ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება მოქმედი ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 21.06.2013
გამომცემი ორგანო ბორჯომის მუნიციპალიტეტი
ნომერი №21
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.139.016094
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/06/2013
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.06.2013 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ქურდაძე | ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
დოკუმენტის ტექსტი
ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №21
2013 წლის 21 ივნისი
ქ. ბორჯომი
ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დაცვის სამსახურის
დებულების დამტკიცების შესახებ
მუხლის 1-ლი პუნქტის „თ' ქვეპუნქტის შესაბამისად ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დაცვის სამსახურის დებულება თანახმად №1 დანართისა.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 27 თებერვლის №47 დადგენილება „ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებესიკ ქურდაძე
ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დაცვის სამსახურის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
1.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დაცვის სამსახური შექმნილია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის, სხვა კანონებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის დებულებების საფუძველზე.
2.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დაცვის სამსახური (შემდგომში-სამსახური) წარმოადგენს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც მის კომპეტენციაში შემავალი ფუნქციების განხორციელებისას მოქმედებს გამგეობის სახელით და რომელიც ვალდებულია საკრებულოსა და მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე.
3.
სამსახური საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და სამსახურის დებულებით.
4.
სამსახურის კომპეტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით, რომელსაც ამტკიცებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
მუხლი 2🔗
სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
სამსახურის ფუნქციას სოციალური დაცვის, სფეროში განეკუთვნება:
ა)
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოციალური დაცვის სფეროში მუნიციპალიტეტის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების მართვა (კოორდინაცია);
ბ)
მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება, მათი განხორციელების უზრუნველყოფა;
გ)
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განხორციელებული სახელმწიფო და მუნიციპალური სოციალური პროგრამების ურთიერთკოორდინაცია ;
დ)
დედათა და ბავშვთა სოციალური დაცვის დარგში ღონისძიებათა შემუშავება და განხორციელება;
ე)
არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განსახორციელებელი სოციალური პროგრამების კოორდინაცია;
ვ)
საქმიანი კონტაქტების დამყარება სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ფიზიკურ პირებთან, როგორც ქვეყნის შიგნით ისე მის ფარგლებს გარეთ, დონორ ორგანიზაციებთან;
ზ)
მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ფენებისათვის სოციალური დახმარებისა და სხვადასხვა შეღავათების გაწევისათვის წინადადებების მომზადება;
თ)
მოსახლეობის სოციალური გარანტიების განმტკიცების მიზნით სადაზღვევო კომპანიებითან თანამშრომლობა;
ი)
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოციალური დაცვის და დემოგრაფიის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარების ხელშეწყობა;
კ)
მოსახლეობის სოციალური მონიტორინგი და ინდივიდზე ორიენტირებული პერსონიფიცირებული სოციალური დახმარების გაწევა;
ლ)
მოსახლეობის სოციალური ადაპტაციისათვის საჭირო სხვა ღონისძიებების გატარება;
მ)
მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე სტატისტიკური მონაცემებისა და მუნიციპალიტეტის ბენეფიციართა ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა;
ნ)
დემოგრაფიული პროცესების ინფორმაციული ბაზის შექმნა;
ო)
მრავალშვილიანი ოჯახებისა და მოსახლეობის ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციისათვის საჭირო სპეციალური სოციალური პროგრამების შედგენაზე წინადადებების მომზადება;
პ)
თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამის სამსახურებსა და პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად „მძიმე მდგომარეობაში მყოფი" ბავშვებისათვის სპეციალური დახმარების გაწევაზე პროექტების მომზადება.
მუხლი 3🔗
სამსახურის ძირითადი უფლებები და მოვალეობები
1.
სამსახურის უფლებებია:
ა)
მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია; საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს გამგეობის სტრუქტურული და ტერიტორიული ორგანოების, დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლები, სპეციალისტები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია;
ბ)
განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები;
გ)
განახორციელოს მოსახლეობის დემოგრაფიული სტატისტიკის, ასევე ჯანმრთელობის მაჩვენებლების მონაცემთა შეგროვებას -დამუშავების ანალიზი;
დ)
მონაწილეობა მიიღოს არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განხორციელებულ სამედიცინო და სოციალურ პროგრამებში.
ე)
მოიზიდოს დამატებითი სახსრები სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების შესასრულებლად;
ვ)
მიიღოს სრული ინფორმაცია ადგილობრივი ორგანიზაციებიდან და სამედიცინო სამკურნალო დაწესებულებებიდან მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის საკითხებზე.
2.
სამსახურის ვალდებულებებია:
ა)
უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ქვეყნის სხვა ცენტრალური ორგანოების მიერ მიღებული ნორმატიული აქტების შესრულების ორგანიზაცია;
ბ)
მუნიციპალური ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების შემუშავების პროცესში, ადგილობრივი სპეციფიურობიდან გამომდინარე უზრუნველყოს პრიორიტეტული მიმართულებების ჩამოყალიბება და მათი პრაქტიკული რეალიზაციისათვის ხელისშეწყობა:.
გ)
დევნილებისათვის საცხოვრებელ ადგილზე საკუთარი უფლებების განხორციელებაში ხელისშეწყობა;
დ)
ამზადებს პროექტებს დევნილის გარდაცვალებისას მისი დაკრძალვის ხარჯების დადგენილი წესით, თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან გაცემაზე;
ე)
უზრუნველყოფენ მათთვის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების განხორციელებას, იღებენ ზომებს, რათა დევნილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე შეიქმნას უსაფრთხო ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობები; დევნილს, მის კანონიერ მემკვიდრეს დაუბრუნდეს პირადი საკუთრება, მათ შორის, საცხოვრებელი სახლი და მასზე გაპიროვნებული საკარმიდამო ნაკვეთი;
ვ)
მოახდინოს ომის ვეტერანთა აღრიცხვა და შესაბამისად ხელი შეუწყოს მათი უფლებების დაცვას.
3.
სამსახურის საქმიანობას ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ა)
სამსახურის უფროსი:
ა.ა)
ხელმძღვანელობს სამსახურს და უშუალოდ სამსახურის საშტატო განრიგით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურეების მეშვეობით წყვეტს სამსახურის საქმიანობის სფეროსთვის დებულებით მიკუთვნებულ საკითხებს;
ა.ბ)
წარმოადგენს სამსახურს და სამსახურის უფლებამოსილებებს განახორციელებს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელით;
ა.გ)
განსაზღვრავს სამსახურის საჯარო მოსამსახურეების ფუნქციებსა და პასუხისმგებლობას სამსახურის საქმიანობის მიმართულებათა მართვისთვის;
ა.დ)
თვალყურს ადევნებს სამსახურის მოსამსახურეთა მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას და ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას;
ა.ე)
დადგენილი წესით შეაქვს წინადადებები მუნიციპალიტეტის გამგებელთან სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
ა.ვ)
მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს;
ა.ზ)
შეაქვს წინადადება მუნიციპალიტეტის გამგებელთან სამსახურის წლიური ხარჯების საკითხებზე და აუცილებლობის შემთხვევაში დამატებითი ხარჯების გამოყოფის შესახებ;
ა.თ)
ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის გამგებლის და საკრებულოს წინაშე;
ა.ი)
პასუხისმგებელია სამსახურის კომპეტენციის სფეროში შემავალ
საკითხებზე ქვეყანაში მოქმედი ნორმატიული აქტების, მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვაზე.
მუხლი 4🔗
სამსახურის ქონება
სამსახურის მთელი ქონება შეადგენს მუნიციპალიტეტის საკუთრებას.
მუხლი 5🔗
სამსახურის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია
სამსახურის რეორგანიზაციას ან ლიკვიდაციას ახორციელებს მუნიციპალიტეტის საკრებულო გამგებლის წინადადებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.