„საჯარო სამართლის იურიდიული პირის პროფესიულ კოლეჯ „აიტის“ რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №229/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№84/ნ
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.022.016604
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/07/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №84/ნ

2013 წლის 1 ივლისი

ქ. თბილისი

 

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიულ კოლეჯ „აიტის“ რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №229/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
 ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიულ კოლეჯ ,,აიტის' რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ'  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №229/ნ ბრძანებაში (ვებგვერდი, 03/01/2012, სარეგისტრაციო კოდი – 040030000.22.022.016266) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ ბრძანების მეორე პუნქტით დამტკიცებული დებულების:

ა) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ვ“ ქვეპუნქტი:

,,ვ) საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის პროცესში მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილი წესით.“;

ბ) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ჟ“ ქვეპუნქტი:

,,ჟ) მონაწილეობს საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის პროცესში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილი წესით.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიგიორგი მარგველაშვილი