„აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 აგვისტოს №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №27 |
|
2013 წლის 25 ივნისი აბაშა |
„აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 აგვისტოს №41 დადგენილების (ვებ.გვერდი 110816006, 18/08/2011, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.110.016067) დანართ №1-ში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, სტრუქტურული ქვედანაყოფების-განყოფილებებისაგან და მოხელეებისაგან.
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) სოციალური დაცვის განყოფილება.
ბ) იძულებით გადაადგილებულ პირთა და ვეტერანთა საქმეების განყოფილება.
3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის უფლება_მოვალეობებს გამგებლის დავალებით ახორციელებს ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.
4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.
5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და შესაბამის სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.
6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულებით. განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამის სამუშაოთა აღწერილობებით.
7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურეობრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
1. სამსახურის სოციალური დაცვის განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) სოციალური დაცვის სფეროში გასატარებელ ღონისძიებათა შემუშავებას და მათი განხორციელების კოორდინაციას;
ბ) სოციალურად დაუცველი პირების აღრიცხვას, საჭიროებების შესწავლას, კანონით დადგენილი შეღავათების მიღების ორგანიზებას.
გ) სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას.
დ) დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას.
ე) სოციალური დაცვისა და დასაქმების პროგრამების განხორციელების კოორდინაციას.
ვ) უმუშევართა აღრიცხვას, მათი პროფესიული გადამზადებისა და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობას.
ზ) მოქმედი კანონმდებლობითა და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.
1. სამსახურის იძულებით გადაადგილებულ პირთა და ვეტერანთა საქმეების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის, ვეტერანების განცხადებების, წინადადებების და საჩივრების განხილვას, შესწავლას, კანონით დადგენილი შეღავათების მიღების ორგანიზებას.
ბ) აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იძულებით გადაადგილებულთა დროებითი განსახლების ორგანიზებას, აღრიცხვა-რეგისტრაციის და მოწმობების გაცემის კამპანიის ორგანიზებულად ჩატარების ხელშეწყობას.
გ) იძულებით გადაადგილებულთა და ვეტერანთა პრობლემატური საკითხების შესწავლას, წინადადებების და დასკვნების წარმოდგენას. მათი სოციალური და სამართლებრივი უფლებების დაცვას. საყოფაცხოვრებო პირობების შესწავლა-მონიტორინგს, სოციალური დაცვის პროგრამების განხორციელების მიზნით არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობას.
დ) იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის, ადგილობრივ მოსახლეობასთან ინტეგრირების ხელშეწყობას.
ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ვეტერანთა აღრიცხვიანობის მოწესრიგებას, ვეტერანთა საქმეებზე საინფორმაციო ბაზის წარმოებას.
ვ)მოქმედი კანონმდებლობითა და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.
|