„საქართველოსა და ესტონეთის რესპუბლიკას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და დაცვის შესახებ“ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ ოქმი

მიღების თარიღი 30.01.2013
ძალაში შესვლა 11.06.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №3/27
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016191
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/07/2013
matsne.gov.ge 235 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.01.2013 მიღება
11.06.2013 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (6)
საქართველოსათვის ესტონეთის რესპუბლიკისათვის
განსაკუთრებული მნიშვნელობის TÄIESTI SALAJANE
სრულიად საიდუმლო SALAJANE
საიდუმლო KONFIDENTSIAALNE
შეზღუდული სარგებლობისთვის PIIRATUD
საქართველოს სახელით ესტონეთის რესპუბლიკის სახელით
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოსა და ესტონეთის რესპუბლიკას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და დაცვის შესახებ“ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ ოქმი „საქართველოსა და ესტონეთის რესპუბლიკას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და დაცვის შესახებ“ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ ოქმი საქართველო და ესტონეთის რესპუბლიკა,      სურთ რა, ცვლილებები შეიტანონ 2006 წლის 27 ოქტომბერს, ქ. თბილისში ხელმოწერილ „საქართველოსა და ესტონეთის რესპუბლიკას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და დაცვის შესახებ” შეთანხმებაში,      შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი 1🔗      მე-3 მუხლის (კომპეტენტური ორგანოები) 1-ლი პუნქტის „b” ქვეპუნქტი ამოღებული უნდა იქნეს და ჩანაცვლდეს შემდეგნაირად:      „ესტონეთის რესპუბლიკისათვის – ეროვნული უშიშროების სამსახურის დეპარტამენტი, ესტონეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო”. მუხლი 2🔗      მე-3 მუხლს უნდა დაემატოს ახალი მე-4 პუნქტი და იგი უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:      „მხარეებმა დიპლომატიური არხების მეშვეობით უნდა შეატყობინონ ერთმანეთს მათ კომპეტენტურ ორგანოებთან დაკავშირებით ნებისმიერი შემდგომი ცვლილების შესახებ”. მუხლი 3🔗      1. მე-4 მუხლის (საიდუმლოობის ხარისხების ეკვივალენტურობა) 1-ლი პუნქტი უნდა ჩასწორდეს და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:    „საიდუმლო ინფორმაციას უნდა მიენიჭოს ერთ-ერთი შემდეგი ეკვივალენტური საიდუმლოობის ხარისხი: საქართველოსათვის ესტონეთის რესპუბლიკისათვის ეკვივალენტი ინგლისურ ენაზე განსაკუთრებული მნიშვნელობის TÄIESTI SALAJANE Top Secret სრულიად საიდუმლო SALAJANE Secret საიდუმლო KONFIDENTSIAALNE Confidential შეზღუდული სარგებლობისთვის PIIRATUD Restricted “      2. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებული უნდა იქნეს. მუხლი 4🔗      წინამდებარე ოქმი ძალაში შედის მხარეების მიერ მისი ძალაში შესვლისათვის ყველა აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის დასრულების შესახებ უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან.      შესრულებულია 2013 წლის, 30 იანვარს, ქ. ტალინში, ორ დედნად, თითოეული ქართულ, ესტონურ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. მხარეთა მიერ წინამდებარე ოქმის დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე. საქართველოს სახელით ესტონეთის რესპუბლიკის სახელით ხელმოწერილია                                                                ხელმოწერილია.