ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობასთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 21.06.2013
ძალის დაკარგვა 23.07.2014
გამომცემი ორგანო ბორჯომის მუნიციპალიტეტი
ნომერი №20
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.139.016093
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/06/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ქურდაძე | ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 21.07.2014
დოკუმენტის ტექსტი
ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობასთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №20
2013 წლის 21 ივნისი
ქ. ბორჯომი
ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის,
სპორტისა და ახალგაზრდობასთან ურთიერთობის სამსახურის
დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ' საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ' ქვეპუნქტის შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობასთან ურთიერთობის სამსახურის დებულება თანახმად №1 დანართისა.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2006 წლის 6 დეკემბრის №15 დადგენილება „ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობასთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებესიკ ქურდაძე
ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის,
სპორტისა და ახალგაზრდობასთან ურთიერთობის სამსახურის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
1.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობასთან ურთიერთობის სამსახური შექმნილია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ' საქართველოს ორგანული კანონის, სხვა კანონების, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის დებულებების საფუძველზე.
2.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობასთან ურთიერთობის სამსახური (შემდგომში სამსახური) წარმოადგენს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც მის კომპეტენციაში შემავალი ფუნქციების განხორციელებისას მოქმედებს გამგეობის სახელით და რომელიც ვალდებულია მუნიციპალიტეტის გამგებლის და საკრებულოს წინაშე.
3.
სამსახური საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს: „საქართველოს კონსტიტუციით', „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ' საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტებითა და სამსახურის დებულებით.
4.
სამსახურის კომპეტენცია, და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით, რომელსაც ამტკიცებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
თავი II
სამსახურის ფუნქციები
მუხლი 2🔗
სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები
1.
სამსახური უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სკოლამდელი განათლების, კულტურისა და სასპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტების განვითარების კონცეფციების და პროგრამების მომზადებას, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული პროგრამების მართვას.
2.
სამსახურის ფუნქციაა:
ა)
წინადადებებისა და კონცეფციების შემუშავება მუნიციპალიტეტს დაქვემდებარებული კულტურის, სპორტის, საგანმანათლებლო. სკოლამდელი დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობების შესაქმნელად ;
ბ)
განათლების, კულტურის და სპორტის განვითარების მუნიციპალურ პროგრამათა მომზადება და დამტკიცებული პროგრამების განხორციელება;
გ)
კულტურულ და სპორტულ ღონისძიებათა ჩატარების, ხალხური შემოქმედების, თეატრალური, მუსიკალური, მხატვრული და ხელოვნების სხვა დარგების განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებათა დაგეგმვა;
დ)
კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების შექმნისა და ლიკვიდაციის შესახებ წინადადებების მომზადება;
ე)
მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის, ხალხური რეწვის, ნებისმიერ ისტორიულ ეპოქაში შექმნილი კულტურული და შემოქმედებითი მოღვაწეობის ნიმუშების, ფოლკლორის, ისტორიული, არქეოლოგიური, ეთნოლოგიური, მემორიალური, რელიგიური, მხატვრული, მეცნიერული თუ სხვა კულტურული ფასეულობების აღრიცხვა, დაცვა, შენარჩუნება, პოპულარიზაცია;
ვ)
თეატრალური, კინო, მუსიკალური, ქორეოგრაფიული, სახვითი, გამოყენებითი პროფესიული და ხალხური ხელოვნების დარგების, სპორტული განათლებისა და სპორტის განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, დაცვა და პოპულარიზაცია;
ზ)
კომპეტენციის ფარგლებში საბიბლიოთეკო საქმიანობისათვის ხელის შეწყობა;
თ)
ადგილობირივი კონკურსების, დათვალიერებების, ფესტივალების, გამოფენების, შეჯიბრებების, ტურნირებისა და სხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებების ორგანიზება-ხელშეწყობა;
ი)
სპორტის სახეობათა ტრადიციების შენარჩუნების, დაცვისა და განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნა, სპორტულ-გამაჯანსაღებელი მუშაობისა და სპორტსმენთა მომზადების ორგანიზაციულ-მეთოდური ხელშწყობა;
კ)
როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული შემოქმედებითი ჯგუფების გასვლითი სამუშაოებისათვის გამოფენების მოწყობის ხელშეწყობა, შემოქმედებითი კოლექტივების, ინდივიდუალური შემსრულებლებისა და სპორტსმენებისათვის გასამართავ ფესტივალებში, კონკურსებსა და გამოფენებში, ოლიმპიადებში, სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობის ხელის შეწყობა.
თავი III
სამსახურის უფლებები და მოვალეობები
მუხლი 3🔗
სამსახურის უფლებამოსილებები
დასახული მიზნებისა და საქმიანობის ძირითადი მიმართულებების რეალიზებისას, მოქმედი კანონმდებლობით, კომპეტენციის ფარგლებში, სამსახური უფლებამოსილია:
ა)
მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად ნებისმიერი ინფორმაცია, საჭიროების შემთხვევაში, ცალკეული საკითხის განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების წარმომადგენლები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია;
ბ)
სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, დადგენილი წესით, მოამზადოს შესაბამისი დოკუმენტაციის პროექტები და წარადგინოს ისინი დანიშნულებისამებრ;
გ)
განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს აქტებით ან დავალებით, სამსახურის დებულებითა განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი.
მუხლი 4🔗
სამსახურის მოვალეობები
სამსახური ვალდებულია:
ა)
გაწეული საქმიანობის შესახებ, დადგენილი წესით ან/და მოთხოვნის საფუძველზე, წარადგინოს ანგარიში და სხვა სახის ინფორმაცია გამგებელთან, საკრებულოს თავმჯდომარესა და საკრებულოს კომისიებთან;
ბ)
კეთილსინდისიერად შეასრულოს დაკისრებული ფუნქციები, აიღოს პასუხისმგებლობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში მომზადებული „ვალდებულების დოკუმენტის“ მართებულობაზე.
გ)
განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციები.
თავი IV
სამსახურის მართვა და საქმიანობის ორგანიზება
მუხლი 5🔗
1.
სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
2.
სამსახურის უფროსი:
ა)
წარმართავს სამსახურის საქმიანობას და ახორციელებს შესაბამისი სამსახურის საჯარო მოხელეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;
ბ)
პასუხს აგებს სამსახურისათვის დაკისრებული ამოცანების და ფუნქციების შესრულებაზე;
გ)
განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებს და მეთოდებს, მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს, ანაწილებს ფუნქციებს მოსამსახურეთა შორის;
დ)
გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებზე, მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მათ მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლების და სწავლების შესახებ;
ე)
გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ვ)
გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
ზ)
სამსახურის მოსამსახურეებს მათი ფუნქციონალური მოვალეობის შესრულებისათვის უქმნის აუცილებელ პირობებს, რეკომენდაციას უწევს კონფერენციებსა და სხვა შეკრებებზე მონაწილეობის მისაღებად;
თ)
ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სამსახურის მოხელეთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვნად შესრულებას;
ი)
იღებს გადაწყვეტილებებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ხელს აწერს ან ვიზირებას ახდენს სამსახურის მიერ მომზადებულ დოკუმენტებზე;
კ)
შეიმუშავებს და გამგებელს წარუდგენს დასაბუთებულ წინადადებებს სამსახურის წლიური ხარჯების საკითხებზე და აუცილებლობის შემთხვევაში წარადგენს დამატებითი ხარჯების პროექტს;
ლ)
პასუხისმგებელია სამსახურის კომპეტენციის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე მოქმედი ნორმატიული აქტების, თვითმმართველობის და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვასა და შესრულებაზე;
მ)
სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. ანგარიშვალდებულია გამგებლისა და საკრებულოს წინაშე;
ნ)
სამსახურში არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას, გამგებლის დავალებით, ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე.
თავი V
სამსახურის ქონება
მუხლი 6🔗
სამსახურის მთელი ქონება წარმოადგენს თვითმმართველი ერთეულის საკუთრებას.
თავი VI
სამსახურის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია
მუხლი 7🔗
სამსახურის რეორგანიზაციას ან ლიკვიდაციას ახორციელებს მუნიციპალიტეტია საკრებულო, გამგებლოს წინადადებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.