ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) „დაცული ტერიტორია" – „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი განსაზღვრული სტატუსის მქონე სახმელეთო ტერიტორია და/ან ზღვის აკვატორია;
ბ) „დაცული ტერიტორიების სისტემა" – „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული დაცული ტერიტორიების სხვადასხვა კატეგორიების ქსელი, რომელიც ფუნქციონირებს და იმართება, როგორც ერთიანი სისტემა;
გ) „სახელმწიფო ნაკრძალი" – დაცული ტერიტორია, რომელიც შეესაბამება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების I კატეგორიას – მკაცრი ბუნებრივი რეზერვატი (Strict Nature Reserve / Wilderness Area);
დ) „ეროვნული პარკი" – დაცული ტერიტორია, რომელიც შეესაბამება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების II კატეგორიას – ეროვნული პარკი (National Park);
ე) „ბუნების ძეგლი" – დაცული ტერიტორია, რომელიც შეესაბამება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების III კატეგორიას – ბუნების ძეგლი (Natural Monument);
ვ) „აღკვეთილი" – დაცული ტერიტორია, რომელიც შეესაბამება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების IV კატეგორიას – ჰაბიტატების/სახეობების მართვის ტერიტორია (Habitat / Species Management Area);
ზ) „დაცული ლანდშაფტი" – დაცული ტერიტორია, რომელიც შეესაბამება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების V კატეგორიას – დაცული ლანდშაფტი (Protected Landscape);
თ) (ამოღებულია);
ი) „ანთროპოგენური ზემოქმედება" – ადამიანის, საზოგადოების მხრიდან სასიცოცხლო გარემოზე გათვალისწინებული და გაუთვალისწინებელი გარდამქმნელი ზემოქმედება, რომელსაც უმეტესწილად მოსდევს ეკოლოგიური წონასწორობის დარღვევა და ბუნებრივი რესურსების აღუდგენელი განადგურება;
კ) „ვიზიტორი" – დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციის პერსონალის გარდა ამ ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაშვებული პირი;
ლ) „მანიპულაციები" – მეცნიერული კვლევისა და მოვლა-პატრონობის აქტიური ქმედება და საქმიანობა, კერძოდ, ბუნებრივი მასალის მოპოვება, ლაბორატორიებისა და საცდელი სადგურების მოწყობა, ცხოველთა სახეობების ინტროდუქცია, რეინტროდუქცია, ტრანსლოკაცია, სანიტარიული და სხვა მოვლითი და აღდგენითი სატყეო-სამეურნეო ღონისძიებები და სხვა;
მ) „სამენეჯმენტო გეგმა" – დაცული ტერიტორიის ფუნქციონალურ-გეგმარებითი ორგანიზაციისა და ეკონომიკური დაგეგმვის ინტეგრალური, განხორციელებად ღონისძიებებზე ორიენტირებული დოკუმენტი, მიღებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ნ) (ამოღებულია - 20.07.2018, №3232);
ო) (ამოღებულია).
პ) „მონიტორინგი" – გარემოს მდგომარეობაზე დაკვირვებისა და მიღებული ინფორმაციის ანალიზისა და პროგნოზირების ერთიანი სისტემა;
ჟ) „მდგრადი განვითარება" – საზოგადოების განვითარების ისეთი სისტემა, რომელიც გარემოს დაცვისა და საზოგადოების ეკონომიკური განვითარების ინტერესების გათვალისწინებით უზრუნველყოფს ადამიანის ცხოვრების დონის ზრდას და მომავალი თაობების უფლებას, ისარგებლონ შეუქცევადი რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლილებებისაგან მაქსიმალურად დაცული ბუნებრივი რესურსებითა და გარემოთი;
რ) „ეკოსისტემა" – გარკვეულ ტერიტორიაზე არსებულ ურთიერთმოქმედ ცოცხალ ორგანიზმთა და არაორგანულ ელემენტთა ერთობლიობა;
ს) „ბიოლოგიური მრავალფეროვნება" – ცხოველთა და მცენარეთა მრავალფეროვნება სახეობებს შორის, ერთი სახეობის ფარგლებში და ეკოსისტემებში;
ტ) „ბიომრავალფეროვნების კონვენცია" – 1992 წლის კონვენცია "ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ" (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №17, 1994წ., მუხ. 344);
უ) „მსოფლიო მემკვიდრეობის დაცვის კონვენცია" – კონვენცია "მსოფლიო მნიშვნელობის ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ";
ფ) „in-situ კონსერვაცია" – გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა ბიოლოგიური სახეობების დაცვა ბუნებრივ პირობებში.
საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი № 4684 - სსმ I, № 16 , 07.05.2007წ., მუხ. 126
საქართველოს 2011 წლის 22 მარტის კანონი №4457-ვებგვერდი, 05.04.2011წ.
საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3232 – ვებგვერდი, 13.07.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 20.07.2018-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 20.07.2018 კანონი №3232
- 22.03.2011 კანონი №4457
წინა რედაქცია (21.05.2003 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 1. ტერმინების განმარტება ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) „დაცული ტერიტორია" – „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი განსაზღვრული სტატუსის მქონე სახმელეთო ტერიტორია და/ან ზღვის აკვატორია; ბ) „დაცული ტერიტორიების სისტემა" – „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული დაცული ტერიტორიების სხვადასხვა კატეგორიების ქსელი, რომელიც ფუნქციონირებს და იმართება, როგორც ერთიანი სისტემა; გ) „სახელმწიფო ნაკრძალი" – დაცული ტერიტორია, რომელიც შეესაბამება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების I კატეგორიას – მკაცრი ბუნებრივი რეზერვატი (Strict Nature Reserve / Wilderness Area); დ) „ეროვნული პარკი" – დაცული ტერიტორია, რომელიც შეესაბამება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების II კატეგორიას – ეროვნული პარკი (National Park); ე) „ბუნების ძეგლი" – დაცული ტერიტორია, რომელიც შეესაბამება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების III კატეგორიას – ბუნების ძეგლი (Natural Monument); ვ) „აღკვეთილი" – დაცული ტერიტორია, რომელიც შეესაბამება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების IV კატეგორიას – ჰაბიტატების/სახეობების მართვის ტერიტორია (Habitat / Species Management Area); ზ) „დაცული ლანდშაფტი" – დაცული ტერიტორია, რომელიც შეესაბამება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების V კატეგორიას – დაცული ლანდშაფტი (Protected Landscape); თ) „მრ(ავალმხრივი გამოყღენების ტერიტორია" – დაცული ტერიტორია, რომელიც შეესაბამება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების VI კატეგორიას – რესურსების მართვის დაცული ტერიტორია (Managed Resource Protected Area); ი) „ანთროპოგენური ზემოქმედება" – ადამიანის, საზოგადოების მხრიდან სასიცოცხლო გარემოზე გათვალისწინებული და გაუთვალისწინებელი გარდამქმნელი ზემოქმედება, რომელსაც უმეტესწილად მოსდევს ეკოლოგიური წონასწორობის დარღვევა და ბუნებრივი რესურსების აღუდგენელი განადგურება; კ) „ვიზიტორი" – დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციის პერსონალის გარდა ამ ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაშვებული პირი; ლ) „მანიპულაციები" – მეცნიერული კვლევისა და მოვლა-პატრონობის აქტიური ქმედება და საქმიანობა, კერძოდ, ბუნებრივი მასალის მოპოვება, ლაბორატორიებისა და საცდელი სადგურების მოწყობა, ცხოველთა სახეობების ინტროდუქცია, რეინტროდუქცია, ტრანსლოკაცია, სანიტარიული და სხვა მოვლითი და აღდგენითი სატყეო-სამეურნეო ღონისძიებები და სხვა; მ) „სამენეჯმენტო გეგმა" – დაცული ტერიტორიის ფუნქციონალურ-გეგმარებითი ორგანიზაციისა და ეკონომიკური დაგეგმვის ინტეგრალური, განხორციელებად ღონისძიებებზე ორიენტირებული დოკუმენტი, მიღებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ნ) „ტერიტორიული დ(აგეგმარება" – სახელმწიფოს ტღერიტორიის დაგეგმარება სხვადასხვა ტერიტორიულ რანგში და სხვადასხვა დეტალიზაციით: განსახლების გენერალური სქემებით ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე- 20.07.2018, რაიონული დაგეგმარების სქემებითა და პროექტებით რეგიონულ დონეზე, გენერალური სქემებითა და მენეჯმენტის გეგმებით სპეციალური მნიშვნელობის ტერიტორიებისა და ზონებისთვის, გენერალური გეგმებით დასახლებებისა და დასახლებების ჯგუფებისთვის და სხვა№3232); ო) „ს(ამეურნეო საქმიანობა" – „გარღემოსდაცვითი ნებართვის შესახებ" საქართველოს კანონით მასშტაბის, მნიშვნელობისა და გარემოზე ზემოქმედების ხარისხის მიხედვით დადგენილი, პირველ, მეორე, მესამე და მეოთხე კატეგორიას მიკუთვნებული სამეწარმეო ან სხვა სახის საქმიანობა;). პ) „მონიტორინგი" – გარემოს მდგომარეობაზე დაკვირვებისა და მიღებული ინფორმაციის ანალიზისა და პროგნოზირების ერთიანი სისტემა; ჟ) „მდგრადი განვითარება" – საზოგადოების განვითარების ისეთი სისტემა, რომელიც გარემოს დაცვისა და საზოგადოების ეკონომიკური განვითარების ინტერესების გათვალისწინებით უზრუნველყოფს ადამიანის ცხოვრების დონის ზრდას და მომავალი თაობების უფლებას, ისარგებლონ შეუქცევადი რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლილებებისაგან მაქსიმალურად დაცული ბუნებრივი რესურსებითა და გარემოთი; რ) „ეკოსისტემა" – გარკვეულ ტერიტორიაზე არსებულ ურთიერთმოქმედ ცოცხალ ორგანიზმთა და არაორგანულ ელემენტთა ერთობლიობა; ს) „ბიოლოგიური მრავალფეროვნება" – ცხოველთა და მცენარეთა მრავალფეროვნება სახეობებს შორის, ერთი სახეობის ფარგლებში და ეკოსისტემებში; ტ) „ბიომრავალფეროვნების კონვენცია" – 1992 წლის კონვენცია "ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ" (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №17, 1994წ., მუხ. 344); უ) „მსოფლიო მემკვიდრეობის დაცვის კონვენცია" – კონვენცია "მსოფლიო მნიშვნელობის ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ"; ფ) „in-situ კონსერვაცია" – გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა ბიოლოგიური სახეობების დაცვა ბუნებრივ პირობებში. საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი № 4684 - სსმ I, № 16 , 07.05.2007წ., მუხ. 126