„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ივლისის №118 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №170 |
|
2013 წლის 5 ივლისი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ივლისის N118 დადგენილებაში (სსმ, 2005 წელი, N89, მუხლი 1014) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის სამეთვალყურეო საბჭო შემდეგი შემადგენლობით:
2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი: „41. სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებები მიიღება მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებების გამოყენების გზითაც, რა დროსაც სამეთვალყურეო საბჭოს წევრები ვალდებულნი არიან 24 საათში მიიღონ გადაწყვეტილება (,,მომხრე“, ,,წინააღმდეგი“). სამეთვალყურეო საბჭო უფლებამოსილია მართვის ერთიანი ავტომატური საშუალების გამოყენების გზით მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მასში მონაწილეობს საბჭოს წევრთა ნახევარი მაინც. თითეულ წევრს მხოლოდ ერთი ხმის უფლება აქვს. საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს მონაწილე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.“. 3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ყოველ სხდომაზე, მათ შორის მართვის ერთიანი ავტომატური საშუალების გზით გადაწყვეტილების მიღებისას დგება ოქმი, რომელიც ასახავს განხილულ ყველა საკითხს და მიღებულ გადაწყვეტილებას. სამეთვალყურეო საბჭოს თითოეულ წევრს უფლება აქვს დააფიქსიროს თავისი დამოუკიდებელი მოსაზრება ოქმში.“. 4. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის 71 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „71. ფონდის აღმასრულებელ დირექტორს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილე, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ფონდის აღმასრულებელი დირექტორი.“. 5. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) სამეთვალყურეო საბჭოს მიერ განსაზღვრული საშტატო განრიგის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ფონდის თანამშრომლებს, ფონდის თანამშრომლებთან დებს შრომით ხელშეკრულებებს, ამტკიცებს შინაგანაწესს;”. 6. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ” ქვეპუნქტი: „დ) საინვესტიციო პროექტების განხორციელებისათვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოების, შესაბამისი კვლევების, არქეოლოგიური სამუშაოების და საინვესტიციო პროექტების განხორციელებისათვის საჭირო სხვა თანმდევი მომსახურების დაფინანსება.”. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ივლისის №118 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 05.07.2013.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ივლისის №118 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ივლისის №118 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 05.07.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №170. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.10.003.017335.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ივლისის №118 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ივლისის №118 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ივლისის №118 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.07.2013 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ივლისის №118 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №170, 05.07.2013, სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.017335 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.07.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1964270/