საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის მორიგი არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე

მიღების თარიღი 08.07.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №18
სარეგისტრაციო კოდი 010240020.15.008.016085
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/07/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 183 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის მორიგი არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №18 2013 წლის 8 ივლისი ქ.თბილისი საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის მორიგი არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-14 მუხლის მე-3 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: მუხლი 1🔗 1. პრეზიდენტობის კანდიდატის ცესკოში წარმომადგენლის დანიშვნის თაობაზე განცხადებას ხელს უნდა აწერდეს პრეზიდენტობის კანდიდატი. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს წარმომადგენლის სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტი) ნომერი, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და სხვა რეკვიზიტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 2. ყველა სხვა დონის საარჩევნო კომისიებში პრეზიდენტობის კანდიდატის წარმომადგენლის დანიშვნის თაობაზე განცხადებას ხელს უნდა აწერდეს პრეზიდენტობის კანდიდატი ან მისი წარმომადგენელი ზემდგომ საარჩევნო კომისიაში და მასში უნდა აღინიშნოს წარმომადგენლის გვარი, სახელი, დაბადების წელი, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და სხვა რეკვიზიტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში). მუხლი 2🔗 ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან  2 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 3🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეზურაბ ხარატიშვილიცესკოს მდივანიგიზო მჭედლიძე