1. ამ კანონით დადგენილი საზღვრების ფარგლებში თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მიწების ინვენტარიზაციის (საზღვრების გამიჯვნის) და მათი მიღება-ჩაბარების სამუშაოების, აგრეთვე სამიწათმოწყობო დოკუმენტაციის შექმნისა და მომზადების ორგანიზება დასრულდეს 2004 წლის 1 დეკემბრამდე.

2. ამ კანონით დადგენილი საზღვრების ფარგლებში თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მიწების ინვენტარიზაცია და მათი მიღება-ჩაბარების სამუშაოები განხორციელდეს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

3. თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების საზღვრების ფარგლებში არსებულ მიწებზე, გარდა თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიისა, არ ვრცელდება
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები.

საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის კანონი №5204 - სსმ I, №28, 18.07.2007 წ., მუხ.289

საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №90 - სსმ I, №48, 14.07.2008 წ., მუხ.102

საქართველოს 2011 წლის 22 მარტის კანონი №4457-ვებგვერდი, 05.04.2011