საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 04.07.2013
ძალის დაკარგვა 18.12.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
ნომერი №165
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.038.016189
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/07/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,169 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.07.2013 მიღება
18.12.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
მინისტრი სოზარ სუბარი მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ბრძანება  №165 2013 წლის 4 ივლისი ქ. თბილისი საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს დებულების დამტკიცების თაობაზე „საქართველოს, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „თ“ ქვეპუნქტების შესაბამისად,  ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს დებულება თანდართული სახით. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2013 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.მინისტრისოზარ სუბარი დანართი საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს დებულება მუხლი 1🔗 1. წინამდებარე დებულება განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს  (შემდგომში – სამმართველო) ფუნქციებს, ამოცანებსა და მართვის ორგანიზაციას. 2.  სამმართველო წარმოადგენს დეპარტამენტის სტრუქტურულ ქვედანაყოფს. 3. სამმართველო თავისი  საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, პატიმრობის კოდექსით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ბრძანებებით, ამ დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით. 4. სამმართველო თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს დეპარტამენტს. 5. სამმართველო ექვემდებარება დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს ეკონომიკურ და საორგანიზაციო დარგში (შემდგომში - დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე) და თავისი ამოცანების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია მის წინაშე. მუხლი 2🔗 სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული უძრავი ქონებისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია; ბ) დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების ტექნიკური კონტროლი, მშენებლობებისა და კაპიტალური სარემონტო სამუშაოების დაგეგმარება, მათ შესრულებაზე კონტროლი და ინსპექტირება; გ) დეპარტამენტის საფინანსო სამმართველოსთან ერთად წინადადებების შემუშავება პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოთა (შემდგომში - სისტემის ორგანო) ინვენტარით, სამშენებლო-ტექნიკური, ელექტრომასალებითა და მოწყობილობებით, აგრეთვე სისტემის ორგანოთა მოსამსახურეების და ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა კვების პროდუქტებით და  ტანსაცმლით უზრუნველყოფის შესახებ. კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტისა და დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების განხორციელება; დ) სისტემის ორგანოებზე რიცხული მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების აღრიცხვიანობაზე და მის მოწესრიგებაზე კონტროლი; ე) შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად, დადებული ხელშეკრულებების პირობების შესრულების ინსპექტირება, შედეგების აღრიცხვა და სათანადო რეაგირება; ვ) სისტემის ორგანოთა სატრანსპორტო საშუალებების, მოწყობილობების, საინჟინრო ქსელებისა და მექანიზმების სისტემის ტექნიკურად გამართული მუშაობის უზრუნველყოფა, მათი ტექნიკური ინსპექტირება და კონტროლი სწორ ექსპლუატაციაზე, აგრეთვე კონტროლი ავტოტრანსპორტირებისათვის გამოყოფილი საწვავის სწორ განაწილებასა და ხარჯვაზე; ზ) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება; თ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. მუხლი 3🔗. 1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე. სამმართველოს უფროსი ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის წინაშე. 2. სამმართველოს უფროსს ჰყავს მოადგილე ან მოადგილეები. 3. სამმართველოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში, დეპარტამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, მის მოვალეობებს ასრულებს სამმართველოს უფროსის მოადგილე ან ერთ-ერთი მოადგილე. მუხლი 4🔗 სამმართველოს უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას; ბ) წარმოადგენს სამმართველოს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია სამმართველოზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; გ) კონტროლს უწევს  სამმართველოს მოსამსახურეების მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას; დ)  დეპარტამენტის ხელმძღვანელობას წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს მუშაობის შესახებ; ე) დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს საქმიანობის ორგანიზაციის, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების თაობაზე; ვ) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური საშუალებების გამოყოფის თაობაზე, რაც საჭიროა სამმართველოს ამოცანების შესასრულებლად; ზ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ კორესპონდენციას სამმართველოს მოსამსახურეთა შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებს და დავალებებს; თ) უზრუნველყოფს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებას, კონტრაქტორი ორგანიზაციების შერჩევას; ი) ახორციელებს მატერიალური საქონლის წლიური გეგმის ანალიზს; კ) ახორციელებს ვიზირებას და ხელს აწერს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს; ლ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებსა და დეპარტამენტის თავმჯდომარის, მისი მოადგილის დავალებებს. მუხლი 5🔗 1. სამმართველოს უფროსის მოადგილეს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე. 2. სამმართველოს უფროსის მოადგილე: ა) ხელს უწყობს სამმართველოს უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში; ბ) ზედამხედველობს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; გ) ახორციელებს სამმართველოში მომზადებული დოკუმენტების ვიზირებას; დ) სამმართველოს უფროსისა და დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის დავალებით ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს. 3. სამმართველოს უფროსის მოადგილე კანონმდებლობით დადგენილი წესით სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის სამმართველოს უფროსის წინაშე. მუხლი 6🔗 1. სამმართველოში განყოფილების სახით შემავალ სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე. 2. განყოფილების უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს განყოფილების საქმიანობას; ბ) ანაწილებს მოვალეობებს განყოფილების მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს; გ)  ზედამხედველობს განყოფილების მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; დ) ახორციელებს განყოფილებაში მომზადებული დოკუმენტების ვიზირებას; ე) სამმართველოს ხელმძღვანელობას წარუდგენს ანგარიშს განყოფილების მუშაობის შესახებ. მუხლი 7🔗 სამმართველოს შემადგენლობაშია: ა) მომარაგების განყოფილება;   ბ) ინფრასტრუქტურის განყოფილება; გ) სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების ორგანიზების განყოფილება; დ) ტრანსპორტის განყოფილება. მუხლი 8🔗 მომარაგების განყოფილების ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია: ა) სისტემის ორგანოთა მომარაგება, მატერიალურ უზრუნველყოფა და ცენტრალურ საწყობში შემოსული და გასული საქონლის აღრიცხვა; ბ) სისტემის ორგანოთა და ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა  კვებით  მომსახურეობაზე  დაკვირვება და კონტროლი; გ) სისტემის ორგანოების უზრუნველყოფა სამზარეულო და რბილი ინვენტარით (თეთრეული),  საჯარისო და სპორტული  ფორმებით, ჰიგიენური და სარეცხი საშუალებებით; დ) წლიური მოთხოვნების შესახებ ინფორმაციის მიწოდება საფინანსო სამმართველოსთვის; ე) მატერიალური საშუალებების მიღება-გაცემის აღრიცხვა და კონტროლი; ვ) სამმართველოში   შემოსული და გასული დოკუმენტაციის გატარება  და აღრიცხვა, გასული წერილების ასლების შენახვა, ბრძანებების განაწილება-შენახვა და საფინანსო დოკუმენტაციის განაწილება  განყოფილებებში; ზ) სისტემის ორგანოებისათვის საკანცელარიო საქონლის, აბრების, დროშების,  გერბების,  ბეჭდებისა და სხვადასხვა სახის ინვენტარის მიწოდების უზრუნველყოფა; თ) უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვის უზრუნველყოფა; ი) სპეციალური ტექნიკის შეძენა (თაღოვანი მეტალო-დეტექტორი, ხელის დეტექტორი, ვიდეოთვალები, ვიდეოკამერები, რაციები, კონდინციონერები)  მონტაჟი, დემონტაჟი და შეკეთება; კ) კარტრიჯების შეძენა და მომსახურება მათ დატუმბვაზე; ლ) კომპიუტერული ტექნიკით (კომპიუტერები, პრინტერები, ქსეროქსები, სკანერები, ფლეშ მეხსიერების ბარათები) უზრუნველყოფა,  სისტემის ორგანოებში კომპიუტერული ტექნიკის სათადარიგო ნაწილების შეძენა; მ) დეპარტამენტისა და დაწესებულებების შესაბამისი ინვენტარით  უზრუნველყოფა; ნ) საფინანსო სამმართველოსთვის სატენდერო დოკუმენტაციის მიწოდება;   ო) დეპარტამენტის ცენტრალური საწყობიდან მოთხოვნილი საკანცელარიო ნივთებისა და ინვენტარის დეპარტამენტში და დაწესებულებებში  მიწოდება-დარიგების უზრუნველყოფა; პ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. მუხლი 9🔗 ინფრასტრუქტურის განყოფილების ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია: ა) სამშენებლო-ტექნიკური საქონლის, ელექტრომასალებისა და ელექტროსაქონლის, სხვადასხვა სახის ტექნიკის  შეკეთების, მონტაჟის და დემონტაჟის უზრუნველყოფა; ბ) სამეურნეო საქონლის (სანტექნიკა, ენერგომომარაგება, ლიფტები) მომსახურეობა; გ)  სანტექნიკური (წყალმომარაგება, კანალიზაცია, გათბობა) და ურბანული სამუშაოების ინვენტარით უზრუნველყოფა; დ) დეპარტამენტისა და დაწესებულებების შენობების დეზინფექციას, დერატიზაციას და მედიკამენტებით (წამლებით და შესახვევი მასალით) უზრუნველყოფა; ე) დაწესებულებების ელექტროენერგით მომარაგების გამართულობაზე კონტროლი და აღდგენითი სამუშაოების განხორციელება; ვ) გენერატორების, დენის  ტრანსფორმატორების და ელექტროძრავების მონტაჟის, დემონტაჟის და მათ გამართულ მუშაობაზე კონტროლი; ზ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. მუხლი 10🔗 სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების ორგანიზების განყოფილების ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია: ა) დეპარტამენტისა და დაწესებულებების    მშენებლობისათვის და საჭიროების შემთხვევაში არსებული შენობა-ნაგებობების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის შესაბამისი სამშენებლო ორგანიზაციების შერჩევის და მათთან ხელშეკრულების შემუშავების უზრუნველყოფა; ბ) სამშენებლო-სარემონტო დოკუმენტაციის წარმოება, შერჩეული სამშენებლო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვებისა და შესაბამისი ფორმების (ფორმა N2) ანალიზი, ოპტიმიზაცია და მომზადება; გ) ექსპერტიზისათვის წარსადგენად ყველა შემოსული კორესპონდენციის შესწავლა და მათზე რეაგირებაა. დ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. მუხლი 11🔗 ტრანსპორტის განყოფილების ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია: ა) დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია; ბ) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოების სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურად გამართული მუშაობის უზრუნველყოფა, მათი ტექნიკური ინსპექტირება და კონტროლი სწორ ექსპლუატაციაზე; გ) ავტოტრანსპორტისათვის გამოყოფილი საწვავის სწორ განაწილებასა და ხარჯვაზე კონტროლი; დ) სპეციალური სატრანსპორტო საშუალებების განაწილება და გარბენების კილომეტრაჟის კონტროლი; ე) დეპარტამენტის ავტომანქანების პროფილაქტიკაში გადაყვანა და შესრულებული სამუშაოების დეფექტურ აქტში მითითებულ სამუშაოებთან შესაბამისობის კონტროლი; ვ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. მუხლი 12🔗 1. სამმართველოს მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე. 2. სამმართველოს მოსამსახურეები დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელებისას ანგარიშვალდებულნი არიან სამმართველოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფროსის,  სამმართველოს უფროსისა და სამმართველოს უფროსის მოადგილის წინაშე. 3. სამმართველოში საჯარო სამსახურს ეწევიან: ა) მთავარი ინსპექტორი (საწყობის გამგე); ბ) უფროსი ინსპექტორი; გ) ინსპექტორი; დ) დამხმარე მოსამსახურე (ტექნიკური მუშაკი); ე) მძღოლი; ვ) დამხმარე მოსამსახურე (დამლაგებელი).