საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალური აღრიცხვის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 04.07.2013
ძალის დაკარგვა 12.08.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
ნომერი №168
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.038.016192
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/07/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 774 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.07.2013 მიღება
12.08.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
მინისტრი სოზარ სუბარი მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალური აღრიცხვის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ბრძანება  №168 2013 წლის 4 ივლისი ქ. თბილისი საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალური აღრიცხვის სამმართველოს დებულების დამტკიცების თაობაზე „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „თ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალური აღრიცხვის სამმართველოს თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2013 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.მინისტრისოზარ სუბარი დანართი საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალური აღრიცხვის  სამმართველოს დებულება მუხლი 1🔗 1. წინამდებარე დებულება განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სპეციალური აღრიცხვის სამმართველოს (შემდგომში – სამმართველო) ფუნქციებს, ამოცანებსა და მართვის ორგანიზაციას. 2.  სამმართველო წარმოადგენს დეპარტამენტის სტრუქტურულ ქვედანაყოფს. 3. სამმართველო თავისი  საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, პატიმრობის კოდექსით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ბრძანებებით, ამ დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით. 4. სამმართველო თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს დეპარტამენტს. 5. სამმართველო ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის წინაშე. მუხლი 2🔗 სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) მსჯავრდებულთა მიმართ კონკრეტული თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტიპის  განსაზღვრისას დოკუმენტების მომზადება და დეპარტამენტის თავმჯდომარისთვის წარდგენა; ბ) შეწყალებისა და ამნისტიის აქტების შესრულებასთან დაკავშირებული საქმიანობის ორგანიზება; გ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ერთიანი რეესტრების წარმოება და მათი მონაცემების კომპიუტერულ-საინფორმაციო ბანკის შექმნა; დ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის თაობაზე დოკუმენტების მომზადება; ე) მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება; ვ) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებათა სპეციალური აღრიცხვის განყოფილებების საქმიანობის, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პირადი საქმისწარმოებისა და აღრიცხვის ზედამხედველობა; ზ) მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ დოკუმენტების მომზადება და გაგზავნა; თ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. მუხლი 3🔗 1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე. სამმართველოს უფროსი ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის წინაშე. 2. სამმართველოს უფროსს ჰყავს მოადგილე ან მოადგილეები. 3. სამმართველოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში, დეპარტამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, მის მოვალეობებს ასრულებს სამმართველოს უფროსის მოადგილე ან ერთ-ერთი მოადგილე. მუხლი 4🔗 სამმართველოს უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას; ბ) წარმოადგენს სამმართველოს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია სამმართველოზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; გ) კონტროლს უწევს სამმართველოს მოსამსახურეების მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას; დ)  დეპარტამენტის ხელმძღვანელობას პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს, სამმართველოს მუშაობის შესახებ; ე) დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს საქმიანობის ორგანიზაციის, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების თაობაზე; ვ) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური საშუალებების გამოყოფის თაობაზე, რაც საჭიროა სამმართველოს ამოცანების შესასრულებლად; ზ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ კორესპონდენციას სამმართველოს მოსამსახურეთა შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებს და დავალებებს; თ) ახორციელებს ვიზირებას და ხელს აწერს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს; ი) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს,  დეპარტამენტის თავმჯდომარისა და დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის დავალებებს. მუხლი 5🔗 1. სამმართველოს უფროსის მოადგილეს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე. 2. სამმართველოს უფროსის მოადგილე: ა) ხელს უწყობს სამმართველოს უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში; ბ) ზედამხედველობს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; გ) ახორციელებს სამმართველოში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას; დ) სამმართველოს უფროსისა და დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის დავალებით ახორციელებს სხვა უფლება - მოვალეობებს. 3. სამმართველოს უფროსის მოადგილე კანონმდებლობით დადგენილი წესით სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია სამმართველოს უფროსის წინაშე. მუხლი 6🔗 1. სამმართველოში განყოფილების სახით შემავალ სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე. 2. განყოფილების უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს განყოფილების საქმიანობას; ბ) ანაწილებს მოვალეობებს განყოფილების მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს; გ)  ზედამხედველობს განყოფილების მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; დ) ახორციელებს განყოფილებაში მომზადებული დოკუმენტების ვიზირებას; ე) სამმართველოს ხელმძღვანელობას წარუდგენს ანგარიშს განყოფილების მუშაობის შესახებ. მუხლი 7🔗 სამმართველოს შემადგენლობაშია:  ა) ბრალდებულთა სპეციალური აღრიცხვის განყოფილება; ბ) მსჯავრდებულთა სპეციალური აღრიცხვის განყოფილება. მუხლი 8🔗 ბრალდებულთა სპეციალური აღრიცხვის განყოფილების ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია: ა) ბრალდებულთა ერთიანი რეესტრის წარმოება და მათი მონაცემების კომპიუტერულ-საინფორმაციო ბანკის შექმნა; ბ) საქართველოს საერთო სასამართლოებიდან შემოსული მოთხოვნების უზრუნველყოფა პატიმართა სასამართლო პროცესზე წარმოდგენის შესახებ; გ) მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება; დ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. მუხლი 9🔗 მსჯავრდებულთა სპეციალური აღრიცხვის განყოფილების ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია: ა) მსჯავრდებულთა ერთიანი რეესტრების წარმოება და მათი მონაცემების კომპიუტერულ-საინფორმაციო ბანკის შექმნა; ბ) ამინისტიის აქტების შესრულებასთან დაკავშირებული საქმიანობის ორგანიზება; გ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პატიმრობის და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის თაობაზე დოკუმენტების მომზადება; დ) მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ დოკუმენტების მომზადება და გაგზავნა; ე) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. მუხლი 10🔗 1. სამმართველოს მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე. 2. სამმართველოს მოსამსახურეები დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელებისას ანგარიშვალდებულნი არიან სამმართველოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფროსის, სამმართველოს უფროსის მოადგილის და სამმართველოს უფროსის  წინაშე. 3.  სამმართველოში საჯარო სამსახურს ეწევიან: ა) უფროსი ინსპექტორები; ბ) ინსპექტორები.