საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კულტურის სფეროს მდგრადობის უზრუნველყოფის საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ
მიღების თარიღი 01.07.2013
ძალის დაკარგვა 26.12.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი
ნომერი №525
სარეგისტრაციო კოდი 040030000.08.002.016830
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/07/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი | საქართველოს პრეზიდენტი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კულტურის სფეროს მდგრადობის უზრუნველყოფის საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №525
2013 წლის 1 ივლისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კულტურის სფეროს მდგრადობის უზრუნველყოფის საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ
1.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოში კულტურის სფეროს განვითარებისა და ეკონომიკური ეფექტიანობის მიღწევის მიზნით, შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი - კულტურის სფეროს მდგრადობის უზრუნველყოფის საინვესტიციო ფონდი (შემდეგში - ფონდი).
2.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ:
ა)
განახორციელოს ფონდის სახელმწიფო კონტროლი;
ბ)
უზრუნველყოს ფონდის დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.
3.
ფონდს თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად გადაეცეს სახელმწიფო ქონება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4.
ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი