კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე№2/632-07
განჩინება
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
2013 წლი ს 19 ივნისი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ბესიკ სისვაძემ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „საშენი მასალები და ნაკეთობანის ” (ს/კ 209456792) კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2012 წლის 19 ივნისის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოვალის გაკოტრების ანგარიშით მიმართა შპს „საშენი მასალები და ნაკეთობანის ” გაკოტრების მმართველმა –აღსრულების ეროვნულმა ბიურომ. ის განმარტავს, რომ სამეურვეო ქონება გასხვისდა აუქციონის გზით. ამასთან, გაკოტრების მმართველი ანგარიშში ასახავს გაკოტრების მასის რეალიზაციის გზით მიღებული თანხის განაწილების სქემას. წარმოდგენილი მოვალის გაკოტრების ანგარიშის თანახმად გაკოტრების მმართველი მიიჩნევს, რომ უნდა დასრულდეს შპს „საშენი მასალები და ნაკეთობანის“ გაკოტრების საქმის წარმოება და შესაბამისად სამეწარმეო რეესტრში მოვალის რეგისტრაცია უნდა გაუქმდეს.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლი განმარტავს იმ სავალდებულო პროცედურის არსს, რომლის განხორციელებითაც სრულდება გაკოტრების საქმის წარმოება. ამ მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამეურვეო ქონების რეალიზაციის შემდეგ გაკოტრების მმართველი ადგენს მოვალის გაკოტრების ანგარიშს და ის გასაცნობად წარედგინება კრედიტორებსა და სასამართლოს. იმავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გაკოტრების მმართველის და კრედიტორთა მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას (განჩინებას) გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და სამეწარმეო რეესტრში მოვალის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე.
აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მოვალის გაკოტრების ანგარიშის განხილვის თაობაზე მოწვეული უნდა იქნეს კრედიტორთა კრება.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მოწვეულ იქნეს შპს „საშენი მასალები და ნაკეთობანი“-ს (ს/კ 209456792) კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით: შპს „საშენი მასალები და ნაკეთობანი“-ს გაკოტრების მმართველის – აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ შედგენილი მოვალის გაკოტრების ანგარიშის გაცნობა და ანალიზი.
2. კრედიტორთა კრების ჩატარების დროდ და ადგილად განისაზღვროს 2013 წლის 11 ივლისი, 14 (თოთხმეტი) საათი, თბილისის საქალაქო სასამართლო, მდებარე მისამართზე – ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრი №6, სასამართლო სხდომის დარბაზი №23.
3. შპს „საშენი მასალები და ნაკეთობანის ” გაკოტრების მმართველს –აღსრულების ეროვნულ ბიუროს დაევალოს კრედიტორებისათვის და მოვალისათვის კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე შეტყობინებათა დაგზავნა, მასვე დაევალოს განჩნების „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ” ვებგვერდზე გამოქვეყნება. ხსენებულ ვებგვერდზე განჩნება უნდა გამოქვეყნდეს არაუგვიანეს 2013 წლის 1 ივლისისა. განჩნება გამოქვეყნდეს სასამართლო დაფაზეც.
4. გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გაცნობიდან ან გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე: ბესიკ სისვა ძე