თავი IX — თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მართვა
1. თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც მოიცავს განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. დაცულ ტერიტორიებზე საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მას უფლება აქვს, მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა.
2. თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების დაცვისა და გამოყენების სფეროში სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის მიზანია, უზრუნველყოს ყველა ფიზიკური და იურიდიული პირის მიერ დაცული ტერიტორიების დაცვისა და გამოყენების წესების და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა მოთხოვნათა შესრულება.
3. თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების დაცვისა და გამოყენების სფეროში სახელმწიფო კონტროლსა და ზედამხედველობას ექვემდებარება ყველა ფიზიკური და იურიდიული პირის ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია დაცული ტერიტორიების დაცვასა და გამოყენებასთან.
საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4684 - სსმ I, №16, 07.05.2007 წ., მუხ.126
საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5632 - სსმ I, №48, 27.12.2007 წ., მუხ.422
საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4427-ვებგვერდი, 17.03.2011წ.
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №4 77 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1653 – ვებგვერდი, 14.12.2017
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 07.12.2017-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 07.12.2017 კანონი №1653
- 11.03.2011 კანონი №4427
წინა რედაქცია (21.05.2003 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 50. სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების დაცვისა და გამოყენების სფეროში 1. დთუშეთის, ბაწარა-ბაბანექცურის, ლაგოდებხისა და ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც მოიცავს მათ მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. კონტროლსა და ზედამხედველობას ახორციელებენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო და საქართველოს დაცული ტერიტორიების, ნაკრძალზე ბისა და საქმონადირეო მეურანეობის სახელმწიფო დეპარტამეკონტი თროლს ავიანთი კხომპეტენრციელების ფსაქარგლთვებში, „ლოს გარემოს დაცვის შესახებ" და „დაცუსოფლი ტს მეურიტორინეობის სისტეამინის შესახებ" საქატრთველო ს კანონებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მათს უფლება აქვთს, მოითხოვონ სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა. 2. თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების დაცვისა და გამოყენების სფეროში სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის მიზანია, უზრუნველყოს ყველა ფიზიკური და იურიდიული პირის მიერ დაცული ტერიტორიების დაცვისა და გამოყენების წესების და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა მოთხოვნათა შესრულება. 3. თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების დაცვისა და გამოყენების სფეროში სახელმწიფო კონტროლსა და ზედამხედველობას ექვემდებარება ყველა ფიზიკური და იურიდიული პირის ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია დაცული ტერიტორიების დაცვასა და გამოყენებასთან. საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4684 - სსმ I, №16, 07.05.2007 წ., მუხ.126 საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5632 - სსმ I, №48, 27.12.2007 წ., მუხ.422 საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №4 77 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.