„მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 13 მარტის N–14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
„მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 13 მარტის N–14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №23
2013 წლის 19 ივნისი
დაბა მესტია
,,მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 13 მარტის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლის საფუძველზე:
მუხლი 1
შევიდეს ცვლილება ,,მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 13 მარტის №14 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge. 20/03/2013 სარეგისტრაციო კოდი: 280120000.35.103.016080
1.
დადგენილების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და მოხელეებისაგან.
2. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება განისაზღვრება მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 13 მარტის №9 დადგენილებით დამტკიცებული გამგეობის დებულებითა და ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
3. სამსახურის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.
4. ადმინისტრაციულ სამსახურში შედის;
ა) საორგანიზაციო კადრებისა და საქმის წარმოების განყოფილება
ა.ა) საორგანიზაციო კადრებისა და საქმის წარმოების განყოფილების უფროსი;
ა.ბ) მთავარი სპეციალისტი კადრებისა და საქმის წარმოების საკითხებში;
ა.გ) მთავარი სპეციალისტი საქმის წარმოების საკითხებში;
ა.დ) მთავარი სპეციალისტი საორგანიზაციო საკითხებში;
ა.ე) მთავარი სპეციალისტი საორგანიზაციო საკითხებში;
ბ) იურიდიული განყოფილება
ბ.ა) იურიდიული განყოფილების უფროსი;
ბ.ბ) მთავარი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში;
გ) სტრუქტურულ და ტერიტორიულ ორგანოებთან ურთიერთობის განყოფილება
გ.ა) სტრუქტურულ და ტერიტორიულ ორგანოებთან ურთიერთობის საკითხებში განყოფილების უფროსი;
გ.ბ) მთავარი სპეციალისტი სტრუქტურულ და ტერიტორიულ ორგანოებთან ურთიერთობის საკითხებში.
2.
დადგენილებას დაემატოს 61 მუხლი, 61 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 61. მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ და ტერიტორიულ ორგანოებთან ურთიერთობის განყოფილება
მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების მოსამსახურეთა მიერ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფა და კონტროლი.
მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიულ ორგანოების ფუნქციური და მართვის პროცედურების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.
მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიულ ორგანოების საკადრო პოლიტიკის განხორციელებისა და ადამიანური რესურსების მართვის სფეროში ჩართულობა.
მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიულ ორგანოების მართვის სისტემის ოპტიმიზაცია.
მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საჯარო მოხელეებისთვის მეთოდური დახმარებისა და კონსულტაციების გაწევა.
მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და სამსახურის უფროსის დავალებების შესრულება, კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.
მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებთან და ტერიტორიულ ორგანოების რწმუნებულებთან თათბირების ორგანიზება.
მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულებისა და წამყვანი სპეციალისტების შვებულებაში გასვლის გრაფიკის შედგენა.
მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების დებულების შესაბამისად, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების განხორციელებაზე ჩართულობა.
ტერიტორიული ორგანოების ინვენტარით, ტექნიკით, საჭირო საწვავით და საკანცელარიო ნივთებით აღჭურვის უზრუნველყოფაზე კონტროლი.
11. ორგანიზაციულ-ტექნიკურად უზრუნველყოს გამგეობის სამუშაო თათბირების, გამგეობის სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოების და გამგეობის თანამდებობის პირების მიერ სხვა ღონისძიებების ჩატარება.
12. უზრუნველყოს გამგეობის სამუშაო თათბირების ოქმების წარმოება.".
მუხლი 2🔗
დადგენილება გამოქვეყნდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 3
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა ხორგუანი