„სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №85/ნ |
|
2013 წლის 4 ივლისი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
,,სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებით (სსმ III, 22.04.2009წ., №49, მუხ. 555) დამტკიცებულ ,,სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებაში“ (დანართი №1) შევიდეს შემდეგი ცვლილება:
ა) მე-2 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,გ) ტესტი – გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შედგენილი ტესტური დავალებები და პასუხების ფურცელი;“; ბ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. საერთო სამაგისტრო გამოცდა ტარდება ტესტის მეშვეობით.“; გ) მე-7 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,5. გამოცდების ეროვნული ცენტრის მიმართვის შემთხვევაში, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საგანმანათლებლო დაწესებულება საერთო სამაგისტრო გამოცდისა და საერთო სამაგისტრო გამოცდების საცდელი ტესტირებების ჩატარებისთვის უზრუნველყოფს მის სარგებლობაში არსებული შენობებიდან საჭირო ფართის გამოყოფას.“; დ) მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. საერთო სამაგისტრო გამოცდაზე დამკვირვებელი შეიძლება იყოს საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი ან დამოუკიდებელი ფიზიკური პირი, რომელმაც საერთო სამაგისტრო გამოცდების დაწყებამდე არა უგვიანეს 10 დღისა გააკეთა განაცხადი დამკვირვებლად რეგისტრაციის მოთხოვნით და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მიენიჭა ან წილისყრით განესაზღვრა დამკვირვებლის სტატუსი.“; ე) მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ბ.ბ) პირადობის (ბინადრობის) მოწმობა/პასპორტი ან სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ბეჭდით და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით დამოწმებული განაცხადი/განცხადება-ანკეტა/ამონაბეჭდი ან სხვა დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია პირის ფერადი ფოტოსურათი, სახელი, გვარი და პირადი ნომერი;“; ვ) მე-18 მუხლის ვ.ა) პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს; ვ.ბ) მე-4 პუნქტის: ვ.ბ.ა) ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,გ) პასუხების ფურცლის შესავსებად ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული კალმის გარდა სხვა კალმის გამოყენება, აგრეთვე, პასუხების ფურცელზე მაიდენტიფიცირებელი ნიშნის (სახელი, ნომერი, მისამართი და სხვა) ან რაიმე სახის ისეთი გრაფიკული გამოსახულების (ფიგურა, წარწერა და ა.შ.) დატანა, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან;“; ვ.ბ.ბ) ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ვ) მერხზე ტესტური დავალებების, პასუხების ფურცლის, საწერი კალმის და ამ დებულების მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის გარდა სხვა ნივთების მოთავსება;“; ზ) მე-19 მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-2 პუნქტი; თ) მე-20 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: ,,11. გამსწორებლის მიერ სწორდება მხოლოდ პასუხების ფურცელი.“; მუხლი 2. ამ ბრძანების ამოქმედებამდე ცენტრის მიერ 2013 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის გატარებული შესაბამისი ღონისძიებები ჩაითვალოს ,,სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანების შესაბამისად განხორციელებულად.
|
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|