საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და უკრაინის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს შორის ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება

მიღების თარიღი 25.06.2013
ძალაში შესვლა 25.06.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №16-141
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016194
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/07/2013
matsne.gov.ge 463 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.06.2013 მიღება
25.06.2013 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და უკრაინის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს შორის ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და უკრაინის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს შორის ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და უკრაინის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო (შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი), ურთიერთსარგებლიანობისა და ურთიერთდახმარების პრინციპებიდან გამომდინარე, გამოხატავენ რა სურვილს, განავითარონ ორმხრივი თანამშრომლობა ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო მეცნიერების სფეროში, დარწმუნებულები იმაში, რომ აღნიშნული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას, შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი 1🔗 მხარეები ხელს შეუწყობენ თანამშრომლობის განვითარებას ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო მეცნიერების სფეროში მათ ქვეყნებში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 2🔗 მხარეები განავითარებენ ურთიერთსარგებლიან თანამშრომლობას შემდეგი მიმართულებებით: 1)  რეფორმები ჯანმრთელობის დაცვის სფეროში; 2)   ჯანმრთელობის დაცვის სფეროში საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობა; 3)  სამედიცინო განათლება და სამედიცინო კადრების მომზადება; 4)  სპეციალისტების გაცვლა სწავლებისა და კონსულტაციების მიზნით მხარეების ინტერესის სფეროებში; 5)    გამოცდილების გაზიარება ჯანდაცვის სფეროს მართვის საინფორმაციო სისტემების განვითარებასთან დაკავშირებით;   6)  თანამშრომლობა დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის საკითხებში; 7)  ინფორმაციის გაცვლა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, მათ შორის, იმუნიზაციის პროგრამებისა და პანდემიებთან ბრძოლასთან დაკავშირებით; 8)  თანამშრომლობა მოსახლეობის სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური კეთილდღეობის მიზნით; 9)    კლინიკურ და პროფილაქტიკურ მედიცინაში ფუნდამენტალური და გამოყენებითი სამეცნიერო კვლევების განვითარება მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის სისტემის საჭიროებების გათვალისწინებით; 10) სამედიცინო სტატისტიკა; 11) თანამშრომლობის სხვა ურთიერთშეთანხმებული მიმართულებები. მუხლი 3🔗 მხარეები ხელს შეუწყობენ პირდაპირი კონტაქტების გაფართოებას სამედიცინო (ფარმაცევტულ) დაწესებულებებსა და სამეცნიერო ორგანიზაციებს შორის შემდეგში „თანამშრომელ ორგანიზაციებად” წოდებულნი. თანამშრომელ ორგანიზაციებს შორის ურთიერთობა განხორციელდება მათ შორის შეთანხმებების საფუძველზე, თითოეული მხარის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 4🔗 წინამდებარე შეთანხმების მე-2 მუხლის დებულებებს მხარეები შეასრულებენ კონსულტაციების, სპეციალისტებისა და სამედიცინო-ტექნიკური ინფორმაციის გაცვლის, სიმპოზიუმებისა და კონფერენციების ორგანიზების, სტატიებისა და მონოგრაფიების პუბლიკაციის, ასევე  სხვა სახის თანამშრომლობის გზით, რომელზედაც მიღწეულ იქნება შეთანხმება. მუხლი 5🔗 მხარეები აცნობებენ ერთმანეთს თავიანთ ქვეყნებში დაგეგმილი კონფერენციების, გამოფენების, სასწავლო სემინარებისა და სხვა მსგავსი ღონისძიებების ჩატარების შესახებ და ხელს შეუწყობენ მასში მონაწილე სპეციალისტების მიღებას. თუ სხვაგვარად არ იქნა შეთანხმებული მხარეებს შორის, მივლინებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს გაიღებს წარმგზავნი მხარე. მუხლი 6🔗 წინამდებარე შეთანხმებაში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე ოქმების სახით და ძალაში შევა ამ შეთანხმების მე-8 მუხლის თანახმად. აღნიშნული სახით მიღებული ოქმები წარმოადგენენ ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს. მუხლი 7🔗       ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე შეთანხმების დებულებების განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით, გადაწყდება კონსულტაციების ან მხარეთა შორის მოლაპარაკებების გზით. მუხლი 8🔗       შეთანხმება ძალაში შედის მისი ხელმოწერის დღიდან და იდება 5 (ხუთი) წლის ვადით. წინამდებარე შეთანხმების მოქმედება ავტომატურად გრძელდება მომდევნო ხუთწლიანი პერიოდებით, თუ რომელიმე მხარე შესაბამისი პერიოდის  ამოწურვამდე არანაკლებ ექვსი თვით ადრე დიპლომატიური არხების მეშვეობით წერილობით არ აცნობებს მეორე მხარეს თავისი განზრახვის შესახებ შეწყვიტოს ამ შეთანხმების მოქმედება. მუხლი 9🔗        შესრულებულია 2013 წლის 25 ივნისს ქ. თბილისში, ორ დედნად, თითოეული ქართულ, უკრაინულ და რუსულ ენებზე, ამასთან, ყველა ტექსტს თანაბარი ძალა გააჩნია. წინამდებარე შეთანხმების განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს რუსულ ენაზე. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელით                                                                   (ხელმოწერილია) უკრაინის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სახელით                                                                 (ხელმოწერილია)