შპს „რადიო უცნობი“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ინფორმაცია
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ლიცენზიის გაცემის შესახებ
№
ორგანიზაციის დასახელება და სამართლებრივი ფორმა (მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, ფაქსი, ელ. ფოსტა)
ლიცენზიის №
ლიცენზიის გაცემის თარიღი
საქმიანობის სახე
სახელმწიფო რეგისტრაციის მონაცემები
ლიცენზიის გამცემი ორგანო (მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, ფაქსი, ელ. ფოსტა)
4.
შპს „რადიო უცნობი“
მის.: 0171, ქ. თბილისი,
კოსტავას ქ.68;
ტელ.: 2380100;
ფაქსი: 2380100;
№B70
23/07/2004
კერძო მაუწყებლობის
ლიცენზია
რეგისტრირებულია: ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს მიერ 2004 წლის 17 თებერვალს. რეგისტრაციის
№ 5/4-3812
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
ქ. თბილისი 0144 ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. 50/18
ტელ.: 292 16 67
ფაქსი: 29216 25
ელ-ფოსტა: post@gncc.ge
ლიცენზიაზე ხელმომწერი თანამდებობის პირის ვინაობა
განახლება
გასაჩივრება
გაუქმება
შეჩერება
ცვლილებები/შენიშვნები
ლიცენზიის გაუქმება
კარლო კვიტაიშვილი - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე
კომისიის 2013 წლის 29 მაისის №359/2 გადაწყვეტილებით
1. მოდიფიცირდა შპს „რადიო უცნობის” მაუწყებლობის №B70 ლიცენზია, შევიდ ა ცვლილება კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების 45-ე მუხლი ჩამოყალიბდ ა შემდეგი რედაქციით:
„45. შპს „რადიო უცნობის” №1410 ლიცენზია (მოქმედების ვადა 23.07.2014 წ.) კერძო მაუწყებლობის ლიცენზიად, მიენიჭოს №B70 და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა;
გ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:
რადიომაუწყებლობა 98.1 მგჰც სიხშირეზე 1 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. თბილისი, ანტენის განთ. ადგილი: თბილისის ანძა, გეოგრაფ.კოორდინატები: 44E47; 41N41, ანტენის სიმაღლე 100მ, მაუწყებლობის საშ.რად. 25 კმ.
2.შევიდა ცვლილება კომისიის 2004 წლის 23 ივლისის №364/1 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდ ა შემდეგი რედაქციით:
„3. შპს „რადიო უცნობი” ვალდებულია:
ა) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;
ბ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;
გ) წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს თანხები კომისიის ანგარიშზე;
დ) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერ ტ იფიკატი;
ე) დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;
ვ) უზრუნველყოს, ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობისათვის, საჭიროების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;
ზ) მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, მათთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა;
თ) შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები;
ი) მიიღოს ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწოროს შეცდომები. უზრუნველყოს ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქება, ფაქტისა და აზრის მკაფიო გამიჯვნა და აზრის ავტორის იდენტიფიცირება. დაიცვას„მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა შინაარსობრივი ვალდებულებები.
კ) ყოველწლიურად, არაუგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს„მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია:
ლ) წარუდგინოს კომისიას და გამოაქვეყნოს საკუთარ ვებგვერდზე შესაბამისობის დეკლარაცია მისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში;
მ) არაუგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა კომისიას წარუდგინოს გასული წლის საქმიანობის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობისა და სალიცენზიო პირობების მოთხოვნათა შესრულების, მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ; ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა;
ნ) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში რადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
ო) იქონიოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას;
პ) მაუწყებლობის პროცესში დაიცვას„მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის სხვა მოთხოვნები.”
3. 2004 წლის 23 ივლისის №364/1 გადაწყვეტილებას დაემატ ა შემდეგი რედაქციის 31-ე პუნქტი:
„31. დღე-ღამის განმავლობაში მაუწყებლობის ხანგრძლივობად განისაზღვროს 24 საათი”.