ქალაქ თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს სისტემაში – ქ. თბილისის მერიაში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების და საკონკუროსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 21.06.2013
ძალის დაკარგვა 10.10.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
ნომერი №32
სარეგისტრაციო კოდი 010320040.52.101.016099
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/06/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,546 სიტყვა · ~13 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.06.2013 მიღება
10.10.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქ. თბილისის მერი გიორგი უგულავა ქ. თბილისის მერი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს სისტემაში – ქ. თბილისის მერიაში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების და საკონკუროსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ ქ. თბილისის მერის ბრძანება №32 2013 წლის 21 ივნისი ქ. თბილისი ქალაქ თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს სისტემაში – ქ. თბილისის მერიაში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების და საკონკუროსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის, ,,საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №46 ბრძანებულებისა და ,,საჯარო მოხელეთა ატესტაციის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №47 ბრძანებულების შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ქალაქ თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის – ქ. თბილისის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულება დანართის თანახმად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ქალაქ თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის – ქ. თბილისის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მერის 2009 წლის 9 მარტის №21 ბრძანება. მუხლი 3🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქ. თბილისის მერიგიორგი უგულავა დანართი ქალაქ თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს სისტემაში – ქ. თბილისის მერიაში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების და საკონკუროსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესი თავი I. ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗. გამოყენების სფერო ქალაქ თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს სისტების - ქ. თბილისის მერიაში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესი (შემდგომში - წესი) ვრცელდება ქალაქ თბილისის მერიის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს სისტემის – ქ. თბილისის მერიის საჯარო მოხელეებსა და ქ. თბილისის მერიის მიერ დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე, გარდა იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა, რომლებიც ეწევიან კულტურულ, საგანმანათლებლო ან რელუგიურ საქმიანობას და არეგულირებს კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების პირობებს და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობას. თავი II. საკონკურსო-საატესტაციო კომისია მუხლი 2🔗. საკონკურსო - საატესტაციო კომისიის მიზანი და ფუნქციები 1. ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს სისტემაში - ქ. თბილისის მერიაში კონკურსსა და ატესტაციას აცხადებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია. 2. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის მიზანია დასაკავებელი თანამდებობისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან კონკურსანტის ან დაკავებული თანამდებობისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან მოხელის შესაბამისობის შეფასება. 3. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის ფუნქციებია:  ა)     პირის პროფესიული ცოდნის, უნარ-ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შესაფასებელი პროცედურების წარმართვა; ბ)    თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირისათვის კონკურსანტის (ატესტანტის) შეფასების თაობაზე დასკვნის წარდგენა.    მუხლი 3🔗. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობა 1. საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარებასთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ საკითხებს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრავს საკონკურსო-საატესტაციო კომისია, რომლის შემადგენლობაში შედიან საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები. 2. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარეს თანამდებობაზე ნიშნავს ქ. თბილისის საკრებულო. 3. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე განსაზღვრავს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას აუცილებელი საჭიროების გათვალისწინებით. 4. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრთაგან ნიშნავს თავმჯდომარის მოადგილეს. 5. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თამჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებებს ახორციელებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. 6. კონკურსისა და ატესტაციის ორგანიზებულად ჩატარებისათვის კომისიის თავმჯდომარეს უფლება აქვს შექმნას საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სამდივნო. მუხლი 4🔗. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრთა დანიშვნის წესი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრებს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე ნიშნავს შემდეგი წესით: ა) დაქვემდებარებაში მყოფი მოხელეები ინიშნებიან საკუთარი სურვილით და პროფესიული დონის გათვალისწინებით; ბ) ის მოხელე, რომლის ატესტირებაც უნდა მოახდინოს, კომისიამ არ შეიძლება შედიოდეს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობაში. მუხლი 5🔗. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მუშაობის წესი 1. კომისიის წევრებს შორის უფლება-მოვალეობებსა და კომისიის მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს თავმჯდომარე. 2. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომებს იწვევს კომისიის თავმჯდომარე. 3. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.. 4. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა. 5. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და დამსწრე კომისიის წევრები. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. 6. საკონკურსო-საატესტაციო კონკურსის შედეგების მიხედვით, დაწესებულების საკონკურსო-საატესტაციო კომისია თითოეულ ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარადგენს ერთ კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წარდგენაზე. მუხლი 6🔗. საპრეტენზიო კომისია 1. კონკურსისა ან/და ატესტაციის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით, ქალაქ თბილისის მერის ბრძანებით იქმნება საპრეტენზიო კომისია. 2. საპრეტენზიო კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს ქ. თბილისის მერი. 3. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები (მათ შორის, მოწვეულები). კომისიის წევრი, რომელიც მონაწილეობდა კონკურსის ან/და ატესტაციის რომელიმე ეტაპის ჩატარებაში, არ შეიძლება იყოს საპრეტენზიო კომისიაში. 4. საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე. 5. საპრეტენზიო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. 6. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება თავმჯდომარის ხმა. 7. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საპრეტენზიო კომისიის სხდომის თავმჯდომარე და დამსწრე კომისიის წევრები. 8. საპრეტენზიო კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. 9. კონკურსის შემთხვევაში პირს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება აქვს კონკურსის თითოეული ეტაპის შედეგების გამოცხადებიდან არა უგვიანეს 2 დღისა. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება განიხილება არა უმეტეს 3 დღეში. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად შედგება ოქმი გამოვლენილი ხარვეზის შესახებ და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება საკონკურსო-საატესტაციო კომისიას. 10. ატესტაციის შემთხვევაში მოხელეს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება აქვს შედეგების გამოცხადებიდან/საატესტაციო ფურცლის გაცნობიდან არა უგვიანეს 2 დღისა. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება განიხილება სამ დღეში, მიღებული გადაწყვეტილების თანახმად შედგება ოქმი და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება საკონკურსო-საატესტაციო კომისიას. 11. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების გათვალისწინებით. საკონკურსო-საატესტაციო კომისიას უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, მოიწვიოს გაფართოებული სხდომა საპრეტენზიო კომისიის წევრთა მონაწილეობით. მუხლი 7🔗. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სამდივნო 1. კომისიის საქმიანობის ორგანიზებისა და მუშაობის ეფექტურად წარმართვის მიზნით კომისიის თავმჯდომარე ქმნის კომისიის სამდივნოს (შემდგომში - სამდივნო). 2. სამდივნო კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით: ა) უზრუნველყოფს კონკურსსა და ატესტაციასთან დაკავშირებით გამოცემული სამართლებრივი აქტების საჯაროობასა და ხელმისაწვდომობას; ბ) კონკურსანტების განცხადებების მიღების ორგანიზებას; გ) ამოწმებს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას;  დ)   ტექნიკურად უზრუნველყოფს კომისიის სხდომების მომზადებას; ე)    თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და წევრების ცალკეულ დავალებებს; ვ)    უზრუნველყოფს საკონკურსო-საატესტაციო კომისიაში შემოსული კორესპონდენციის აღრიცხვასა და სათანადო კომპიუტერული მონაცემთა ბაზის შექმნას.  3. სამდივნო შემადგენლობას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. სამდივნოს საქმიანობას ხელმძღვანელობს სამდივნოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე. 4. სამდივნოს უფროსი პასუხისმგებელია სამდივნოს საქმიანობისთვის კომისიის თავმჯდომარის წინაშე.  5. კონკურსის ან ატესტაციის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ სამდივნო წყვეტს საქმიანობას.  მუხლი 8🔗. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მოწვეულ წევრთა შრომის ანაზღაურება  კომისიის მოწვეულ წევრთა საქმიანობა ექვემდებარება ანაზღაურებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ქალაქ თბილისის ბიუჯეტიდან.  მუხლი 9🔗. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა 1. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარეს შეუძლია პროფესიული ან ტერიტორიული პრინციპის მიხედვით შექმნას საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა. 2. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობის შექმნის შემთხვევაში მის თავმჯდომარეს ნიშნავს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე. თავი III. კონკურსი მუხლი 10🔗. კონკურსის მიზნები და ამოცანები 1. კონკურსის მიზანია ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნათა გათვალისწინებით შესაბამისი კანდიდატის შერჩევა. 2. კონკურსის ამოცანებია:  ა) კანდიდატის კვალიფიკაციის, პროფესიული დონის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შეფასება; ბ) კანდიდატის პროფესიული უნარ-ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების დასაკავებელი თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დონის განსაზღვრა. მუხლი 11🔗. კონკურსის პრინციპები კონკურსის პრიციპებია: ა) ობიექტურობა – კონკურსის პროცედურები უნდა იყოს არადისკრიმინაციული და მაქსიმალურად გამოირიცხოს სუბიექტური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა; ბ) გამჭვირვალობა – გამოყენებული პროცედურები, მეთოდები და შეფასების კრიტერიუმები უნდა იყოს ნათლად ფორმულირებული, გასაგები და აღქმადი ყველა პრეტენდენტისათვის; გ) არადისკრიმინაციულობა – კონკურსის პროცედურები უნდა უზრუნველყოფდეს მოქალაქეთა თანასწორობას განურჩევლად რასისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, საზოგადოებაში მათი მდგომარეობის, ეროვნების, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა; დ) საჯაროობა – კონკურსის პროცედურასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომის ოქმები და კონკურსის შედეგები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული პირისათვის; ე) კოლეგიურობა – კონკურსის ეტაპები უნდა ჩატარდეს და შედეგები უნდა დამტკიცდეს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ; ვ) კორექტულობა – კონკურსის ჩატარების ფორმები და მეთოდები, დასმული შეკითხვები უნდა იყოს კორექტული, საკონკურსო-საატესტაციო კომისია უნდა იყოს კეთილგანწყობილი და არ ახდენდეს კანდიდატზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას. მუხლი 12🔗. კონკურსის გამოცხადება  1. საჯარო კონკურსს მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად აცხადებს ქალაქ თბილისის მერია საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით, ამასთან კანდიდატს განცხადების წარსადგენად ეძლევა არანაკლებ 10-დღიანი ვადა კონკურსის გამოცხადების დღიდან. კონკურსის გამოცხადების დღედ ითვლება ბოლო გამოცხადების მომენტი. 2. კონკურსის გამოცხადების, ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და ჩატარების ხარჯებს ანაზღაურებს ქ. თბილისის მერია. 3. კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის მეშვეობით. 4. კონკურსის შესახებ შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს მაინც: ა) დაწესებულებისა და კონკურსის წესით შესავსები თანამდებობის დასახელება; ბ) კანდიდატის მიმართ წაყენებული მოთხოვნები; გ) შესასრულებელი სამუშაო; დ) თანამდებობრივი სარგოს ოდენობა; ე) განცხადებისა და სხვა აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადა; ვ) საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მისამართი. 5. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომა ტარდება არაუადრეს 10 დღისა კონკურსის შესახებ შეტყობინების გამოქვეყნების დღიდან. 6. ქ. თბილისის მერიის სისტემაში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას და აკმაყოფილებს ვაკანტური თანამდებობის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს. 7. საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს მიიღოს კონკურსში მონაწილეობა საერთო წესის საფუძველზე, მის მიერ დაკავებული თანამდებობის მიუხედავად. მუხლი 13🔗. კონკურსის ჩატარების პროცედურა 1. კონკურსი შესაძლებელია მოიცავდეს შემდეგ ეტაპებს: ა) წერითი დავალება; ბ) სხვადასხვა სახის ტესტირება; გ) გასაუბრება. 2. კონკურსის პროგრამას, პირობებსა და ჩატარების გრაფიკს განსაზღვრავს საკონკურსო-საატესტაციო კომისია ქ. თბილისის მერთან შეთანხმებით. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის საჯაროობას უზრუნველყოფს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე. მუხლი 14🔗. კომისიის მიერ კანდიდატურების განხილვა 1. კომისია კანდიდატების წერითი დავალების, ტესტირების ან გასაუბრების შემდეგ თავის სხდომაზე განიხილავს საკითხს მათ დაუსწრებლად. 2. კომისია აფასებს კანდიდატის შესაბამისობას ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან, აუცილებლობის შემთხვევაში ისმენს აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის მქონე პირის აზრს. მუხლი 15🔗. კონკურსის შედეგები 1. კომისიის თავმჯდომარე ან კომისიის სხვა უფლებამოსილი პირი, გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღისა, წერილობით აცნობებს ყოველ კანდიდატს მის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას, ხოლო თანამდებობაზე დამნიშვნელ პირს – კომისიის მიერ წამოყენებული კანდიდატის ან კანდიდატის წამოყენებაზე უარის შესახებ. 2. თუ კომისიამ უარი განაცხადა თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წამოყენებაზე ან ამ თანამდებობაზე არ იქნა მიღებული არც ერთი განცხადება, ამ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსი ითვლება ჩაშლილად. მუხლი 16🔗. კონკურსის შედეგების გასაჩივრება კონკურსის პროცესთან და შედეგებთან დაკავშირებული დავა წყდება არსებული კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 17🔗. ჩაშლილი კონკურსი კონკურსი ჩაშლილად ითვლება, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არც ერთი განცხადება, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ საკონკურსო-საატესტაციო კომისია უარს განაცხადებს თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წამოყენებაზე. თავი IV. მოხელის ატესტაცია მუხლი 18🔗. მოხელის ატესტაცია ატესტაცია არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოხელის სამსახურებრივი საქმიანობის, პროფესიული უნარ-ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პირადული თვისებების შესაბამისობის შეფასება დაკავებული ან დასაკავებელი თანამდებობის მოთხოვნებთან.  მუხლი 19🔗. ატესტაციას დაქვემდებარებული პირი  1. ატესტაციას ექვემდებარება:  ა) მოხელე 3 წელიწადში ერთხელ (საატესტაციო პერიოდი);  ბ) კანდიდატი მოხელის თანამდებობაზე, თუ თანამდებობა კონკურსის წესით უნდა დაიკავონ.  2. მოხელე, რომელიც საატესტაციო პერიოდის უკანასკნელი წლის მანძილზე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა 6 თვეზე ნაკლები ვადით, ატესტაციას ექვემდებარება მომავალ წელს.   3. მოხელე, რომელსაც უფლებამოსილება შეჩერებული აქვს „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 89-ე მუხლის „ბ”, „გ”, „ე” და „ვ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ატესტაციას გადის უფლებამოსილების აღდგენიდან არანაკლებ ერთი თვის შემდეგ. მუხლი 20🔗. ატესტაციის მიზნები ატესტაციის მიზანია: ა) მოხელის პროფესიული უნარ-ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შესაბამისობის განსაზღვრა დაკავებული (ან დასაკავებელი) თანამდებობის მოთხოვნებთან; ბ) მოხელის მიერ საატესტაციო პერიოდში შესრულებული პროფესიული სამსახურებრივი საქმიანობის შეფასება; გ) საკლასო ჩინისა და სპეციალური წოდების მინიჭებასა ან ჩამორთმევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება; დ) მოხელის პროფესიული დონის გამოყენების პერსპექტივების განსაზღვრა; ე) მოხელის კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული მომზადების ან გადამზადების საჭიროების დადგენა; ვ) მოხელის პროფესიული ზრდის სტიმულირება; ზ) მოხელეთა კარიერის დაგეგმვა და მართვა. მუხლი 21🔗. ატესტაციის პრინციპები ატესტაციის პრიციპებია: ა) ობიექტურობა – ატესტაციის პროცედურები უნდა იყოს არადისკრიმინაციული და მაქსიმალურად გამოირიცხოს სუბიექტური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა; ბ) გამჭვირვალობა – გამოყენებული პროცედურები, მეთოდები და შეფასების კრიტერიუმები უნდა იყოს ნათლად ფორმულირებული, გასაგები და ცნობილი ყველა მოხელისათვის; გ) არადისკრიმინაციულობა – ატესტაციის პროცედურები უნდა უზრუნველყოფდეს მოქალაქეთა თანასწორობას განურჩევლად რასისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, საზოგადოებაში მათი მდგომარეობის, ეროვნების, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა; დ) საჯაროობა – ატესტაციასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომის ოქმები და ატესტაციის შედეგები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული პირისათვის; ე) კოლეგიურობა – ატესტაციის ეტაპები უნდა ჩატარდეს და შედეგები უნდა დამტკიცდეს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ; ვ) კორექტულობა – ატესტაციის ჩატარების ფორმები და მეთოდები, დასმული შეკითხვები უნდა იყოს კორექტული, საკონკურსო-საატესტაციო კომისია უნდა იყოს კეთილგანწყობილი და არ ახდენდეს მოხელეზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას. მუხლი 22🔗. ატესტაციის დრო  1. ატესტაციის ჩატარების დროს განსაზღვრავს  ქ. თბილისის მერი კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით.  2. ატესტაციას დაქვემდებარებულ მოხელეთა სიასა და ატესტაციის ჩატარების გრაფიკს ამზადებს ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის საკადრო რესურსების სამსახური და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს ქ. თბილისის მერი.  3. ატესტაციის გრაფიკი, ინფორმაცია ატესტაციის ჩატარების პრინციპების, პროცედურების, ფორმებისა და პირობების შესახებ ატესტაციას დაქვემდებარებულ პირს უნდა ეცნობოს ატესტაციის დაწყებამდე ორი კვირით ადრე მაინც. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის საჯაროობას უზრუნველყოფს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე. მუხლი 23🔗. ატესტაციის ჩატარების პროცედურა 1.   ატესტაციას ატარებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია. 2. ატესტაციის პროცესის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელის უშუალო ხელმძღვანელი ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის საკადრო რესურსების სამსახურში წარადგენს დახასიათებას თანდართული ფორმის მიხედვით (დანართი №1). იგივე ფორმას ავსებს და წარადგენს ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის საკადრო რესურსების სამსახურში ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელე. 3.  მოხელეს უფლება აქვს ატესტაციის დაწყებამდე გაეცნოს ხელმძღვანელის მიერ მასზე შედგენილ დახასიათებას. 4. ატესტაციის ჩატარებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას უზრუნველყოფს ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის საკადრო რესურსების სამსახური. 5. ატესტაცია შეიძლება ჩატარდეს შემდეგი ფორმით: სხვადასხვა სახის ტესტირება, წერითი დავალება ან/და გასაუბრება. 6. ატესტაციის ჩატარების ფორმებს, სატესტო მეთოდიკებსა და თემატიკას, მოხელის მიერ დაკავებული თანამდებობის სპეციფიკის გათვალისწინებით, განსაზღვრავს საკონკურსო-საატესტაციო კომისია ქ. თბილისის მერთან შეთანხმებით. 7.  გასაუბრების პროცესში, დაკავებულ თანამდებობასთან მოხელის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კომისია ისმენს მოხელის ანგარიშს საატესტაციო პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ, ამოწმებს მის პროფესიულ დონესა და კვალიფიკაციას დადგენილ თემატიკასა და სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებულ საკითხებში. 8. ატესტაციის დროს მოხელესთან გასაუბრების პროცესს შეიძლება დაესწროს იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, რომელშიც მოხელე მუშაობს.  9.ატესტაციაზე მოხელის საპატიო მიზეზად გამოუცხადებლობის შემთხვევაში, საკითხის განხილვა გადაიდება შემდეგი სხდომისათვის. 10. ატესტაციაზე არასაპატიო მიზეზით მოხელის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, კომისიის გადაწყვეტილებით იგი იღებს ამ დებულების 24-ე მუხლის მე-6 პუნქტის “დ” ქვეპუნქტით განსაზღვრულ შეფასებას. მუხლი 24🔗. მოხელის შეფასება და გადაწყვეტილების მიღება 1. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.  2. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის სხდომის თავმჯდომარის ხმა. 3. საჭიროების შემთხვევაში კომისია ისმენს მოხელისა და მისი უშუალო ხელმძღვანელის განმარტებებს. 4. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და დამსწრე კომისიის წევრები. 5. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. 6. ატესტაციის შედეგების მიხედვით კომისიას გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი შინაარსის დასკვნა: ა) მოხელე შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და ექვემდებარება დაწინაურებას; ბ) მოხელე შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას; გ) მოხელე ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას (საჭიროებს კვალიფიკაციის ამაღლებას); დ) მოხელე არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას. 7. საჭიროების შემთხვევაში, კომისია იღებს გადაწყვეტილებას და დაწესებულების ხელმძღვანელს წარუდგენს წინადადებას მოხელისათვის საკლასო ჩინის მინიჭების ან ჩამორთმევის შესახებ. მუხლი 25🔗. ატესტაციის შედეგები 1. საკონკურსო-საატესტაციო კომისია ვალდებულია თითოეული მოხელის ატესტაციის შედეგების შესახებ მოამზადოს დასკვნა, რომელიც ფორმდება სხდომის ოქმით და მას ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები. 2. ატესტაციის შედეგები შეტანილი უნდა იქნეს საატესტაციო ფურცელში. რომელიც ივსება ერთ პირად და დახასიათებასთან ერთად თან ერთვის მოხელის პირად საქმეს. საატესტაციო ფურცელს ხელს აწერენ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე და წევრები (დანართი N2).  3. მოხელე საატესტაციო ფურცლის შევსებიდან 2 დღეში ეცნობა და ხელს აწერს მას. 4. ატესტაციის შედეგების შესახებ კომისია ქ. თბილისის მერს მოახსენებს ატესტაციის პროცესის დასრულებიდან ერთ კვირაში. 5. ქ. თბილისის მერი, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დასკვნისა და რეკომენდაციის საფუძველზე, ატესტაციის დასრულებიდან ერთი თვის განმავლოვბაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას მოხელის სპეციალური წოდების ან/და საკლასო ჩინის მინიჭების/ჩამორთმევის, კვალიფიკაციის ამაღლების, მოხელის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების ან მოხელის დაწინაურება/დაქვეითების შესახებ. 6. თუ ატეტსაციის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად მოხელე არ შეესაბამება ან ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და იგი სხვა თანამდებობაზე ან კვალიფიკაციის ამაღლებაზე უარს აცხადებს, დამნიშვნელ პირს უფლება აქვს მოხელე გაათავისუფლოს თანამდებობიდან.  მუხლი 26🔗. ატესტაციის შედეგების გასაჩივრება ატესტაციის პროცესთან და შედეგებთან დაკავშირებული დავა წყდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.                   დანართი №1 მოხელის დახასიათება სახელი, გვარი _____________________________________________________________ დაკავებული თანამდებობა __________________________________________________ სამსახურებრივი მოვალეობების ჩამონათვალი ________________________________ საატესტაციო პერიოდში შესრულებულ საკითხთა ჩამონათვალი და შედეგების შეფასება ___________________________________________________________________________ ___________________________________________________________________________ ___________________________________________________________________________ პროფესიული და ინდივიდუალური უნარ-ჩვევები ___________________________________________________________________________ ___________________________________________________________________________ ___________________________________________________________________________ დადებითი და უარყოფითი მხარეები ___________________________________________________________________________ ___________________________________________________________________________ წახალისება ___________________________________________________________________________ ___________________________________________________________________________ ___________________________________________________________________________ დისციპლინური  პასუხისმგებლობის ზომები ___________________________________________________________________________ ___________________________________________________________________________ წინადადებები კვალიფიკაციის ამაღლების, წახალისების, თანამდებობრივი დაწინაურების, სპეციალური წოდების ან საკლასო ჩინის მინიჭების შესახებ ___________________________________________________________________________ ___________________________________________________________________________ ___________________________________________________________________________ ხელმოწერა ______________________ თარიღი  ________________________. დანართი №2 საატესტაციო ფურცელი მოხელის სახელი, გვარი ________________________________________________ დაბადების თარიღი და ადგილი _________________________________________ დაკავებული თანამდებობა და დანიშვნის (არჩევის) თარიღი ___________________________________________________________________________ ___________________________________________________________________________ თანამდებობრივი რანგი, საკლასო ჩინი, სპეციალური წოდება ___________________________________________________________________________ ___________________________________________________________________________ განათლება (სასწავლო დაწესებულება, სპეციალობა) ___________________________________________________________________________ ___________________________________________________________________________ სამეცნიერო ხარისხი, სამეცნიერო წოდება ___________________________________________________________________________ შრომის საერთო სტაჟი (მ/შ საჯარო სამსახურში) _______________________________ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დასკვნა  _________________________________ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის რეკომენდაცია_____________________________ ___________________________________________________________________________ ___________________________________________________________________________ ___________________________________________________________________________ შენიშვნა ___________________________________________________________________ კომისიის თავმჯდომარე ________________________ კომისიის წევრები ______________________________ თარიღი ________________________.