საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის მორიგი არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცედურებისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №21 |
|
2013 წლის 8 ივლისი ქ. თბილისი |
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, 30-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცედურებისა და გადაწყვეტილების მიღების წესი დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
1. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს შესაბამისი საარჩევნო კომისია ირჩევს კომისიის სხდომაზე, სახელობითი კენჭისყრით.
2. კენჭისყრის პროცედურის ჩატარებამდე კომისიის წევრებს უფლება აქვთ სათითაოდ გაეცნონ კონკურსანტების მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას. 3. კომისიის წევრებს ურიგდებათ ცხრილის სახით ამობეჭდილი (დანართი 1) კონკურსანტების ჩამონათვალი, რომელშიც კონკურსანტების სახელისა და გვარის გარდა აგრეთვე მიეთითება, თუ რომელ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე აქვს მას შეტანილი განცხადება. 4. შესაბამისი საარჩევნო კომისიის თითოეული წევრი ცხრილში შემოხაზავს, თუ რომელ კანდიდატს/კანდიდატებს აძლევს იგი ხმას, თითოეულ გვერდზე მიუთითებს თავის სახელსა და გვარს და მოაწერს ხელს და დოკუმენტს გადასცემს შესაბამისი კომისიის სხდომის მდივანს. 5. საარჩევნო კომისიის სხდომის მდივანი ითვლის ხმის მიცემის შედეგებს, შეაქვს სპეციალურ ცხრილში (დანართი 2) და აცხადებს თითოეული კანდიდატის მიერ მიღებული ხმების რაოდენობას. 6. იმ შემთხვევაში თუ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ვერ აირჩა, მისი ხელახალი არჩევა ხორციელდება იმავე წესით. დანართი 1 უბანი №
საარჩევნო კომისიის წევრი _______________ /______________/ ”___”_________ 201__ წ. (ხელმოწერა) (სახელი და გვარი) (თარიღი) დანართი 2
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის მორიგი არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცედურებისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის მორიგი არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცედურებისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 08.07.2013.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის მორიგი არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცედურებისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების შესახებ“?
- „საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის მორიგი არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცედურებისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 08.07.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. დოკუმენტის ნომერი — №21. სარეგისტრაციო კოდი — 010240020.15.008.016088.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის მორიგი არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცედურებისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის მორიგი არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცედურებისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.07.2013 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის მორიგი არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცედურებისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების შესახებ“, №21, 08.07.2013, სარეგისტრაციო კოდი 010240020.15.008.016088 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.07.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1965451/