საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 1 ოქტომბრის N3/181 ბრძანების დანართი N1-ში და დანართი N2-ში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№03/101
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/07/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის

მინისტრის ბრძანება №03/101

2013 წლის 28 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 1 ოქტომბრის № 3/181 ბრძანების დანართი № 1-ში და დანართი № 2-ში ცვლილების შეტანის თაობაზე

 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად,
 ვბრძანებ:

1. ქ. თბილისში არსებული კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ნაგებობებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 1 ოქტომბრის № 3/181 ბრძანების დანართ № 1-ში და დანართ № 2-ში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

ა) დანართ № 1-ში შეტანილი რიგითი ნომერი 376 – გელათის ქუჩა 13, ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით  – „იორის ქუჩა 30 / გელათის ქუჩა 13”, შესაბამისად, ამავე ბრძანების დანართ № 2-ში, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის/ ძეგლის სააღრიცხვო ბარათში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება: „გელათის ქუჩა 13” შეიცვალოს შემდეგი რედაქციით – „იორის ქუჩა 30 / გელათის ქუჩა 13” და ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.

2. დაევალოს კულტურული მემკვიდრეობის სტრატეგიის, ორგანიზაციების კოორდინაციისა და ნებართვების დეპარტამენტსб ამ ბრძანების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში, ბრძანების პირველ პუნქტში მითითებული ობიექტის მონაცემების სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვა.

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


   ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს მთავრობაში (მისამართი: ქ. თბილისი, პავლე ინგოროყვას ქუჩა № 7).  

 

 მინისტრი                                           მირიანე ოდიშარია

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი

 

            376

 

                                            

 

                                                

                                                                იორის ქ. 30/ გელათის ქუჩა 13.

 

 

 

კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ობიექტის/ძეგლის სააღრიცხვო

ბარათი № 010404222

fas_HPIM2565

1. სახელწოდება – გრიგორიანული ეკლესია

2. ადგილმდებარეობა / მისამართი – საქართველო, ქ. თბილისი, იორის ქუჩა 30 / გელათის ქუჩა 13

3. სახეობა – არქიტექტურის

4. თარიღი – მე-19 საუკუნის დასასრული