„რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირთათვის საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის N87 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№162
სარეგისტრაციო კოდი
010110000.10.003.017327
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/06/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №162

2013 წლის 21 ივნისი

   ქ.თბილისი

 

„რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირთათვის საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №87 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირთათვის საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წე­სით მინიჭების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №87 დადგენილებაში (სსმ, 31.03.2010, მუხლი 529) შეტანილ იქნეს შემ­დე­გი ცვლილება:

1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირთა მიერ საქართველოს მოქა­ლაქეობის გამარტივებული წესით მიღების შესახებ“.

2. მე‑2‑მე‑7 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2

რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირი ვალდებულია, სტატუსის მი­ღებიდან ორი წლის განმავლობაში „საქართველოს მოქალაქეობის შესა­ხებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად, საქარ­თველოს მოქალაქედ მიღების თაობაზე განცხადება წარუდგინოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ‑ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში ‑ სააგენტო), საზღვარგარეთ საქართველოს დიპ­ლო­მატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. განცხა­დების ფორმა მტკიცდება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.

მუხლი 3

1. ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალის­წინებული განცხა­დება შედგენილ უნდა იყოს ქართულ ან ინ­გლისურ ენაზე. განცხადებას უნდა ერთოდეს რეპატ­რი­ან­ტის სტატუსის დამადასტურებელი დოკუ­მენტი და გან­მცხა­დებლის 2 ფოტოსურათი, ზომით 3X4-ზე, დაბეჭდილი ან ელექტრონული ფორმით.

2. იმ შემთხვევაში, თუ რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირი არ ფლობს ქართულ ან ინგლისურ ენას და არ იმყოფება საქართველოში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგი­ლებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო უზრუნ­ვე­ლყოფს ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალის­წინებული განცხა­დე­ბის შევსებას ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის საფუძველზე. სამინისტრო განცხადებას ელექტრონული ფორმით უგზავ­ნის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელიც უზრუნველ­ყოფს მის მიწოდებას საზღვარგარეთ საქართველოს შესაბამისი დიპლო­მატიური წარმომადგენლობის/საკონსულო დაწესებულებისათვის. რეპა­ტ­რიანტის სტატუსის მქონე პირის ხელმოწერილი განცხადება განი­ხი­ლება ამ დადგენილებით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად.

მუხლი 4

რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირის მიერ საქართველოს მოქა­ლა­ქეობის მიღების შესახებ განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში სა­ქართველოს პრეზიდენტი გამოსცემს ბრძანებულებას, რომელიც ძალაში შედის რეპატ­რიანტის სტატუსის მქონე პირის სხვა ქვეყნის მოქალა­ქეო­ბიდან გასვლის დამადასტურებელი დოკუმენტის სააგენტოს ან საზ­ღვარ­გარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონ­სუ­ლო დაწესებულების მიერ მიღებისთანავე.

მუხლი 5

ამ დადგენილების მე-4 მუხლით გათვალის­წინებული ბრძანებუ­ლე­ბის გამოცემიდან ორი წლის ვადაში რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირმა სააგენტოს ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარ­მო­მადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას უნდა წარუდგინოს სხვა ქვეყნის მოქალაქეობიდან გასვლის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი.

მუხლი 6

სააგენტო გონივრულ ვადაში ამოწმებს ამ დად­გენილების მე-5 მუხ­ლით გათვალისწინებული საბუთის ვა­ლიდურობას და კანონმდებ­ლო­ბით დადგენილი წესით გას­ცემს სა­ქარ­­თველოს მოქალაქეობის დამადას­ტურებელ დოკუ­მენტს.

მუხლი 7

ამ დადგენილების მე-5 მუხლით გათ­ვალისწინებულ ვადაში სხვა ქვეყნის მოქალაქეობიდან გასვლის დამადასტურებელი ოფიციალური დო­კუმენტის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში, სა­ქა­რ­თველოს პრეზიდენტის ბრ­­ძა­­­ნებულება ითვლება ძალა­დაკარგულად.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი