საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ადმინისტრაციული სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 04.07.2013
ძალის დაკარგვა 18.12.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
ნომერი №166
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.038.016190
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/07/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| მინისტრი სოზარ სუბარი | მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 17.12.2015
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ადმინისტრაციული სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის
ბრძანება №166
2013 წლის 4 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ადმინისტრაციული სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „თ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ადმინისტრაციული სამმართველოს თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2013 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.მინისტრისოზარ სუბარი
დანართი
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ადმინისტრაციული სამმართველოს დებულება
მუხლი 1🔗
1. წინამდებარე დებულება განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სასჯელაღსრულების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) ადმინისტრაციული სამმართველოს (შემდგომში – სამმართველო) დანიშნულებას, სტრუქტურას, ფუნქციებს, ამოცანებსა და მართვის ორგანიზაციას.
2. სამმართველო წარმოადგენს დეპარტამენტის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
3. სამმართველო თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს დეპარტამენტს.
4. სამმართველო ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის თავმჯდომარის წინაშე.
5. სამმართველოს შეიძლება ჰქონდეს ბეჭედი საკუთარი დასახელებით.
მუხლი 2🔗
სამმართველო თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, პატიმრობის კოდექსით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ბრძანებებით, ამ დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით.
მუხლი 3🔗
1. სამმართველოს ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა) საქმისწარმოებისა და საარქივო საქმიანობის წარმოების უზრუნველყოფა;
ბ) საქმისწარმოების საკითხების შესახებ ნორმატიული და მეთოდური დოკუმენტების შემუშავება და დანერგვა;
გ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და გაცემის უზრუნველყოფა;
დ) დეპარტამენტში შემოსული და დეპარტამენტიდან გასული კორესპონდენციების სტატისტიკა, დეპარტამენტში შემოსული კორესპონდენციების აღრიცხვა, დამუშავება, განაწილება, დოკუმენტაციის დროულად შესრულებასა და ჩამოწერაზე კონტროლი;
ე) საკონტროლო კორესპონდენციების განსაზღვრის უზრუნველყოფა;
ვ) დადგენილი წესით საიდუმლო საქმისწარმოებისა და საიდუმლო რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა;
ზ) საქმისწარმოებისათვის საჭირო ბლანკების, ბეჭდებისა და შტამპების გამოყენების აღრიცხვა და კონტროლი;
თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებების რეესტრის წარმოება;
ი) კომპეტენციის ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად რეაგირება;
კ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის თანახმად, ყოველი წლის 10 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტისათვის და საქართველოს პარლამენტისათვის ანგარიშის მომზადება და მიწოდება;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტში გამართული ღონისძიებების გაშუქების ორგანიზება, დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ სხვადასხვა სახის საინფორმაციო მასალის მომზადება და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა;
მ) დეპარტამენტის ტერიტორიაზე შემსვლელი სატრანსპორტო საშუალებების საშვების დამზადების, აღრიცხვისა და გაცემის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ნ) დეპარტამენტის საორგანიზაციო და საინფორმაციო მომსახურების უზრუნველყოფა;
ო) დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებისათვის (შემდგომში – დაწესებულება) ორგანიზაციულ-მეთოდური დახმარების გაწევა ინფორმაციის ოპერატიულად გაცვლის, გავრცელებისა და მისი ტექნიკური საშუალებების შესახებ;
პ) დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობაზე ოპერატიული ინფორმაციის უწყვეტ რეჟიმში მიღება, დამუშავება, შეკრება, გაანალიზება და შესაბამისი რეაგირება. აღნიშნული ინფორმაციის შესაბამისი პირებისა და ორგანოებისათვის მიწოდების უზრუნველყოფა;
ჟ) დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დროული მიწოდება დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და დაწესებულებების ხელმძღვანელთათვის;
რ) მიზნობრივი და ოპერატიული გეგმების მოქმედებაში მოყვანა. აუცილებლობის შემთხვევაში, სხვადასხვა დაწესებულებებთან/ორგანიზაციებთან ურთიერთკავშირის უზრუნველყოფა;
ს) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოთა (შემდგომში - სისტემის ორგანო) შეიარაღების ორგანიზების უზრუნველყოფა;
ტ) სისტემის ორგანოებში კომპიუტერული ქსელების გამართული მუშაობის, კომპიუტერული ტექნიკის გამართულ მდგომარეობაში ყოფნისა და კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა;
უ) სისტემის ორგანოების თანამედროვე პროგრამებით უზრუნველყოფა;
ფ) მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ქ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება.
მუხლი 4🔗
1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე.
2. სამმართველოს უფროსი ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის თავმჯდომარის წინაშე.
3. სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას, პასუხს აგებს სამმართველოსათვის დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვნად შესრულებაზე;
ბ) ხელს აწერს ან ახდენს ვიზირებებს სამმართველოს კომპეტენციის სფეროში შესრულებულ დოკუმენტაციაზე;
გ) ანაწილებს სამსახურებრივ კორესპონდენციას მის დაქვემდებარებაში არსებულ მოსამსახურეებს შორის და უზრუნველყოფს დავალებების შესრულების კონტროლს;
დ) დეპარტამენტის თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს მოსამსახურეთა წახალისებისა და მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების თაობაზე;
ე) უფლებამოსილია სამმართველოს კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე დეპარტამენტის სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და აგრეთვე დაწესებულებებიდან მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია და დოკუმენტაცია;
ვ) ახორციელებს კანონმდებლობითა და ამ დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს, ასრულებს დეპარტამენტის თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს.
მუხლი 5🔗
1. სამმართველოს უფროსს ჰყავს მოადგილე ან მოადგილეები.
2. სამმართველოს უფროსის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე.
3. სამმართველოს უფროსის მოადგილე:
ა) ხელს უწყობს სამმართველოს უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;
ბ) კონტროლს უწევს სამმართველოს მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს;
გ) ახდენს სამმართველოში მომზადებული დოკუმენტების ვიზირებას;
დ) ასრულებს სამმართველოს უფროსის და დეპარტამენტის თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს.
4. სამმართველოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობებს დეპარტამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ასრულებს სამმართველოს უფროსის მოადგილე ან ერთ-ერთი მოადგილე.
5. სამმართველოს უფროსის მოადგილე სამმართველოსადმი დაკისრებული ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია სამმართველოს უფროსის და დეპარტამენტის თავმჯდომარის წინაშე.
მუხლი 6🔗
1. სამმართველოში განყოფილების სახით შემავალ სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე.
2. განყოფილების უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს განყოფილების საქმიანობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს განყოფილების მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს;
გ) ზედამხედველობს განყოფილების მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
დ) ახორციელებს განყოფილებაში მომზადებული დოკუმენტების ვიზირებას;
ე) სამმართველოს ხელმძღვანელობას წარუდგენს ანგარიშს განყოფილების მუშაობის შესახებ.
3. განყოფილების უფროსი განყოფილებაზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია სამმართველოს უფროსისა და სამმართველოს უფროსის მოადგილის წინაშე.
მუხლი 7🔗
სამმართველოს შემადგენლობაშია:
ა) კანცელარია (განყოფილება);
ბ) საიდუმლო საქმისწარმოების განყოფილება;
გ) არქივი (განყოფილება);
დ) საორგანიზაციო განყოფილება;
ე) სამორიგეო განყოფილება;
ვ) საინფორმაციო ტექნოლოგიების განყოფილება.
მუხლი 8🔗
კანცელარიის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა) დეპარტამენტის საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით საქმისწარმოების ერთიანი წესების დამკვიდრება;
ბ) საქმისწარმოების საკითხებზე ნორმატიული და მეთოდური დოკუმენტების შემუშავება და დანერგვა;
გ) დეპარტამენტში შემოსული კორესპონდენციების პირველადი დამუშავების, წინასწარი გარჩევის, რეგისტრაციის, ინდექსაციის, განაწილების უზრუნველყოფა, დოკუმენტაციის დროულად შესრულებასა და ჩამოწერაზე კონტროლი;
დ) დეპარტამენტში შემოსული და დეპარტამენტიდან გასული კორესპონდენციების სტატისტიკის წარმოება;
ე) დეპარტამენტში მომზადებული კორესპონდენციის გაგზავნა/გადაგზავნის უზრუნველყოფა;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში საკონტროლო კორესპონდენციების განსაზღვრის უზრუნველყოფა;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში დოკუმენტების ასლების დამოწმება და დოკუმენტებიდან ამონაწერების მომზადება;
თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებების რეგისტრაცია, მათი დამოწმებული ასლების შესაბამისი ადრესატისათვის გადაგზავნა/მიწოდების უზრუნველყოფა, დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებების რეესტრის წარმოება;
ი) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და გაცემის უზრუნველყოფა;
კ) კომპეტენციის ფარგლებში სტატისტიკური მონაცემების მომზადება;
ლ) საქმისწარმოებისათვის საჭირო ბეჭდებისა და შტამპების გამოყენების კონტროლი.
მუხლი 9🔗
საიდუმლო საქმისწარმოების განყოფილების ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა) განსაკუთრებული მნიშვნელობის, სრულიად საიდუმლო და საიდუმლო საქმისწარმოების განხორცილება;
ბ) დეპარტამენტსა და დაწესებულებებში სახელმწიფო საიდუმლოების რეჟიმის დაცვის ორგანიზაციულ-მეთოდური ხელმძღვანელობა და კონტროლი;
გ) სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების თანამდებობრივი ნომერკლატურის შედგენის ორგანიზება და განსაზღვრული წესის შესაბამისად კონკრეტულ თანამშრომელთა სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვება;
დ) დეპარტამენტში მომზადებული საიდუმლო კორესპონდენციის გაგზავნა/გადაგზავნის უზრუნველყოფა;
ე) კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობით დადგენილი წესით საიდუმლო დოკუმენტების ასლების დამოწმება და დოკუმენტებიდან ამონაწერების მომზადება;
ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებების რეგისტრაცია, დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებების რეესტრის წარმოება.
მუხლი 10🔗
არქივის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა) დადგენილი წესით, განსაზღვრული ვადის გათვალისწინებით, დოკუმენტებისა და სხვადასხვა საქმეების არქივში შესანახად მომზადება;
ბ) დოკუმენტაციის არქივში ჩაბარების, დაცვის და მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
გ) არქივში დაცული დოკუმენტაციის აღრიცხვა და შესაბამისი რეესტრის წარმოება.
მუხლი 11🔗
საორგანიზაციო განყოფილების ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის თვმჯდომარისა და დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეებისათვის ორგანიზაციული და საინფორმაციო მომსახურების გაწევა;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში სტატისტიკური ინფორმაციის მოპოვება, მიღებული ინფორმაციის სტატისტიკურ-ანალიტიკური დამუშავება და განზოგადება;
გ) დეპარტამენტში გამართული თათბირების, შეხვედრების ჩატარების ორგანიზება, სათათბირო სხდომის ოქმების წარმოება;
დ) დეპარტამენტში გამართული ღონისძიებების გაშუქებისა და მასობრივი ინფორმაციის სხვადასხვა საშუალებების წარმომადგენელთა დასწრების ორგანიზება;
ე) დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ სხვადასხვა სახის საინფორმაციო მასალის მომზადება და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისათვის მიწოდება;
ვ) დეპარტამენტში გამართული ღონისძიებების ფოტო- და ვიდეომასალის წარმოება, შესაბამის ადრესატებთან გაგზავნა და დაარქივება;
ზ) დეპარტამენტის საქმიანობის ამსახველი საინფორმაციო ბუკლეტების, ჟურნალ-გაზეთებისა და სტატიების მოსამზადებელი ღონისძიებების გატარება;
თ) დეპარტამენტის ვებგვერდის განახლებისა და წარმოების კოორდინაცია;
ი) დეპარტამენტის ტერიტორიაზე შემსვლელი სატრანსპორტო საშუალებების საშვების დამზადების, აღრიცხვისა და გაცემის ორგანიზაციული უზრუნველყოფა.
მუხლი 12🔗
სამორიგეო განყოფილების ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა) დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და დაწესებულებებისათვის ორგანიზაციულ-მეთოდური დახმარების გაწევა ინფორმაციის ოპერატიულად გაცვლის, გავრცელებისა და მისი ტექნიკური საშუალებების შესახებ;
ბ) დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობაზე ოპერატიული ინფორმაციის უწყვეტ რეჟიმში მიღება, დამუშავება, შეკრება, გაანალიზება და დეპარტამენტის თავმჯდომარისათვის წარდგენა;
გ) ოპერატიული რეაგირება დაწესებულებებიდან შემოსულ შეტყობინებაზე, დანაშაულის ჩადენის, ხანძრის, სტიქიური უბედურების და სხვა განსაკუთრებული შემთხვევების შესახებ;
დ) დეპარტამენტის თავმჯდომარის დროული და ზუსტი ინფორმირება, სისტემის ორგანოებში არსებულ მდგომარეობაზე;
ე) დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და დაწესებულებების ხელმძღვანელთა დროული ინფორმირება, დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე;
ვ) დაწესებულებებიდან შემოსული სადღეღამისო ინფორმაციის მიღება-დამუშავების უზრუნველყოფა;
ზ) დაწესებულებებიდან შემოსული სადღეღამისო ინფორმაციის მიწოდება თავმჯდომარის მიერ განსაზღვრულ ორგანოებსა და უწყებებზე;
თ) დეპარტამენტის თავმჯდომარის მითითებით მიზნობრივი და ოპერატიული გეგმების მოქმედებაში მოყვანა, დეპარტამენტის მოსამსახურეთა შეკრების მიზნით, შეტყობინებების გაგზავნა-გავრცელება, განგაშის გამოცხადების, განსაკუთრებულ შემთხვევათა და სხვა არაორდინალურ ვითარებათა დადგომის შემთხვევაში;
ი) აუცილებლობის შემთხვევაში, ურთიერთკავშირის უზრუნველყოფა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მთავარი პროკურატურის სამორიგეო დანაყოფებთან, აღმასრულებელი ხელისუფლების ადგილობრივი ტერიტორიული ორგანოებისა და კომუნალური მომსახურების განმახორციელებელი შესაბამისი ორგანიზაციების/დაწესებულებების მორიგე სამსახურებთან;
კ) სისტემის ორგანოთა ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და სპეციალური საშუალებებით შეიარაღების ორგანიზება, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და სპეციალური საშუალებების აღრიცხვა, შენახვა, მოვლა-პატრონობა, გაცემა, მიღება, მოსამსახურეთა მიერ მათ სწორ ექსპლუატაციაზე ზედამხედველობა და კონტროლი;
ლ) სამსახურებრივ–საშტატო იარაღის ტარების უფლების დადასტურების შიდა რეესტრის წარმოება.
მუხლი 13🔗
საინფორმაციო ტექნოლოგიების განყოფილების ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა) დეპარტამენტის საქმიანობაში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა;
ბ) სისტემის ორგანოებში კომპიუტერული ქსელების გამართული მუშაობის, კომპიუტერული ტექნიკის გამართულ მდგომარეობაში ყოფნის უზრუნველყოფა;
გ) სისტემის ორგანოების თანამედროვე პროგრამებით უზრუნველყოფა;
დ) დეპარტამენტის ელექტრონული მონაცემთა ბაზების ფორმირება და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
ე) სისტემის ორგანოების კომპიუტერული და ტელესაკომუნიკაციო ქსელების ადმინისტრირება, მონიტორინგი, ურთიერთკავშირის და გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა.
მუხლი 14🔗
1. სამმართველოში საჯარო სამსახურს ეწევიან:
ა) უფროსი ინსპექტორები;
ბ) უფროსი მორიგე ინსპექტორები;
გ) ინსპექტორები;
დ) მთავარი სპეციალისტები (დეპარტამენტის თავმჯდომარის თანაშემწეები).
2. სამმართველოს მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე.
3. სამმართველოს მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.