„საქართველოს მთავრობასა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობას შორის საჰაერო მომსახურების შესახებ“ შეთანხმება
მიღების თარიღი 18.11.2010
ძალაში შესვლა 18.06.2013
ძალის დაკარგვა 30.07.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №25/20
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016193
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/07/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს მთავრობასა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობას შორის საჰაერო მომსახურების შესახებ“ შეთანხმება
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; }
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
span.TitleChar { font-weight:bold;}
p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
span.BodyTextChar { }
span.BalloonTextChar { }
span.HeaderChar { }
span.FooterChar { }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
span.msoIns { text-decoration:underline; color:teal;}
span.msoDel { text-decoration:line-through; color:red;}
@page WordSection1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;}
div.WordSection1 {page:WordSection1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობას შორის საჰაერო მომსახურების შესახებ
საქართველოს მთავრობა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობა, შემდგომში „ხელშემკვრელ მხარეებად” წოდებულნი.
არიან რა საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ 1944 წლის 7 დეკემბერს ქ. ჩიკაგოში ხელმოსაწერად გახსნილი კონვენციის წევრები;
მხედველობაში იღებენ რა 2006 წლის 3 მაისს ევროგაერთიანებასა და საქართველოს მთავრობას შორის საჰაერო მომსახურების გარკვეული ასპექტების შესახებ ქ. ბრიუსელში ხელმოწერილ ხელშეკრულებას;
აქვთ რა სურვილი დადონ ზემოაღნიშნულ კონვენციასთან დამატებითი შეთანხმება თავიანთ ტერიტორიებს შორის საჰაერო მომსახურების დაწესების მიზნით;
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
განსაზღვრებანი
ამ შეთანხმების მიზნებისთვის, თუ კონტექსტი სხვაგვარად არ მოითხოვს:
(a) ტერმინი „ჩიკაგოს კონვენცია” ნიშნავს ,,საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ”
1944 წლის 7 დეკემბერს ქ. ჩიკაგოში ხელმოსაწერად გახსნილ კონვენციას და მოიცავს:
(i) მის ნებისმიერ, ორივე ხელშემკვრელი მხარის მიერ რატიფიცირებულ შესწორებას და
(ii) ამ კონვენციის 90-ე მუხლის თანახმად მიღებულ მის ნებისმიერ დანართს ან შესწორებას, რამდენადაც ეს შესწორება ან დანართი მოქმედია ნებისმიერ განსაზღვრულ დროს ორივე ხელშემკვრელი მხარისათვის;
(
b) ტერმინი
„საავიაციო ხელისუფლება
” გაერთიანებულ სამეფოსთან მიმართებაში ნიშნავს სახელმწიფო მდივანს ტრანსპორტის სფეროში და სამოქალაქო საავიაციო ხელისუფლებას, ხოლო საქართველოსთან მიმართებაში ნიშნავს ეკონომიკური
განვითარების სამინისტროს და/
ან საქართველოს ერთიან სატრანსპორტო ადმინისტრაციას ან ორივე შემთხვევაში ნებისმიერ პირს ან ორგანიზაციას, რომელიც შეიძლება იყოს აღჭურვილი უფლებამოსილებით, შეასრულოს ზემოაღნიშნულ ხელისუფალთა კომპეტენციაში ამჟამად შემავალი ნებისმიერი ან მსგავსი ფუნქციები;
(c) ტერმინი „დანიშნული ავისაწარმო” ნიშნავს ავიასაწარმოს, რომელიც წინამდებარე შეთანხმების მე-4 მუხლის (დანიშვნა და უფლებამოსილების მინიჭება) შესაბამისადაა დანიშნული და უფლებამოსილებით აღჭურვილი;
(d) ტერმინს „ტერიტორია” სახელმწიფოსთან მიმართებაში აქვს ჩიკაგოს კონვენციის მე-2 მუხლით მინიჭებული მნიშვნელობა;
(e) ტერმინებს „საჰაერო მომსახურება”, „საერთაშორისო საჰაერო მომსახურება”, „ავიასაწარმო” და „არაკომერციული მიზნებით შეჩერება” აქვთ ჩიკაგოს კონვენციის 96-ე მუხლით განსაზღვრული შესაბამისი მნიშვნელობები;
(f) ტერმინი „ეს შეთანხმება” მოიცავს ამ შეთანხმებას, მის დანართს და ამ დანართისა ან შეთანხმების ნებისმიერ შესწორებას;
(g) ტერმინი „ტარიფი” ნიშნავს მგზავრთა გადაყვანის, ბარგისა და ტვირთის გადატანისათვის დაწესებულ ფასს და იმ პირობებს, რომელთა თანახმადაც აღნიშნული ფასები გამოიყენება, სააგენტოებისა და სხვა დამატებითი მომსახურების ფასებისა და პირობების ჩათვლით, ფოსტის გადაზიდვის პირობებისა და ანაზღაურების გარდა;
(h) ტერმინი „მომხმარებლის გადასახდელები” ნიშნავს გადასახდელს, რომელიც კომპეტენტური ხელისუფლების მიერ ან მისი ნებართვით არის დაწესებული ავიასაწარმოების მიერ აეროპორტის ქონებით, საშუალებებით აეროსანავიგაციო საშუალებებით ან საჰაერო ხომალდის, ეკიპაჟის, მგზავრების, ტვირთის მომსახურებისათვის საჭირო საშუალებებით უზრუნველყოფასთან (გადაფრენებისთვის საჭირო საშუალებების ჩათვლით) დაკავშირებულ გადასახდელს;
(i) ტერმინი „ექსპლუატანტის სერტიფიკატი”
ნიშნავს ავიასაწარმოსათვის გაცემულ საბუთს, რომელიც ადასტურებს, რომ შესაბამის ავიასაწარმოს სერტიფიკატში მითითებული საავიაციო საქმიანობის უზრუნველსაყოფად აქვს პროფესიული უნარი და სტრუქტურა საჰაერო ხომალდის უსაფრთხო ექსპლუატაციისთვის.
(j) ტერმინი „ევროგაერთიანების წევრი სახელმწიფო”
ნიშნავს სახელმწიფოს, რომელიც ამჟამად ან მომავალში იქნება ევროგაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულების წევრი ქვეყანა.
(k) დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ავიასაწარმოებში იგულისხმება დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მიერ დანიშნული ავიასაწარმოები.
(l) დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეებში იგულისხმება ევროგაერთიანების წევრი სახელმწიფოების მოქალაქეები.
მუხლი 2🔗
ჩიკაგოს კონვენციის გამოყენების არე
წინამდებარე შეთანხმების დებულებები ექვემდებარება ჩიკაგოს კონვენციის დებულებებს, რამდენადაც აღნიშნული დებულებები გამოიყენება საერთაშორისო საჰაერო მომსახურების განხორციელებისთვის.
მუხლი 3🔗
უფლებათა მინიჭება
(1) თითოეული ხელშემკვრელი მხარე ანიჭებს მეორე ხელშემკვრელ მხარეს საერთაშორისო საჰაერო მომსახურების შემდეგ უფლებებს:
(a) უფლებას განახორციელოს მის ტერიტორიაზე გადაფრენა დაჯდომის გარეშე;
(a) უფლებას განახორციელოს დაჯდომა მის ტერიტორიაზე არაკომერციული მიზნებით.
(2) წინამდებარე შეთანხმების თანდართული მარშრუტების განაწესის სათანადო განყოფილებაში განსაზღვრული მარშრუტებით საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის განხორციელების მიზნით, თითოეული ხელშემკვრელი მხარე ანიჭებს მეორე ხელშემკვრელ მხარეს წინამდებარე შეთანხმებაში შემდგომში განსაზღვრულ უფლებებს. აღნიშნული სახის მომსახურება და მარშრუტები შემდგომში შესაბამისად მოიხსენიება, როგორც „შეთანხმებული ხაზები” და „დაწესებული მარშრუტები”. ხელშემკვრელი მხარეების მიერ დანიშნულ ავიასაწარმოს, ან ავისაწარმოებს დაწესებული მარშრუტებით შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციისას, ამ მუხლის (1) პუნქტში აღნიშნული უფლებების გარდა, დამატებით ექნებათ უფლება განახორციელონ დაჯდომა მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიის იმ პუნქტებში, რომლებიც განსაზღვრულია შეთანხმების მარშრუტების განაწესში მგზავრთა ჩასხმისა ან გადმოსხმის, ტვირთის (ფოსტის ჩათვლით) ჩატვირთვისა ან გადმოტვირთვის მიზნით.
(3) თუ შეიარაღებული კონფლიქტების, პოლიტიკური არეულობის ან პროცესების ან განსაკუთრებული და უჩვეულო გარემოებების გამო, ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს არ ძალუძს ჩვეულებრივი მარშრუტით განახორციელოს ხაზის ექსპლუატაცია, მეორე ხელშემკვრელი მხარე მაქსიმალურად ეცდება ხელი შეუწყოს ხაზის განუწყვეტელ ექსპლუატაციას მარშრუტების შესაბამისი დროებითი რეორგანიზაციის მეშვეობით.
მუხლი 4🔗
დანიშვნა და უფლებამოსილების მინიჭება
(
1)
თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს უფლება აქვს დაწესებულ მარშრუტებზე შეთანხმებული მომსახურების განხორციელების მიზნით,
წერილობით დანიშნოს და დიპლომატიური არხების მეშვეობით წარუდგინოს მეორე ხელშემკვრელ მხარეს ერთი ან რამოდენიმე ავიასაწარმო და გააუქმოს ან შეცვალოს ეს დანიშვნები.
(
2)
აღნიშნული სახის დანიშვნისა და მეორე ხელშემკვრელი მხარისგან საექსპლუატაციო უფლებამოსილებისა და ტექნიკური ნებართვების დადგენილი ფორმით განაცხადის მიღებისას,
მეორე ხელშემკვრელი მხარე,
მინიმალური პროცედურული დაგვიანებით,
გასცემს შესაბამის უფლებამოსილებასა და ნებართვებს,
იმის გათვალისწინებით,
რომ:
(a)
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მიერ დანიშნული ავიასაწარმოს შემთხვევაში:
(i)
ავიასაწარმო არის დაარსებული გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე ევროგაერთიანების დამაარსებელი ხელშეკრულების თანახმად და გააჩნია მოქმედი საექსპლუატაციო ლიცენზია ევროგაერთიანების სამართლის შესაბამისად;
და
(ii)
ავიასაწარმოზე ეფექტური მარეგულირებელი კონტროლი ხორციელდება და შენარჩუნდება საჰაერო ექსპლუატანტის სერტიფიკატის გამცემ ევროგაერთიანების წევრი სახელმწიფოს მიერ და შესაბამისი საავიაციო ხელისუფლება მკაფიოდ არის მითითებული დანიშვნაში;
და
(iii)
ავიასაწარმოს,
უშუალოდ ან უპირატესი მფლობელობით,
ფლობს,
ევროგაერთიანების წევრი სახელმწიფო და/
ან ევროგაერთიანების წევრი სახელმწიფოს მოქალაქენი,
ან დანართ 2-
ში ჩამოთვლილი სხვა სახელმწიფოები და/
ან ამ სხვა ქვეყნების მოქალაქეები და ყოველთვის დარჩება მათ მფლობელობაში ან ეფექტურად გაკონტროლდება მათ მიერ.
(b)
საქართველოს მიერ დანიშნული ავიასაწარმოს შემთხვევაში:
(i)
ავიასაწარმო დაარსებულია საქართველოს ტერიტორიაზე ან სერტიფიცირებულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
(ii)
საქართველოს საავიაციო ხელისუფლება ახორციელებს და ინარჩუნებს ავიასაწარმოზე ეფექტურ მარეგულირებელ კონტროლს;
და
(iii)
ავიასაწარმოს,
უშუალოდ ან უპირატესი მფლობელობით,
ფლობს და ეფექტურ აკონტროლებს საქართველო და/
ან საქართველოს მოქალაქეები.
c)
დანიშნულ ავიასაწარმოს გააჩნია საკმარისი კვალიფიკაცია შეასრულოს განაცხადისა ან განაცხადების განმხილველი მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ საერთაშორისო საჰაერო მომსახურებისთვის გამოყენებული წესებისა და კანონების პირობები.
(3)
ამგვარად დანიშნულ და უფლებამოსილ ავიასაწარმოს შეუძლია დაიწყოს შეთანხმებული მომსახურეობის განხორციელება,
იმის გათვალისწინებით,
რომ ავიასაწარმო შეესაბამება წინამდებარე შეთანხმების დებულებებს.
მუხლი 5🔗
ექსპლუატაციის ნებართვის გაუქმება ან მოქმედების შეჩერება
(1)
თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია გააუქმოს,
შეაჩეროს ან შეზღუდოს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოს საექსპლუატაციო უფლებამოსილება ან ტექნიკური ნებართვები:
(a)
როცა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მიერ დანიშნული ავიასაწარმოს შემთხვევაში:
(i)
იგი არ არის დაარსებული გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე ევროგაერთიანების დამაარსებელი ხელშეკრულების თანახმად,
ან ევროგაერთიანების სამართლის შესაბამისად,
არ გააჩნია მოქმედი საექსპლუატაციო ლიცენზია;
ან
(ii)
ავიასაწარმოს ეფექტური მარეგულირებელი კონტროლი არ ხორციელდება ან არ ნარჩუნდება საჰაერო ექსპლუატანტის სერტიფიკატის გამცემ ევროგაერთიანების წევრი სახელმწიფოს მიერ ან შესაბამისი საავიაციო ხელისუფლება მკაფიოდ არ არის განსაზღვრული დანიშვნაში;
ან
(iii)
ავიასაწარმოს,
უშუალოდ ან უპირატესი მფლობელობით,
არ ფლობს ან ეფექტურად არ აკონტროლებს ევროგაერთიანების წევრი სახელმწიფო ან ევროგაერთიანების წევრი სახელმწიფოს მოქალაქენი,
ან დანართ 2-
ში ჩამოთვლილი სხვა სახელმწიფოები და/
ან ამ სხვა ქვეყნების მოქალაქეები.
(b)
როცა საქართველოს მიერ დანიშნული ავიასაწარმოს შემთხვევაში:
(ii)
იგი არ არის დაარსებული საქართველოს ტერიტორიაზე ან არ არის სერტიფიცირებული საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
(iii)
საქართველოს საავიაციო ხელისუფლება არ ახორციელებს ან არ ინარჩუნებს ავიასაწარმოს ეფექტურ მარეგულირებელ კონტროლს;
ან
(iv)
ავიასაწარმოს,
უშუალოდ ან უპირატესი მფლობელობით,
არ ფლობს ან ეფექტურად არ აკონტროლებს საქართველო და/
ან საქართველოს მოქალაქეები.
(c)
იმ შემთხვევაში,
როცა ავიასაწარმო არ იცავს უფლებათა მიმნიჭებელი ხელშემკვრელი მხარის მიერ შესაბამისად გამოყენებულ კანონებსა და წესებს;
ან
(d)
თუ ავიასაწარმო ვერ იცავს წინამდებარე შეთანხმების პირობებს;
ან
(e)
თუ მეორე ხელშემკვრელი მხარე ვერ იღებს სათანადო ზომებს წინამდებარე შეთანხმების მე-10
მუხლის (
ფრენის უსაფრთხოება)
მე-2
პუნქტით განსაზღვრული უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად;
ან
(f)
წინამდებარე შეთანხმების მე-
10
მუხლის (
ფრენის უსაფრთხოება) (
6
)
პუნქტის შესაბამისად.
(
2
)
თუ ამ მუხლის (
1
)
პუნქტში აღნიშნული სასწრაფო გაუქმება,
შეჩერება ან პირობების წაყენება არ არის აუცილებელი მხარეთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შემდგომი დარღვევების თავიდან ასაცილებლად,
აღნიშნული სახის უფლებები ხორციელდება მეორე ხელშემკვრელ მხარესთან კონსულტაციების გამართვის შემდეგ.
მუხლი 6🔗
სამართლიანი კონკურენცია და სახელმწიფო დახმარება
(
1
)
ორივე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოები მათ შესაბამის ტერიტორიებს შორის დაწესებულ მარშრუტებზე შეთანხმებულ მომსახურებას განახორციელებენ სამართლიან და თანაბარ საფუძველზე.
(
2
)
თითოეული ხელშემკვრელი მხარე ნებას რთავს თითოეულ დანიშნულ ავიასაწარმოს განსაზღვროს მის მიერ შეთავაზებული საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის სიხშირე და ტევადობა.
ამ უფლების შესაბამისად,
არცერთ ხელშემკვრელ მხარეს არ შეუძლია ცალმხრივად შეზღუდოს მიმოსვლის ტევადობა,
სიხშირე ან რეგულარულობა,
ან მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ ექსპლუატირებული საჰაერო ხომალდის ტიპი ან ტიპები,
ჩიკაგოს კონვენციის მე-
15
მუხლის ერთიანი პირობების თანახმად,
საბაჟო,
ტექნიკური,
საექსპლუატაციო ან გარემოს დაცვის აუცილებლობით გამოწვეული შემთხვევების გარდა.
(
3
)
არცერთ ხელშემკვრელ მხარეს არ შეუძლია მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოს წარუდგინოს ტევადობასთან,
სიხშირესთან ან მიმოსვლასთან დაკავშირებული ნებისმიერი მოთხოვნა,
რომელიც არ შეესაბამება წინამდებარე შეთანხმების მიზნებს.
(
4
)
თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მოითხოვოს მეორე ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოსაგან განრიგის,
არარეგულარული ფრენების პროგრამის ან საექსპლუატაციო გეგმის წარდგენა,
თუ საჭირო ხდება წინამდებარე შეთანხმების მე-
2
პუნქტით გათვალისწინებული საერთო პირობების განხორციელება არადისკრიმინაციულ საფუძველზე.
ამგვარი წარდგენა ხდება აღნიშნული მომსახურების დაწყებამდე არა უმოკლეს ერთი თვით ადრე.
იმ შემთხვევაში,
თუ ხელშემკვრელი მხარე ინფორმაციის მიღების მიზნით ითხოვს ზემოაღნიშნულის წარდგენას,
მან უნდა გაამარტივოს ასეთი წარდგენისთვის ადმინისტრაციული სირთულეები და პროცედურები საჰაერო ტრანსპორტის შუამავლებისათვის და მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული
ავიასაწარმოსთვის.
(
5
)
ვერცერთი ხელშემკვრელი მხარე ვერ დაუშვებს,
რომ მისმა დანიშნულმა ავიასაწარმომ ან ავიასაწარმოებმა,
სხვა ავიასაწარმოსთან(
ებთან)
ერთად ან ცალკე,
ბოროტად გამოიყენოს საბაზრო უფლება და დაასუსტოს ან მიზნად დაისახოს კონკურენტის დასუსტება ან მისი მარშრუტიდან გამორიცხვა.
(
6
)
ვერცერთი ხელშემკვრელი მხარე ვერ დაუშვებს თავის მიერ დანიშნული ავიასაწარმო(
ები)
სათვის სახელმწიფოს მხრიდან ისეთ მხარდაჭერას ან სუბსიდიებს,
რაც უარყოფითად იმოქმედებს მეორე მხარის ავიასაწარმოებისათვის კონკურენციის სამართლიან და თანაბარ შესაძლებლობებზე წინამდებარე შეთანხმების მიხედვით საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად.
(
7
)
სახელმწიფო სუბსიდია ან მხარდაჭერა ნიშნავს დანიშნული ავიასაწარმოსათვის მხარდაჭერის უზრუნველყოფას დისკრიმინაციულ საფუძველზე,
უშუალოდ ან არაპირდაპირ,
სახელმწიფოს მიერ დანიშნული ან კონტროლირებული სახელმწიფო ან საზოგადო,
ან კერძო ორგანოს მხრიდან.
შეზღუდვების გარეშე შესაძლოა გულისხმობდეს საექსპლუატაციო დანაკარგის კომპენსაციას,
კაპიტალის უზრუნველყოფას,
არაანაზღაურებად გრანტებს ან სესხებს პრივილეგირებული პირობებით,
ფინანსური უპირატესობის მინიჭებას მოგებაზე უარის თქმით ან გადასახდელი თანხის ანაზღაურებით,
დახარჯული საზოგადოებრივი ფონდების ნორმალურ შემოსავალზე უარის თქმით,
ბეგარისგან გათავისუფლებით,
საზოგადოებრივი უფლებამოსილი პირების მიერ დაკისრებული ფინანსური ვალდებულებების კომპენსაციით,
ან სააეროპორტო მოწყობილობებზე,
საწვავზე და სხვა მიზანშეწონილ,
საჰაერო მომსახურების ნორმალური ექსპლუატაციისთვის საჭირო საშუალებებზე დისკრიმინაციული დაშვებით.
(
8
)
როცა ხელშემკვრელი მხარე უზრუნველყოფს სახელმწიფო სუბსიდიებს ან დანიშნული ავიასაწარმოს მიმართ გამოხატავს მხარდაჭერას,
წინამდებარე შეთანხმების თანახმად,
შეთანხმებულ მომსახურებასთან დაკავშირებით,
მან უნდა მოითხოვოს აღნიშნული ავიასაწარმოსგან საკუთარ ანგარიშში სუბსიდიების ან მხარდაჭერის ნათლად და განცალკევებით მითითება.
(
9
)
იმ შემთხვევაში,
როცა ხელშემკვრელი მხარე დარწმუნებულია,
რომ მის მიერ დანიშნული ავიასაწარმოები დისკრიმინაციულ და არასამართლიან პირობებში იმყოფებიან,
ან რომ მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ განხილული ან განხორციელებული სუბსიდიები ან მხარდაჭერა პირველი ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოს მიმართ უარყოფითად მოქმედებს ან იმოქმედებს,
წინამდებარე შეთანხმების თანახმად,
საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის უზრუნველყოფისას კონკურენციის სამართლიან და თანაბარ შესაძლებლობებზე,
მას შეუძლია მოითხოვოს კონსულტაციები და აცნობოს მეორე ხელშემკვრელ მხარეს თავისი უკმაყოფილების მიზეზები.
აღნიშნული კონსულტაციები ჩატარდება ამ მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს (
14
)
დღისა.
მუხლი 7🔗
ტარიფები
(
1
)
თითოეული ხელშემკვრელი მხარე ნებას რთავს თითოეულ დანიშნულ ავიასაწარმოს დააწესოს საჰაერო მომსახურებისათვის ბაზარზე კომერციული მოსაზრებიდან გამომდინარე ტარიფი.
არცერთმა ხელშემკვრელმა მხარემ არ უნდა მოითხოვოს საკუთარი ავიასაწარმოსაგან მეორე ავიასაწარმოებთან კონსულტაციების გამართვა იმ ტარიფებთან დაკავშირებით,
რომლებსაც ამ შეთანხმებებში აღნიშნული მომსახურებისთვის აკისრებენ ან სთავაზობენ.
(
2
)
თითოეული ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებამ შეიძლება მოითხოვოს თავისი დანიშნული ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოების მიერ დაწესებული ტარიფის შესახებ ინფორმაციის წარდგენა.
არცერთი ხელშემკვრელი მხარე არ მოითხოვს მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოების მიერ დაწესებული ტარიფების შესახებ ინფორმაციის წარდგენას.
ტარიფები რჩება ძალაში,
თუ წინამდებარე მუხლის მე-
5
ან მე-
6
პუნქტების შესაბამისად არ არის დაწუნებული.
(
3
)
ხელშემკვრელი მხარეების მიერ ჩარევა გულისხმობს:
(a)
არაგონივრულად დისკრიმინაციული ფასების ან პრაქტიკების აღკვეთას;
(b)
არაგონივრულად მაღალი ან შემზღუდავი ფასებისაგან დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების შედეგად მომხმარებლის დაცვას;
(c)
ავიასაწარმოების დაცვას ხელოვნურად დაბალი ფასებისაგან,
რომელიც პირდაპირი ან არაპირდაპირი სამთავრობო სუბსიდიების ან მხარდაჭე
რის შედეგია;
(d)
იმ ტარიფების თავიდან აცილებას,
რომელთა გამოყენება წარმოადგენს ანტი-
კონკურენტულ ქმედებას,
რაც იწვევს (
ან შეიძლება გამოიწვიოს)
კონკურენციის დაბრკოლებას,
შეზღუდვას და დარღვევას,
ან აშკარად გამიზნულია აღნიშნულის განსახორციელებლად.
(4)
თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს ცალმხრივად შეუძლია არ დაუშვას თავისი დანიშნული ავიასაწარმოს მიერ წარდგენილი ან დაწესებული ტარიფის გამოყენება,
თუმცაღა აღნიშნული სახის ჩარევა მოხდება მხოლოდ მაშინ,
როცა ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლების წინაშე აღმოჩნდება,
რომ დაწესებული ან შეთავაზებული ტარიფი შეესაბამება წინამდებარე მუხლის მე-3
პუნქტში აღნიშნულ რომელიმე კრიტერიუმს.
(5)
არცერთ ხელშემკვრელ მხარეს არ შეუძლია ცალმხრივად დააბრკოლოს მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ დაწესებული ან შეთავაზებული ტარიფის ძალაში შესვლა ან გაგრძელება.
იმ შემთხვევაში,
როცა ერთი ხელშემკვრელი მხარე დარწმუნებულია,
რომ აღნიშნული სახის ტარიფი შეუსაბამოა წინამდებარე მუხლის მე-3
პუნქტში ჩამოყალიბებულ მოსაზრებებთან,
მას შეუძლია მოითხოვოს კონსულტაციები და აცნობოს მეორე ხელშემკვრელ მხარეს თავისი უკმაყოფილების მიზეზი.
ამგვარი კონსულტაციები უნდა გაიმართოს მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 14
დღეში.
თუ მხარეები ვერ შეთანხმდნენ,
დავა გადაწყდება წინამდებარე შეთანხმების 21
-
ე მუხლის (
სადავ
ო საკითხების მოგვარება)
შესაბამისად.
ორმხრივი შეთანხმების გარეშე ტარიფი შედის ან რჩება ძალაში.
(6)
წინამდებარე მუხლის მე-2,
მე-4
და მე-5
პუნქტების მიუხედავად,
არცერთ ხელშემკვრელ მხარეს არ შეუძლია ორ ქვეყანას შორის ტვირთის გადაზიდვისთვის ტარიფის მოთხოვნა.
აღნიშნული სახის ტარიფები ძალაში შევა შესაბამისი ავიასაწარმოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით.
(7)
ხელშემკვრელ მხარეს არ შეუძლია მოითხოვოს მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ პირველ ხელშემკვრელ მხარესა და მესამე ქვეყანას შორის განხორციელებული გადაყვანა-
გადაზიდვებისათვის დაწესებული ტარიფის წარდგენა დასამტკიცებლად.
აღნიშნული სახის ტარიფები ძალაში შევა შესაბამისი ავიასაწარმოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით.
(8)
ამ მუხლში აღნიშნული დებულებების მიუხედავად,
ორივე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოების მიერ ევროგაერთიანების ტერიტორიაზე გადაზიდვებისათვის დაწესებული ტარიფები ექვემდებარება ევროგაერთიანების სამართალს.
მუხლი 8🔗
საბაჟო გადასახადები,
მოსაკრებლები და გადასახდელები
(1)
ხელშემკვრელი მხარეები ათავისუფლებენ ყოველგვარი საბაჟო გადასახადის,
სახელმწიფო აქციზის გადასახადებისა და სხვა ამგვარი სახელმწიფო მოსაკრებლებისაგან:
(a)
რომელიმე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოების მიერ საერთაშორისო საჰაერო ხაზებზე ექსპლუატირებული საჰაერო ხომალდს:
და
(b)
ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე შეტანილ შემდეგ საქონელს:
(i)
საჰაერო ხომალდის სერვისისათვის,
შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურებისათვის საჭირო მოწყობილობებს და შემადგენელ ნაწილებს;
(ii)
მგზავრთა მომსახურებისათვის საჭირო მოწყობილობებს და შემადგენელ ნაწილებს;
(iii)
ჩატვირთვისათვის საჭირო მოწყობილობებს და შემადგენელ ნაწილებს;
(iv)
უშიშროების მოწყობილობებს,
მათში დასამონტაჟებელი შემადგენელი ნაწილების ჩათვლით;
(v)
ინსტრუქტაჟის მასალას და სასწავლო-
საწვრთნელ საშუალებებს;
(vi)
ავიასაწარმოსა და ექსპლუატანტების დოკუმენტაციას;
და
(c)
ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე შეტანილი ან ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავისაწარმოსათვის მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მიწოდებულ შემდეგ საქონელს:
(i)
საჰაერო ხომალდზე არსებულ მარაგს (
მათ შორის,
მაგრამ არა მხოლოდ,
სურსათს,
სასმელს და თამბაქოს),
იმისდა მიუხედავად,
შეტანილია ის მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე,
თუ იქ არის ატანილი ბორტზე;
(ii)
საწვავს (
ამ მუხლის მე-5
პუნქტის თანახმად)
,
საცხებ-
საპოხ მასალებს და მოხმარებად ტექნიკურ მარაგს;
(iii)
სათადარიგო ნაწილებს,
ძრავების ჩათვლით;
(d)
ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე შეტანილ კომპიუტერულ აღჭურვილობას და მის შემადგენელ ნაწილებს,
რომელიც განკუთვნილია შემდეგისათვის:
(i)
საჰაერო ხომალდის შესაკეთებლად,
მისი ტექნიკური მომსახურებისათვის ან სერვისის განსახორციელებლად;
(ii)
აეროპორტში ან საჰაერო ხომალდის ბორტზე მგზავრთა მომსახურებისათვის;
(iii)
საჰაერო ხომალდზე ტვირთის ჩასატვირთად ან მის გადმოსატვირთად;
(iv)
მგზავრებსა და ტვირთზე საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით შემოწმების განსახორციელებლად.
იმ პირობით,
რომ თითოეულ შემთხვევაში ისინი განკუთვნილია საჰაერო ხომალდის ბორტზე ან საერთაშორისო აეროპორტის ფარგლებში მოსახმარად,
შესაბამისი დანიშნული ავიასაწარმოს მიერ საერთაშორისო ხაზების დაწესების ან მათი ექსპლუატაციის გაგრძელების მიზნით.
(2)
საბაჟო გადასახადებისაგან,
სახელმწიფო აქციზის გადასახადებისა და ამგვარი სახელმწიფო მოსაკრებლებისაგან გათავისუფლება არ ვრცელდება გადასახდელებზე,
რომლებიც დაწესებულია იმ მომსახურების ფასის საფუძველზე,
რომელსაც ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე უწევენ მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოებს.
(3)
ამ მუხლის (1)
პუნქტში განხილული
მოწყობილობები და მარაგი,
მოთხოვნისამებრ,
შეინახება შესაბამისი ხელისუფლების ზედამხედველობის ან კონტროლის ქვეშ.
(4)
ამ მუხლის საფუძველზე დაწესებული გადასახადებისაგან გათავისუფლება განხორციელდება აგრეთვე იმ შემთხვევაშიც,
როდესაც ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმო ან ავიასაწარმოები შეთანხმდებიან სხვა ავიასაწარმოსთან ან ავიასაწარმოებთან,
რათა ამ პირველი ხელშემკვრელი მხარის დანიშნულმა ავიასაწარმომ ან ავიასაწარმოებმა მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე სხვა ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოებს სესხით მისცენ ან გადასცენ ამ მუხლის (1)
პუნქტში ჩამოთვლილი საქონელი,
იმ პირობით,
თუ ამ სხვა ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოებს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ იგივე შეღავათები აქვთ მინიჭებული.
(5)
წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული არცერთი პუნქტის მიხედვით გაერთიანებული სამეფო ვერ დაბრკოლდება დააწესოს არადისკრიმინაციულ საფუძველზე ბეგარა,
მოსაკრებლები,
საბაჟო გადასახადები,
გადასახდელები,
საწვავის მომარაგებისათვის განკუთვნილი გადასახადები საქართველოს დანიშნული ავიასაწარმოს მიერ გამოყენებული იმ საჰარო ხომალდისთვის,
რომლებიც ასრულებენ რეისს გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიის ერთი პუნქტიდან მეორეში ან სხვა ევროგაერთიანების წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე.
მუხლი 9🔗
საავიაციო უშიშროება
(1)
თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს კონსულტაცია მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დამტკიცებული ფრენის უსაფრთხოების სტანდარტებზე საჰაერო ხომალდის ეკიპაჟთან,
საჰაერო ხომალდთან ან მის ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სფეროში.
აღნიშნული სახის კონსულტაციები უნდა ჩატარდეს თხოვნის მიღებიდან 30
დღის განმავლობაში.
(2)
საერთაშორისო სამართლით მინიჭებული მათი უფლებებისა და ვალდებულებების შესაბამისად,
ხელშემკვრელი მხარეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ ერთმანეთის მიმართ ვალდებულებას,
დაიცვან კანონსაწინააღმდეგო ქმედებათაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროება,
რომელიც წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.
საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული მათი უფლებებისა და ვალდებულებების ზოგადი ხასიათის შეუზღუდავად,
ხელშემკვრელი მხარეები იმოქმედებენ,
სახელდობრ:
„
საჰაერო ხომალდში ჩადენილ დანაშაულებათა და ზოგიერთ სხვა მოქმედებათა შესახებ”
, 1963
წლის 14
სექტემბერს ტოკიოში ხელმოწერილი;
„
საჰაერო ხომალდის გატაცების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“,
1970
წლის 16
დეკემბერს ქ.
ჰააგაში ხელმოწერილი,
„
პლასტიკური ფეთქებადი ნივთიერებების ნიშანდების შესახებ მათი გამოვლენის მიზნით,
”
1991
წლის 1
მარტს ქ.
მონრეალში ხელმოწერილი,
„
სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული უკანონო აქტებთან ბრძოლის შესახებ,
“
1971
წლის 23
სექტემბერს ქ.
მონრეალში ხელმოწერილი კონვენციების დებულებებისა და ამ უკანასკნელზე დამატებული „
საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის მომსახურე აეროპორტებში ძალადობის უკანონო აქტებთან ბრძოლის შესახებ,
”
1988
წლის 24
თებერვალს ხელმოწერილი ოქმის დებულებათა შესაბამისად და ნებისმიერ ავიაციის უშიშროებასთან დაკავშირებული შეთანხმებით,
რომელიც სავალდებულოა ორივე ხელშემკვრელი მხარისთვის.
(3)
მოთხოვნისამებრ,
ხელშემკვრელი მხარეები ყოველგვარ აუცილებელ დახმარებას აღმოუჩენენ ერთმანეთს,
რათა თავიდან აიცილონ სამოქალაქო საჰაერო ხომალდის უკანონოდ ხელში ჩაგდება და საჰაერო ხომალდის,
მისი მგზავრების,
ეკიპაჟის,
აეროპორტებისა და აეროსანავიგაციო საშუალებების უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული სხვა ამგვარი უკანონო ქმედებები და მათი განხორციელების ნებისმიერი სხვა მუქარა,
რომელიც საფრთხეს უქმნის სამოქალაქო ავიაციის უშიშროებას.
(4)
ხელშემკვრელი მხარეები ორმხრივი ურთიერთობისას იმოქმედებენ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორანიზაციის მიერ დაწესებული საავიაციო უშიშროების დებულებების შესაბამისად,
ჩიკაგოს კონვენციის დანართებად განსაზღვრული უშიშროების დებულებების მიხედვით,
იმდენად,
რამდენადაც ისინი მათ მიერ გამოიყენება.
თითოეული ხელშემკვრელი მხარე მოსთხოვს მათ მიერ დაწესებულ მარშუტებზე შეთანხმებული მომსახურების განსახორციელებლად დანიშნულ ავიასაწარმოებს და მათ ტერიტორიაზე არსებულ აეროპორტების ექსპლუატანტებს იმოქმედონ სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დებულებათა შესაბამისად.
(5)
თითოეული ხელშემკვრელი მხარე თანახმაა,
რომ მეორე ხელშემკვრელმა მხარემ მოსთხოვოს მათ მიერ დანიშნულ ავიასაწარმოებს დაიცვან წინამდებარე მუხლის მე-4
პუნქტში მოცემული საავიაციო უშიშროების დებულებები,
რომელიც სავალდებულოა ამ მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე შესვლისთვის.
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირალანდიის გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიებიდან გასვლის ან მათ ტერიტორიებზე ყოფნისას დანიშნული ავიასაწარმოები ვალდებულები იქნებიან დაიცვან საავიაციო უშიშროების დებულებები ევროგაერთიანების კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს ტერიტორიის დატოვებისას ან მის ტერიტორიაზე ყოფნისას დანიშნული ავიასაწარმოები ვალდებულები არიან დაიცვან საავიაციო უშიშროების დებულებები ამ ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
თითოეული ხელშემკვრელი მხარე თავის ტერიტორიაზე უზრუნველყოფს სათანადო უშიშროების ზომების გატარებას,
საჰაერო ხომალდის დასაცავად და მგზავრების,
ეკიპაჟის,
ხელბარგის,
ტვირთის და საჰაერო ხომალდზე არსებული მარაგის შესამოწმებლად ჩასხდომა-
ჩატვირთვამდე და ჩასხდომა-
ჩატვირთვის დროს.
თითოეული ხელშემკვრელი მხარე დადებითად შეხვდება,
აგრეთვე,
მეორე ხელშემკვრელი მხარის ნებისმიერ თხოვნას განახორციელოს სპეციალური უშიშროების გონივრული ღონისძიებები კონკრეტულ მუქარასთან დაკავშირებით.
(6)
სამოქალაქო საჰაერო ხომალდის უკანონოდ ხელში ჩაგდების ან მისი უკანონოდ ხელში ჩაგდების მუქარის არსებობისას,
ან ამგვარი საჰაერო ხომალდის,
მისი მგზავრებისა და ეკიპაჟის,
აეროპორტებისა და სანავიგაციო საშუალებათა უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული და სხვა უკანონო ქმედებების დროს,
ხელშემკვრელი მხარეები დაეხმარებიან ერთმანეთს კომუნიკაციებისა და სხვა შესაბამისი ღონისძიებების გამარტივებით,
რომელიც მიმართულია ამ ინციდენტის ან მისი ჩადენის მუქარის სწრაფი და უსაფრთხო აღკვეთისაკენ.
მუხლი 10🔗
ფრენის უსაფრთხოება
(1)
თითოეული ხელშემკვრელი მხარე უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს კონსულტაცია მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დამტკიცებულ ფრენის უსაფრთხოების სტანდარტებზე საჰაერო ხომალდის ეკიპაჟთან,
საჰაერო ხომალდთან ან მის ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სფეროში.
ასეთი კონსულტაციები ტარდება ამგვარი თხოვნის მიღებიდან 30
დღის განმავლობაში.
(2)
თუ აღნიშნული კონსულტაციების შედეგად ერთი მხარე გამოავლენს,
რომ მეორე მხარე ეფექტურად არ ინარჩუნებს და არ წარმართავს უსაფრთხოების სტანდარტებს იმ ნებისმიერ სფეროში,
რომელიც უთანაბრდება ამ დროისათვის ჩიკაგოს კონვენციის მიერ,
დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს,
ერთი მხარე მეორე მხარეს ატყობინებს ამ მიღებული მონაცემის შესახებ და იმ ზომებზე,
რაც ამ მინიმუმი სტანდარტების შესასრულებლად არის საჭირო და მეორე მხარემ უნდა მიიღოს შესაბამისი შესწორების ღონისძიება.
თუ მეორე მხარე ვერ მიიღებს შესაბამის ღონისძიებებს 15
დღის ან შესაძლო შეთანხმებული პერიოდის განმავლობაში,
ეს მდგომარეობა იქნება წინამდებარე შეთანხმების მე-5(1)
მუხლის (
ექსპლუატაციის ნებართვის გაუქმება ან მოქმედების შეჩერება)
გამოყენების საფუძველი.
(3)
მიუხედავად იმ ვალდებულებებისა,
რაც დადგენილია ჩიკაგოს კონვენციის 33-
ე მუხლში,
თანხმდებიან იმაზე,
რომ ნებისმიერი საჰაერო ხომალდი,
რომელიც ექსპლუატირებულია,
ან ლიზინგით არის აღებული ერთი ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოს მიერ,
და რომელიც ახორციელებს მიმოსვლას მეორე მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე ან ტერიტორიიდან,
შეიძლება მეორე მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე ყოფნის დროს შემოწმდეს მეორე ხელშემკვრელი მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ ბორტზე ან საჰაერო ხომალდის ირგვლივ,
რათა გაირკვეს საჰაერო ხომალდისა და მისი ეკიპაჟის დოკუმენტთა ვარგისიანობა და საჰაერო ხომალდისა და მისი შემადგენლობის (
ამ მუხლში „
შემოწმება ფრენის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“
)
რეალური მდგომარეობა,
იმ პირობით,
რომ ეს არ გამოიწვევს საჰაერო ხომალდის არამიზანშეწონილ შეფერხებას.
(4)
თუ ფრენის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ნებისმიერი აღნიშნული სახის შემოწმება ან მთელი რიგი შემოწმებებისა გამოიწვევს:
(a)
სერიოზულ ეჭვს,
რომ საჰაერო ხომალდი და მისი ექსპლუატაცია არ შეესაბამება ჩიკაგოს კონვენციის მიერ იმ დროს დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს;
ან
(b)
სერიოზულ ეჭვს,
რომ არსებობს ჩიკაგოს კონვენციის მიერ იმ დროისათვის დადგენილი უსაფრთხოების სტანდარტების ეფექტური წარმართვისა და შენარჩუნების ნაკლოვანება,
მხარეს,
რომელიც ახორციელებს შემოწმებას ჩიკაგოს კონვენციის 33-
ე მუხლის მიზნებისთვის,
შეუძლია დაასკვნას რომ,
მოთხოვნები,
რომლის საფუძველზეც საჰაერო ხომალდებზე და საჰაერო ხომალდების ეკიპაჟზე მოწმობები და ლიცენზიები არის გაცემული ან ვარგისიანობა მინიჭებული და საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის მოთხოვნები არ უთანაბრდება ან არ შეესაბამება ჩიკაგოს კონვენციის მიერ დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს.
(5)
იმ შემთხვევაში,
როცა ფრენის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი შემოწმების განსახორციელებელი უფლება ერთი მხარის ავიასაწარმოს მიერ ექსპლუატირებულ საჰაერო ხომალდზე იქნება უარყოფილი,
ამ მუხლის მე-
3
პუნქტის მიხედვით ამ ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოების წარმომადგენლის მიერ,
მეორე მხარეს შეუძლია დაასკვნას,
რომ აღიძვრება ამ მუხლის მე-
4
პუნქტში აღნიშნული სერიოზული ეჭვები.
(6)
თითოეული მხარე სარგებლობს უფლებით,
შეაჩეროს ან შეცვალოს მეორე მხარის ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოების საექსპლუატაციო უფლებამოსილება იმ შემთხვევაში,
თუ პირველი მხარე დაასკვნის,
რომ ფრენის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი შემოწმების,
ფრენის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი შემოწმების სერიების,
ან ამგვარი შემოწმების უარყოფის ან კონსულტაციის და სხვაგვარი საქმიანობის უფლების უარყოფის შედეგად,
ავიასაწარმოს ექსპლუატაციის უსაფრთხოებისთვის აუცილებელია გადაუდებელი მოქმედება.
(7)
ერთი მხარის ნებისმიერი მოქმედება ამ მუხლის (
2)
და (
6)
პუნქტების მიხედვით ვერ გაგრძელდება,
როგორც კი ამ მოქმედების განხორციელების საფუძველი შეწყვეტს არსებობას.
(8)
ერთი ხელშემკვრელი მხარის კანონებისა და წესების შესაბამისად,
გაერთიანებული სამეფოს შემთხვევაში ევროპის გაერთიანების წესებისა და კანონების ჩათვლით,
გაცემული ან ვარგისად აღიარებული ვარგისიანობის სერტიფიკატები,
მოწმობები და ლიცენზიები,
მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ შეთანხმებული მომსახურების ექსპლუატაციისთვის ვარგისად იქნება აღიარებული,
იმის გათვალისწინებით,
რომ ამგვარი სერტიფიკატების,
მოწმობების ან ლიცენზიების გაცემისა და ვარგისად ჩათვლის მოთხოვნები შეესაბამება ან უტოლდება ჩიკაგოს კონვენციის მიერ დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს.
თითოეული ხელშემკვრელი მხარე იტოვებს უფლებას,
არ ცნოს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ ამ ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე გადაფრენის მიზნით მის მოქალაქეებზე გაცემული დაშვების მოწმობები და ლიცენზიები.
მუხლი 11🔗
რეგულირების კონტროლი
როცა დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მიერ ინიშნება ავიასაწარმო,
რომლის რეგულირების კონტროლი ხორციელდება ევროგაერთიანების სხვა წევრი სახელმწიფოს მიერ,
მეორე ხელშემკვრელი მხარის უფლებები წინამდებარე შეთანხმების მე-
10
მუხლის (
ფრენის უსაფრთხოება)
მიხედვით გამოიყენება თანაბრად,
ევროგაერთიანების მეორე ქვეყნის მიერ უსაფრთხოების სტანდარტების მიღების,
განხორციელების ან მის შენარჩუნებასთან და აღნიშნული ავიასაწარმოს უფლებამოსილებასთან დაკავშირებით.
მუხლი 12🔗
კოდის ერთობლივი გამოყენება
ხელშემკვრელი მხარის მიერ წინამდებარე შეთანხმების მე-
4
მუხლის (
დანიშვნა და უფლებამოსილების მინიჭება)
შესაბამისად,
ნებისმიერ ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოებს უფლება აქვთ,
კონკურენციის მარეგულირებელი კანონებისა და წესების შესაბამისად გამოიყენონ ერთობლივი კოდი სხვა ნებისმიერ ავიასაწარმოსთან,
იმის გათვალისწინებით,
რომ:
(i)
მომსახურების შემადგენელი ნებისმიერი რეისი,
რომლისთვისაც გამოიყენება წინამდებარე შეთანხმება,
სრულდება ამ რეისის განხორციელებისთვის შესაბამისი უფლებით აღჭურვილი ავიასაწარმოს მიერ;
(ii)
არცერთი რეისი არ შესრულდება ერთი ქვეყნის ავიასაწარმოს მიერ მეორე ქვეყნის პუნქტსა და მესამე ქვეყანას შორის,
ან მეორე ქვეყნის ორ პუნქტს შორის ადგილობრივი მგზავრის გადასაყვანად,
თუ ამ ავისაწარმოს არ გააჩნია შესაბამისი უფლებამოსილება,
გადაიყვანოს ადგილობრივი მგზავრები ამ აღნიშნულ პუნქტებს შორის და;
(iii)
თითოეულ გაყიდულ ბილეთთან დაკავშირებით მყიდველი გაყიდვის ადგილზევე ინფორმირებულ უნდა იყოს,
თუ რომელი ავიასაწარმო ასრულებს მომსახურებას თითოეულ სექტორზე.
მუხლი 13🔗
ლიზინგი
თითოეული ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოებს უფლება აქვთ,
შეასრულონ მომსახურება ნებისმიერი სხვა კომპანიისგან იჯარით აღებული საჰაერო ხომალდით (
ან საჰაერო ხომალდით და ეკიპაჟით),
იმ სხვა ავიასაწარმოების ჩათვლით,
რომელიც ექვემდებარება ამ ხელშემკვრელ მხარეებთან დროდადრო შეთანხმებას.
მუხლი 14🔗
სახმელეთო მომსახურება
ხელშემკვრელი მხარეების კანონმდებლობის შესაბამისად (
გაერთიანებული სამეფოს შემთხვევაში _
ევროგაერთიანების კანონმდებლობის ჩათვლით),
თითოეულ დანიშნულ ავიასაწარმოს უფლება აქვს,
განახორციელოს სახმელეთო მომსახურება მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე (,,
თვითმომსახურება”
)
,
ან,
სურვილისამებრ,
შეარჩიოს კონკურენტ მომწოდებელთა შორის სრული ან ნაწილობრივი სახმელეთო მომსახურება.
როცა კანონმდებლობა ან წესები აფერხებს ან ზღუდავს სახმელეთო მომსახურებას და როცა არ არსებობს ეფექტური კონკურენცია შესაბამისი მომსახურების განმა
ხორციელებელ მომწოდებელთა შორის,
თითოეული დანიშნული ავიასაწარმო არ უნდა განიცდიდეს დისკრიმინაციას მომწოდებელთა მიერ უზრუნველყოფილი მომსახურების ან სახმელეთო მომსახურებასთან დაკავშირებით.
მუხლი 15🔗
ამონაგების გადარიცხვა
ყოველ დანიშნულ ავიასაწარმოს,
საჭიროებისამებრ,
უფლება აქვს,
ადგილობრივად გადახდილი თანხის ზემოთ არსებულ შემოსავლებს გაუკეთოს კონვერტირება და გადააგზავნოს მის მიერ არჩეულ ქვეყანაში.
სწრაფი კონვერტირება და გადაგზავნა ნებადართულია შეზღუდვების გარეშე,
გადაცვლის იმ კურსით,
რომელიც მიღებულია მიმდინარე საბანკო ოპერაციების დროს აღნიშნული სახის შემოსავლის კონვერტირებისა და გადაგზავნისას და არ ექვემდებარება რაიმე სახის გადასახადს,
ბანკების მიერ აღნიშნული სახის ოპერაციების განხორციელებისთვის საჭირო ჩვეულებრივი გადასახადის გარდა.
მუხლი 16🔗
ავიასაწარმოს წარმომადგე
ნლობა და გაყიდვები
ხელშემკვრელი მხარის მიერ წინამდებარე შეთანხმების მე-
4
მუხლის თანახმად (
ავიასაწარმოს დანიშვნა და უფლებამოსილების მინიჭება)
,
დანიშვნის უფლებამოსილებით აღჭურვილ ავიასაწარმოს აქვს უფლება:
(i)
ერთი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლის,
ცხოვრებისა და სამუშაოზე აყვანის მეორე ხელშემკვრელი მხარის წესებისა და კანონების თანახმად,
ჩამოიყვანოს და ჰ
ყავდეს მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მენეჯერი,
ტექნიკური,
მომსახურე პერსონალი და სხვა სპეციალისტები,
რომლებიც აუცილებელია შეთანხმებული მომსახურების განხორციელებისთვის;
(ii)
გამოიყენოს მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მოქმედი ორგანიზაციის,
კომპანიის ან ავიასაწარმოს პერსონალი და მომსახურება;
(iii) დააარსოს ოფისები მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე;
(iv) მიიღოს მონაწილეობა საჰაერო გადაყვანა-
გადაზიდვის რეალიზაციაში მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე უშუალოდ,
ან მათ მიერ დანიშნული აგენტების ან შუამავლების მეშვეობით.
ავიასაწარმოს შეუძლია გაყიდოს ასეთი გადაყვანა-
გადაზიდვა და ნებისმიერ პირს შეუძლია იყიდოს აღნიშნული მომსახურება.
მუხლი 17🔗
მომხმარებლის გადასახდელები
(
1)
მომხმარებლის ის გადასახდელები,
რომელიც შესაძლოა დაწესდეს თითოეული ხელშემკვრელი მხარის შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მიერ ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოზე,
უნდა იყოს სამართლიანი,
მიზანშეწონილი,
უმართებულოდ არადისკრიმინაციული და თანაბრად განაწილებული მომხმარებელთა კატეგორიაზე.
ნებისმიერ შემთხვევაში,
აღნიშნული სახის მომხმარებელთა გადასახდელები შესაძლოა დაწესდეს მეორე ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოზე ნებისმიერი სხვა ავიასაწარმოსთვის გადასახდელების დაწესების დროისთვის ყველაზე ხელსაყრელ პირობებზე არანაკლები პირობებით.
(
2)
მეორე მხარის ავიასაწარმოსათვის დაწესებული გადასახდელი შეიძლება ასახავდეს,
მაგრამ არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს შესაბამისი და არა სათადარიგო აეროპორტის,
აეროპორტის გარემოს დაცვის,
სანავიგაციო და საავიაციო უშიშროების საშუალებებისა და აეროპორტში ან მის სისტემაში მომსახურების გაწევის სრულ ღირებულებას.
ამგვარი გადასახდელები შეიძლება შეიცავდეს ამორტიზაციის შედეგად მიღებულ მიზანშეწონილ შემოსავალს აქტივებზე.
საშუალებები და მომსახურება,
რომელზეც დაწესებულია გადასახდელი,
უზრუნველყოფილ უნდა იყოს კვალიფიციურ და ეკონომიურ საფუძველზე.
(
3)
თითოეული მხარე ხელს შეუწყობს კონსულტაციების გამართვას მომხმარებლის გადასახდელის თაობაზე მის ტერიტორიაზე შესაბამისი კომპეტენტური ორგანოსა და იმ ავიასაწარმოთა შორის,
რომლებიც სარგებლობენ ამ საწარმოების მიერ უზრუნველყოფილი მომსახურებითა და საშუალებებით და მხარი უნდა დაუჭიროს კომპეტენტურ ხელისუფლებას ან ორგანოს და ავიასაწარმოებს,
რომ მათ,
საჭიროებისამებრ,
გაცვალონ აღნიშნული სახის ინფორმაცია,
ამ მუხლის 1-
ლი და მე-
2 პუნქტების პრინციპების შესაბამისად გადასახდელების მიზანშეწონილობის შესამოწმებლად.
სათანადო შეტყობინება ნებისმიერი წინადადების თაობაზე მომხმარებლის გადასახდელის ცვლილებების შესახებ უნდა მიეწოდოს მომხმარებელს,
რათა მას შესაძლებლობა ჰქონდეს გამოხატოს თავისი აზრი ცვლილებების ძალაში შესვლამდე.
(4) წინამდებარე შეთანხმების 21-
ე მუხლის (სადავ
ო საკითხების მოგვარება) მიხედვით,
დავის გადაჭრის პროცედურის დროს, არც ერთი მხარე არ ჩაითვლება ამ მუხლის დამრღვევად, თუ:
(a) პრეტენზიის საგანი საქმიანობა ან გადასახდელი მეორე მხარის მიერ არ შემოწმდა მიზანშეწონილი დროის განმავლობაში;
ან
(b) აღნიშნული სახის შემოწმებისას მისი უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვერ მიიღებს ყველა საჭირო ზომას ამ მუხლის საწინააღმდეგო გადასახდელისა ან საქმია
ნობის გამოსასწორებლად.
მუხლი 18🔗
მულტიმოდალური ტრანსპორტი
ყოველი ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოს უფლება აქვს იქირაოს საჰაერო ტრანსპორტთან დაკავშირებული ნებისმიერი მულტიმოდალური ტრანსპორტი ხელშემკვრელი მხარეების ან მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე მდებარე პუნქტებში ან პუნქტებიდან. ავიასაწარმოებს შეუძლიათ სურვილისამებრ აწარმოონ საკუთარი მულტი მოდალური ტრანსპორტირება ან უზრუნველყონ ეს უკანასკნელი ავიაგადამზიდველებთან შეთანხმების საფუძველზე, ზიარი კოდის ჩათვლით. ასეთი გადაყვანა-
გადაზიდვები შეიძლება იყოს შეთავაზებული როგორც პირდაპირი მომსახურება და ერთი ფიქსირებული ფასით ყველა მულტიმოდალური გადაყვანა-
გადამზიდვების ფასების გათვალისწინებით, იმ პირობით რომ მგზავრებს და ტვირთის მფლობელებს, ისევე როგორც გადამზიდველებს, ექნებათ შესაბამისი ინფორმაცია.
მუხლი 19🔗
სტატისტიკური მონაცემებით უზრუნველყოფა
ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმო მიაწვდის მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას, მისი მოთხოვნის საფუძველზე, ისეთ პერიოდულ სტატისტიკურ მონაცემებს, რომლებიც შეიძლება მოთხოვნილ იქნეს გონივრულობის ფარგლებში. ასეთ მონაცემებში მოცემული იქნება მთელი ინფორმაცია, რომელიც საჭიროა შეთანხმებულ ხაზებზე ამ ავიასაწარმოების მიერ განხორციელებული გადაყვანა-გადაზიდვის საწყისი და საბოლოო დანიშნულების ადგილების დასადგენად.
მუხლი 20🔗
კონსულტაციები
თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს კონსულტაციების ჩატარება წინამდებარე შეთანხმების შესრულების, განმარტების, გამოყენების, მისი შესწორების ან ამ შეთანხმების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით. ამგვარი კონსულტაციები, რომლებიც შეიძლება ჩატარდეს საავიაციო ხელისუფლებებს შორის, დაიწყება მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ წერილობითი მოთხოვნის მიღების დღიდან 60(სამოცი) დღის განმავლობაში, თუ ხელშემკვრელი მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან.
მუხლი 21🔗
სადავ
ო საკითხების მოგვარება
(1) თუ ხელშემკვრელ მხარეებს შორის წამოიჭრება რაიმე დავა წინამდებარე შეთანხმების განმარტების ან გამოყენების თაობაზე, ხელშემკვრელი მხარეე
ბი, უპირველეს ყოვლისა, შეეცდებიან მოაგვარონ იგი მოლაპარაკებების გზით.
(2) თუ ხელშემკვრელი მხარეები ვერ მოაგვარებენ დავას მოლაპარაკების გზით, მათ შეეძლებათ დავა წარუდგინონ საარბიტრაჟო სასამართლოს, რომელიც იქმნება ყოველი ცალკეული შემთხვევისათვის შემდეგი წესით:
(a) დავის საარბიტრაჟო განხილვის მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში თითოეული ხელშემკვრელი მხარე დანიშნავს ერთ არბიტრს. მეორე არბიტრის დანიშვნიდან 60 დღის განმავლობაში ორი არბიტრის ურთიერთშეთანხმებით დაინიშნება მესამე არბიტრი, რომელიც იქნება მესამე სახელმწიფოს მოქალაქე და შეასრულებს საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას.
(b) იმ შემთხვევში, თუ ზემოთ განსაზღვრულ ვადებში არ განხორციელდა რომელიმე დანიშვნა, ნებისმიერ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მიმართოს თხოვნით საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტს, რათა მან მოახდინოს საჭირო დანიშვნა 30 დღის განმავლობაში. თუ პრეზიდენტი რომელიმე ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეა,
დანიშვნას მოახდენს ვიცე-
პრეზიდენტი.
თუ ვიცე-
პრეზიდენტი რომელიმე ხელშემკვრელი მხარის სახელმწი
ფოს მოქალაქეა,
დანიშვნას მოახდენს საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს რანგით ზემდგომი წევრი,
რომელიც არ იქნება არც ერთი ხელშემკვრელი მხარის ქვეყნის მოქალაქე.
(
3)
გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევებისა,
რომლებიც შემდგომში ამ მუხლშია გათვალისწინებული;
ან თუ ხელშემკვრელი მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდნენ,
საარბიტრაჟო ორგანო თვითონ გადაწყვეტს თავისი იურისდიქციის ფარგლებს და დააწესებს საკუთარ პროცედურას.
საარბიტრაჟო სასამართლოს განკარგულებით,
ან რომელიმე ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნით საარბიტრაჟო სასამართლოს სრული დაკომპლექტებიდან არაუგვიანეს 30 დღის განმავლობაში ჩატარდება სხდომა საარბიტრაჟო სასამართლოში განსახილველი საკითხებისა და შემდგომი კონკრეტული პროცედურების დასაზუსტებლად.
(
4)
იმ შემთხვევების გარდა,
როდესაც ხელშემკვრელი მხარეები სხვაგვარად შეთანხმდნენ,
ან თუ საარბიტრაჟო სასამართლომ არ დააწესა სხვაგვარად,
თითოეული ხელშემკვრელი მხარე წარადგენს მემორანდუმს საარბიტრაჟო სასამართლოს მთლიანი დაკომპლექტებიდან 45 დღის განმავლობაში.
თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს გაეცემა პასუხი მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ მემორანდუმის წარდგენიდან 60 დღის განმავლობაში.
საარბიტრაჟო სასამართლო გამართავს საქმის მოსმენას რომელიმე ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნით ან საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე,
პასუხის გაცემის სათანადო თარიღიდან 30 დღის განმავლობაში.
(
5)
საარბიტრაჟო სასამართლო შეეცდება მიიღოს წერილობითი გადაწყვეტილება საქმის მოსმენის დასრულებიდან 30 დღის განმავლობაში,
ან თუ საქმის მოსმენა არ შედგა,
ორივე პასუხის წარდგენიდან 30 დღის შემდეგ.
გადაწყვეტილება მიღებულ იქნება ხმათა უმრავლესობით.
(
6)
ხელშემკვრელ მხარეებს შეუძლიათ წარადგინონ მოთხოვნა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის განმავლობაში და ეს განმარტება მიცემული იქნება ამგვარი მოთხოვნიდან 15 დღის განმავლობაში.
(
7)
საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება ხელშემკვრელი მხარეებისათვის სავალდებულოა.
(
8)
თითოეული ხელშემკვრელი მხარე დაფარავს მის მიერ დანიშნული არბიტრის ხარჯებს.
საარბიტრაჟო სასამართლოს სხვა ხარჯები თანაბრად გაიყოფა ხელშემკვრელ მხარეთა შორის,
მათ შორის,
ნებისმიერი ხარჯები,
რომლებსაც გას
წევს საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტი,
ვიცე-
პრეზიდენტი ან წევრი ამ მუხლის (
2) (
ბ
)
პუნქტით დადგენილი პროცედურების განხორციელებისას.
მუხლი 22🔗
ცვლილებები და დამატებები
მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე წინამდებარე შეთანხმებაში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები,
რომლებიც გაფორმდება ცალკე ოქმის სახით,
წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს და ძალაში შევა წინამდებარე შეთანხმების 25-
ე მუხლის (
ძალაში შესვლა)
მოთხოვნათა შესაბამისად.
მუხლი 23🔗
მოქმედების შეწყვეტა
თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია ნებისმიერ დროს წერილობით შეატყობინოს მეორე ხელშემკვრელ მხარეს წინამდებარე შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის თაობაზე მისი გადაწყვეტილების შესახებ.
იმავდროულად,
ამგვარი შეტყობინება გაეგზავნება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას.
წინამდებარე შეთანხმების მოქმედება შეწყდება მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ შეტყობინების მიღების დღიდან 12 თვეში (
შეტყობინების მიღების ადგილას),
თუკი შეტყობინება შეთანხმების საფუძველზე არ იქნა გაუქმებული ამ პერიოდის ბოლომდე.
იმ შემთხვევაში,
თუ მეორე ხელშემკვრელმა მხარემ არ დაადასტურა შეტყობინების მიღება,
შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მისი მიღებიდან 14 დღის შემდეგ.
მუხლი 24🔗
შეთანხმების რეგისტრაცია
წინამდებარე შეთანხმება და მისი ნებისმიერი ცვლილება რეგისტრირდება საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაში ორივე ხელშემკვრელი მხარის მიერ.
მუხლი 25🔗
ძალაში შესვლა
(
1)
წინამდებარე შეთანხმება ძალაში შევა დიპლომატიური არხების მეშვეობით წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი ყველა შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის დასრულების შესახებ საბოლოო წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან.
(
2)
წინამდებარე შეთანხმება ძალაში რჩება 23-
ე მუხლის შესაბამისად მოქმედების შეწყვეტამდე.
(
3)
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს მთავრობასა და საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას (
მთავრობას)
შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ 2003 წლის 17 სექტემბერს ქ.
თბილისში ხელმოწერილი შეთანხმება გაუქმდება და შეწყდება გამოყენება წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის დღიდან.
რის დასადასტურებლადაც,
თავიანთი შესაბამისი მთავრობების მიერ უფლებამოსილებით აღჭურვილმა ქვემორე ხელისმომწერებმა ხელი მოაწერეს წინამდებარე შეთანხმებას.
შესრულებულია ქ.
თბილისში 2010 წლის 18 ნოემბერს ორ დედნად ქართულ და ინგლისურ ენებზე.
ორივე ტექსტი თანაბარად ავ
თენტურია.
წინამდებარე შეთანხმების დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე
საქართველოს მთავრობის
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ
სახელით
ირლანდიის გაერთიანებული
სამეფოს მთავრობის სახელით
(
ხელმოწერილია) (ხელმოწერილია)
დანართი 1
მარშრუტების განაწესი
სექცია 1
საქართველოს დანიშნული ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოების მიერ განხორციელებული მარშრუტები:
ნებისმიერი პუნქტი საქართველოში –
შუალედური პუნქტები –
ნებისმიერი პუნქტი გაერთიანებულ სამეფოში –
საზღვრებს მიღმა მდებარე პუნქტები.
შენიშვნა:
(1)
შუალედური და საზღვრებს მიღმა მდებარე პუნქტები შეიძლება გამოტოვებულ იქნეს ნებისმიერი რეისის დროს იმ პირობით, რომ მიმოსვლა იწყება ან სრულდება საქართველოში.
(2)
დაუშვებელია საზღვრებს მიღმა მდებარე პუნქტებში მგზავრების აყვანა, გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე გადმოსხმის მიზნით, ისევე როგორც, გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე აყვანა - საზღვრებს მიღმა მდებარე პუნქტებში გადასხმის მიზნით და პირიქით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხელშემკვრელ მხარეთა საავიაციო ხელისუფლებების მიერ დროდადრო ერთობლივად შეიძლება იქნას განსაზღვრული. აღნიშნული შეზღუდვა აგრეთვე ვრცელდება სტოპ-ოვერ გადაყვანა-გადაზიდვის ყველა ფორმაზე.
(3)
არცერთ ხელშემკვრელ მხარეს არ აქვს უფლება მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე გასამრჯელოს საფასურად ან ქირით ბორტზე აიყვანოს მგზავრები, აიტანოს ტვირთი, ფოსტის ჩათვლით, მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მდებარე სხვა პუნქტში გადაყვანა-გადაზიდვის მიზნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხელშემკვრელ მხარეთა საავიაციო ხელისუფლებების მიერ დრო და დრო ერთობლივად შეიძლება იქნე
ს განსაზღვრული (მერვე და მეცხრე ჰაერის თავისუფლებები).
სექცია 2
გაერთიანებული სამეფოს დანიშნული ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოების მიერ განხორციელებული მარშრუტები:
ნებისმიერი პუნქტი გაერთიანებულ სამეფოში –
შულედური პუნქტები –
ნებისმიერი პუნქტი საქართველოში –
საზღვრებს მიღმა მდებარე პუნქტები.
შენიშვნა:
(1)
შუალედური და საზღვრებს მიღმა მდებარე პუნქტები შეიძლება გამოტოვებულ იქნე
ს ნებისმიერი რეისის დროს იმ პირობით, რომ მიმოსვლა იწყება ან სრულდება გაერთიანებულ სამეფოში.
(2)
დაუშვებელია საზღვრებს მიღმა მდებარე პუნქტებში მგზავრების აყვანა, საქართველოს ტერიტორიაზე გადმოსხმის მიზნით, ისევე როგორც, საქართველოს ტერიტორიაზე აყვანა - საზღვრებს მიღმა მდებარე პუნქტებში გადასხმის მიზნით და,
პირიქით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხელშემკვრელ მხარეთა საავიაციო ხელისუფლებების მიერ დროდადრო ერთობლივად შეიძლება იქნე
ს განსაზღვრული. აღნიშნული შეზღუდვა აგრეთვე ვრცელდება stop-over გადაყვანა-გადაზიდვის ყველა ფორმაზე.
არცერთ ხელშემკვრელ მხარეს არ აქვს უფლება მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე გასამრჯელოს საფასურად ან ქირით ბორტზე აიყვანოს მგზავრები, აიტანოს ტვირთი, ფოსტის ჩათვლით, მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მდებარე სხვა პუნქტში გადაყვანა-გადაზიდვის მიზნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხელშემკვრელ მხარეთა საავიაციო ხელისუფლებების მიერ დროდადრო ერთობლივად შეიძლება იქნeს განსაზღვრული (მერვე და მეცხრე ჰაერის თავისუფლებები).
დანართი 2
წინამდებარე შეთანხმების მე-
4 მუხლის (
2) (
ა
) (
iii)-
ში და მე-
5 მუხლის (
1) (
ა
) (
iii)-
ში აღნიშნული სხვა სახელმწიფოების სია
a) ისლანდიის რესპუბლიკა (ევროპის ეკონომიკური ზონის შესახებ ხელშეკრულების მიხედვით)
b) ლიხტენშტეინის სამთავრო (ევროპის ეკონომიკური ზონის შესახებ ხელშეკრულების მიხედვით)
c) ნორვეგიის სამეფო (ევროპის ეკონომიკური ზონის შესახებ ხელშეკრულების მიხედვით)
d) შვეიცარიის კონფედერაცია (ევროპის გაერთიანებასა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის საჰაერო სატრანსპორტო ურთიერთობების შესახებ ხელშეკრულების მიხედვით).