⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (20.10.2020)
გაუქმებულია:

„კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 27.06.2013
ძალის დაკარგვა 20.10.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური
ნომერი №1
სარეგისტრაციო კოდი 190040000.19.012.016036
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/06/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 5,147 სიტყვა · ~26 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.06.2013 მიღება
20.10.2020 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (20)
უკანონო შემოსავალი
პირის საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონება
მუხლი 2
უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია
უკანონო შემოსავლისთვის კანონიერი სახის მიცემა (შეძენა, გამოყენება, გადაცემა ან სხვა მოქმედება), აგრეთვე მისი ნამდვილი წარმოშობის, მესაკუთრის ან მფლობელის ან/და ქონებრივი უფლებების დამალვა ან შენიღბვა ან/და ასეთი ქმედების ჩადენის მცდელობა
მუხლი 2
ქონება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ქონება: ყველა ნივთი (როგორც მოძრავი, ასევე უძრავი) და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა ფლობა, სარგებლობა და განკარგვა შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს
მუხლი 2
კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტი
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული იურიდიული პირი
მუხლი 2
საეჭვო გარიგება
გარიგება (მიუხედავად მისი თანხის ოდენობისა და ოპერაციის სახეობისა), რომელზედაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგი დაიდო ან შესრულდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით ან/და ქონება (მათ შორის, ფულადი სახსრები), რომლის საფუძველზედაც დაიდო ან შესრულდა გარიგება, მოპოვებულია ან წარმოშობილია დანაშაულებრივი საქმიანობიდან, ან/და გარიგება დაიდო ან შესრულდა ტერორიზმის დაფინანსების მიზნით (ეჭვს იწვევს გარიგების მონაწილე პირი ან გარიგების თანხის წარმოშობა, ან არსებობს სხვა საფუძველი, რომლის გამოც გარიგება შეიძლება მიჩნეულ იქნეს საეჭვოდ), ან რომ მისი მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტთა ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში ან/და შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მათთან, ან/და რომ მასში მონაწილე ფულადი სახსრები შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნეს ტერორიზმისათვის, ტერორისტული აქტისათვის ან ტერორისტების მიერ ან ტერორისტული ორგანიზაციის ან ტერორიზმის დამფინანსებლის მიერ, ან რომ მისი მონაწილე რომელიმე პირის იურიდიული ან ფაქტობრივი მისამართი ან საცხოვრებელი ადგილი არის არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ზონაში, ან რომ მისი თანხის გადარიცხვა ხდება ასეთ ზონაში ან ასეთი ზონიდან
მუხლი 2
უჩვეულო გარიგება
რთული, უჩვეულოდ დიდი გარიგება, აგრეთვე გარიგებათა ტიპი, რომელსაც არა აქვს აშკარა ეკონომიკური (კომერციული) შინაარსი ან აშკარა კანონიერი მიზანი, არ შეესაბამება გარიგების მონაწილე პირის ჩვეულებრივ საქმიანობას
მუხლი 2
პირი
ნებისმიერი როგორც რეზიდენტი, ისე არარეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირი, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს (არარეგისტრირებული კავშირი, ამხანაგობა, ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა)
მუხლი 2
კლიენტი
ნებისმიერი პირი, რომელიც მიმართავს საკრედიტო ინსტიტუტს კანონმდებლობით გათვალისწინებული მომსახურებისთვის ან/და სარგებლობს ზემოაღნიშნული მომსახურებით
მუხლი 2
ბენეფიციარი მესაკუთრე
ფიზიკური პირი, რომელიც არის პირის საბოლოო მფლობელი ან მაკონტროლებელი პირი ან/და რომლის სახელითაც ხორციელდება გარიგება (ოპერაცია); სამეწარმეო იურიდიული პირის (აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის, რომელიც არ არის იურიდიული პირი) ბენეფიციარი მესაკუთრე არის მისი წილის ან ხმის უფლების მქონე აქციების 25 პროცენტის ან მეტის პირდაპირი ან არაპირდაპირი ფორმით საბოლოო მესაკუთრე, მფლობელი ან/და მაკონტროლებელი ფიზიკური პირი ან ფიზიკური პირი, რომელიც სხვაგვარად ახორციელებს კონტროლს სამეწარმეო იურიდიული პირის მართვაზე
მუხლი 2
კონტროლი
პირდაპირ თუ არაპირდაპირ, უშუალოდ თუ სხვებთან ერთად, ხმის უფლების მქონე აქციების (წილის, პაის) გამოყენებით თუ სხვა გზით ძლიერი ზეგავლენის მოხდენა
მუხლი 2
მაკონტროლებელი პირი
კონტროლის განმახორციელებელი პირი
მუხლი 2
პირის იდენტიფიკაცია
პირის შესახებ ისეთი ინფორმაციის მოპოვება, რომელიც საჭიროების შემთხვევაში იძლევა პირის მოკვლევისა და მისი სხვა პირებისგან გამორჩევის საშუალებას
მუხლი 2
გარიგების (ოპერაციის) მონაწილე პირი
გარიგების (ოპერაციის) მონაწილე ყველა პირი, მათ შორის გარიგების (ოპერაციის) მხარეები, წარმომადგენლები, მარწმუნებლები, მესამე პირები, რომელთა სასარგებლოდაც სრულდება გარიგება (ოპერაცია)
მუხლი 2
არაკოოპერირებადი (არამოთანამშრომლე) ან საყურადღებო ზონა
სამსახურის წარდგინებით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი. აღნიშნული ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ან საყურადღებო ზონად მიიჩნევა კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციაზე დაყრდნობით, ან თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მითითებულ ზონაში მოქმედებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის სუსტი მაკონტროლებელი მექანიზმი
მუხლი 2
საეჭვო ზონა
ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი, რომელიც მონიტორინგის განმახორციელებელი პირის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე მიჩნეულია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის სუსტი მაკონტროლებელი მექანიზმის მქონედ
მუხლი 2
კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციები
ევროსაბჭო, ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფი (FATF) და სხვა ორგანიზაციები, რომლებიც ასეთად აღიარებულია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ
მუხლი 2
პოლიტიკურად აქტიური პირი
უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით უკავია სახელმწიფო (საჯარო) პოლიტიკური თანამდებობა ან/და ეწევა მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობას. პოლიტიკურად აქტიური პირები არიან: სახელმწიფოს მეთაური, მთავრობის ხელმძღვანელი და მთავრობის წევრი, აგრეთვე მათი მოადგილეები, სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელი, პარლამენტის წევრი, უზენაესი სასამართლოს წევრი, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, სამხედრო ძალების ხელმძღვანელი პირი, ცენტრალური (ეროვნული) ბანკის საბჭოს წევრი, ელჩი, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს ხელმძღვანელი პირი, პოლიტიკური პარტიის (გაერთიანების) ხელმძღვანელი, პოლიტიკური პარტიის (გაერთიანების) აღმასრულებელი ორგანოს წევრი, სხვა მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოღვაწე, ასევე მათი ოჯახის წევრები, აგრეთვე მასთან უშუალო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი; პირი პოლიტიკურად აქტიურ პირად ითვლება ზემოაღნიშნული თანამდებობის დატოვებიდან ერთი წლის განმავლობაში
მუხლი 2
ოჯახის წევრი
პირის მეუღლე, შვილი (მათ შორის, გერი) და მისი მეუღლე, მშობელი, და, ძმა
მუხლი 2
პოლიტიკურად აქტიურ პირთან უშუალო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი
ფიზიკური პირი, რომელიც ფლობს ან/და აკონტროლებს იმ იურიდიული პირის წილს ან ხმის უფლების მქონე აქციებს, რომლის წილს ან ხმის უფლების მქონე აქციებს ფლობს ან/და აკონტროლებს პოლიტიკურად აქტიური პირი, აგრეთვე მასთან სხვაგვარ მჭიდრო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი
მუხლი 2
მომხმარებლის სახელმძღვანელო
სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.fms.gov.ge) განთავსებული ვებპორტალით სარგებლობის ინსტრუქცია.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი მიხეილ როინიშვილი საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება   №1 2013 წლის 27 ივნისი ქ.თბილისი „კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს დებულება „კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“. 2. კვალიფიციურმა საკრედიტო ინსტიტუტმა საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციიდან 20 დღის ვადაში „კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ’’ დებულებით გათვალისწინებული წესით უზრუნველყოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში აღრიცხვის ფორმი ს წარდგენა. 3. კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტი საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში აღრიცხვის ფორმის წარდგენიდან 2 თვის ვადაში უზრუნველყოფს კლიენტებისა და სხვა შესაბამისი პირების საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების (ოპერაციების) შესახებ მონაცემთა ელექტრონული ბაზის, აგრეთვე საეჭვო, უჩვეულო და დანაწევრების მიზნით განხორციელებული გარიგებების (ოპერაციების) გამოვლენისთვის შესაბამისი პროგრამული სისტემის დანერგვას და ამოქმედებას. 4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსიმიხეილ როინიშვილი დებულება კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის შესახებ მუხლი 1🔗.  ზოგადი დებულებები 1. ეს დებულება შემუშავებულია „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე.  2. დებულების მოთხოვნები ვრცელდება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული წესით საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრირებულ კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტებზე, მათ ფილიალებზე, საქართველოს რეზიდენტ და არარეზიდენტ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, მათ წარმომადგენლებზე, წარმომადგენლობებსა და ფილიალებზე (გარდა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირებისა). 3. დებულება არეგულირებს კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის (შემდგომში – „საკრედიტო ინსტიტუტი“) მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით, ფინანსური მონიტორინგის განხორციელების პრინციპებსა და წესებს, კერძოდ, საკრედიტო ინსტიტუტის კლიენტებისა და სხვა შესაბამისი პირების იდენტიფიკაციის, საკრედიტო ინსტიტუტის მიერ სათანადო ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავების, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის (შემდგომში – „სამსახური“) გადაცემის პირობებსა და წესებს. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება წინამდებარე დებულების მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობები, მათ შორის: ა) უკანონო შემოსავალი – პირის საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონება; ბ) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია – უკანონო შემოსავლისთვის კანონიერი სახის მიცემა (შეძენა, გამოყენება, გადაცემა ან სხვა მოქმედება), აგრეთვე მისი ნამდვილი წარმოშობის, მესაკუთრის ან მფლობელის ან/და ქონებრივი უფლებების დამალვა ან შენიღბვა ან/და ასეთი ქმედების ჩადენის მცდელობა; გ) ქონება – საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ქონება: ყველა ნივთი (როგორც მოძრავი, ასევე უძრავი) და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა ფლობა, სარგებლობა და განკარგვა შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს; დ) კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტი„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული იურიდიული პირი; ე) საეჭვო გარიგება – გარიგება (მიუხედავად მისი თანხის ოდენობისა და ოპერაციის სახეობისა), რომელზედაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგი დაიდო ან შესრულდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით ან/და ქონება (მათ შორის, ფულადი სახსრები), რომლის საფუძველზედაც დაიდო ან შესრულდა გარიგება, მოპოვებულია ან წარმოშობილია დანაშაულებრივი საქმიანობიდან, ან/და გარიგება დაიდო ან შესრულდა ტერორიზმის დაფინანსების მიზნით (ეჭვს იწვევს გარიგების მონაწილე პირი ან გარიგების თანხის წარმოშობა, ან არსებობს სხვა საფუძველი, რომლის გამოც გარიგება შეიძლება მიჩნეულ იქნეს საეჭვოდ), ან რომ მისი მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტთა ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში ან/და შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მათთან, ან/და რომ მასში მონაწილე ფულადი სახსრები შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნეს ტერორიზმისათვის, ტერორისტული აქტისათვის ან ტერორისტების მიერ ან ტერორისტული ორგანიზაციის ან ტერორიზმის დამფინანსებლის მიერ, ან რომ მისი მონაწილე რომელიმე პირის იურიდიული ან ფაქტობრივი მისამართი ან საცხოვრებელი ადგილი არის არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ზონაში, ან რომ მისი თანხის გადარიცხვა ხდება ასეთ ზონაში ან ასეთი ზონიდან; ვ) უჩვეულო გარიგება – რთული, უჩვეულოდ დიდი გარიგება, აგრეთვე გარიგებათა ტიპი, რომელსაც არა აქვს აშკარა ეკონომიკური (კომერციული) შინაარსი ან აშკარა კანონიერი მიზანი, არ შეესაბამება გარიგების მონაწილე პირის ჩვეულებრივ საქმიანობას; ზ) პირი – ნებისმიერი როგორც რეზიდენტი, ისე არარეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირი, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს (არარეგისტრირებული კავშირი, ამხანაგობა, ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა); თ) კლიენტი – ნებისმიერი პირი, რომელიც მიმართავს საკრედიტო ინსტიტუტს კანონმდებლობით გათვალისწინებული მომსახურებისთვის ან/და სარგებლობს ზემოაღნიშნული მომსახურებით; ი) ბენეფიციარი მესაკუთრეფიზიკური პირი, რომელიც არის პირის საბოლოო მფლობელი ან მაკონტროლებელი პირი ან/და რომლის სახელითაც ხორციელდება გარიგება (ოპერაცია); სამეწარმეო იურიდიული პირის (აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის, რომელიც არ არის იურიდიული პირი) ბენეფიციარი მესაკუთრე არის მისი წილის ან ხმის უფლების მქონე აქციების 25 პროცენტის ან მეტის პირდაპირი ან არაპირდაპირი ფორმით საბოლოო მესაკუთრე, მფლობელი ან/და მაკონტროლებელი ფიზიკური პირი ან ფიზიკური პირი, რომელიც სხვაგვარად ახორციელებს კონტროლს სამეწარმეო იურიდიული პირის მართვაზე; კ) კონტროლი – პირდაპირ თუ არაპირდაპირ, უშუალოდ თუ სხვებთან ერთად, ხმის უფლების მქონე აქციების (წილის, პაის) გამოყენებით თუ სხვა გზით ძლიერი ზეგავლენის მოხდენა; ლ) მაკონტროლებელი პირი – კონტროლის განმახორციელებელი პირი; მ) პირის იდენტიფიკაცია – პირის შესახებ ისეთი ინფორმაციის მოპოვება, რომელიც საჭიროების შემთხვევაში იძლევა პირის მოკვლევისა და მისი სხვა პირებისგან გამორჩევის საშუალებას; ნ) გარიგების (ოპერაციის) მონაწილე პირი – გარიგების (ოპერაციის) მონაწილე ყველა პირი, მათ შორის გარიგების (ოპერაციის) მხარეები, წარმომადგენლები, მარწმუნებლები, მესამე პირები, რომელთა სასარგებლოდაც სრულდება გარიგება (ოპერაცია); ო) არაკოოპერირებადი (არამოთანამშრომლე) ან საყურადღებო ზონა – სამსახურის წარდგინებით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი. აღნიშნული ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ან საყურადღებო ზონად მიიჩნევა კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციაზე დაყრდნობით, ან თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მითითებულ ზონაში მოქმედებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის სუსტი მაკონტროლებელი მექანიზმი; პ) საეჭვო ზონა – ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი, რომელიც მონიტორინგის განმახორციელებელი პირის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე მიჩნეულია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის სუსტი მაკონტროლებელი მექანიზმის მქონედ; ჟ) კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციები – ევროსაბჭო, ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფი (FATF) და სხვა ორგანიზაციები, რომლებიც ასეთად აღიარებულია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ; რ) პოლიტიკურად აქტიური პირი – უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით უკავია სახელმწიფო (საჯარო) პოლიტიკური თანამდებობა ან/და ეწევა მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობას. პოლიტიკურად აქტიური პირები არიან: სახელმწიფოს მეთაური, მთავრობის ხელმძღვანელი და მთავრობის წევრი, აგრეთვე მათი მოადგილეები, სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელი, პარლამენტის წევრი, უზენაესი სასამართლოს წევრი, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, სამხედრო ძალების ხელმძღვანელი პირი, ცენტრალური (ეროვნული) ბანკის საბჭოს წევრი, ელჩი, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს ხელმძღვანელი პირი, პოლიტიკური პარტიის (გაერთიანების) ხელმძღვანელი, პოლიტიკური პარტიის (გაერთიანების) აღმასრულებელი ორგანოს წევრი, სხვა მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოღვაწე, ასევე მათი ოჯახის წევრები, აგრეთვე მასთან უშუალო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი; პირი პოლიტიკურად აქტიურ პირად ითვლება ზემოაღნიშნული თანამდებობის დატოვებიდან ერთი წლის განმავლობაში; ს) ოჯახის წევრი – პირის მეუღლე, შვილი (მათ შორის, გერი) და მისი მეუღლე, მშობელი, და, ძმა; ტ) პოლიტიკურად აქტიურ პირთან უშუალო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირიფიზიკური პირი, რომელიც ფლობს ან/და აკონტროლებს იმ იურიდიული პირის წილს ან ხმის უფლების მქონე აქციებს, რომლის წილს ან ხმის უფლების მქონე აქციებს ფლობს ან/და აკონტროლებს პოლიტიკურად აქტიური პირი, აგრეთვე მასთან სხვაგვარ მჭიდრო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი; უ) მომხმარებლის სახელმძღვანელო – სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.fms.gov.ge) განთავსებული ვებპორტალით სარგებლობის ინსტრუქცია. მუხლი 3🔗. მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებები 1.  ამ დებულების მიზნებისთვის მონიტორინგს ექვემდებარება საკრედიტო ინსტიტუტის მიერ დადებული გარიგება (ოპერაცია), რომელიც მიზნად ისახავს სახსრების მოზიდვას და/ან მოზიდული სახსრებით სესხების გაცემას ან/და ასეთი გარიგების (მისი თანხის) დანაწევრების მიზნით დადებულ/შესრულებულ გარიგებათა (ოპერაციათა) ერთობლიობა, თუ არსებობს ერთ-ერთი ან ორივე შემდეგი პირობა:  ა) გარიგების ან გარიგებათა (ოპერაციათა) ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში), როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში; ბ) გარიგება არის საეჭვო ამ დებულების მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად. 2. ამ მუხლში მითითებული გარიგებების გარდა, მონიტორინგს ექვემდებარება ნებისმიერი სახის გარიგება მიუხედავად თანხის ოდენობისა, თუ არსებობს ვარაუდი, რომ გარიგებისთვის გამოყენებული ფულადი სახსრები, მიუხედავად იმისა კანონიერი თუ უკანონო გზით იქნა იგი მოპოვებული, შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნეს ტერორიზმისთვის, ტერორისტული აქტისთვის ან ტერორისტების მიერ ან ტერორისტული ორგანიზაციის მიერ ან ტერორიზმის დამფინანსებლის მიერ. ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სია სამსახურის მიერ ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“. 3. მონიტორინგს ექვემდებარება აგრეთვე საეჭვო გარიგების (ოპერაციის) დადების ან შესრულების მცდელობა ან სხვა ფაქტი (გარემოება), რომელიც სამსახურის წერილობითი მითითების შესაბამისად შეიძლება უკავშირდებოდეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ან ტერორიზმის დაფინანსებას. 4. საკრედიტო ინსტიტუტებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ უჩვეულო გარიგებებს და საყურადღებო ან საეჭვო ზონაში მოქმედი ბანკის საბანკო ანგარიშის გამოყენებით დადებულ/შესრულებულ გარიგებებს, რომელთაც არა აქვთ აშკარა ეკონომიკური (კომერციული) შინაარსი ან აშკარა კანონიერი მიზანი, შესაძლებლობის ფარგლებში შეისწავლონ ასეთი გარიგების დადების მიზანი და საფუძველი და წერილობით დააფიქსირონ მიღებული შედეგები. 5. საკრედიტო ინსტიტუტები „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე, თავად განსაზღვრავენ მათთან საქმიანი ურთიერთობებით დაკავშირებული პირის გარიგების უჩვეულო გარიგებისთვის მიკუთვნების პრინციპებს. 6. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად სამსახურს უფლება აქვს განსაზღვროს კონკრეტული სახის გარიგებათა (ოპერაციათა) ჩამონათვალი (ან მათი დამახასიათებელი ნიშნები, როგორიცაა გარიგების (ოპერაციის) მონაწილე პირთა საქმიანობის სფერო, მათი ადგილმდებარეობის (რეგისტრაციის ადგილის) გეოგრაფიული არეალი, გარიგების (ოპერაციის) არსი და სხვ.), რომელთა შესახებაც უნდა ეცნობოს სამსახურს ანგარიშგების წარდგენის ამ დებულებით განსაზღვრული წესით. 7. საეჭვო, უჩვეულო და დანაწევრებული გარიგებების (ოპერაციების) გამოვლენის მიზნით საკრედიტო ინსტიტუტი ვალდებულია შექმნას მონაცემთა ელექტრონული ბაზა (სისტემა). მუხლი 4🔗. საკრედიტო ინსტიტუტის ვალდებულებანი შიდა კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებით 1. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების ფაქტების თავიდან აცილების მიზნით, საკრედიტო ინსტიტუტი ვალდებულია განახორციელოს შიდა კონტროლი.  2. შიდა კონტროლის განხორციელების ძირითად მიმართულებებად მიჩნეული უნდა იქნეს: ა) ამ დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებში საკრედიტო ინსტიტუტის კლიენტის, მისი წარმომადგენლისა და მარწმუნებლის, ბენეფიციარი მესაკუთრის, აგრეთვე, თუ  გარიგება (ოპერაცია) სრულდება მესამე პირის სასარგებლოდ – ამ პირის იდენტიფიკაცია; ბ) პოლიტიკურად აქტიური პირების მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების გატარება; გ) იდენტიფიკაციის შედეგად მიღებული ინფორმაციის გაანალიზება და მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების  (ოპერაციების) გამოვლენა; დ) ამ დებულებით დადგენილი წესით, კლიენტთან საქმიანი ურთიერთობების მუდმივი მონიტორინგის განხორციელების წესისა და პირობების განსაზღვრა; ე) ინფორმაციის დოკუმენტურად დაფიქსირება, სისტემატიზაცია და შენახვა; ვ) მონიტორინგს დაქვემდებარებული  გარიგებების (ოპერაციების) შესახებ ინფორმაციის სამსახურისთვის წარდგენა ანგარიშგების ფორმით; ზ) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების ფაქტების თავიდან აცილების მიზნით საკრედიტო ინსტიტუტის თანამშრომელთა სწავლების ორგანიზება. სასწავლო პროცესს უნდა ჰქონდეს სისტემატური ხასიათი, რათა უზრუნველყოფილ იქნეს საქართველოს კანონმდებლობაში, საკრედიტო ინსტიტუტის შიდა ინსტრუქციაში განხორციელებული ცვლილებების, ასევე, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების, მათი აღკვეთისკენ მიმართული ახალი საშუალებების, მეთოდებისა და მიმართულების თანამშრომლებისათვის დროული გაცნობა. 3. შიდა კონტროლის განხორციელების პროცედურისა და წესის განსაზღვრის მიზნით, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ დებულების საფუძველზე საკრედიტო ინსტიტუტმა უნდა შეიმუშაოს შიდა ინსტრუქცია, რომელიც უნდა დამტკიცდეს საკრედიტო ინსტიტუტის მმართველი ორგანოს მიერ. შიდა ინსტრუქციით უნდა დადგინდეს საკრედიტო ინსტიტუტის (მისი ფილიალებისა და წარმომადგენლობების) კლიენტებისა და მასთან საქმიანი ურთიერთობების დამყარების მსურველი პირების, მათი ბენეფიციარი მესაკუთრეების, ასევე სხვა შესაბამისი პირების იდენტიფიკაციის, იდენტიფიკაციის შედეგად მიღებული ინფორმაციის სისტემატიზაციის, გაანალიზებისა და შენახვის, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების (ოპერაციების) გამოვლენის და სამსახურისთვის ანგარიშგების ფორმების წარდგენის პირობები. შიდა ინსტრუქციას უნდა გაეცნოს საკრედიტო ინსტიტუტის ყველა თანამშრომელი. 4. საკრედიტო ინსტიტუტის თანამშრომელთა შერჩევის პოლიტიკა (რომელიც მოიცავს თანამშრომელთა კვალიფიკაციისა და რეპუტაციის შესწავლას), შიდა ინსტრუქციით დადგენილი პროცედურები და წესები მაქსიმალურად უნდა უწყობდეს ხელს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების პროცესებში საკრედიტო ინსტიტუტის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობის აღკვეთას. მუხლი 5🔗. მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლის ფუნქციები და უფლება-მოვალეობანი 1. მონიტორინგის პროცესის წარმართვის მიზნით, საკრედიტო ინსტიტუტმა სათანადოდ გაფორმებული გადაწყვეტილებით უნდა განსაზღვროს მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომელი (ან საკრედიტო ინსტიტუტის სიდიდის მიხედვით – სპეციალური სტრუქტურული ერთეული).  2. მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლის (სპეციალური სტრუქტურული ერთეულის) ფუნქციები, უფლებები და პასუხისმგებლობა უნდა განისაზღვროს საკრედიტო ინსტიტუტის შიდა ინსტრუქციით. 3. მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომელი (სპეციალური სტრუქტურული ერთეული) თავის საქმიანობაში უნდა ხელმძღვანელობდეს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებით, საკრედიტო ინსტიტუტის შიდა ინსტრუქციით, სამსახურის მითითებებით და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული შესაბამისი ნორმატიული აქტებით.  4. მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელ თანამშრომელს (სპეციალურ სტუქტურულ ერთეულს) უნდა დაეკისროს შემდეგი ფუნქციები: ა) საკრედიტო ინსტიტუტში მონიტორინგის პროცესის ორგანიზება „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და შიდა ინსტრუქციით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით; ბ) საკრედიტო ინსტიტუტის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებისგან მიღებული ინფორმაციის (მათ შორის, პირების საიდენტიფიკაციო მონაცემების, გარიგებების (ოპერაციების) შესახებ ინფორმაციის) გაანალიზება, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების (ოპერაციების) გამოვლენა, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების (ოპერაციების) თაობაზე ანგარიშგების ფორმების შევსების (ნაბეჭდი ანგარიშგების ფორმების ხელმოწერის) და სამსახურისთვის წარდგენის უზრუნველყოფა შიდა ინსტრუქციით განსაზღვრული წესით, მონიტორინგის პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) სისტემატიზაცია და შენახვა, გარიგების (ოპერაციის) ან მისი მონაწილე პირის საეჭვოდ მიჩნევის და სამსახურისთვის შესაბამისი ანგარიშგების ფორმის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღების, აგრეთვე, ნაბეჭდი ანგარიშგების ფორმების ხელმოწერის უფლებამოსილება შიდა ინსტრუქციით შეიძლება მიენიჭოს, როგორც მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელ თანამშრომელს (სპეციალური სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს), აგრეთვე საკრედიტო ინსტიტუტის იმ ხელმძღვანელს, რომელიც შიდა ინსტრუქციის თანახმად კურირებს მონიტორინგთან დაკავშირებულ საკითხებს; გ) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის საკითხებთან დაკავშირებით, საკრედიტო ინსტიტუტის თანამშრომლების კონსულტირება და ამ დებულებით გათვალისწინებულ საკითხებზე სპეციალური სასწავლო პროგრამების ორგანიზება; დ) შიდა ინსტრუქციით დადგენილი წესით საკრედიტო ინსტიტუტის ხელმძღვანელობისათვის მონიტორინგის პროცესის მიმდინარეობის თაობაზე წერილობითი ანგარიშის, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, შიდა ინსტრუქციის სრულყოფის თაობაზე წინადადებების მომზადება და წარდგენა. 5. მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომელის (სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის) თანამდებობა საკრედიტო ინსტიტუტის ორგანიზაციულ სტრუქტურაში უნდა შეესაბამებოდეს ზედა იერარქიულ (მენეჯმენტის) დონეს. მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელ თანამშრომელს (სპეციალურ სტრუქტურულ ერთეულს) საკრედიტო ინსტიტუტის შიდა ინსტრუქციით უნდა მიენიჭოს უფლება მიიღოს სხვა თანამშრომლებისგან თავისი ფუნქციების განხორციელებისთვის აუცილებელი ნებისმიერი ინფორმაცია და დაეკისროს მიღებული ინფორმაციის, აგრეთვე, მის საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის კონფიდენციალურობის უზრუნველყოფის ვალდებულება. 6. მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომელი (სპეციალური სტრუქტურული ერთეული) მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული ფუნქციების შესრულების ნაწილში უნდა ექვემდებარებოდეს მხოლოდ შიდა ინსტრუქციით განსაზღვრულ საკრედიტო ინსტიტუტის ხელმძღვანელს და იყოს ანგარიშვალდებული მხოლოდ მის წინაშე. მუხლი 6🔗. საკრედიტო ინსტიტუტის ვალდებულებანი იდენტიფიკაციისა და საიდენტიფიკაციო მონაცემების (დოკუმენტების) აღრიცხვასთან დაკავშირებით 1. საკრედიტო ინსტიტუტი ვალდებულია მოახდინოს კლიენტის (მისი წარმომადგენლისა და მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება იდება მესამე პირის სასარგებლოდ) იდენტიფიკაცია და მიიღოს გონივრული ზომები მისი ვინაობის გადასამოწმებლად სანდო და დამოუკიდებელი წყაროდან მოპოვებული ინფორმაციის (დოკუმენტების) საფუძველზე, როდესაც: ა) გარიგების (ოპერაციის) თანხა აღემატება 3000 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში); ბ) ეს გარიგება არის საეჭვო გარიგება ამ დებულების მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად; გ) ჩნდება ეჭვი არსებული კლიენტების საიდენტიფიკაციო მონაცემების სიზუსტესა და/ან შესაბამისობაში. 2. საკრედიტო ინსტიტუტი ვალდებულია მოახდინოს კლიენტის ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაცია, ასევე მიიღოს გონივრული ზომები მისი ვინაობის გადამოწმების მიზნით სანდო, დამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით და დარწმუნდეს, რომ იცის, ვინ არის კლიენტის ბენეფიციარი მესაკუთრე. ბენეფიციარი მესაკუთრის მიმართ უნდა გატარდეს ფიზიკური პირისთვის გათვალისწინებული საიდენტიფიკაციო პროცედურები. 3. საკრედიტო ინსტიტუტი კლიენტის (მისი ბენეფიციარი მესაკუთრის) იდენტიფიკაციისას ან/და მისი ვინაობის გადამოწმებისას შეიძლება დაეყრდნოს მესამე პირს/შუამავალს, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით ახორციელებს პირის და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციას და მათი ვინაობის გადამოწმებას, ამ დებულების მე-9 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების შენახვას და ექვემდებარება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესაბამის ზედამხედველობასა და რეგულირებას. ამასთანავე, საკრედიტო ინსტიტუტმა კლიენტის იდენტიფიკაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების ან მათი ასლების) დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად უნდა გაატაროს შესაბამისი ღონისძიება. ასეთ შემთხვევაში ამ დებულებით გათვალისწინებული წესით კლიენტის იდენტიფიკაციისა და მისი ვინაობის გადამოწმებისათვის საბოლოო პასუხისმგებლობა ეკისრება საკრედიტო ინსტიტუტს.  4. იდენტიფიკაციის პროცესი უნდა წარიმართოს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული შესაბამისი ნორმატიული აქტებით, საკრედიტო ინსტიტუტის შიდა ინსტრუქციით დადგენილი წესითა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითებებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით.  5. საკრედიტო ინსტიტუტები, ამ დებულების მიზნებიდან გამომდინარე, თავად განსაზღვრავენ პროცედურებს, რომლებიც აუცილებელია პირის იდენტიფიკაციისათვის. ამასთანავე, მათ უფლება აქვთ, მოითხოვონ გარიგებასთან (ოპერაციასთან) და მასში მონაწილე პირებთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა სახის ინფორმაცია ან/და დოკუმენტები.  6. საკრედიტო ინსტიტუტი უფლებამოსილია კლიენტის (მისი წარმომადგენლის ან მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება იდება მესამე პირის სასარგებლოდ) და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით დადგენილი წესით იდენტიფიკაციის მიზნით, ისარგებლოს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებული საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემთა ელექტრონული ბაზებით. 7. კლიენტისა და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის ამ მუხლით გათვალისწინებული იდენტიფიკაცია და ვინაობის გადამოწმება და სხვა ინფორმაციის მოპოვება უნდა მოხდეს გარიგების განხორციელებამდე ან სხვა სახის საქმიანი ურთიერთობის დამყარებამდე, ასევე საქმიანი ურთიერთობის გაგრძელებამდე, თუ არსებობს ეჭვი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე ან ტერორიზმის დაფინანსებაზე ან ჩნდება ეჭვი კლიენტის არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემების სიზუსტეში ან შესაბამისობაში.  8. საკრედიტო ინსტიტუტს ეკრძალება ურთიერთობების დამყარება ფიქტიურ ბანკებთან. ისინი ვალდებული არიან მიიღონ გონივრული ზომები, რათა გამოარკვიონ: ა) მიეკუთვნება თუ არა მათთან საქმიან ურთიერთობებში მყოფი პირი (ან პირი, რომელთანაც ისინი ამყარებენ საქმიან ურთიერთობას) ფიქტიური ბანკის კატეგორიას; ბ) აქვს თუ არა კლიენტს ფიქტიურ ბანკთან ურთიერთობა. 9. საკრედიტო ინსტიტუტს არა აქვს უფლება გაუწიოს მომსახურება კლიენტს, თუ წინასწარ არ მოახდენს მის იდენტიფიკაციას. 10. საკრედიტო ინსტიტუტი ვალდებულია კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის დაწყებამდე გამოარკვიოს, თუ რა სახის და რა მიზნით სურს მას ურთიერთობა, მუდმივად აწარმოოს არსებულ კლიენტებსა და საკრედიტო ინსტიტუტს შორის ურთიერთობის შესწავლა.  11. გარიგების  (ოპერაციის) საეჭვოობის შესახებ ვარაუდის არსებობისა და  გარიგების (ოპერაციის) თანხის ოდენობის მიუხედავად, საკრედიტო ინსტიტუტი არ აჩერებს  გარიგების (ოპერაციის) შესრულებას (მასთან საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებული პირის (კლიენტის) მომსახურებას), გარდა შემდეგი შემთხვევებისა: ა) თუ საქმიანი ურთიერთობის დამყარების მსურველი პირის ან კლიენტის იდენტიფიკაცია ვერ ხერხდება; ბ) თუ გარიგების მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში; გ) ამ დებულების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირთან საქმიანი ურთიერთობების დამყარებაზე ხელმძღვანელობისგან უარის მიღებისას. 12. ამ მუხლის მე-11 პუნქტის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტებში მითითებულ შემთხვევებში საკრედიტო ინსტიტუტი ვალდებულია უარი განაცხადოს კლიენტის მომსახურებაზე (პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებაზე) და დაუყოვნებლივ წარუდგინოს სამსახურს ანგარიშგების შესაბამისი ფორმა, მის ხელთ არსებული მასალები და ნებისმიერი სხვა ინფორმაცია ამ  გარიგების (ოპერაციის) და მისი მონაწილე პირების შესახებ.  13. იდენტიფიკაციის სტანდარტული პროცედურის შედეგად უნდა დადგინდეს შემდეგი მონაცემები: ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში: ა.ა) სახელი და გვარი; ა.ბ) მოქალაქეობა; ა.გ) დაბადების თარიღი; ა.დ) საცხოვრებელი ადგილი; ა.ე) პირადობის მოწმობის (პასპორტის) ნომერი და მოქალაქის პირადი ნომერი პირადობის მოწმობის (პასპორტის) მიხედვით; ა.ვ) თუ ფიზიკური პირი რეგისტრირებულია როგორც ინდივიდუალური მეწარმე – შესაბამისი რეგისტრაციის თარიღი, ნომერი, მარეგისტრირებელი ორგანო, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი; ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში: ბ.ა) სრული სახელწოდება; ბ.ბ) საქმიანობის საგანი; ბ.გ) იურიდიული მისამართი (ფილიალის ან წარმომადგენლობის შემთხვევაში, როგორც მისი მისამართი, ასევე სათავო დაწესებულების მისამართი); ბ.დ) მარეგისტრირებელი ორგანო, რეგისტრაციის თარიღი და ნომერი; ბ.ე) გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი; ბ.ვ) ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების საიდენტიფიკაციო მონაცემები (ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად); ბ.ზ) იმ პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომელიც წარმოადგენს იურიდიულ პირს მონიტორინგს დაქვემდებარებულ კონკრეტულ  გარიგებაში (ოპერაციაში); გ) კანონმდებლობით გათვალისწინებული ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნის შემთხვევაში, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს: გ.ა) სრული სახელწოდება; გ.ბ) იურიდიული მისამართი; გ.გ) სამართლებრივი აქტი ან სხვა დოკუმენტი, რომლითაც შექმნილია (ან რომლის საფუძველზეც მოქმედებს) ეს ორგანიზაციული წარმონაქმნი; გ.დ) გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი; გ.ე) ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების საიდენტიფიკაციო მონაცემები (ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად); გ.ვ) იმ პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომელიც წარმოადგენს ასეთ ორგანიზაციულ წარმონაქმნს მონიტორინგს დაქვემდებარებულ კონკრეტულ  გარიგებაში (ოპერაციაში). 14.  იდენტიფიკაციისათვის საჭირო დოკუმენტებია: ა) თუ ფიზიკური პირი საქართველოს მოქალაქეა – პირადობის მოწმობა, ან პასპორტი, ან საქართველოს კანონმდებლობით მათთან გათანაბრებული სხვა ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც შეიცავს პირის იდენტიფიკაციისთვის აუცილებელ მონაცემებს, ხოლო, თუ ფიზიკური პირი რეგისტრირებულია როგორც ინდივიდუალური მეწარმე – აგრეთვე მისი რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) თუ ფიზიკური პირი უცხო სახელმწიფოს მოქალაქეა – შესაბამისი ქვეყნის სათანადო ორგანოს მიერ გაცემული პასპორტი ან საქართველოს კანონმდებლობით მასთან გათანაბრებული სხვა ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც შეიცავს პირის იდენტიფიკაციისთვის აუცილებელ მონაცემებს; გ) რეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში (აგრეთვე, იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის შემთხვევაში, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს) – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი აქტი მისი შექმნის შესახებ, ასევე რეგისტრაციის მოწმობა (ამონაწერი სამეწარმეო და სხვა შესაბამისი რეესტრიდან) და პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) არარეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში შესაბამისი ქვეყნის სათანადო ორგანოების მიერ გაცემული პირის შექმნისა და რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტები და პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. 15. საკრედიტო ინსტიტუტმა უნდა დააფიქსიროს პირის იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი დოკუმენტების გამცემი ქვეყანა, ორგანო, გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა.  16. მუდმივი კლიენტების (იმ პირების, რომლებიც პერიოდულად მიმართავენ საკრედიტო ინსტიტუტს მომსახურებით სარგებლობისთვის), საიდენტიფიკაციო მონაცემების დაფიქსირების, სისტემატიზაციისა და მათი უკეთ შესწავლის მიზნით, საკრედიტო ინსტიტუტს შეუძლია გამოიყენოს კლიენტების ანკეტირების პროცედურა. ანკეტირების პროცედურის პარალელურად საკრედიტო ინსტიტუტმა უნდა უზრუნველყოს შესაბამის მონაცემთა ელექტრონული ბაზის შექმნა.  17. ანკეტირების პროცესის გამოყენება დასაშვებია აგრეთვე იმ პირების (კლიენტების) იდენტიფიკაციისათვის, რომლებიც საკრედიტო ინსტიტუტს მიმართავენ ერთჯერადი გარიგების (ოპერაციის) განხორციელების მიზნით ან წარმოადგენენ გარიგების (ოპერაციის) მონაწილე მეორე ან მესამე (თუ გარიგება (ოპერაცია) სრულდება მესამე პირის სასარგებლოდ) პირებს. 18. თუ იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი დოკუმენტები ან საკრედიტო ინსტიტუტში არსებული ინფორმაცია იძლევა საშუალებას, ამ მუხლის მე-13 პუნქტის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტებში მითითებული ინფორმაციის გარდა, უნდა დაფიქსირდეს აგრეთვე შემდეგი მონაცემები: ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში: ა.ა) მამის სახელი; ა.ბ) დაბადების ადგილი; ა.გ) დროებითი (ფაქტობრივი) საცხოვრებელი ადგილი (როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ), თუ იგი არ ემთხვევა რეგისტრირებულ საცხოვრებელ ადგილს; ა.დ) ძირითადი საქმიანობა და დაკავებული თანამდებობა; ა.ე) საბანკო ანგარიშის (ანგარიშების) რეკვიზიტები; ა.ვ) ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტის მისამართი; ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში (აგრეთვე იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის შემთხვევაში, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს): ბ.ა) ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების თანამდებობაზე დანიშვნის თარიღი; ბ.ბ) საბანკო ანგარიშის (ანგარიშების) რეკვიზიტები. 19. საკრედიტო ინსტიტუტი ვალდებულია აწარმოოს კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის მუდმივი მონიტორინგი, რომელიც მოიცავს: ა) კლიენტისა და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ მიმდინარე ინფორმაციისა და ჩანაწერების შენახვას; ბ) არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემების პერიოდულ განახლებას და მათ მოქმედ ნორმებთან შესაბამისობას; გ) გარიგების დეტალურ შესწავლას, იმისათვის, რომ დადგინდეს, შეესაბამება თუ არა გარიგება კლიენტის შესახებ მის ცოდნას, კლიენტის კომერციულ ან პირად საქმიანობას, და რისკის ჯგუფს და, საჭიროების შემთხვევაში, ქონების (მათ შორის, ფულადი სახსრების) წარმომავლობას. 20. საკრედიტო ინსტიტუტი ვალდებულია ჰქონდეს რისკების მართვის სათანადო სისტემა ისეთი კლიენტის იდენტიფიკაციის და მისი ვინაობის გადამოწმების მიზნით, რომლის საქმიანობამ შესაძლებელია შექმნას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა ან/და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკი, და აწარმოოს მის მიმართ გაძლიერებული იდენტიფიკაციისა და ვინაობის გადამოწმების და გაძლიერებული მონიტორინგის პროცესი. იდენტიფიკაციისა და ვინაობის გადამოწმების პროცედურები უნდა განხორციელდეს რისკებზე დამყარებული მიდგომის საფუძველზე, კლიენტის ტიპისა და სახის, საქმიანი ურთიერთობის, პროდუქტის/მომსახურების ან გარიგების გათვალისწინებით. საკრედიტო ინსტიტუტი ვალდებულია განსაზღვროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა ან/და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკის კატეგორიას მიკუთვნებული კლიენტები. შესაბამისი კლიენტისათვის მაღალი რისკის კატეგორიის მიკუთვნების შემთხვევაში, საკრედიტო ინსტიტუტი უფლებამოსილია გამოიყენოს ამ დებულების მე-7 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები. 21. საკრედიტო ინსტიტუტმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს რისკებს დაკავშირებულს ისეთი ახალი ტექნოლოგიების, პროდუქტებისა და მომსახურების დანერგვასთან, რომლებიც ხელს უწყობს ანონიმურობას მომსახურებისას, და ყველა ზომა უნდა მიიღოს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების მიზნებისთვის მათი გამოყენების აღსაკვეთად. საკრედიტო ინსტიტუტს უნდა ჰქონდეს იდენტიფიკაციისა და ვინაობის გადამოწმების ისეთი პოლიტიკა და პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით პირის დისტანციურ მომსახურებასთან დაკავშირებული რისკების შემცირებას. ამ პუნქტში მითითებული პოლიტიკა და პროცედურები გამოყენებული უნდა იქნეს საქმიანი ურთიერთობის დამყარებისა და მისი მუდმივი მონიტორინგის დროს. მუხლი 7🔗. საკრედიტო ინსტიტუტის ვალდებულებანი პოლიტიკურად აქტიურ პირებთან დაკავშირებით  1. საკრედიტო ინსტიტუტი ვალდებულია, გამოარკვიოს მიეკუთვნება თუ არა კლიენტი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრე პოლიტიკურად აქტიურ პირთა კატეგორიას. 2. თუ საკრედიტო ინსტიტუტის კლიენტი ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრე წარმოადგენს პოლიტიკურად აქტიურ პირს, გარდა „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ დებულებით გათვალისწინებულისა, საკრედიტო ინსტიტუტმა (მისმა უფლებამოსილმა თანამშრომელმა) დამატებით უნდა განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები: ა) მიიღოს საკრედიტო ინსტიტუტის ხელმძღვანელობისგან ასეთ პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების ნებართვა; ბ) მიიღოს გონივრული ზომები ასეთი პირის ფულადი სახსრების, ქონების წარმომავლობის დასადგენად; გ) განახორციელოს ასეთ პირთან თავისი საქმიანი ურთიერთობების გაძლიერებული მონიტორინგი. 3. თუ პირი (მისი ბენეფიციარი მესაკუთრე) საკრედიტო ინსტიტუტთან საქმიანი ურთიერთობების დამყარების შემდეგ გახდა პოლიტიკურად აქტიური პირი, საკრედიტო ინსტიტუტი ვალდებულია ასეთი ინფორმაციის ხელმისაწვდომობისთანავე გაატაროს მის მიმართ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ზომები. 4. საკრედიტო ინსტიტუტს უნდა ჰქონდეს განსაზღვრული სათანადო პროცედურები, რომლის საფუძველზეც საკრედიტო ინსტიტუტი პოლიტიკურად აქტიური პირების დადგენისა და გადამოწმების მიზნით უზრუნველყოფს შესაბამისი ინფორმაციის მოძიებას მასთან საქმიანი ურთიერთობებით დაკავშირებული პირისგან, ასევე საჯარო წყაროებიდან ან შესაბამისი მონაცემთა ელექტრონული ბაზებიდან. მუხლი 8🔗. საკრედიტო ინსტიტუტის ვალდებულებანი გარიგებების (ოპერაციების) შესახებ ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვასთან დაკავშირებით 1. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად საკრედიტო ინსტიტუტი ვალდებულია აღრიცხოს ინფორმაცია (დოკუმენტები) გარიგების (ოპერაციის) შესახებ. 2. საკრედიტო ინსტიტუტსა და კლიენტს შორის დადებული გარიგების, აგრეთვე იმ გარიგების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვის დროს, რომელიც გარიგების (ოპერაციის) განხორციელების საფუძველს წარმოადგენს, საკრედიტო ინსტიტუტმა უნდა დააფიქსიროს შემდეგი ინფორმაცია: ა) გარიგების (ოპერაციის) შინაარსი (მაგალითად, სესხის გაცემა, გაცემული სესხის უკან დაბრუნება, სახსრების მოზიდვა და ა. შ.); ბ) გარიგების დადების, გარიგების (ოპერაციის) შესრულების თარიღი, მისი თანხა და ვალუტა; გ) გარიგების ფორმა (წერილობითი თუ ზეპირი გარიგება); დ) გარიგების (ოპერაციის) მეორე მხარე (მისი არსებობის შემთხვევაში) და მისი საბანკო რეკვიზიტები; ე) გარიგების მონაწილე პირების (მათ შორის მათი წარმომადგენლებისა და მარწმუნებლების) საიდენტიფიკაციო მონაცემები; ვ) იმ პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომელიც მოქმედებს საკრედიტო ინსტიტუტის კლიენტის დავალებით (წარმომადგენლის, რწმუნებულის); აგრეთვე შესაბამისი მინდობილობის ან რწმუნების შინაარსი, გამცემი პირი, გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა, მინდობილობის ან რწმუნების დამმოწმებელი პირი (მაგალითად, ნოტარიუსი), დამოწმების თარიღი და ადგილი; ზ) თუ გარიგება (ოპერაცია) სრულდება მესამე პირის სასარგებლოდ – ამ პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები; თ) იმ შემთხვევაში, თუ გარიგება ექვემდებარება რეგისტრაციას (დამოწმებას) – გარიგების მარეგისტრირებელი ორგანოს დასახელება, რეგისტრაციის თარიღი, ადგილი და ნომერი (მაგალითად, გარიგების ნოტარიულად დამოწმების შემთხვევაში). 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ინფორმაციის დოკუმენტურად დაფიქსირების, სისტემატიზაციისა და შენახვის მიზნით საკრედიტო ინსტიტუტმა უნდა შეიმუშაოს შესაბამისი სისტემა.  4. იმ პირების საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომლებიც არ არიან საკრედიტო ინსტიტუტის კლიენტები (საკრედიტო ინსტიტუტთან საქმიანი ურთიერთობებით დაკავშირებული პირები), აღირიცხება წარმოდგენილი (საკრედიტო ინსტიტუტის ხელთ არსებული) ინფორმაციის (დოკუმენტების) საფუძველზე. საკრედიტო ინსტიტუტს არ ევალება დამატებით მოსთხოვოს კლიენტს გარიგების მეორე მხარის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების წარმოდგენა. მუხლი 9🔗. საკრედიტო ინსტიტუტის ვალდებულებანი გარიგების (ოპერაციის) შესახებ ინფორმაციის (დოკუმენტების) შენახვასთან დაკავშირებით 1. საკრედიტო ინსტიტუტი ვალდებულია კლიენტის იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი ინფორმაცია (დოკუმენტები) მატერიალური ან ელექტრონული ფორმით (მოწოდებული ამ დებულების მე-6 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესით), ასევე გარიგების (ოპერაციის) შესახებ სხვა ინფორმაცია (დოკუმენტები და ამ დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ჩანაწერები) და საქმიანი კორესპონდენცია შეინახოს ამ კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის გაწყვეტის მომენტიდან არანაკლებ 6 წლის განმავლობაში, თუ შესაბამისი საზედამხედველო ორგანოს მიერ არ არის მოთხოვნა უფრო მეტი ვადით შენახვაზე ან/და საქართველოს კანონმდებლობით ასეთი ინფორმაციის (დოკუმენტებისა და ჩანაწერების) შენახვისათვის უფრო მეტი ვადა არ არის დაწესებული. ამასთან, ზემოაღნიშნული ვადით შენახვას ექვემდებარება საკრედიტო ინსტიტუტში როგორც ელექტრონული ფორმით დაფიქსირებული მონაცემები (შესაბამისი მონაცემთა ბაზები და სხვ.), ასევე, დოკუმენტურად არსებული ინფორმაცია (დოკუმენტები). 2. გარიგების (ოპერაციის) შესახებ, მათ შორის, კლიენტის იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი ინფორმაცია (დოკუმენტები) ინახება ორიგინალის სახით, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – ასლების სახით. ამასთან, ასლები უნდა იყოს დამოწმებული ნოტარიუსის ან საკრედიტო ინსტიტუტის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ. ამ უკანასკნელი მოთხოვნის შესრულების უზრუნველსაყოფად საკრედიტო ინსტიტუტმა შიდა ინსტრუქციით ან სათანადოდ გაფორმებული დოკუმენტით უნდა განსაზღვროს თანამშრომელი (თანამშრომლები), რომელსაც მიენიჭება ასლის დამოწმების უფლება. ასლი უნდა იყოს დამოწმებული იმგვარად, რომ ნათლად ჩანდეს, ვის მიერ არის იგი დამოწმებული და დამოწმების თარიღი. დამოწმებას არ საჭიროებს ამ დებულების მე-6 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესით კლიენტის იდენტიფიკაციისთვის წარმოდგენილი და საკრედიტო ინსტიტუტის მიერ გადამოწმებული მონაცემები. 3. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ინფორმაციის გარდა, აგრეთვე 6 წლის ვადით (თუ შესაბამისი საზედამხედველო ორგანოს მიერ არ არის მოთხოვნა უფრო მეტი ვადით შენახვაზე) შენახვას ექვემდებარება ამ დებულების მე-10 მუხლის შესაბამისად სამსახურისათვის წარდგენილი ანგარიშგების ფორმები (ნაბეჭდი და ელექტრონული სახით). ანგარიშგების ფორმების ელექტრონული სახით შენახვისას საკრედიტო ინსტიტუტი ვალდებულია დაიცვას უსაფრთხოების ზომები. პასუხისმგებლობა ანგარიშგების ფორმების ელექტრონული სახით შენახვასთან დაკავშირებით განისაზღვრება საკრედიტო ინსტიტუტის შიდა ინსტრუქციით. ამასთან, ამ დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საკრედიტო ინსტიტუტში შენახული ნაბეჭდი ანგარიშგების ფორმები უნდა იყოს დამოწმებული საკრედიტო ინსტიტუტის იმ თანამშრომლის ხელმოწერით, რომელსაც ანგარიშგების ფორმების ხელმოწერის უფლებამოსილება მინიჭებული აქვს შიდა ინსტრუქციით და, თუ ეს გათვალისწინებულია შიდა ინსტრუქციით – ბეჭდითაც.  4. საკრედიტო ინსტიტუტში შენახული ინფორმაცია (დოკუმენტები) სრულად უნდა ასახავდეს შესრულებულ  გარიგებას (ოპერაციას) და მის მონაწილე პირებს. გარდა ამისა, იგი უნდა იყოს აღრიცხული, სისტემატიზირებული და შენახული იმგვარად, რომ საჭიროების შემთხვევაში (მათ შორის საზედამხედველო ორგანოებისთვის მათი ოპერატიულად წარდგენის, ასევე სისხლისსამართლებრივი დევნისას მტკიცებულებების სახით გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში) შესაძლებელი იყოს მისი მოძიება და ამოღება უმოკლეს ვადაში.  5. დოკუმენტები (ინფორმაცია) უნდა იყოს შენახული იმგვარად, რომ მასზე წვდომის შესაძლებლობა ჰქონდეთ მხოლოდ შიდა ინსტრუქციითა და მოქმედი კანონმდებლობით უფლებამოსილ პირებს. მუხლი 10🔗. საკრედიტო ინსტიტუტის ვალდებულებანი მონიტორინგს დაქვემდებარებული  გარიგებების (ოპერაციების) შესახებ ანგარიშგების ფორმების წარდგენასთან დაკავშირებით  1. თუ საკრედიტო ინსტიტუტს გაუჩნდა ეჭვი საიდენტიფიკაციო მონაცემების უტყუარობაში ან, მცდელობის მიუხედავად, კლიენტის იდენტიფიკაცია ვერ ხერხდება ან თუ გარიგება წარმოადგენს ამ დებულების მე-3 მუხლით გათვალისწინებულ გარიგებას (ოპერაციას), საკრედიტო ინსტიტუტი ვალდებულია ამის შესახებ ანგარიშგების ფორმა მიაწოდოს სამსახურს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ დებულებით დადგენილი წესით. 2. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის ცნობის მიწოდება გულისხმობს ამ დებულებით დადგენილი წესით საკრედიტო ინსტიტუტის მიერ გარიგების შესახებ ანგარიშგების შესაბამისი ფორმის შევსებას, გაგზავნას და სამსახურის მიერ მისი მიღების დადასტურებას. სამსახურისთვის წარდგენილი ცნობები უნდა იყოს შევსებული სამსახურის ვებპორტალის გამოყენებით. საკრედიტო ინსტიტუტის მიერ ანგარიშგების ფორმის შევსება და გაგზავნა ხდება სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებული „მომხმარებლის სახელმძღვანელოს“ მიხედვით. სამსახურის მიერ ანგარიშგების მიღების დადასტურება გულისხმობს ელექტრონულად, ვებპორტალის მეშვეობით ანგარიშგებისათვის „დადასტურებულია“ სტატუსის მინიჭებას. 3. ანგარიშგების ფორმები უნდა მიეწოდოს სამსახურს ელექტრონული ფორმით, ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესით. სამსახურს, ამ დებულებით გათვალისწინებული წესით, ანგარიშგების ნაბეჭდი ფორმა მიეწოდება მხოლოდ ანგარიშგების ელექტრონული ფორმით გაგზავნის ტექნიკურად შეუძლებლობის შემთხვევაში.  4. ანგარიშგების ფორმების მიწოდება სამსახურისთვის უნდა განხორციელდეს შემდეგ ვადებში: ა) თუ  გარიგების (ოპერაციის) ან მისი დანაწევრების მიზნით განხორციელებულ  გარიგებათა (ოპერაციათა) ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს, ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში – გარიგების (ოპერაციის) შესრულებიდან ან გარიგების დადებიდან (ან ასეთი გარიგების, გარიგებათა (ოპერაციათა) ერთობლიობის არსებობის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან) არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა; ბ) თუ  გარიგება (ოპერაცია) ან საიდენტიფიკაციო მონაცემები მიჩნეულია საეჭვოდ – შესაბამისი ეჭვის გაჩენის დღესვე; გ) თუ გარიგების (ოპერაციის) მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობი პირების სიაში ან/და შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მათთან ან/და მასში მონაწილე ფულადი სახსრები, შესაძლებელია, დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნეს ტერორიზმისთვის, ტერორისტული აქტისთვის ან ტერორისტების მიერ ან ტერორისტული ორგანიზაციის მიერ ან ტერორიზმის დამფინანსებლების მიერ – შესაბამისი ინფორმაციის მიღების დღესვე. ამასთან, ამ უკანასკნელ შემთხვევაში, ანგარიშგების ფორმასთან ერთად სამსახურს უნდა მიეწოდოს საკრედიტო ინსტიტუტის ხელთ არსებული ყველა სათანადო მასალა და დოკუმენტი. 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევებში, ანგარიშგების ფორმის ნაბეჭდი სახით (აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში, თანდართული მასალების) სამსახურისათვის მიწოდება ხდება სათანადოდ დაბეჭდილი კონვერტით, საკრედიტო ინსტიტუტის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, ან ფოსტის საშუალებით შეკვეთილი საფოსტო გზავნილის სახით. კონვერტზე უნდა აღინიშნოს მისი გამომგზავნი საკრედიტო ინსტიტუტის დასახელება და მისამართი, ადრესატი – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური, მისი მისამართი – 0105, საქართველო, თბილისი, სანაპიროს ქუჩა N2 და გრიფი „კონფიდენციალური“. 6. სამსახურისთვის ანგარიშგების ფორმის, აგრეთვე მონიტორინგს დაქვემდებარებული  გარიგებების (ოპერაციების) შესახებ სხვა კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდება ხდება ელექტრონულად სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.fms.gov.ge) განთავსებული ვებპორტალის მეშვეობით შესაბამისი ვებგარსითა ან/და თანმხლები ვებსერვისის გამოყენებით.  7. გადაწყვეტილებას ანგარიშგების ფორმის შევსებისა და სამსახურისათვის წარდგენის შესახებ იღებს საკრედიტო ინსტიტუტის ის თანამშრომელი, რომელსაც საკრედიტო ინსტიტუტის შიდა ინსტრუქციით მინიჭებული აქვს შესაბამისი უფლებამოსილება. ანგარიშგების ფორმების შევსების უფლება აქვთ საკრედიტო ინსტიტუტის მხოლოდ იმ თანამშრომლებს, რომლებსაც შესაბამისი უფლებამოსილება მინიჭებული აქვთ შიდა ინსტრუქციით.  8. სამსახურში გაგზავნილი ანგარიშგების ელექტრონული ფორმა ექვემდებარება შენახვას საკრედიტო ინსტიტუტში ამ დებულების მე-9 მუხლით განსაზღვრული ვადით. ანგარიშგების ნაბეჭდი ფორმის გაგზავნის შემთხვევაში, ანგარიშგების ფორმა იბეჭდება ორ ეგზემპლიარად, რომელთაგან თითოეული უნდა დამოწმდეს საკრედიტო ინსტიტუტის შიდა ინსტრუქციით განსაზღვრული თანამშრომლის ხელმოწერით და, თუ ეს გათვალისწინებულია შიდა ინსტრუქციით, საკრედიტო ინსტიტუტის ბეჭდით. ფორმის ერთი ეგზემპლარი ეგზავნება სამსახურს, ხოლო მეორე რჩება საკრედიტო ინსტიტუტში და ექვემდებარება შენახვას ამ დებულების მე-9 მუხლით განსაზღვრული წესითა და ვადით.  9. ანგარიშგების ფორმა ივსება სრულად. საკრედიტო ინსტიტუტი ვალდებულია აწარმოოს სამსახურისათვის გაგზავნილი ანგარიშგების ფორმების აღრიცხვა შიდა ინსტრუქციით დადგენილი წესით. 10. საეჭვო  გარიგების (ოპერაციის) გამოვლენისა და მასთან დაკავშირებით სამსახურისათვის ანგარიშგების ფორმის წარდგენის შემთხვევაში, საკრედიტო ინსტიტუტი ვალდებულია მიუთითოს  გარიგების (ოპერაციის) საეჭვოდ მიჩნევის საფუძვლები (გარემოებები) და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს ამ გარიგების (ოპერაციის) მონაწილე პირების მიერ საკრედიტო ინსტიტუტში განხორციელებულ სხვა  გარიგებებს (ოპერაციებს). 11. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამსახურს უფლება აქვს მოითხოვოს საკრედიტო ინსტიტუტისაგან დამატებითი ინფორმაცია და მის ხელთ არსებული დოკუმენტები (კონფიდენციალურის ჩათვლით) ნებისმიერ გარიგებასთან და მასში მონაწილე პირებთან დაკავშირებით, მათ შორის, იმ  გარიგებების (ოპერაციების) თაობაზე, რომელთა შესახებაც ანგარიშგების ფორმა არ იყო წარდგენილი სამსახურში. საკრედიტო ინსტიტუტი ვალდებულია სამსახურს მიაწოდოს მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია (დოკუმენტები), მოთხოვნის მიღებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში. 12. თუ ანგარიშგების ფორმის წარდგენის შემდეგ საკრედიტო ინსტიტუტი შეიტყობს (ან მის ხელთ აღმოჩნდება) შესაბამის გარიგებასთან ან მის მონაწილე პირებთან დაკავშირებულ რაიმე დამატებით ინფორმაციას, საკრედიტო ინსტიტუტი ვალდებულია დაუყოვნებლივ წარუდგინოს ეს ინფორმაცია სამსახურს. ამასთან, დამატებით ინფორმაციაზე აღინიშნება იმ ანგარიშგების ფორმის ნომერი და გაგზავნის თარიღი, რომლის დამატებასაც ის წარმოადგენს. დამატებითი ინფორმაცია უნდა იყოს წარმოდგენილი მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების დამატებითი ინფორმაციისთვის „მომხმარებლის სახელმძღვანელოთი“ გათვალისწინებული წესით.  13. საკრედიტო ინსტიტუტი ვალდებულია მკაცრად დაიცვას ანგარიშგების ფორმის შევსებისა და სამსახურში წარდგენასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის კონფიდენციალურობა. გარიგების, ან მისი მონაწილე პირის საეჭვოდ მიჩნევის, და ანგარიშგების ფორმის შევსებისა და სამსახურში წარდგენის შესახებ ინფორმაცია, არ შეიძლება ეცნობოს  გარიგების (ოპერაციის) მონაწილე პირებს, მათ წარმომადგენლებსა და მარწმუნებლებს, ან ნებისმიერ სხვა პირს. საკრედიტო ინსტიტუტის თანამშრომელს, რომელიც გამოავლენს საეჭვო გარიგებას ან შეავსებს ანგარიშგების ფორმას, ამ ფაქტის შესახებ ინფორმაცია შეუძლია მიაწოდოს საკრედიტო ინსტიტუტის მხოლოდ იმ თანამშრომელს, რომელსაც შიდა ინსტრუქციით უფლება აქვს ფლობდეს ასეთ ინფორმაციას. მუხლი 11🔗. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში საკრედიტო ინსტიტუტის მიერ სააღრიცხვო ფორმის წარდგენის ვალდებულება 1. მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების (ოპერაციების) შესახებ სამსახურის მიერ მიღებული ინფორმაციის სისტემატიზაციისა და ანალიზის მიზნით, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამსახური ქმნის მონაცემთა ელექტრონულ ბაზას. აღნიშნულ მონაცემთა ბაზაში თითოეული საკრედიტო ინსტიტუტის შესახებ ინფორმაციის შეტანის მიზნით, საკრედიტო ინსტიტუტმა უნდა წარუდგინოს სამსახურს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში აღრიცხვის ფორმა სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.fms.gov.ge) განთავსებული ვებპორტალის მეშვეობით შესაბამისი ვებგარსით. აღრიცხვის ფორმა წარდგენილად ჩაითვლება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ შესაბამისი შინაარსის ელექტრონული შეტყობინების გაგზავნის შემდეგ. აღნიშნული წესით აღრიცხვის ფორმის წარმოდგენის ტექნიკურად შეუძლებლობისას აღრიცხვის ფორმა სამსახურს წარედგინება დოკუმენტურად. 2. სამსახურში წარდგენილი აღრიცხვის ფორმაში დაფიქსირებული ნებისმიერი მონაცემის შეცვლის შემთხვევაში (მათ შორის, მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლის შეცვლის შემთხვევაში) საკრედიტო ინსტიტუტი ვალდებულია, შესაბამისი ცვლილებების განხორციელებიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესით წარუდგინოს სამსახურს განახლებული ინფორმაციით შევსებული აღიცხვის ფორმა.  მუხლი 12🔗. მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა  1. ზედამხედველობას საკრედიტო ინსტიტუტის მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით დადგენილი ნორმებისა და მოთხოვნების დაცვაზე ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი. 2. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით დადგენილი ნორმებისა და მოთხოვნების დარღვევისათვის საკრედიტო ინსტიტუტის მიმართ გამოყენებული იქნება სანქციები საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით.