ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება მოქმედი ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 28.06.2013
გამომცემი ორგანო ახალციხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №13
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.138.016094
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/07/2013
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.06.2013 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ოლეგი სანდროშვილი | ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №13
2013 წლის 28 ივნისი
ქ. ახალციხე
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ’’ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულება (დანართი №1).
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეოლეგი სანდროშვილი
დანართი №1
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗.
იურიდიული სამსახური
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც სამართლებრივად უზრუნველყოფს გამგეობის სამართლებრივ მომსახურებას, გამგეობის ინტერესების სამართლებრივ დაცვას ყველა ინსტანციის სასამართლოში, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას, სამსახურში შემოსული განცხადებების, წერილებისა და მომართვების განხილვას, გამგებლის, სტრუქტურული ერთეულისა და ტერიტორიული ორგანოებს იურიდიულ კონსულტირებას და სამართლებრივი დასკვნის მომზადებას, გამგეობაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, გარიგებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებისა და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ ექსპერტიზასა და მათ ვიზირებას.
სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.
საკუთარი ფუნქციების განხორციელებისას სამსახური წარმოადგენს გამგებობას.
სამსახურის დაფინანსების წყაროა ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.
სამსახური ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ და გამგებლის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.
სამსახურის სრული სახელწოდებაა ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახური“.
მუხლი 2🔗.
სამსახურის სტრუქტურა და უფლებამოსილებები
1.სამსახურის შემადგენლობაში შედის:
ა) სამსახურის უფროსი;
ბ) მთავარი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში;
გ) წამყვანი სპეცილისტი იურიდიულ საკითხებში.
2. სამსახურის თავის კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:
ა) გამგეობის სამართლებრივ უზრუნველყოფას;
ბ) მუნიციპალიტეტის გამგებლის მინდობილობის საფუძველზე გამგეობის ინტერესების სამართლებრივ დაცვას ყველა ინსტანციის სასამართლოში, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოებთან და მესამე (ფიზიკურ და იურიდიულ) პირებთან ურთიერთობისას;
გ) თავის კომპეტენციის ფარგლებში შემოსულ განცხადებების საჩივრებისა და მომართვების განხილვას;
დ) გამგებლის, სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების იურიდიულ კონსულტირებას და სამართლებრივი დასკვნების მომზადებას;
ე) გამგეობაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, გარიგებების, ადმინისტრაციულ სამართლებრივი ოქმებისა და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ ექსპერტიზასა და მათ ვიზირებას;
ვ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და გამგებლის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.
მუხლი 3🔗.
მუხლი 3🔗.სამსახურის უფროსი
1. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი;
2. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა შორის;
გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირირებით: საჯარო მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, საჯარო მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციიის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებასა და გაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს, სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
ე) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებს და რეკომენდაციებს;
ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შსრულებულ სამუშაოთა შესახებ
სამსახურის უფროსი ანგარიშვალდბულია გამგებლის წინაშე.
სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე.
მუხლი 4🔗.
დასკვნითი დებულება
სამსახურის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.