„ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დანტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 15 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№21
სარეგისტრაციო კოდი
190020020.35.158.016133
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/07/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №21

2013 წლის 2 ივლისი

ქ. ბოლნისი

 

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დანტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 15 იანვრის № 2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის  დამტკიცების შესახებ" ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 15 იანვრის   №2  დადგენილებით (სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.158.016114) დამტკიცებულ  წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

მუხლი 1
1. დებულების  მეექვსე  მუხლის პირველი და   მეორე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,, 1. ყოველთვიური ფულადი დახმარება გაეწევათ შემდეგი  კატეგორიის სპორტსმენებს:

ა) სპორტის სხვადასხვა  სახეობებში  საქართველოს ჩემპიონებს და პრიზიორებს, რომლებიც  ირიცხებიან  საქართველოს  ნაკრების წევრებად -150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით;

ბ) სხვადასხვა  ასაკობრივ ჯგუფში საქართველოს ჩემპიონებს და  საერთაშორისო  ტურნირების გამარჯვებულებს  -100 (ასი)ლარის ოდენობით;

გ) სხვადასხვა  ასაკობრივ ჯგუფში საქართველოს პრიზიორებსა  და  საერთაშორისო  ტურნირების  პრიზიორებს  -50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

2. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით და  მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დახმარების, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.".

2. დებულების  მეთექვსმეტე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,16.  გარდამავალი დებულებები

    გადაუდებელი აუცილებლობისას, სტიქიის შედეგად საცხოვრებელი სახლის, ასევე  ხანძრის შედეგად და სხვა უბედური შემთხვევის შედეგად საცხოვრებელი სახლის დაზიანების და სხვა ფორსმაჟორული შემთხვევების დროს   ნატურალური თუ  ფულადი ფორმით, არაუმეტეს 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის საკრებულო თავმჯდომარის ბრძანებით,  შესაბამისი სამსახურებისა და   ტერიტორიული  ორგანოების წარმომადგენლების  ადგილზე გასვლით  მდგომარეობის  შესწავლის დასკვნის საფუძველზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემალხაზ ერაძე