,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №25 |
|
2013 წლის 21 ივნისი ქ. ახმეტა
|
,,5. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.“.
,,7. საკრებულოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტი საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ დაუყოვნებლივ გადაეცემა საკრებულოს თავმჯდომარეს ხელმოსაწერად.”.
,,მუხლი 107. საკრებულოს სამართლებრივი აქტების და სამართლებრივი აქტის პროექტების გამოქვეყნება
1. საკრებულოს ნორმატიული აქტის – საკრებულოს დადგენილების პროექტის შედგენა, მიღება (გამოცემა), გაგზავნა ან გადაცემა ხორციელდება მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით, ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 28 დეკემბრის №236 და 2011 წლის 29 დეკემბრის №158 ბრძანებებით და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.
2. საკრებულოს დადგენილება ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” გამოსაქვეყნებლად უნდა გაეგზავნოს მისი მიღებიდან არაუგვიანეს მეორე დღისა, საკრებულოს თავმჯდომარის მიერ „ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ციფრული ხელმოწერით დამოწმებული. „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს' ვებ-გვერდზე www.matsne.gov.ge საკრებულოს დადგენილების გამოქვეყნება ითვლება ოფიციალურ (იურიდიული ძალის მქონე) გამოქვეყნებად.
3. საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით, საკრებულოს ნორმატიული აქტის პროექტი შეიძლება გამოქვეყნდეს აგრეთვე ახმეტის მუნიციპალიტეტის ინტერნეტგვერდზე ან/და ადგილობრივ გაზეთში.
4. თუ ნორმატიული აქტის პროექტი დიდი მოცულობისაა, იგი სრული მოცულობით ქვეყნდება მხოლოდ ინტერნეტგვერდზე, ხოლო ადგილობრივ გაზეთში შეიძლება გამოქვეყნდეს მხოლოდ მისი დასახელება, მოკლე შინაარსი და მითითება იმის თაობაზე, რომ პროექტის გაცნობა შესაძლებელია საკრებულოს აპარატსა და მუნიციპალიტეტის რწმუნებულებთან.
5. ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები – საკრებულოს განკარგულება და საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება ქვეყნდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული წესით, საკრებულოს აპარატში მისი რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში, თუ საქართველოს კანონმდებლობით ან/და ამ დებულებით (რეგლამენტით) სხვა ვადა არ არის დადგენილი.”.
,,მუხლი 108. საკრებულოს სამართლებრივი აქტების ძალაში შესვლა
1. საკრებულოს დადგენილება ძალაში შედის ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე, თუ მასში სხვა ვადა (კონკრეტული კალენდარული დღის დადგომა, სხვა ნორმატიული აქტის მიღების ან გამოცემის (ამოქმედების) თარიღი, ამ აქტის ცალკეული თავის ან მუხლის (პუნქტის, ქვეპუნქტის) ძალაში შესვლის განსაკუთრებული თარიღი) არ არის მითითებული.
2. საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები ძალაში შედის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ აქტში სხვა ვადა (კონკრეტული თარიღი) არ არის გათვალისწინებული.”.
|