექნიკური მოწყობილობების შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების (CPV 50700000), სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებების (CPV 66500000), პერსონალური კომპიუტერების, საოფისე აპარატურის, სატელეკომუნიკაციო და აუდიო-ვიზუალური მოწყობილობების შეკეთების, ტექნიკური მომსახურებისა და მათთან დაკავშირებული მომსახურებების (CPV 50300000), თვითმფრინავების, რკინიგზის, საგზაო და საზღვაო მოწყობილობების შეკეთების, ტექნიკური მომსახურებისა და მათთან დაკავშირებული მომსახურებების (CPV 50200000)  სახელმწიფო შესყიდვისას, აგრეთვე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მომსახურების სახელმწიფო შესყიდვისას გასაწევი მომსახურების ერთეულის ღირებულება/ერთეულების სავარაუდო ჯამური ღირებულება;

5) პრეისკურანტის საბოლოო ღირებულება – გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების (CPV 50100000), სასადილოებისა და საზოგადოებრივი კვების მომსახურების (CPV 55500000), შენობის ტექნიკური მოწყობილობების შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების (CPV 50700000), სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებების (CPV 66500000), პერსონალური კომპიუტერების, საოფისე აპარატურის, სატელეკომუნიკაციო და აუდიო-ვიზუალური მოწყობილობების შეკეთების, ტექნიკური მომსახურებისა და მათთან დაკავშირებული მომსახურებების (CPV 50300000), თვითმფრინავების, რკინიგზის, საგზაო და საზღვაო მოწყობილობების შეკეთების, ტექნიკური მომსახურებისა და მათთან დაკავშირებული მომსახურებების (CPV 50200000), აგრეთვე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მომსახურების ერთეულის ღირებულება/ერთეულების საბოლოო ჯამური ღირებულება;“.   

ე) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს მე-3 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„3. შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ამ წესში მოცემული მინიმალური ზღვრების გათვალისწინებით  დადგენილი  ვადების ათვლა იწყება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შესაბამისი დოკუმენტის სისტემაში ატვირთვის მომდევნო დღიდან.".

2. მე-8 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. სატენდერო განცხადების შევსება და განთავსება ხდება სისტემის მეშვეობით. წინადადებების მიღების დაწყებისა და წინადადებების მიღების დასრულების ვადის ათვლა იწყება სატენდერო განცხადების სისტემაში განთავსებიდან მომდევნო სამუშაო დღიდან.“.

ბ) 31 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-12 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს მოსთხოვოს პრეტენდენტს საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმით წარმოდგენა ხელშეკრულების ხელმოწერის მომენტისათვის.“.

4. მე–15 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს.

ბ)  მე–2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტის მიერ საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების სატენდერო განცხადებასთან და სატენდერო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც სატენდერო დოკუმენტაცია არ შეიცავდა პრეტენდენტის მიერ საკვალიფიკაციო მონაცემების წარმოდგენის მოთხოვნას – სატენდერო კომისიის მიერ სატენდერო წინადადების სატენდერო განცხადებასთან და სატენდერო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტს განუსაზღვრავს ვადას ხელშეკრულების შესრულების გარანტიის ან დაზღვევის წარმოსადგენად და ხელშეკრულების დასადებად არაუმეტეს 10 სამუშაო დღისა, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშეკრულების შესრულების გარანტიის ან დაზღვევის მოთხოვნა არ ხდება, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტს განუსაზღვრავს ვადას ხელშეკრულების დასადებად არაუმეტეს 5 სამუშაო დღისა. აღნიშნული ვადის გაგრძელება შესაძლებელია არა უმეტეს ხუთი სამუშაო დღით, მხოლოდ სატენდერო კომისიის დასაბუთებული ოქმის საფუძველზე, რომელშიც მითითებული იქნება ობიექტური მიზეზები, რომელთა გამოც ვერ მოხერხდა ხელშეკრულების დადება დადგენილ ვადაში.“.

გ) მე–2 პუნქტის შემდეგ დაემატოს 21 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. ტენდერისათვის სტატუსის ,,მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება“ მინიჭების მომდევნო 3 სამუშაო დღის განმავლობაში დაუშვებელია ხელშეკრულების დადება.“.

5. 21-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ამ მუხლის პირველ პუნქტში გათვალისწინებულ შემთხვევაში ხელშეკრულების შესრულების გარანტია ან დაზღვევა შეიძლება მოთხოვნილ იქნეს ხელშეკრულების ღირებულების 2%-დან 5%-მდე ოდენობით, გარდა ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. თეთრ სიაში დარეგისტრირებული მიმწოდებლის შემთხვევაში აღნიშნული ოდენობა ნახევრდება.’;

ბ) მე–2 პუნქტის შემდეგ დაემატოს 21 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,21. იმ შემთხვევაში თუ ტენდერში ელექტრონული ვაჭრობის შედეგად გამარჯვებული მიმწოდებლის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ზე მეტით დაბალია შესაბამისი ტენდერის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს გამარჯვებულ მიმწოდებელს მოსთხოვოს ხელშეკრულების შესრულების გარანტია 2%-დან 10%-მდე ოდენობით. თეთრ სიაში დარეგისტრირებული მიმწოდებლის შემთხვევაში აღნიშნული ოდენობა ნახევრდება.“. 

6. 22-ე მუხლის შემდეგ დაემატოს 221 მუხლი შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 221. ხელშეკრულების სტატუსები

1. ხელშეკრულებისათვის ამ წესის მე–2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ჟ2“ და ,,ჟ3“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული  ხელშეკრულების სტატუსების მინიჭების შემთხვევაში, ხელშეკრულების შესრულებასთან/შეუსრულებლობასთან დაკავშირებული შესაბამისი  დოკუმენტი შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ სისტემის შესაბამის ველში უნდა აიტვირთოს მისი შექმნიდან 10 დღის ვადაში.

2. ხელშეკრულებისათვის ამ წესის მე–2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ჟ2“ და ,,ჟ3“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სტატუსების მინიჭების შემთხვევაში ხელშეკრულების შესრულების/შეუსრულებლობის დამადასტურებელ დოკუმენტაციად ჩაითვლება ნებისმიერი დოკუმენტი/კორესპონდენცია, რაც დაკავშირებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებასთან/შეუსრულებლობასთან (მათ შორის, მიღება/ჩაბარების აქტი, ზედნადები, ანგარიშფაქტურა, ფოტოსურათი და სხვა.)”.

7. 26- მუხლის:

) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ტენდერის მეშვეობით ავტოსტრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის საჭირო საქონლის (CPV 50100000), სასადილოებისა და საზოგადოებრივი კვების მომსახურების (CPV 55500000), შენობის ტექნიკური მოწყობილობების შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების (CPV 50700000), სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებების (CPV 66500000), პერსონალური კომპიუტერების, საოფისე აპარატურის, სატელეკომუნიკაციო და აუდიო-ვიზუალური მოწყობილობების შეკეთების, ტექნიკური მომსახურებისა და მათთან დაკავშირებული მომსახურებების (CPV 50300000), თვითმფრინავების, რკინიგზის, საგზაო და საზღვაო მოწყობილობების შეკეთების, ტექნიკური მომსახურებისა და მათთან დაკავშირებული მომსახურებების (CPV 50200000) სახელმწიფო შესყიდვა, აგრეთვე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს პრეისკურანტის საფუძველზე.“.

) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. პრეისკურანტის საფუძველზე ტენდერის ჩატარებისას, შემსყიდველი ორგანიზაცია სატენდერო დოკუმენტაციაში თვითონ განსაზღვრავს პრეისკურანტში მოცემული ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების (CPV 50100000), სასადილოებისა და საზოგადოებრივი კვების მომსახურების (CPV 55500000), შენობის ტექნიკური მოწყობილობების შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების (CPV 50700000), სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებების (CPV 66500000), პერსონალური კომპიუტერების, საოფისე აპარატურის, სატელეკომუნიკაციო და აუდიო-ვიზუალური მოწყობილობების შეკეთების, ტექნიკური მომსახურებისა და მათთან დაკავშირებული მომსახურებების (CPV 50300000), თვითმფრინავების, რკინიგზის, საგზაო და საზღვაო მოწყობილობების შეკეთების, ტექნიკური მომსახურებისა და მათთან დაკავშირებული მომსახურებების (CPV 50200000) ერთეულების ღირებულების დადგენის წესს გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით წარდგენილი წინადადების საბოლოო ფასთან მიმართებაში.“.

) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. პრეისკურანტში ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების (CPV 50100000), სასადილოებისა და საზოგადოებრივი კვების მომსახურების (CPV 55500000), შენობის ტექნიკური მოწყობილობების შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების (CPV 50700000), სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებების (CPV 66500000), პერსონალური კომპიუტერების, საოფისე აპარატურის, სატელეკომუნიკაციო და აუდიო-ვიზუალური მოწყობილობების შეკეთების, ტექნიკური მომსახურებისა და მათთან დაკავშირებული მომსახურებების (CPV 50300000), თვითმფრინავების, რკინიგზის, საგზაო და საზღვაო მოწყობილობების შეკეთების, ტექნიკური მომსახურებისა და მათთან დაკავშირებული მომსახურებების (CPV 50200000)  რომელიმე ერთეულის არარსებობისას, აღნიშნული ერთეულის ფასი მისი შესყიდვის აუცილებლობისას, დგინდება შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის შეთანხმებით საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში პრეისკურანტში ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების (CPV 50100000), სასადილოებისა და საზოგადოებრივი კვების მომსახურების (CPV 55500000), შენობის ტექნიკური მოწყობილობების შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების (CPV 50700000), სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებების (CPV 66500000), პერსონალური კომპიუტერების, საოფისე აპარატურის, სატელეკომუნიკაციო და აუდიო-ვიზუალური მოწყობილობების შეკეთების, ტექნიკური მომსახურებისა და მათთან დაკავშირებული მომსახურებების (CPV 50300000), თვითმფრინავების, რკინიგზის, საგზაო და საზღვაო მოწყობილობების შეკეთების, ტექნიკური მომსახურებისა და მათთან დაკავშირებული მომსახურებების (CPV 50200000) ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს.“.

8. 262 მუხლს მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს მე-10 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,10. ამ წესით გათვალისწინებული თეთრ სიასთან დაკავშირებული დებულებები ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვის ნებისმიერი საშუალებით განხორციელებაზე.“.

9. 27-ე მუხლს დაემატოს მე-5 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,5. ხელშეკრულებისათვის ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ჟ2“ და ,,ჟ3“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული  ხელშეკრულების სტატუსების მინიჭება 2013 წლის 15 ოქტომბრამდე სავალდებულოა მხოლოდ საქართველოს სამინისტროების ცენტრალური აპარატებისათვის, საქართველოს სამინისტროების მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისათვის და სსიპ – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის, ხოლო 2013 წლის 15 ოქტომბრის შემდეგ – ყველა შემსყიდველი ორგანიზაციისათვის.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეტატო ურჯუმელაშვილი