პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანიის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯების დასაფარად პოლიტიკური პარტიებისათვის განკუთვნილი თანხების ოდენობის განსაზღვრისა და გადარიცხვის წესის შესახებ

მიღების თარიღი 08.07.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №23
სარეგისტრაციო კოდი 010240020.15.008.016090
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/07/2013
matsne.gov.ge 413 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (8)
1 პ/გ ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო”
2 საქართველოს კონსერვატიული პარტია
3 ”მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს”
4 საქართველოს რესპუბლიკური პარტია
5 პ/გ ”ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები”
6 პ/გ ეროვნული ფორუმი
7 პ/გ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
პოლიტიკური გაერთიანება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანიის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯების დასაფარად პოლიტიკური პარტიებისათვის განკუთვნილი თანხების ოდენობის განსაზღვრისა და გადარიცხვის წესის შესახებ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №23 2013 წლის 8 ივლისი ქ. თბილისი პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანიის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯების დასაფარად პოლიტიკური პარტიებისათვის განკუთვნილი თანხების ოდენობის განსაზღვრისა და გადარიცხვის წესის შესახებ „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის მე-12 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:  მუხლი 1🔗 დამტკიცდეს დაფინანსების ოდენობები პოლიტიკური პარტიებისთვის საარჩევნო კამპანიის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯების დასაფარად დანართი 1  შესაბამისად.  მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრული თანხების გადარიცხვის წესი დანართი 2 შესაბამისად. მუხლი 3🔗 ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 4🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეზურაბ ხარატიშვილიცესკოს მდივანიგიზო მჭედლიძე დანართი 1 პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანიის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით სატელევიზიო რეკლამის ხარჯების დასაფარად გამოყოფილი თანხების განაწილება № პოლიტიკური გაერთიანება ხმათა რაოდენობა გაანგარიშება თანხა (ლარი) საარჩევნო ბლოკი ”ქართული ოცნება” 1 181 862 = 1 181 862 * 3 / 6 = 590 931 * 6 = = 3 545 586 > 600 000 1    პ/გ ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” = 600 000 / 6 100 000 2    საქართველოს კონსერვატიული პარტია = 600 000 / 6 100 000 3    ”მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” = 600 000 / 6 100 000 4    საქართველოს რესპუბლიკური პარტია = 600 000 / 6 100 000 5    პ/გ ”ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები” = 600 000 / 6 100 000 6    პ/გ ეროვნული ფორუმი = 600 000 / 6 100 000 7 პ/გ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 867 432 = 867 432 * 3 / 1 = 2 602 296 > 600 000   600 000 სულ 1 200 000  დანართი 2 პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანიის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით სატელევიზიო რეკლამის ხარჯების დასაფარად გამოყოფილი თანხების გადარიცხვის წ ე ს ი 1. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად პოლიტიკურმა პარტიებმა ცესკოში უნდა წარმოადგინონ წერილობითი მომართვა ანგარიშსწორების განხორციელების თაობაზე თანდართული საეთერო დროის შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებისა და სხვა დოკუმენტების ასლებით (ინვოისი, მიღება-ჩაბარება და სხვა). 2. ანგარიშსწორებას სატელევიზიო რეკლამის მიმწოდებელთან, გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, უზრუნველყოფს ცესკოს ადმინისტრაციული დეპარტამენტი, დანართი 1  განსაზღვრული დაფინანსების ფარგლებში. 3. ანგარიშსწორება სატელევიზიო რეკლამის მიმწოდებელთან იწყება 2013 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისათვის დანართი 1 განსაზღვრული პოლიტიკური გაერთიანებების მიერ პრეზიდენტობის კანიდიდატის ცესკოში რეგისტრაციის შემდეგ.