„რეგიონული და უმცირესობათა ენების შესახებ ევროპული ქარტიის“ თაობაზე საქართველოს ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემმუშავებელი უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 21.06.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №163
სარეგისტრაციო კოდი 480140000.10.003.017328
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/06/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 770 სიტყვა · ~4 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (15)
პაატა ზაქარეიშვილი -
ქეთევან ციხელაშვილი -
თამარ ბერუჩაშვილი -
გოჩა ლორთქიფანიძე -
ალუდა გოგლიჩიძე -
თენგიზ შერგელაშვილი -
მანანა ბერიკაშვილი -
მარიამ ჯაში -
მარიამ რაქვიაშვილი -
ლევან იზორია -
ირაკლი მატკავა -
გიორგი თაბუაშვილი -
ნოდარ ტანგიაშვილი -
თინათინ ღოღელიანი -
ვახტანგ ხმალაძეს -
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

„რეგიონული და უმცირესობათა ენების შესახებ ევროპული ქარტიის“ თაობაზე საქართველოს ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემმუშავებელი უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №163 2013 წლის 21 ივნისი ქ. თბილისი „რეგიონული და უმცირესობათა ენების შესახებ ევროპული ქარტიის“ თაობაზე საქართველოს ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემმუშავებელი უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შეიქმნას „რეგიონული და უმცირესობათა ენების შესახებ ევროპული ქარტიის“ თაობაზე საქართველოს ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემმუშავებელი უწყებათაშორისი კომისია (შემდგომში - კომისია) შემდეგი შემადგენლობით: პაატა ზაქარეიშვილი - რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე; ქეთევან ციხელაშვილი - რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; თამარ ბერუჩაშვილი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე; გოჩა ლორთქიფანიძე - საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე; ალუდა გოგლიჩიძე - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე; თენგიზ შერგელაშვილი - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე; მანანა ბერიკაშვილი - საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე; მარიამ ჯაში - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე; მარიამ რაქვიაშვილი - ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქარ-თველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე; ლევან იზორია - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე; ირაკლი მატკავა - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე; გიორგი თაბუაშვილი - საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე; ნოდარ ტანგიაშვილი - რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი, კომისიის მდივანი; თინათინ ღოღელიანი - რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის სამოქალაქო ინტეგრაციის სამმართველოს უფროსი. მუხლი 2🔗 კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ: ვახტანგ ხმალაძეს - საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს; ვიქტორ დოლიძეს - საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს; ანი მიროტაძეს - საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს; გიორგი რაზმაძეს - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწეს იურიდიულ საკითხებში. მუხლი 3🔗 ეთხოვოთ საქართველოს პარლამენტის წევრებს და სხვა-დასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებს მონაწილეობა მიიღონ კომისიის მუშაობაში (დებულების თანახმად). მუხლი 4🔗 დამტკიცდეს კომისიის თანდართული დებულება. მუხლი 5🔗 კომისიის საქმიანობის საორგანიზაციო უზრუნველყოფა განახორციელოს რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა. მუხლი 6🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი „რეგიონული და უმცირესობათა ენების შესახებ ევროპული ქარტიის“ თაობაზე საქართველოს ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემმუშავებელი უწყებათაშორისი კომისიის დ ე ბ უ ლ ე ბ ა მუხლი 1🔗 1. „რეგიონული და უმცირესობათა ენების შესახებ ევროპული ქარტიის“ თაობაზე საქართველოს ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემმუშავებელი უწყებათაშორისი კომისია (შემდგომში - კომისია)  შექმნილია საქართველოს მთავრობის  დადგენილებით. 2. კომისიის  უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით. მუხლი 2🔗 1. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 2. გარდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წევრებისა, კომისიის გადაწყვეტილებით,  კომისიის შემადგენლობაში (კენჭისყრაში მონაწილეობის უფლებით)  შეიძლება შედიოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, რეგიონული და უმცირესობათა ენების  სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი სხვა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, აგრეთვე საქართველოში მოქმედი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. 3. კომისიის საქმიანობაში (კენჭისყრაში მონაწილეობის უფლების გარეშე), კომისიის თავმჯდომარის მოწვევით მიიღებენ მონაწილეობას სახელმწიფო უწყებათა და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები, შესაბამის სფეროში მომუშავე ექსპერტები/სპეციალისტები. 4. კომისიის შემადგენლობიდან წევრის გამოწვევა ხდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ან კომისიის წევრის წარმდგენი ორგანოს წინადადებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 3🔗 კომისიის ძირითადი ამოცანებია: ა) „რეგიონული და უმცირესობათა ენების შესახებ ევროპული ქარტიის“ საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ანალიზი; ბ) „რეგიონული და უმცირესობის ენების შესახებ ევროპულ ქარტიასთან“ დაკავშირებული საქართველოს ვალდებულებების ფაქტობრივი შესრულების შესწავლა; გ) საქართველოს მიერ „რეგიონული და უმცირესობათა ენების შესახებ ევროპული ქარტიის“ ხელმოწერისა და რატიფიკაციის საკითხის მიმართ საქართველოს მთავრობის ერთიანი პოზიციის შემუშავების ხელშეწყობა; დ) ქარტიის რატიფიკაციის მიზანშეწონილობის დადგენის შემთხვევაში, რატიფიკაციის ინსტრუმენტის პირველადი პროექტის შემუშავება; ე) საერთაშორისო ორგანიზაციების, სამოქალაქო სექტორისა და მეცნიერული საზოგადოების წევრებთან კონსულტაციების გამართვა; ვ) ქარტიის რატიფიკაციის შემთხვევაში, მისი იმპლემენტაციის სამოქმედო გეგმის მომზადება; ზ) ქარტიის რატიფიკაციის შემდგომ სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის მონიტორინგი; თ) ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით არსებული სახელმწიფო ვალდებულებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობისათვის განსახილველად რეკომენდაციების მომზადება და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავება ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიზნით. მუხლი 4🔗 1. კომისიის საქმიანობას ხელმძღვანელობს და კომისიის სხდომებს წარმართავს კომისიის თავმჯდომარე. 2. კომისიის სხდომის მომზადებას უზრუნველყოფს კომისიის მდივანი. 3. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას, კომისიის თავმჯდომარის დავალებით, ახორციელებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. 4. კომისიის სხდომები, როგორც წესი, ტარდება თვეში ერთხელ. 5. კომისიის თავმჯდომარემ შეიძლება კომისიის სხდომები საჭიროებისამებრ მოიწვიოს დადგენილ ვადაზე ადრე. 6. კომისიის სხდომის დღის წესრიგს ამტკიცებს კომისიის თავმჯდომარე. 7. კომისიის სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვთ კომისიის თავმჯდომარესა და კომისიის წევრებს. 8. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტი. 9.  კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში  გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. 10. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის  თავმჯდომარე და მდივანი. მუხლი 5🔗 1. კომისია თავისი ამოცანების შესრულების მიზნით ქმნის კომისიის აპარატს. 2. კომისიის აპარატის საქმიანობას წარმართავს კომისიის მდივანი. 3. კომისიასთან შეიძლება შეიქმნას თემატური ჯგუფები (მათ შორის - კომისიის წევრების მონაწილეობით), რომელთა მუშაობასაც უხელმძღვანელებენ კოორდინატორები. 4. კომისიის აპარატისა და თემატური ჯგუფების შემადგენლობას, ფუნქციებსა და საქმიანობის წესს განსაზღვრავს კომისია. მუხლი 6🔗 კომისიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.