ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 21.06.2013
ძალის დაკარგვა 05.03.2018
გამომცემი ორგანო ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №15
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.117.016145
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/06/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
📜 ცვლილებების ისტორია (3)
შეცვლილია შემდეგი აქტებით
ცვლილება შეაქვს
დამატებითი მეტამონაცემები (10)
| ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ ფარჯანაძე | ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| ორგანიზაციული ერთეული | ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო |
| ფუნქცია | პრიორიტეტულობა |
| განათლება (ხარისხი) | სავალდებულო |
| სფერო/ფაკულტეტი | სავალდებულო |
| გამოცდილების ხანგრძლივობა | სავალდებულო |
| უცხო ენა | სავალდებულო |
| უცხოური ენების ცოდნის დონე | ვერბალური კომუნიკაცია |
| კომპიუტერული პროგრამები | თემატური კატეგორია |
| საკვანძო კომპეტენციები | სავალდებულო |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა და მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 31.01.2013
დოკუმენტის ტექსტი
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №15
2013 წლის 21 ივნისი
ქ. ამბროლაური
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ,,ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები' (დანართი №1).
მუხლი 2🔗
ამ დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება სავალდებულოა საკრებულოს აპარატისა და გამგეობის მოხელის თანამდებობის დასაკავებლად.
მუხლი 3🔗
ატესტაციისას მოხელეთა და კონკურსის ჩატარებისას კანდიდატთა შეფასება ხორციელდება ამ დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად.
მუხლი 4🔗
საკრებულოს თავმჯდომარემ 2013 წლის 01 ივლისამდე დაამტკიცოს დანართი №2 ფორმით განსაზღვრული თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა სამუშაოთა აღწერილობები.
მუხლი 5🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 31 იანვრის №04 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 04/02/2013, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.117.016134) „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა და მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 6🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკახაბერ ფარჯანაძე
დანართი №1
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
1.
ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა საჯარო მოხელეს, გარდა სახანძრო–სამაშველო სამსახურის მოხელეებისა, მოეთხოვება:
ა)
ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
ბ)
საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer–ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
გ)
შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
გ.ა)
საქართველოს კონსტიტუცია;
გ.ბ)
ევროპული ქარტია 'ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ';
გ.გ)
საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“;
გ.დ)
საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის“ შესახებ;
გ.ე)
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ( I, II, III და IV თავები);
გ.ვ)
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულება (რეგლამენტი);
გ.ზ)
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება;
გ.თ)
შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულება.
2.
გამგებლის, გამგებლის მოადგილის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა მაგისტრის აკადემიური ხარისხი და საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება ან ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება, პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული უნარები, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები.
3.
გამგეობის სამსახურის უფროსის, საკრებულოს აპარატის უფროსის, თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები.
4.
გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსის, გამგებლის თანაშემწის, მთავარი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები.
5.
წამყვანი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები.
6.
უფროსი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები.
7.
სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები.
8.
სახანძრო–სამაშველო სამსახურის საჯარო მოხელეებს მოეთხოვებათ გააჩნდეთ მეხანძრე-მაშველის სერტიფიკატი.
დანართი №2
ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის სამუშაოთა აღწერილობა
ზოგადი ინფორმაცია
ორგანიზაციული ერთეული
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო
თანამდებობის დასახელება
პოზიცია ( ფუნქცია )
ანაზღაურება
სამუშაოს განაკვეთი
ძირითადი მოვალეობები
ფუნქცია
პრიორიტეტულობა
დროის დანახარჯი %
ანგარიშვალდებულება
ანგარიშვალდებულობის ფორმა
სამსახურებრივი ზედამხედველობა
ზედამხედველობის ფორმა
საქმიანი შიდა კონტაქტი
შიდა კონტაქტის ფორმა
საქმიანი გარე კონტაქტი
გარე კონტაქტის ფორმა
სამუშაოს შესასრულებლად გამოყოფილი მატერიალური რესურსები
სამუშაოს შესრულებისათვის საჭირო განათლება და გამოცდილება
განათლება (ხარისხი)
სავალდებულო
სასურველი
სფერო/ფაკულტეტი
სავალდებულო
სასურველი
სამუშაო გამოცდილება
დარგი
გამოცდილების ხანგრძლივობა
სავალდებულო
სასურველი
სამუშაოს შესრულებისათვის საჭირო ნორმატიული აქტები
საქართველოს კონსტიტუცია;
ევროპული ქარტია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“
საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (I, II, III და IV თავები)
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულება ( რეგლამენტი)
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება
შესაბამისის სტრუქტურული ერთეულის დებულება
სპეციალური ტრენინგები
ტრენინგების თემატიკა
უცხო ენა
სავალდებულო
სასურველი
უცხოური ენების ცოდნის დონე
ვერბალური
კომუნიკაცია
წერილობითი კომუნიკაცია
კომპიუტერული
პროგრამები
თემატური კატეგორია
ცოდნის დონე
საკვანძო კომპეტენციები
სავალდებულო
სასურველი