„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისას დოკუმენტების ტიპური ფორმების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 17 მაისის N30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№36
სარეგისტრაციო კოდი
020090000.35.112.016134
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/07/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №36

2013 წლის 27 ივნისი

ქ. ლანჩხუთი

 

„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისას დოკუმენტების ტიპური ფორმების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 17 მაისის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,  ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
 „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისას დოკუმენტების ტიპური ფორმების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 17 მაისის №30 დადგენილებაში ( ვებგვერდი, 08/04/2013) შევიდეს შემდეგი ცვლილება:
2. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული შემოწმების აქტის ტიპური ფორმა დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №1

შემოწმების აქტი №

შედგენის თარიღი

 მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტისა და ზედამხედველობის სამსახურის ზედამხედველობის განყოფილება ამოწმებს დამრღვევს, რაზეც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებაში (საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-2 პუნქტი).

მითითება გაცემული იყო საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ ----------- მუხლის ------------ ნაწილით გათვალისწინებული დარღვევის გამოსასწორებლად.

შემოწმების აქტი დგება –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

გაცემული №------------------ მითითებით გათვალისწინებული პირობების შესრულების

მდგომარეობის დასადგენად.

დამრღვევის დასახელება და მისამართი: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ობიექტის დასახელება და მისამართი: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––შემოწმების მომენტში მშენებლობის ეტაპი: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

შემოწმებით დადგინდა:–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

რითაც დგინდება, რომ:

ა) მითითება შესრულდა □   ბ) მითითება არ შესრულდა □  

გ) მითითება სრულდება არადროულად □

შემოწმების აქტის საფუძველზე, თუკი აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, უფლებამოსილი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას:

ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ;

ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობის და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ;

გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივი დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანი ან ნაწილობრივი შეჩერების და დემონტაჟის შესახებ.

თუ დარღვევა გამოსწორებულია, ასეთ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს ხელმძღვანელი გამოსცემს სამართლებრივ აქტს ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ.

 შემოწმების აქტის შემდგენი (თანამდებობა, სახელი, გვარი, ხელმოწერა): –––––––––––

შემოწმების აქტი ჩაიბარა (სახელი, გვარი, მიღების თარიღი, ხელმოწერა): ––––––––––––––––

თუ ვერ ხერხდება მხარისათვის მითითების, შემოწმების აქტის, უწყების ან გადაწყვეტილების გაცნობა (ჩაბარება), პირდაპირი ჩაბარებით გაცნობად (ჩაბარებად) ჩაითვალოს მათი განთავსება მითითებაში, შემოწმების აქტში, უწყებაში ან აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელის მიერ გამოცემულ სამართლებრივ აქტში მითითებული ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე (საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-19 პუნქტი).

შემოწმების აქტი გაეცნო (ჩაჰბარდა) დამრღვევს თვალსაჩინო ადგილზე განთავსების გზით (ზუსტად მიეთითოს თვალსაჩინო ადგილი) განთავსების თარიღი –––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––"

3. დადგენილების მე-2 მუხლით დამტკიცებული მითითების ტიპური ფორმა დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №2

მითითება №                                           

 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტისა და ზედამხედველობის სამსახურის ზედამხედველობის განყოფილება დამრღვევის მიმართ საქმის წარმოებას იწყებს მითითების გაცემით (საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-2 პუნქტი);

მითითება – ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტისა და ზედამხედველობის სამსახურის ზედამხედველობის განყოფილების მოთხოვნა დამრღვევის მიმართ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში, ნებაყოფლობით შეასრულოს მითითებაში მითითებული პირობები, დარღვევის გამოსასწორებლად (საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ მე-15 მუხლის „ღ“ პუნქტი);

დამრღვევი მითითების შეუსრულებლობის შემთხვევაში, უფლებამოსილი ორგანოს  სამართლებრივი აქტით ჯარიმდება არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევისათვის, რომლის გამოსასწორებლადაც გაიცა მითითება.

 

 დამრღვევის დასახელება და მისამართი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 ობიექტის დასახელება და მისამართი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

მითითების გაცემის მომენტში მშენებლობის ეტაპი ––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

დარღვევის სახეობა, შინაარსი და გამოსწორების მიზნით მისაღები ზომები ––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

რაც გათვალისწინებულია საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– საჯარიმო სანქცია აღნიშნულ დარღვევებზე განისაზღვრება ––––––––––––––––––––– ლარით.

 დარღვევის გამოსწორების ვადა ------------------------------ დღე.

 

 მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტისა და ზედამხედველობის სამსახურის ზედამხედველობის განყოფილება ამოწმებს დამრღვევს, რაზეც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებაში:

ა) მითითება შესრულდა;

ბ) მითითება არ შესრულდა;

 გ) მითითება სრულდება არადროულად;

შემოწმების აქტის საფუძველზე, თუკი აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, უფლებამოსილი ორგანო გამოსცემს სამართლებრივ აქტს:

ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ;

ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობის და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ;

გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანი ან ნაწილობრივი დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანი ან ნაწილობრივი შეჩერების და დემონტაჟის შესახებ.

იმ შემთხვევაში, თუკი დარღვევა გამოსწორებულია, უფლებამოსილი ორგანო გამოსცემს სამართლებრივ აქტს სამართალდარღვევის საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ (საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25–ე მუხლის მე-11 პუნქტი);

მითითების გამცემი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(თანამდებობა, სახელი, გვარი, ხელმოწერა)

მითითება ჩაიბარა –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––   

(სახელი, გვარი, მიღების თარიღი, ხელმოწერა)

თუ ვერ ხერხდება მხარისათვის მითითების, შემოწმების აქტის, უწყების ან სამართლებრივი აქტის გაცნობა (პირდაპირი ჩაბარებით), გაცნობად (ჩაბარებად) ჩაითვალოს მათი განთავსება მითითებაში, შემოწმების აქტში, უწყებაში ან გადაწყვეტილებაში მითითებული ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე.

მითითება გაეცნო (ჩაბარდა) დამრღვევს თვალსაჩინო ადგილზე განთავსების გზით.

 (ზუსტად მიეთითოს თვალსაჩინო ადგილი) –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––"

4. დადგენილების მე-3 მუხლით დამტკიცებული უწყების ტიპური ფორმა დანართი №3 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„დანართი №3

                    

„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დარღვევის საფუძველზე

 

       საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად, დაბარებული ხართ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტისა და ზედამხედველობის სამსახურის ზედამხედველობის განყოფილებაში (ქ. ლანჩხუთი, კოსტავას ქ. №37) არქიტექტურულ-სამშენებლო ნორმების დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით.

დამრღვევის დასახელება და მისამართი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ობიექტის დასახელება და მისამართი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

საქმის განხილვის თარიღი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

საქმის განხილვის ადგილი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს, აგრეთვე სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელ პირს.

 თუ ვერ ხერხდება მხარისათვის უწყების გაცნობა (პირდაპირი ჩაბარებით), გაცნობად (ჩაჰბარებად) ჩაითვლება მისი განთავსება უწყებაში მითითებული ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე.

გაფრთხილებთ, რომ მხარის გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საქმის განხილვას.

უფლებამოსილი თანამდებობის პირი ------------------------

 უწყების განთავსების თარიღი  ------------------------------"

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეამირან გიგინეიშვილი