საჯარო სკოლის დირექტორის, დირექტორის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებელი მოადგილის ან მოვალეობის სხვა შემსრულებლის რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 08.07.2013
ძალის დაკარგვა 10.11.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №90/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430050000.22.022.016610
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/07/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სკოლის დირექტორის, დირექტორის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებელი მოადგილის ან მოვალეობის სხვა შემსრულებლის რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება
№90/ნ
2013 წლის 8 ივლისი
ქ. თბილისი
საჯარო სკოლის დირექტორის, დირექტორის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებელი მოადგილის ან მოვალეობის სხვა შემსრულებლის რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,წ“ ქვეპუნქტისა და 283 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ჰ4“ ქვეპუნქტისა და მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „საჯარო სკოლის დირექტორის, დირექტორის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში - მისი მოვალეობის შემსრულებელი მოადგილის ან მოვალეობის სხვა შემსრულებლის რეგისტრაციის წესი” ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიგიორგი მარგველაშვილი
დანართი
საჯარო სკოლის დირექტორის, დირექტორის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებელი მოადგილის ან მოვალეობის სხვა შემსრულებლის რეგისტრაციის წესი
მუხლი 1🔗.
რეგულირების სფერო
წინამდებარე წესი არეგულირებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში (შემდგომში – რეესტრი) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (შემდგომში – მართვის სისტემა) მიერ, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (შემდგომში – სკოლა) დირექტორის, დირექტორის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებელი მოადგილის ან მოვალეობის სხვა შემსრულებლის უფლებამოსილების და უფლებამოსილების შეწყვეტის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.
მუხლი 2🔗.
უფლებამოსილების რეგისტრაციისათვის წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა
1. სკოლამ მართვის სისტემას უნდა წარუდგინოს:
ა) სკოლის დირექტორის რეესტრში რეგისტრაციისათვის:
ა.ა) შესაბამისი სკოლის სამეურვეო საბჭოს მიერ სკოლის დირექტორის არჩევის ოქმისა და დადგენილების ასლები;
ა.ბ) არჩეული დირექტორის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
ბ) სკოლის დირექტორის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებელი მოადგილის რეესტრში რეგისტრაციისათვის:
ბ.ა) დირექტორის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებელი მოადგილის დანიშვნის შესახებ სკოლის დირექტორის ბრძანების ასლი;
ბ.ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
გ) დირექტორის მოვალეობის სხვა შემსრულებლის რეესტრში რეგისტრაციისათვის:
გ.ა) დირექტორის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში – მის მოვალეობის შემსრულებელად სკოლის თანამშრომლის დანიშვნის შესახებ სკოლის დირექტორის ბრძანების ასლი;
გ.ბ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების ასლი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის შემთხვევაში;
გ.გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 3🔗.
უფლებამოსილების შეწყვეტის რეგისტრაციისათვის წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა
1. სკოლამ მართვის სისტემას უნდა წარუდგინოს:
ა) სკოლის დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის რეესტრში რეგისტრაციისათვის:
ა.ა) უფლებამოსილების შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ა.ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
ბ) დირექტორის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებელი მოადგილის უფლებამოსილების შეწყვეტის რეესტრში რეგისტრაციისათვის:
ბ.ა) დირექტორის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებელი მოადგილის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ სკოლის დირექტორის ბრძანების ასლი;
ბ.ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
გ) დირექტორის მოვალეობის სხვა შემსრულებლის უფლებამოსილების შეწყვეტის რეესტრში რეგისტრაციისათვის:
გ.ა) დირექტორის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებელი სკოლის თანამშრომლის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ სკოლის დირექტორის ბრძანების ასლი;
გ.ბ) სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების ასლი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში;
გ.გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
მუხლი 4🔗.
უფლებამოსილების ან უფლებამოსილების შეწყვეტის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება
1. ამ წესის მე-2 და მე-3 მუხლებში მითითებულ პირთა რეგისტრაციისათვის წარდგენილი დოკუმენტაციის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას განსაზღვრავს მართვის სისტემა.
2. ამ წესის მე-2 და მე-3 მუხლებით განსაზღვრული დოკუმენტების სარეგისტრაციოდ წარდგენიდან 1 თვის ვადაში, მართვის სისტემის უფროსი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) იღებს გადაწყვეტილებას წარდგენილი მონაცემების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ.
3. სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტების დადგენილ მოთხოვებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, მართვის სისტემა უფლებამოსილია დაადგინოს ხარვეზი და მოითხოვოს დოკუმენტების დამატებით წარდგენა.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მონაცემების რეესტრში რეგისტრაციას ახორციელებს მართვის სისტემა.