საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ჩილეს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის პოლიტიკური კონსულტაციების ჩატარების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი
მიღების თარიღი 25.04.2013
ძალაში შესვლა 25.04.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №178/1
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016195
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/07/2013
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით (ხელმოწერილია) | ჩილეს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით (ხელმოწერილია) |
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ჩილეს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის პოლიტიკური კონსულტაციების ჩატარების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი
ურთიერთგაგების მემორანდუმი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ჩილეს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის პოლიტიკური კონსულტაციების ჩატარების შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და ჩილეს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო, შემდგომში „მხარეებად' წოდებულნი,
ხელმძღვანელობენ რა სუვერენიტეტისა და თანასწორობის პატივისცემისა და შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპებით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების შესაბამისად,
ითვალისწინებენ რა ორივე მხარისთვის სხვადასხვა დონეზე პოლიტიკური კონსულტაციების გამართვისა და აზრთა გაზიარების მნიშვნელობას ორმხრივი ურთიერთობებისა და საერთო ინტერესის რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებზე,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
მხარეები ურთიერთშეთანხმებით უზრუნველყოფენ რეგულარული შეხვედრების ორგანიზებას პოლიტიკური კონსულტაციების ჩატარების მიზნით იმ საკითხებზე, რომლებიც შედის მათი კომპეტენციის სფეროში ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
შეხვედრები გაიმართება თბილისსა და სანტიაგოში მონაცვლეობით. დელეგაციების დონე, ასევე შეხვედრების თარიღები და დღის წესრიგი დადგინდება დიპლომატიური არხების საშუალებით.
მუხლი 3🔗
მხარეებს შეუძლიათ ერთობლივი შეთანხმებით შექმნან სამუშაო ჯგუფები ან ექსპერტთა ჯგუფები კონკრეტული საკითხების შესწავლის მიზნით. საჭიროების შემთხვევაში, მხარეებს შეუძლიათ ასეთ სამუშაო ჯგუფებში მიიწვიონ სხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების ან მესამე მხარეთა წარმომადგენლები.
მუხლი 4🔗
მხარეები ხელს შეუწყობენ თანამშრომლობას თავიანთ შესაბამის წარმომადგენლებს შორის საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფორუმების ფარგლებში.
მუხლი 5🔗
მხარეთა შეთანხმებით აღნიშნულ ურთიერთგაგების მემორანდუმში შეიძლება შევიდეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე ოქმების სახით და ძალაში შევა ამ ურთიერთგაგების მემორანდუმისთვის გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად. ეს ოქმები წარმოადგენენ წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის განუყოფელ ნაწილს.
მუხლი 6🔗
1. წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმი ძალაში შევა მისი ხელმოწერის დღეს და ძალაში დარჩება 5 (ხუთი) წლის განმავლობაში, რის შემდეგაც ის ავტომატურად განახლდება შემდგომი ორ (2)-წლიანი ვადებით.
2. თითოეულ მხარეს შეუძლია ნებისმიერ დროს დიპლომატიური არხების საშუალებით განაცხადოს თავისი გადაწყვეტილების შესახებ, მოქმედება შეუწყვიტოს წინამდებარე მემორანდუმს. შეწყვეტა ძალაში შევა შეტყობინების დღიდან ექვსი (6) თვის შემდეგ.
შესრულებულია ქ. სანტიაგოში, 2013 წლის 25 აპრილს, ორ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ, ესპანურ და ინგლისურ ენებზე, ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის განსხვავებული ინტერპრეტაციის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს
სახელით
(ხელმოწერილია)
ჩილეს რესპუბლიკის საგარეო
საქმეთა სამინისტროს
სახელით
(ხელმოწერილია)