საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საფინანსო სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 04.07.2013
ძალის დაკარგვა 18.12.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
ნომერი №164
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.038.016188
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/07/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| მინისტრი სოზარ სუბარი | მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 17.12.2015
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საფინანსო სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის
ბრძანება
№164
2013 წლის 4 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საფინანსო სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „თ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საფინანსო სამმართველოს თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2013 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.მინისტრისოზარ სუბარი
დანართი
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული
დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საფინანსო სამმართველოს დებულება
მუხლი 1🔗
1. წინამდებარე დებულება განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) საფინანსო სამმართველოს (შემდგომში – სამმართველო) ფუნქციებს, ამოცანებსა და მართვის ორგანიზაციას.
2. სამმართველო წარმოადგენს დეპარტამენტის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
3. სამმართველო თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, პატიმრობის კოდექსით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ბრძანებებით, ამ დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით.
4. სამმართველო თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს დეპარტამენტს.
5. სამმართველო ექვემდებარება დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს ეკონომიკურ და საორგანიზაციო დარგში (შემდგომში - დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე) და თავისი ამოცანების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია მის წინაშე.
მუხლი 2🔗
სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) ფინანსური პოლიტიკის გატარების ორგანიზება, ფულადი სახსრების მიზნობრივ ხარჯვაზე კონტროლი;
ბ) დეპარტამენტის ბიუჯეტის პროექტის შემუშავება;
გ) დაგეგმვის, ფინანსირებისა და აღრიცხვა-ანგარიშსწორების ღონისძიებების კონტროლი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
დ) ბიუჯეტის შესრულების ანალიზი;
ე) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების (შემდგომში – დაწესებულება) საფინანსო საქმიანობის კონტროლი;
ვ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მითითებების შესრულება ფინანსური და მატერიალური რესურსების ეკონომიური ხარჯვის თაობაზე და ამ მიმართულებით პრაქტიკული ღონისძიებების გატარება;
ზ) წინა და მიმდინარე პერიოდის მონაცემების სტატისტიკური დამუშავება და ანალიზი, დეპარტამენტის საფინანსო საქმიანობის სრულფასოვანი პროგნოზი;
თ) კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტისა და დაწესებულებების წარმომადგენლობა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სამინისტროსთან ურთიერთობებში;
ი) კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების წარმოება, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მომზადება და საქონლის/მომსახურების ხარისხის კონტროლი;
კ) საანგარიშო წლის განმავლობაში მოთხოვნების საფუძველზე შესასყიდი მომსახურებისა და საქონლის განსაზღვრა, შესყიდვების გეგმის დადგენა და კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარდგენა, სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად განხორციელება;
ლ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოსთან ერთად წინადადებების შემუშავება პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოთა (შემდგომში - სისტემის ორგანო) ინვენტარით, სამშენებლო ტექნიკური, ელექტრომასალებითა და მოწყობილობებით, იარაღითა და სპეციალური დანიშნულების ქონებით, აგრეთვე სისტემის ორგანოთა მოსამსახურეების და ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა კვების პროდუქტებით და ტანსაცმლით უზრუნველყოფა;
მ) კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში ანგარიშების მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ვადებში წარდგენა;
ნ) დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად კოორდინირებულად სახელმწიფო შესყიდვების ჩატარების ტექნიკური ორგანიზაცია და უზრუნველყოფა;
ო) დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად, დადებული ხელშეკრულებების პირობების შესრულების ინსპექტირება, შედეგების აღრიცხვა და რეაგირება;
პ) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ჟ) კომპეტენციის ფარგლებში სამმართველოში შემოსულ კორესპონდენციაზე რეაგირება;
რ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
მუხლი 3🔗
1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე. სამმართველოს უფროსი ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის წინაშე.
2. სამმართველოს უფროსს ჰყავს მოადგილე ან მოადგილეები.
3. სამმართველოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში, დეპარტამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, მის მოვალეობებს ასრულებს სამმართველოს უფროსის მოადგილე ან ერთ-ერთი მოადგილე.
მუხლი 4🔗
სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს სამმართველოს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია სამმართველოზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
გ) კონტროლს უწევს სამმართველოს მოსამსახურეების მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას;
დ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობას წარუდგენს ანგარიშს, სამმართველოს მუშაობის შესახებ;
ე) დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს საქმიანობის ორგანიზაციის, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების თაობაზე;
ვ) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური საშუალებების გამოყოფის თაობაზე, რაც საჭიროა სამმართველოს ამოცანების შესასრულებლად;
ზ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ კორესპონდენციას სამმართველოს მოსამსახურეთა შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებს და დავალებებს;
თ) ახორციელებს ვიზირებას და ხელს აწერს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;
ი) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს, დეპარტამენტის თავმჯდომარისა და დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის დავალებებს.
მუხლი 5🔗
1. სამმართველოს უფროსის მოადგილეს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე.
2. სამმართველოს უფროსის მოადგილე:
ა) ხელს უწყობს სამმართველოს უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;
ბ) ზედამხედველობს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
გ) ახორციელებს სამმართველოში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას;
დ) სამმართველოს უფროსისა და დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოვალეობებს.
3. სამმართველოს უფროსის მოადგილე კანონმდებლობით დადგენილი წესით სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია სამმართველოს უფროსის წინაშე.
მუხლი 6🔗
1. სამმართველოში განყოფილების სახით შემავალ სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე.
2. განყოფილების უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს განყოფილების საქმიანობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს განყოფილების მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს;
გ) ზედამხედველობს განყოფილების მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
დ) ახორციელებს განყოფილებაში მომზადებული დოკუმენტების ვიზირებას;
ე) სამმართველოს ხელმძღვანელობას წარუდგენს ანგარიშს განყოფილების მუშაობის შესახებ.
მუხლი 7🔗
სამმართველოს შემადგენლობაშია:
ა) საფინანსო განყოფილება;
ბ) საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილება;
გ) სახელმწიფო შესყიდვების განყოფილება.
მუხლი 8🔗
საფინანსო განყოფილების ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა) ფინანსური პოლიტიკის გატარების და ფულადი სახსრების მიზნობრივი ხარჯვის კონტროლი;
ბ) დეპარტამენტის ბიუჯეტის პროექტის შემუშავება;
გ) ბიუჯეტის შესრულების ანალიზი;
დ) წინა და მიმდინარე პერიოდის მონაცემების სტატისტიკური დამუშავება და ანალიზი, დეპარტამენტის საფინანსო საქმიანობის სრულფასოვანი პროგნოზი;
ე) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
მუხლი 9🔗
საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა) დაგეგმვის, ფინანსირებისა და აღრიცხვა-ანგარიშსწორების ღონისძიებების კონტროლი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) ბუღალტრული ანგარიშების შედგენა და დანიშნულებისამებრ დადგენილ ვადებში წარდგენა;
გ) დეპარტამენტის მიერ შეძენილი ძირითადი საშუალებების და მცირეფასიანი მატერიალური მარაგების აღრიცხვა და დეპარტამენტის ბალანსზე ასახვა;
დ) მომსახურების ხარჯების აღრიცხვა-ანგარიშგებაზე კონტროლი;
ე) დეპარტამენტის და დაწესებულებების ინვენტარის ჩამოწერა წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად;
ვ) დეპარტამენტის მოსამსახურეთათვის ფულადი ანაზღაურების დარიცხვა-გადარიცხვის უზრუნველყოფა;
ზ) დეპარტამენტის გადახდის წყაროსთან დაკავშირებული გადასახადების ყოველთვიური და წლიური ელექტრონული დეკლარირების უზრუნველყოფა;
თ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
მუხლი 10🔗
სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა) კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების წარმოება, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მომზადება და საქონლის/მომსახურების ხარისხის კონტროლი;
ბ) შესასყიდი მომსახურებისა და საქონლის განსაზღვრა, შესყიდვების გეგმის დადგენა და კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარდგენა, სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად განხორციელება;
გ) კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში ანგარიშების მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ვადებში წარდგენა;
დ) სახელმწიფო შესყიდვების ჩატარების ტექნიკური ორგანიზება და უზრუნველყოფა;
ე) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
მუხლი 11🔗
1. სამმართველოს მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე.
2. სამმართველოს მოსამსახურეები დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელებისას ანგარიშვალდებულნი არიან სამმართველოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფროსის, სამმართველოს უფროსისა და სამმართველოს უფროსის მოადგილის წინაშე.
3. სამმართველოში საჯარო სამსახურს ეწევიან:
ა) მთავარი ინსპექტორი;
ბ) მთავარი ინსპექტორი (უფროსი ბუღალტერი);
გ) უფროსი ინსპექტორი;
დ) უფროსი ინსპექტორი (ბუღალტერი);
ე) ინსპექტორი.