აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობებში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 11.06.2013
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი
ნომერი №10/01-03
სარეგისტრაციო კოდი 010320010.33.062.016027
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/06/2013
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.06.2013 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 1 | სამუშაო სრულდება ზედმიწევნით |
| 2 | სამუშაოს დაგეგმვა და პრიორიტეტების განსაზღვრა ხორციელდება ეფექტურად |
| 3 | პუნქტუალურობა და სამუშაოზე გამოცხადება აკმაყოფილებს წარმომადგენლობის მოთხოვნებს |
| 4 | რთული სიტუაციებისადმი არის ადეკვატური და ეგუება ცვლილებებს |
| 5 | სამუშაო სრულდება დადგენილ ვადებში |
| 6 | ხელმძღვანელს სთავაზობს ახალ იდეებს |
| 7 | წამოჭრილი პრობლემების გადასაწყვეტად შეიმუშავებს საზრიან წინადადებებს |
| 8 | ავლენს დამოუკიდებლად მუშაობის უნარს |
| 9 | აცნობიერებს საკუთარ შესაძლებლობებს, დადებით და უარყოფით მხარეებს |
| 10 | ავლენს სამუშაოს შესრულებისათვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს |
| 11 | შესაბამის სფეროში აქვს საფუძვლიანი თეორიული ცოდნა |
| 12 | ორიენტირებულია პროფესიულ განვითარებაზე |
| 13 | აქვს ურთიერთობის ღია და უშუალო ფორმა |
| 14 | მიმართვის ზეპირი და წერილობითი ფორმები არის ნათელი და კონკრეტული |
| 15 | უფროსებთან და თანამშრომლებთან ამყარებს პოზიტიურ ურთიერთობებს |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობებში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
მინისტრის
ბრძანება №10/01-03
2013 წლის 11 ივნისი
ქ. თბილისი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობებში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 161 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტისა და „რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ’’ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 10 თებერვლის №9 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის საფუძველზე
ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობებში (აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა; იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმის ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა; სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა) სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის თანდართული წესი.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრი კორნელი სალია
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობებში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესი
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗
ეს წესი განსაზღვრავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობებში (აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა; იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმის ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა; სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა) (შემდგომში – წარმომადგენლობა) სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესსა და პირობებს.
მუხლი 2🔗
წარმომადგენლობა მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარებისა და საჯარო სამსახურში ადაპტირების მიზნით უზრუნველყოფს სტაჟიორთა მიღებას, ხოლო სტუდენტთა შემოქმედებითი ინიციატივის გამოვლენის, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფის მიზნით - პრაქტიკანტთა მიღებას.
მუხლი 3🔗
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სტაჟირება - წარმომადგენლობაში ამ წესით რეგულირებადი ანაზღაურების გარეშე საქმიანობა;
ბ) სტაჟიორი - პირი, რომელიც ამ წესის შესაბამისად წარმომადგენლობაში გადის სტაჟირებას;
გ) სასწავლო პრაქტიკა - წარმომადგენლობაში ამ წესით რეგულირებადი ანაზღაურების გარეშე საქმიანობა პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით;
დ) პრაქტიკანტი - პირი, რომელიც ამ წესის შესაბამისად წარმომადგენლობაში გადის სასწავლო პრაქტიკას;
ე) სტუდენტი - პირი, რომელიც სწავლობს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბაკალავრო საფეხურზე ან მაგისტრატურაში;
ვ) კანდიდატი - პირი, რომელსაც სურვილი აქვს გაიაროს პრაქტიკა ან სტაჟირება წარმომადგენლობაში და წარმოდგენილი აქვს პრაქტიკის ან სტაჟირების გავლის შესახებ ამ წესით დადგენილი დოკუმენტები.
მუხლი 4🔗
პრაქტიკანტთა/სტაჟიორთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წარმომადგენლობაში შტატით გათვალისწინებულ თანამშრომელთა 1/5-ს.
მუხლი 5🔗
სტაჟირების/სასწავლო პრაქტიკის ვადა განისაზღვრება 6 თვის ვადით.
თავი II. წარმომადგენლობაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის კომისია
მუხლი 6🔗
სტაჟიორთა/პრაქტიკანტთა მიღების ორგანიზაციული უზრუნველყოფისა და სტაჟირების/სასწავლო პრაქტიკის გავლის პროცესზე ზედამხედველობის მიზნით წარმომადგენლობაში იქმნება სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის კომისია (შემდგომში - კომისია).
მუხლი 7🔗
1. კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთან (შემდგომში მინისტრი) შეთანხმებით.
2. კომისია შედგება კომისიის თავმჯდომარისა და წევრებისაგან.
3. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.
4. გადაწყვეტილება მიიღება კომისიის დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
5. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები.
თავი III. პრაქტიკანტად მიღება
მუხლი 8🔗
პრაქტიკანტად მიიღება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი.
მუხლი 9🔗
კანდიდატმა წარმომადგენლობაში პრაქტიკის გასავლელად უნდა წარმოადგინოს:
ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ) ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან;
გ) სტუდენტის მოსწრების წიგნაკი ან/და ცნობა აკადემიური მიღწევის შესახებ;
დ) CV.
მუხლი 10🔗
გადაწყვეტილებას კანდიდატის პრაქტიკანტად დანიშვნის შესახებ იღებს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კომისიის წარდგინების საფუძველზე.
თავი IV. სტაჟიორად მიღება
მუხლი 11🔗
1. სტაჟიორად მიიღება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი და აკადემიური განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე.
2. წარმომადგენლობაში სტაჟიორთა მიღება წარმოებს კონკურსის წესით, რომელიც ტადრება ტესტირების ან/და გასაუბრების ფორმით.
3. კონკურსის გამოცხადება ხდება წარმომადგენლობის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის საშუალებებით.
4. კონკურსის ჩატარების შესახებ ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) წარმომადგენლობის სრული დასახელება, სადაც ცხადდება კონკურსი;
ბ) კონკურსის თემატიკა, საკვალიფიკაციო მოთხოვნები და კონკურსის გავლის პირობები;
გ) ინფორმაცია კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განცხადებების მიღების ელექტრონული მისამართისა და დროის შესახებ.
5. კომისიის წევრები გასაუბრებისას ავსებენ კანდიდატთა შეფასების ფორმას პროფესიული უნარ-ჩვევების მიხედვით (დანართი №1).
მუხლი 12🔗
1. კანდიდატმა წარმომადგენლობაში სტაჟირების გასავლელად უნდა წარმოადგინოს:
ა) დიპლომის ასლი/ ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან;
ბ) CV;
გ) შევსებული სააპლიკაციო ფორმა (დანართი №2).
2. კონკურსის წარმატებით გავლის შემდეგ შერჩეული კანდიდატი ვალდებულია კომისიას წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ) ერთი ფოტოსურათი (3X4);
გ) ცნობა ნასამართლობის შესახებ.
მუხლი 13🔗
ჩატარებული კონკურსის შედეგების გათვალისწინებით, სტაჟიორის კანდიდატებიდან საუკეთესო შედეგების მქონე პირებს, კომისიის წარდგინებით, წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ნიშნავს სტაჟიორად.
მუხლი 14🔗
სტაჟირებისათვის დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ვალდებულია წარმომადგენლობის ხელმძღვანელს წარუდგინოს სტაჟიორის შეფასება (დანართი №3), რის საფუძველზეც წარმომადგენლობა გასცემს სტაჟირების გავლის დამადასტურებელ ცნობას ან/და სერტიფიკატს (დანართი №4; №5; №6).
თავი V. სტაჟიორის/პრაქტიკანტის უფლებები და მოვალეობები
მუხლი 15🔗
სტაჟიორს/პრაქტიკანტს უფლება აქვს:
ა) უშუალო ხელმძღვანელის თანხმობით გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას, ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით, თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) უშუალო ხელმძღვანელის მითითებით გაეცნოს წარმომადგენლობის მუშაობის სპეციფიკას, მონაწილეობა მიიღოს იმ საკითხების მომზადებასა და სათანადო დოკუმენტების შედგენაში, რომელიც მოცემულ სფეროს მიეკუთვნება;
გ) უშუალო ხელმძღვანელის თანხმობით დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს წარმომადგენლობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში;
დ) ჰქონდეს სათანადო პირობები მასზე დაკისრებული დავალებების შესასრულებლად.
მუხლი 16🔗
სტაჟიორი/პრაქტიკანტი ვალდებულია:
ა) გაეცნოს და იხელმძღვანელოს წარმომადგენლობის საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით;
ბ) დადგენილ ვადებში შეასრულოს ყველა ის დავალება, რომელიც მას დაეკისრება უშუალო ხელმძღვანელის მიერ;
გ) დროულად გამოცხადდეს სტაჟირების/სასწავლო პრაქტიკის გავლის ადგილას. საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში გამოუცხადებლობის შესახებ აცნობოს უშუალო ხელმძღვანელს;
დ) დაიცვას წარმომადგენლობაში დაცული თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია.
თავიVI. წარმომადგენლობის მოვალეობები
მუხლი 17🔗
წარმომადგენლობა სტაჟიორს/პრაქტიკანტს უქმნის სათანადო პირობებს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად.
მუხლი 18🔗
უშუალო ხელმძღვანელი ვალდებულია სტაჟიორს/პრაქტიკანტს განუსაზღვროს შესასრულებელი სამუშაოს კონკრეტული ვადა, მიაწოდოს აღნიშნულთან დაკავშირებით დროული და სწორი ინფორმაცია, აკონტროლოს მათი შესრულება და შეაფასოს სტაჟიორი/პრაქტიკანტი.
თავიVII. სტაჟირების/სასწავლო პრაქტიკის გავლის სხვა პირობები
მუხლი 19🔗
1. სტაჟირების/სასწავლო პრაქტიკის შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) სტაჟირების/სასწავლო პრაქტიკის პერიოდში არასაპატიო მიზეზით 5 დღის განმავლობაში შესაბამის დანაყოფში გამოუცხადებლობა;
ბ) დავალების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება;
გ) პირადი განცხადება;
დ) ამ წესის მე-20 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა;
ე) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა.
2. სტაჟირების/სასწავლო პრაქტიკის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი.
3. გადაწყვეტილება სტაჟირების/სასწავლო პრაქტიკის შეწყვეტის თაობაზე ფორმდება წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ბრძანებით.
მუხლი 20🔗
იმ შემთხვევაში, თუ სტაჟიორი/პრაქტიკანტი კანონმდებლობის შესაბამისად დაინიშნა წარმომადგენლობაში ვაკანტურ თანამდებობაზე, მას სტაჟირება/სასწავლო პრაქტიკა ჩაეთვლება გავლილად და ეძლევა შესაბამისი მოწმობა.
მუხლი 21🔗
სტაჟიორი/პრაქტიკანტი, რომელსაც სტაჟირების/სასწავლო პრაქტიკის ვადა შეუწყდა მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმომადგენლობაში განმეორებით სტაჟირებაზე/სასწავლო პრაქტიკაზე არ დაიშვება.
მუხლი 22🔗
სტაჟირებას/პრაქტიკას კოორდინაციას უწევს წარმომადგენლობის აპარატი, რომელიც ვალდებულია სტაჟირების/პრაქტიკის საკითხზე წელიწადში ერთხელ მიაწოდოს ინფორმაცია წარმომადგენლობის ხელმძღვანელს.
დანართი №1
სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი
კანდიდატთა შეფასების ფორმა პროფესიული
უნარ-ჩვევების მიხედვით
№
სახელი, გვარი
ქულა
კომენტარი
შემფასებლის სახელი, გვარი ______________________________________
ხელმოწერა _____________________________________________________
დანართი №2
სააპლიკაციო ფორმა
პირადი ინფორმაცია
გვარი, სახელი, მამის სახელი
მოქალაქეობა
დაბადების თარიღი, ადგილი
ოჯახური მდგომარეობა
მისამართი ჩაწერის მიხედვით
საცხოვრებელი მისამართი
სახლის ტელეფონი, მობილური
ელ-ფოსტა
პირადობის მოწმობის/პასპორტის №
პირადი №
სამხედრო სამსახურისადმი დამოკიდებულება, წოდება
სამუშაო გამოცდილება
№
ორგანიზაციის დასახელება
ორგანიზაციის მისამართი
თანამდებობა
მუშაობის წლები
ანაზღაურება
წამოსვლის მიზეზი
განათლება
№
სასწავლებლის დასახელება
სწავლების წლები
ფაკულტეტი
კვალიფიკაცია. დიპლომის №
კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები
№
ტრენინგის დასახელება
ტრენინგის ჩატარების ადგილი, პერიოდი
ორგანიზაციის დასახელება
რა სახის
ცოდნა და გამოცდილება მიიღეთ
უცხო ენები
№
უცხო ენა
ცოდნის დონე
კომპიუტერული პროგრამები
№
კომპიუტერული პროგრამები
ცოდნის დონე
ოჯახის წევრები
ოჯახის წევრი
სახელი, გვარი
დაბადების თარიღი
სამუშაო ადგილი, თანამდებობა
საცხოვრებელი მისამართი
რეკომენდატორები
№
სახელი, გვარი
სამუშაო ადგილი, თანამდებობა
საკონტაქტო ინფორმაცია
დანართი №3
სტაჟიორის შეფასების ფორმა
შეფასება უშუალო ხელმძღვანელის მიერ
სტაჟიორის სახელი, გვარი
ქვედანაყოფი
უშუალო უფროსი
1. მიზნების ან სამუშაოს აღწერილობის მიხედვით გაწერილი ფუნქციების შესრულება
დავალება
შეფასება (მიუღებელი, დაბალი, კარგი, ძალიან კარგი)
2. ზოგადი უნარ-ჩვევები
შეფასება (მიუღებელი, დაბალი, კარგი, ძალიან კარგი)
1
სამუშაო სრულდება ზედმიწევნით
2
სამუშაოს დაგეგმვა და პრიორიტეტების განსაზღვრა ხორციელდება ეფექტურად
3
პუნქტუალურობა და სამუშაოზე გამოცხადება აკმაყოფილებს წარმომადგენლობის მოთხოვნებს
4
რთული სიტუაციებისადმი არის ადეკვატური და ეგუება ცვლილებებს
5
სამუშაო სრულდება დადგენილ ვადებში
6
ხელმძღვანელს სთავაზობს ახალ იდეებს
7
წამოჭრილი პრობლემების გადასაწყვეტად შეიმუშავებს საზრიან წინადადებებს
8
ავლენს დამოუკიდებლად მუშაობის უნარს
9
აცნობიერებს საკუთარ შესაძლებლობებს, დადებით და უარყოფით მხარეებს
10
ავლენს სამუშაოს შესრულებისათვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს
11
შესაბამის სფეროში აქვს საფუძვლიანი თეორიული ცოდნა
12
ორიენტირებულია პროფესიულ განვითარებაზე
13
აქვს ურთიერთობის ღია და უშუალო ფორმა
14
მიმართვის ზეპირი და წერილობითი ფორმები არის ნათელი და კონკრეტული
15
უფროსებთან და თანამშრომლებთან ამყარებს პოზიტიურ ურთიერთობებს
16
ეფექტურად მუშაობს გუნდში
სტაჟიორის ძლიერი და სუსტი მხარეები___________________________________________
______________________________________________________________________________
______________________________________________________________________________
სტაჟიორის ხელმოწერა ___________________________________________
თარიღი ____________________________________
უშუალო ხელმძღვანელის ხელმოწერა ______________________________________
თარიღი_____________________________________