⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (18.12.2015)
გაუქმებულია:

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 04.07.2013
ძალის დაკარგვა 18.12.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
ნომერი №162
სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.038.016186
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/07/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 752 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.07.2013 მიღება
18.12.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
მინისტრი სოზარ სუბარი მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ბრძანება №162 2013 წლის 4 ივლისი ქ. თბილისი საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „თ“ ქვეპუნქტების შესაბამისად,   ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2013 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.მინისტრისოზარ სუბარი დანართი საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს დებულება მუხლი 1🔗 1. წინამდებარე დებულება განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სასჯელაღსრულების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს (შემდგომში – სამმართველო) დანიშნულებას, მის ფუნქციებს, ამოცანებსა და მართვის ორგანიზაციას. 2.  სამმართველო წარმოადგენს დეპარტამენტის სტრუქტურულ ქვედანაყოფს. 3. სამმართველო თავისი  საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, პატიმრობის კოდექსით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ბრძანებებით, ამ დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით. 4. სამმართველო თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს დეპარტამენტს. 5. სამმართველო ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის თავმჯდომარის წინაშე. 6. სამმართველოს აქვს ბეჭედი საკუთარი დასახელებით. მუხლი 2🔗 სამმართველოს ძირითადი ფუნქციები  და ამოცანებია: ა)  უფლებამოსილების ფარგლებში პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოებში (შემდგომში - სისტემის ორგანოები)  ერთიანი საკადრო პოლიტიკის გატარება; ბ) ნომენკლატურის ფარგლებში დეპარტამენტში არსებულ თანამდებობებზე რაციონალური განაწილებისათვის წინადადებების შემუშავება; გ) ვაკანტურ თანამდებობებთან შესაბამისობის განსაზღვრის მიზნით, უფლებამოსილების ფარგლებში დეპარტამენტში სამუშაოდ შესაძლო მიღების კანდიდატების ბიოგრაფიული, პროფესიული, ფიზიკური და სხვა მახასიათებელი მონაცემების შესწავლა; დ) ნომენკლატურის ფარგლებში დეპარტამენტის თავმჯდომარისათვის წარსადგენი მასალების მომზადება და განხილვა თანამდებობაზე დანიშვნის, გათავისუფლების, გადაადგილების, სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების, მოსამსახურეთა წახალისებისა და დაჯილდოების შესახებ; ე) დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანების პროექტების მომზადება ნომენკლატურის ფარგლებში მოსამსახურეთა დეპარტამენტში მიღების, დანიშვნის, გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, დათხოვნის, კადრების განკარგულებაში აყვანის, წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების, შვებულების, მივლინებისა და შრომითი ხელშეკრულების შესახებ; ვ) მოსამსახურეთა პირად საქმეების (ნომენკლატურის ფარგლებში) წარმოება, სააღრიცხვო-საშტატო მუშაობის, პერსონალის რიცხობრივი ანალიზის განხორციელება. ზ) უფლებამოსილების ფარგლებში სისტემის ორგანოების თანამშრომლებზე დადგენილი ნიმუშის სამსახურებრივი მოწმობების გაცემის უზრუნველყოფა; თ) დეპარტამენტში სამხედრო სავალდებულო სამსახურის გასავლელად წვევამდელებთან გასაფორმებელი კონტრაქტების მომზადება და სამხედრო ნამსახურების ბარათების წარმოება.  დოკუმენტების მომზადება სამხედო სავალდებულო სამსახურში ჩარიცხვის, სამხედრო წოდების მინიჭების, გადაადგილებისა და დათხოვნის შესახებ, აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი ელექტრონული ბაზების წარმოება. თვითმმართველი ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების შესაბამის ორგანოებთან მიმოწერა წვევამდელთა სამხედრო სავალდებულო სამსახურში ჩარიცხვისა და დათხოვნის შესახებ; ი) სამივლინებო დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა; კ) საკადრო საკითხებთან დაკავშირებული წერილებისა და განცხადებების განხილვა; ლ) მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება; მ) ნომენკლატურის ფარგლებში მოსამსახურეთა საპენსიო უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მასალების მომზადება; ნ) სისტემის ორგანოთა მოსამსახურეთა მონაცემთა ბაზის შექმნა შესაბამის სადაზღვევო კომპანიაში წარსადგენად; ო) სამინისტროსათვის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით ანგარიშების მომზადება; პ) დაწესებულებებში კადრების საქმიანობის ზედამხედველობა; ჟ) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციების განხორციელება. მუხლი 3🔗 1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე. სამმართველოს უფროსი ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის წინაშე. 2. სამმართველოს უფროსს ჰყავს მოადგილე ან მოადგილეები. 3. სამმართველოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში, დეპარტამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, მის მოვალეობებს ასრულებს სამმართველოს უფროსის მოადგილე ან ერთ-ერთი მოადგილე. მუხლი 4🔗 სამმართველოს უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას; ბ) წარმოადგენს სამმართველოს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია სამმართველოზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; გ) კონტროლს უწევს სამმართველოს მოსამსახურეების მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას; დ)  დეპარტამენტის ხელმძღვანელობას პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს, სამმართველოს მუშაობის შესახებ; ე) დეპარტამენტის თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს საქმიანობის ორგანიზაციის, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების თაობაზე; ვ) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური საშუალებების გამოყოფის თაობაზე, რაც საჭიროა სამმართველოს ამოცანების შესასრულებლად; ზ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ კორესპონდენციას სამმართველოს მოსამსახურეთა შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებს და დავალებებს; თ) ახორციელებს ვიზირებას და ხელს აწერს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს; ი) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს,  დეპარტამენტის თავმჯდომარისა და დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის დავალებებს. მუხლი 5🔗 1. სამმართველოს უფროსის მოადგილეს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე. 2. სამმართველოს უფროსის მოადგილე: ა) ხელს უწყობს სამმართველოს უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში; ბ) ზედამხედველობს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; გ) ახორციელებს სამმართველოში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას; დ) სამმართველოს უფროსისა და დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის დავალებით ახორციელებს სხვა უფლება - მოვალეობებს. 3. სამმართველოს უფროსის მოადგილე კანონმდებლობით დადგენილი წესით სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია სამმართველოს უფროსის წინაშე. მუხლი 6🔗 1. სამმართველოს მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე. 2. სამმართველოს მოსამსახურეები დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელებისას ანგარიშვალდებულნი არიან სამმართველოს უფროსისა და მისი მოადგილის წინაშე. 3.  სამმართველოში საჯარო სამსახურს ეწევიან: ა) მთავარი ინსპექტორები; ბ) უფროსი ინსპექტორები; გ) ინსპექტორები.