სს „კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩას“ აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
სს „კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩას“
აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ
სს „კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩას“სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორატი იწვევს სააქციო საზოგადოების აქციონერებს მორიგ საერთო კრებაზე, რომელიც გაიმართება 2013 წლის 24 ივლისს 11:00 საათზე, მისამართზე: ქ. თბილისი, ლიბერთი თაუერი, ილია ჭავჭავაძის გამზირი 74, მე-9 სართული.
დღის წესრიგი:
1. სს „კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩა ს“გასული წლის ფინანსური ანგარიშის დამტკიცება;
2. აუდიტორის დამტკიცება;
3. წესდების ცვლილებების დამტკიცება;
4. სხვა მიმდინარე საკითხები.
დღის წესრიგის საკითხების ირგვლივ დაწვრილებით ი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორატში. დღის წესრიგის თითოეულ საკითხთან დაკავშირებით აქციონერებს შეუძლიათ განმარტების მოთხოვნა დირექტორატისა და სამეთვალყურეო საბჭოსაგან როგორც კრებაზე (ზეპირად), ასევე წერილობით. თუ ამგვარი წერილობითი მოთხოვნა წარდგენილ იქნა დირექტორატში ან სამეთვალყურეო საბჭოში 2013 წლის 14 ივლისამდე, მასზე იქნება გაცემული პასუხი ან საკითხი შევა დღის წესრიგის დამატებით პუნქტად.
სს „კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩას“აქციონერთა 2013 წლის 24 ივლისის მორიგ საერთო კრებაზე მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან აქციონერები (ან მათი წარმომადგენლები), რომლებიც რეგისტრირებულნი არიან საზოგადოების აქციათა რეესტრში, რომელსაც აწარმოებს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი სს „კავკაზრეესტრი“, 2013 წლის 25 ივნისის (საერთო კრების სააღრიცხვო თარიღი) მდგომარეობით. მსურველებს ამ ფაქტის შემოწმება შეუძლიათ 2013 წლის 14 ივლისიდან 23 ივლისის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, ლიბერთი თაუერი, ილია ჭავჭავაძის გამზირი 74ა, სართ. 2.
გენერალური დირექტორი გ. რუსიტაშვილი