საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის მორიგ არჩევნებში ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეების მონაწილეობის წესის განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 08.07.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №20
სარეგისტრაციო კოდი 010240020.15.008.016087
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/07/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 168 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის მორიგ არჩევნებში ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეების მონაწილეობის წესის განსაზღვრის შესახებ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №20 2013 წლის 8 ივლისი ქ.თბილისი საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის მორიგ არჩევნებში ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეების მონაწილეობის წესის განსაზღვრის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, 30-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: მუხლი 1🔗 საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის მორიგ არჩვენებში მონაწილეობისა და ხმის მიცემის უფლების მქონე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქე პირი, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 185​1 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ ამომრჩევლად დარეგისტრირდება შესაბამის საარჩევნო ოლქში მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანოს წარდგინების ან საკუთარი განცხადების საფუძველზე.  მუხლი 2🔗 ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან  2 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 3🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეზურაბ ხარატიშვილიცესკოს მდივანიგიზო მჭედლიძე