ქ. ლაგოდეხის ტერიტორიაზე არსებულ პარკში და სკვერში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის წესის დამტკიცებისა და გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

მიღების თარიღი 26.06.2013
გამომცემი ორგანო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №19
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.167.016104
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/06/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 615 სიტყვა · ~3 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე დავით ბაკაშვილი საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

ქ. ლაგოდეხის ტერიტორიაზე არსებულ პარკში და სკვერში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის წესის დამტკიცებისა და გასატარებელი ღონისძიებების შესახებ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №19 2013 წლის 26 ივნისი ქ. ლაგოდეხი ქ. ლაგოდეხის ტერიტორიაზე არსებულ პარკში და სკვერში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის წესის დამტკიცებისა და გასატარებელი ღონისძიებების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის  148-ე მუხლის მე-4 ნაწილის და 209​3 მუხლის პირველი ნაწილის  შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 ქ.ლაგოდეხის იერსახის გაუმჯობესების, ქუჩებში სისუფთავის დაცვის, მწვანე ნარგავების შენარჩუნების მიზნით აიკრძალოს ქ. ლაგოდეხის  ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ (პარკში, სკვერში) გაშვება. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ქ. ლაგოდეხის ტერიტორიაზე არსებულ პარკში, სკვერში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის წესი დანართის შესაბამისად. მუხლი 3🔗 საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირებას ახორციელებს ლაგოდეხის  მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახური. მუხლი 4🔗. დაევალოს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ სამსახურს აწარმოოს საინფორმაციო უზრუნველყოფა ტელევიზიითა და სხვა საინფორმაციო საშუალებებით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის აკრძალვის ღონისძიებების შესახებ.   მუხლი 5🔗 დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარედავით ბაკაშვილი  ლაგოდეხის  ტერიტორიაზე არსებულ  პარკში და  სკვერში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის წესი 1. ეს წესი აწესრიგებს ქ. ლაგოდეხის ტერიტორიაზე  (პარკში, სკვერში) დაჭერილი და სპეციალურ იზოლატორში გადაყვანილი წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ჯარიმის გადახდის ოდენობასა და წესს, ასევე მხარეთა უფლება-მოვალეობებს.    2. მოხეტიალე ან/და მეთვალყურეობის გარეშე მყოფი წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვი ექვემდებარება დაუყოვნებლივ იზოლაციას. 3. პარკში, სკვერში   წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის შემთხვევაში, წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე დაჯარიმდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობით. 4. მოხეტიალე ან/და მეთვალყურეობის გარეშე გაშვებული წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის იზოლაციის შემთხვევაში ხორციელდება მათი ტრანსპორტირება და განთავსება სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე მოვლა-შენახვით და სათანადო კვების უზრუნველყოფით. 5. წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე ვალდებულია დაკისრებული  ჯარიმა გადაიხადოს 30 დღის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაკისრებული ჯარიმის, პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და პირუტყვის მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით, ხორციელდება პირუტყვის რეალიზება საბაზრო ფასებით. 6. იმ შემთხვევაში, როცა პირუტყვის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა აღემატება დაკისრებული ჯარიმის, სპეციალურ სადგომზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯებს, ზედმეტი თანხა უბრუნდება პირუტყვის მესაკუთრეს. 7. იზოლირებული წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში მიაკითხოს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურს და წარუდგინოს წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს მიერ შედგენილი სამეზობლო აქტი). მესაკუთრეს პირუტყვი დაუბრუნდება მხოლოდ ჯარიმის, მისი სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისა და სათანადო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. 8. ჯარიმისა და მომსახურების საფასურის გადამხდელია ქ. ლაგოდეხის ტერიტორიაზე დაჭერილი და სპეციალურ იზოლატორში გადაყვანილი წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე. 9. ქ. ლაგოდეხის ტერიტორიაზე დაჭერილი და სპეციალურ იზოლატორში გადაყვანილი წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოველდღიური შენახვისათვის საჭირო ხარჯები შეადგენს 10 ლარს. 10. მომსახურების საფასური გაიანგარიშება წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის სულადობის მიხედვით.   11. ჯარიმა და მომსახურების საფასური მთლიანად ჩაირიცხება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. 12. ჯარიმისა და მომსახურების საფასურის გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურს. 13. წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე ვალდებულია: ა) არ დაუშვას წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის გაშვება  პარკში, სკვერში, ასევე არ დატოვოს წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვი ქ. ლაგოდეხის ტერიტორიაზე მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე; ბ) მკაცრად დაიცვას წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მოვლა-პატრონობის წესები და არ დაუშვას მათ მიერ საერთო სარგებლობის ადგილების დაბინძურება. 14. ლაგოდეხის  მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახური აწარმოებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების შედგენას დადგენილი წესის შესაბამისად. 15. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახური უფლებამოსილია, წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრეს ამ წესით დადგენილი სამართალდარღვევის ფაქტზე (რომელიც წარმოადგენს პირველ შემთხვევას ან/და არ არის გამოწვეული პირუტყვის მესაკუთრის ბრალეულობით) არ დააკისროს ამ წესის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული  ადმინისტრაციული სახდელი. ასეთი ფაქტის არსებობის შემთხვევაში პირუტყვის მესაკუთრე ვალდებულია გადაიხადოს მხოლოდ ამ წესის მე-9 პუნქტით განსაზღვრული ყოველდღიური შენახვისათვის საჭირო ხარჯები.