„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – სახანძრო უსაფრთხოებისა და სამაშველო სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2013 წლის 12 ივნისის №206 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
თვითმმართველი ქალაქი ქუთაისის საკრებულოს დადგენილება №216 |
|
2013 წლის 26 ივნისი ქ. ქუთაისი |
„2. სამსახურის განყოფილებებია:
ა) ზედამხედველობისა და ორგანიზაციის განყოფილება:
ბ) ლოჯისტიკისა და უსაფრთხოების განყოფილება;
ბ.ა) კავშირგაბმულობისა და კომპიუტერული უზრუნველყოფის ჯგუფი;
ბ.ბ) სატრანსპორტო უზრუნველყოფის ჯგუფი;
ბ.გ) უსაფრთხოების ჯგუფი;
გ) უქიმერიონის სახანძრო – სამაშველო ოპერატიული განყოფილება;
დ) კახიანოურის სახანძრო – სამაშველო ოპერატიული განყოფილება;
ე) ავტოქარხნის სახანძრო – სამაშველო ოპერატიული განყოფილება.“.
2. დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
3. დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ლოჯისტიკისა და უსაფრთხოების განყოფილება:
ა) სახანძრო ავტომობილების, საავარიო-სამაშველო და სხვა მობილური ტექნიკის (მათ შორის: ხანძრის, ავარიის, კატასტროფის, სტიქიური უბედურებისა და სხვა საგანგებო სიტუაციის ადგილიდან დაბრუნებული) გათვლაში დროული ჩაყენების უზრუნველყოფა;
ბ) საგანგებო სიტუაციების, სახანძრო უსაფრთხოებისა და სამოქალაქო თავდაცვის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების სატრანსპორტო უზრუნველყოფა;
გ) დამხმარე და სპეცტექნიკის გამართულობის უზრუნველყოფა, საწვავ-საცხები მასალებითა და სათადარიგო ნაწილებით მომარაგება;
დ) პირადი შემადგენლობის კავშირგაბმულობის საშუალებებით უზრუნველყოფა;
ე) ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის მიზნით თანამშრომლებს შორის ფუნქციების განაწილება;
ვ) ქალაქში არსებული თავდაცვითი ნაგებობების /თავშესაფრები, მართვის პუნქტები, რადიაციასაწინააღმდეგო საფრები, სარდაფები/, ექსპლუატაციისა და მოვლა – პატრონობის მდგომარეობის კონტროლი;
ზ) თავდაცვითი ნაგებობების უკანონოდ მითვისების ან გასხვისების შემთხვევებში შესაბამისი ზომების მიღება;
თ) თავდაცვითი ნაგებობების გამართულობასა და სამოქალაქო უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე კონტროლის განხორციელება;
ი) განყოფილების სამუშაო გეგმების შემუშავება სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებში;
კ) თავდაცვის საკითხებში ქალაქის საწარმოებისა და ორგანიზაციებისათვის წინადადებების მომზადება;
ლ) თავდაცვის სისტემაში შექმნილი ვითარების შესახებ ინფორმაციების მომზადება;
მ) ქალაქში არსებული თავდაცვითი ნაგებობების ადგილმდებარეობის კატეგორიების მიხედვით აღრიცხვა, მათი დაცვითი ხარისხის, მოსახლეობის ტევადობისა და მისამართების მითითებით;
ნ) ქალაქის მაშტაბით საავარიო-სამაშველო სამუშაოების ორგანიზება;
ო) საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 26 აგვისტოს №415 ბრძანებულებით დამტკიცებული ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებზე ეროვნული რეაგირების გეგმის შესაბამისად თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისა და სამოქალაქო თავდაცვის გეგმების მომზადების ორგანიზება“.
4. დებულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. უქიმერიონის სახანძრო – სამაშველო ოპერატიული განყოფილება:
ა) ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტების წლიური და კვარტალური გეგმების შედგენა ზემდგომი ორგანოების მითითებებისა და ხანძრიანობის სტატისტიკის გათვალისწინებით;
ბ) საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში გასატარებელი ღონისძიებების სატრანსპორტო უზრუნველყოფა;
გ) შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის წესების მოთხოვნების შესრულების კონტროლი;
დ) საავარიო–სამაშველო სამუშაოების ჩატარების ორგანიზების წესის განსაზღვრა;
ე) დანაყოფებში საგანგებო სიტუაციების წესებისა და ნორმატივების გაცნობა;
ვ) ხანძრებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების დროს განყოფილებაში მორიგეობიდან თავისუფალი პირადი შემადგენლობის შეკრებისა და მათი სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაბმის ორგანიზება;
ზ) პირადი შემადგენლობის მუშაობის ანალიზი ხანძრების, ავარიებისა და სტიქიური უბედურებების დროს. წინადადებების მომზადება დამატებითი ძალების მობილიზების თაობაზე;
თ) რაზმებში პირადი შემადგენლობის ოპერატიულ–ტაქტიკური მომზადების ორგანიზება, სახანძრო ტექნიკური სწავლებების ჩატარება;
ი) ქალაქის ხანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგების კონტროლი, მისი გაუმჯობესების მიზნით წინადადებების მომზადება;
კ) მორიგე სამსახურებთან ერთად ქალაქის ქუჩებისა და მოედნების, შესახვევების ცნობარის შედგენა, აღნიშნულ ცნობარში საჭიროების მიხედვით ცვლილებების შეტანის კონტროლი;
ლ) განსაკუთრებულ შემთხვევებში დაწესებულებების (ორგანიზაციების) ხელმძღვანელების მხრიდან ხანძრებისა და საავარიო–სამაშველო სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით კონსულტაციების მიღება;
მ) სარეგლამენტო დოკუმენტების მომზადება, კომპეტენციის ფარგლებში“.
5. დებულების მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. კახიანოურის სახანძრო – სამაშველო ოპერატიული განყოფილება:
ა) ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტების წლიური და კვარტალური გეგმების შედგენა ზემდგომი ორგანოების მითითებებისა და ხანძრიანობის სტატისტიკის გათვალისწინებით;
ბ) საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში გასატარებელი ღონისძიებების სატრანსპორტო უზრუნველყოფა;
გ) შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის წესების მოთხოვნების შესრულების კონტროლი;
დ) საავარიო – სამაშველო სამუშაოების ჩატარების ორგანიზების წესის განსაზღვრა;
ე) დანაყოფებში საგანგებო სიტუაციების წესებისა და ნორმატივების გაცნობა;
ვ) ხანძრებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების დროს განყოფილებაში მორიგეობიდან თავისუფალი პირადი შემადგენლობის შეკრებისა და მათი სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაბმის ორგანიზება;
ზ) პირადი შემადგენლობის მუშაობის ანალიზი ხანძრების, ავარიებისა და სტიქიური უბედურებების დროს. წინადადებების მომზადება დამატებითი ძალების მობილიზების თაობაზე;
თ) რაზმებში პირადი შემადგენლობის ოპერატიულ – ტაქტიკური მომზადების ორგანიზება, სახანძრო ტექნიკური სწავლებების ჩატარება;
ი) ქალაქის ხანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგების კონტროლი, მისი გაუმჯობესების მიზნით წინადადებების მომზადება;
კ) მორიგე სამსახურებთან ერთად ქალაქის ქუჩებისა და მოედნების, შესახვევების ცნობარის შედგენა, აღნიშნულ ცნობარში საჭიროების მიხედვით ცვლილებების შეტანის კონტროლი;
ლ) განსაკუთრებულ შემთხვევებში დაწესებულებების (ორგანიზაციების) ხელმძღვანელების მხრიდან ხანძრებისა და საავარიო – სამაშველო სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით კონსულტაციების მიღება;
მ) სარეგლამენტო დოკუმენტების მომზადება, კომპეტენციის ფარგლებში“.
6. დებულების მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
„6. ავტოქარხნის სახანძრო – სამაშველო ოპერატიული განყოფილება: