სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№02-886/ო
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/07/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების

სააგენტოს უფროსის

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

№ 02-886/ო
2013 წლის 2 ივლისი

სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ

საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” მე-9 მუხლის მე-16 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის, „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად
, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შპს „უნიმედი კახეთის“ ფილიალებს (ფაქტობრივი მისამართები: ქ. ახმეტა, რუსთაველის ქუჩა; ქ. ყვარელი, ჭავჭავაძის ქუჩა „ნაბაღრები“) მიეცეს „სასწრაფო სამედიცინო დახმარების“ საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება.

2. ბრძანების პირველ პუნქტში აღნიშნული ინფორმაცია შეტანილ იქნეს სამედიცინო დაწესებულებათა უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში (ქ. თბილისი, წერეთლის გამზირი №144) ან სასამართლოში.

4. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.

საფუძველი: შპს „უნიმედი კახეთის“ დირექტორის ი. მანელიძის განცხადება: N72979, 27.06.2013
.

სააგენტოს უფროსი
გია თვალავაძე