ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 21.06.2013
ძალის დაკარგვა 23.07.2014
გამომცემი ორგანო ბორჯომის მუნიციპალიტეტი
ნომერი №19
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.139.016092
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/06/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 797 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.06.2013 მიღება
23.07.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ქურდაძე ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ          ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №19 2013 წლის 21 ივნისი ქ.ბორჯომი ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ი" ქვეპუნქტის შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულომ  დ ა ა დ გ ი ნ ა : მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულება, თანახმად №1 დანართისა. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 27 თებერვლის №44 დადგენილება „ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებესიკ ქურდაძე ბორჯომის მუნიციპალიტეტის  ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულება თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗 1. გამგეობის ეკონომიკისა და  ინფრასტრუქტურის სამსახური (შემდგომში „სამსახური“) შექმნილია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის  საფუძველზე. 2. სამსახური თავის საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით და სხვა კანონებით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, აგრეთვე ამ დებულებით. 3. სამსახური წარმოადგენს გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც მის კომპეტენციაში შემავალი ფუნქციების განხორციელებისას მოქმედებს გამგეობის  სახელით. თავი II სამსახურის ფუნქციები მუხლი 2🔗 სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა ფარგლებში სამსახურს  გააჩნია შემდეგი ფუნქციები: ა) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის განვითარება და მისი ხარისხის ამაღლება; ბ) სამსახურის საქმიანობის მომწესრიგებელი საკანონმდებლო აქტების შესრულება; გ) საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავების ორგანიზება,მშენებლობის ნებართვაზე შესაბამისი პროექტების მომზადება, პროექტების განხილვა, საჭიროებისას საკრებულოს შესაბამის კომისიასთან შესათანხმებლად წარდგენა; დ) სოციალურ-ეკონომიკური კომპლექსური გეგმებისა და პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა; ე) განაშენიანების, გზებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის და დასუფთავების, გამწვანების, ქუჩების განათების, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში წინადადებების. პროექტებისა და მშენებლობის ნორმების სრულყოფისათვის საჭირო წინადადებების მომზადება და მათი წარდგენა საკრებულოს შესაბამის კომისიაში; ვ) სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და განვითარებისათვის საჭირო წინადადებათა შემუშვება და მათი განხორციელების უზრუნველყოფისთვის წინადადებების მომზადება, აგრეთვე დაქვემდებარებულ სფეროებში განხორციელებული პროექტების შემუშავება-განხორციელებაში მონაწილეობის მიღება; ზ) სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გათბობის სისტემების, სახურავების შეკეთების, შემინვის, კაპიტალური და მიმდინარე რემონტების, დასუფთავების სამუშაოებისათვის წინადადებების მომზადება ; თ) მოსაკრებელს დაქვემდებარებული ფიზიკური და იურიდიული პირების სრული აღრიცხვა, მონაცემთა ბაზის შექმნა და მოსაკრებლის გადახდის კონტროლი დადგენილი წესით; ი) საკრებულოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, ადგილობრივი სამშენებლო მოსაკრებლის დაანგარიშება; კ) ადგილობრივ მოსაკრებელებს დაქვემდებარებული სუბიექტების აღრიცხვის მიზნით შესაბამისი აქტების შედგენა; ლ) მოსაკრებელს დაქვემდებარებული ფიზიკური და იურიდიული პირების სრული აღრიცხვა მათი რეგისტრაცია შესაბამისი მისამართის მიხედვით; მ) კანონმდებლობით დადგენილი წესით რეაგირება ადგილობრივი მოსაკრებლის გადაუხდელობაზე ან დაგვიანებით გადახდაზე; ნ) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ და მოძრავ ქონების განკარგვაზე პროექტების მომზადება, ელექტრონული აუქციონების უზრუნველყოფა. თავი III სამსახურის უფლებები და მოვალეობები მუხლი 3🔗 სამსახურის უფლებამოსილებები დასახული მიზნებისა და საქმიანობის ძირითადი მიმართულებების რეალიზებისას, მოქმედი კანონმდებლობით,  კომპეტენციის ფარგლებში, სამსახური უფლებამოსილია: ა) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად ნებისმიერი ინფორმაცია, საჭიროების შემთხვევაში, ცალკეული საკითხის განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების წარმომადგენლები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია; ბ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მოამზადოს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები, საჭიროების შემთხვევაში კონსულტაციისთვის მოიწვიოს ექსპერტი; გ) სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, დადგენილი წესით, მოამზადოს შესაბამისი დოკუმენტაციის პროექტები და წარადგინოს ისინი დანიშნულებისამებრ; დ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს აქტებით, სამსახურის დებულებით  განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი. მუხლი 4🔗 სამსახურის მოვალეობები 1. გაწეული საქმიანობის შესახებ, დადგენილი წესით ან/და მოთხოვნის საფუძველზე, წარადგინოს ანგარიში და სხვა სახის ინფორმაცია გამგებელთან, საკრებულოს თავმჯდომარესა და საკრებულოს კომისიებთან; 2. კეთილსინდისიერად შეასრულოს დაკისრებული ფუნქციები,  აიღოს პასუხისმგებლობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში მომზადებული „ვალდებულების დოკუმენტის“ მართებულობაზე. 3. განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციები. თავი IV სამსახურის მართვა და საქმიანობის ორგანიზება მუხლი 5🔗 1. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს  გამგებელი; 2. სამსახურის უფროსი: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და ახორციელებს შესაბამისი სამსახურის საჯარო მოხელეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას; ბ) პასუხს აგებს სამსახურისათვის დაკისრებულ ამოცანების და ფუნქციების შესრულებაზე; გ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს, მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს, ანაწილებს ფუნქციებს მოსამსახურეთა შორის; დ) გამგებელს  წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებზე, მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მათ მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლების და სწავლების შესახებ; ე) გამგებელს  წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ; ზ) სამსახურის მოსამსახურეებს მათი ფუნქციონალური მოვალეობის შესრულებისათვის უქმნის აუცილებელ პირობებს. რეკომენდაციას უწევს კონფერენციებსა და სხვა შეკრებებზე მონაწილეობის მისაღებად; თ) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სამსახურის მოხელეთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვნად შესრულებას; ი) იღებს გადაწყვეტილებებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ხელს აწერს ან ვიზირებას ახდენს სამსახურის მიერ მომზადებულ დოკუმენტებზე; კ) შეიმუშავებს და გამგებელს წარუდგენს დასაბუთებულ წინადადებებს სამსახურის წლიური ხარჯების საკითხებზე და აუცილებლობის შემთხვევაში წარადგენს დამატებითი ხარჯების პროექტს; ლ) პასუხისმგებელია სამსახურის კომპეტენციის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე მოქმედი ნორმატიული აქტების,  თვითმმართველობის და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვასა და შესრულებაზე; მ) სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე, ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. ანგარიშვალდებულია  გამგებლისა  და საკრებულოს წინაშე; ნ) სამსახურში არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას, გამგებლის დავალებით, ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე. თავი V სამსახურის ქონება მუხლი 6🔗 სამსახურის მთელი ქონება წარმოადგენს თვითმმართველი  ერთეულის  საკუთრებას. თავი VI სამსახურის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია მუხლი 7🔗 სამსახურის რეორგანიზაციას ან ლიკვიდაციას ახორციელებს მუნიციპალიტეტის საკრებულო გამგებლის წინადადებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.