📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის შემოღების, ნებართვის გაცემის და გარე რეკლამის ნებართვით გათვალისწინებული ნაგებობების განთავსების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 21.06.2013
ძალის დაკარგვა 25.03.2015
გამომცემი ორგანო ბორჯომის მუნიციპალიტეტი
ნომერი №18
სარეგისტრაციო კოდი 240120100.35.139.016091
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/06/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,051 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.06.2013 მიღება
25.03.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ქურდაძე ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის შემოღების, ნებართვის გაცემის და გარე რეკლამის ნებართვით გათვალისწინებული ნაგებობების განთავსების წესის დამტკიცების შესახებ               ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №18 2013 წლის 21 ივნისი ქ. ბორჯომი ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის შემოღების, ნებართვის გაცემის და გარე რეკლამის ნებართვით გათვალისწინებული ნაგებობების განთავსების წესის დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის “ო” ქვეპუნქტის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 26​1 მუხლის, ,,რეკლამის” შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების  65-ე და 66-ე მუხლების შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალტიეტის საკრებულომ  დ ა ა დ გ ი ნ ა : მუხლი 1🔗 შემოღებულ იქნეს  ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვა. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის  შემოღების, ნებართვის გაცემის და გარე რეკლამის ნებართვით გათვალისწინებული ნაგებობების განთავსების წესი, თანახმად №1 დანართისა. მუხლი 3🔗 დამტკიცდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების  ნებართვის ფორმა, თანახმად №2 დანართისა. მუხლი 4🔗 ბორჯომის მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის უფლებამოსილება მიენიჭოს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გამგებლის მიერ წარმოდგენილი პროექტის საფუძველზე. მუხლი 5🔗 ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 27 დეკემბრის №41 დადგენილება „ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის  შემოღების, ნებართვის გაცემის და გარე რეკლამის ნებართვით გათვალისწინებული ნაგებობების განთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ - სსმ, ვებგვერდი, 060111, 06/01/2011 სარეგისტრაციო კოდი: 240120100.35.139.016013. მუხლი 6🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებესიკ ქურდაძე ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის  შემოღების,  ნებართვის გაცემის და გარე რეკლამის ნებართვით გათვალისწინებული ნაგებობების განთავსების  წ ე ს ი მუხლი 1🔗 ეს წესი შემუშავებულია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ო” ქვეპუნქტის, ”ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 26​1 მუხლის, ,,რეკლამის” შესახებ საქართველოს კანონის, ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების     შესაბამისად და განსაზღვრავს       ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის  შემოღების,  ნებართვის გაცემის და გარე რეკლამის ნებართვით გათვალისწინებული ნაგებობების განთავსების წესს.   მუხლი 2🔗 ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანო. გარე რეკლამის განთავსების სანებართვო რეგულირების შემოღების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ნებართვას გასცემს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო. მუხლი 3🔗 გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 4🔗 ამ  წესის შესაბამისად მიღებული გარე რეკლამის განთავსების ნებართვის საფუძველზე სარეკლამო საშუალების განთავსების საკითხები რეგულირდება მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების, ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების შესაბამისად. მუხლი 5🔗 1. ნებართვის გამცემი უფლებამოსილია განუსაზღვროს ნებართვის მფლობელს მესამე პირებთან ურთიერთობაში გარე რეკლამის საშუალების ერთ კვ. მეტრზე რეკლამის განთავსების საფასურის მინიმალური ოდენობა. 2. ნებართვის გამცემი უფლებამოსილია განუსაზღვროს ნებართვის მფლობელს მესამე პირთან ურთიერთობაში გარე რეკლამის საშუალებიდან  შემოსავლის მიუღებლობის შემთხვევაში ნებართვის გამცემისათვის გადასახდელი საფასურის ოდენობა. 3. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის საფასურს ნებართვის მფლობელი იხდის (აუქციონის პირობების შესაბამისად) სანებართვო პირობებით გათვალისწინებულ ვადაში და დადგენილი წესით. მუხლი 6🔗 გარე რეკლამის განთავსების ნებართვა ნებართვის მფლობელზე გაიცემა  (1) წლის ვადით. აღნიშნული ვადის დინება დაიწყება ნებართვის მფლობელისათვის სანებართვო მოწმობის გადაცემის დღიდან. მუხლი 7🔗 1. ნებართვის მფლობელის მიერ მესამე პირთან ურთიერთობის შემთხვევაში ნებართვის გამცემისათვის საანგარიშგებო პერიოდში გადასახდელი ნებართვის საფასურის მინიმალური ოდენობა გარე რეკლამის საშუალების 1 კვ. მეტრზე შეადგენს 36  ლარს. მესამე პირზე გადაცემის შემთხვევაში. 2. გარე რეკლამის საშუალებებიდან შემოსავლის მიუღებლობის შემთხვევაში მესამე პირთან ურთიერთობისას ნებართვის მფლობელის მიერ საანგარიშგებო პერიოდში გადასახდელი ნებართვის საფასური, შეადგენს გარე რეკლამის საშუალების 1 კვ. მეტრზე 18 ლარს. 3. ნებართვის გამცემს უფლება აქვს, ნებართვის მფლობელის მიერ საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში მიღებული შემოსავლის ოდენობის დადგენის მიზნით, მოითხოვოს შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა. 4. ნებართვის მფლობელი ნებართვის საფასურს გადაიხდის სამ თვეში ერთჯერ საანგარიშო პერიოდის მესამე თვის მომდევნო 10 სამუშაო დღის ვადაში, ნებართვის გამცემის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე. გადასახადის გაანგარიშება მოხდეს ნებართვის ფაქტობრივად ფლობის კალენდარული დღების შესაბამისად. მუხლი 8🔗  I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების სახეობის, გარე რეკლამის განთავსების ნებართვით გათვალისწინებული ნაგებობის განთავსება/მშენებლობა განხორციელდეს მშენებლობის ნებართვისა და ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად. მუხლი 9🔗 1. I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის მწარმოე­ბელი/დამკვეთი ვალდებულია განზრახული მშენებლობის შე­სა­ხებ განცხადებით აცნობოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს. 2. გარე რეკლამის განთავსების ნებართვით გათვალის­წინებული ნაგებობის მშენებლობა/მონტაჟის შემთხვევაში გა­რე რეკლამის განთავსების ნებართვის მფლობელმა განცხა­დებას უნდა და­ურთოს: ა) გარე რეკლამის განთავსების ნებართვა; ბ) გარე რეკლამის განთავსების ადგილის ტოპოგრაფი­ული რუკა განთავსების ადგილის ჩვენებით; გ) ნაგებობის ესკიზური ნახაზი. 3. სარეკლამო საშუალებების ქალაქის იერსახესთან, სამშენებლო ნორმებსა და წესებთან შესაბამისობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მფლობელს, რომელიც ვალდებულია ბორჯომის მუნიციპალიტეტის  შესაბამისი სამსახურის  პირველივე მოთხოვნისთანავე მოახდინოს არასათანადო სარეკლამო საშუალების დემონტაჟი. 4. თუ სამშენებლო მიწის ნაკვეთი  არ მდებარეობს მე-6 მუხ­ლის 1-ლი პუნქტით  გათვალისწინებულ ზონაში, I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების ასაშენებლად სავალ­დე­ბულოა მშენებლობის ნებართვა, რაც გაიცემა II კლასის მშე­ნებლობებისათვის დადგენილი წესი. მუხლი 10🔗 1. გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა ელექტრონული აუქციონის წესით და მისი მიზანია მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე, მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვა მიანიჭოს იმ ნებართვის მაძიებელს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში ნებართვის გამცემს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს. 2. ნებართვის მაძიებლად მიიჩნევა და აუქციონში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკურ ან იურიდიულ პირს ან ამ პირთა გაერთიანებას. 3. აუქციონი ტარდება და გამარჯვებული გამოვლინდება თითოეული ლოტის მიხედვით ცალ -ცალკე ელექტრონული აუქციონის მეშვეობით. მუხლი 11🔗 აუქციონის გამართვის უფლებამოსილი ორგანო: 1. აუქციონის გამოცხადება, საწყისი ფასის განსაზღვრა და სანებართვო პირობების დადგენა ხდება  მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახურის მიერ საკრებულოს გადაწყვეტილების საფუძველზე. 2. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოქმედების ვადას განსაზღვრავს ნებართვის გამცემი,  არა უმეტეს 1 წლისა. მუხლი 12🔗 აუქციონის ორგანიზება: 1. აუქციონის ორგანიზებას ახორციელებს სააუქციონო კომისია,  კომისია ადგენს აუქციონში გამარჯვებულის დამადასტურებელ ოქმს. 2. ინფორმაცია აუქციონის ჩატარების თაობაზე  ქვეყნდება ელექტრონულად დადგენილი წესით. 3. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) ნებართვის გამცემის დასახელებას; ბ) პირობების და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს; გ) აუქციონზე გამოტანილი ლოტის დასახელებას (აღწერას), რომელზედაც გაიცემა გარე რეკლამის განთავსების ნებართვა; დ) ნებართვის მფლობელისათვის ნებართვის გადაცემის ვადას; ე) განაცხადის მიღების დაწყების, დამთავრების და აუქციონის ჩატარების თარიღს; ვ) ბეს, ბიჯის სიდიდეს; ზ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც ნებართვის გამცემი ჩათვლის მიზანშეწონილად. 4. ნებართვის მაძიებელს უფლება აქვს მიიღოს აუქციონზე ლოტის შესახებ არსებული, კანონმდებლობით დაშვებული, ნებისმიერი ინფორმაცია. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების  ნებართვის ფორმა საქართველო ბორჯომის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნ ე ბ ა რ თ ვ ა  N ეძლევა ---------------------------------------------------------------------------------------------------------- ნებართვის მიმღები და მისი მისამართი ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- საფუძველი ------------------------------------------------------------------------------------------------------ ნებართვის მოქმედების ვადა  ------------------------------------------------- დან                                                                -------------------------------------------------- მდე                      ნებართვა შედგენილია ორ ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი გადაეცემა ნებართვის მიმღებს, ხოლო მეორე ეგზემპლარი ინახება ბორჯომის მუნიციპალიტეტის  გამგეობის ------------------------------------------------------- სამსახურში სანებართვო პირობები: -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ნებართვის მიმღები                                                             მუნიციპალიტეტის გამგებელი ბეჭდის ადგილი                                                                    ნებართვა გაცემულია -------------- წლის .