საქართველოს საავტომობილო გზების საგზაო სამუშაოების კლასიფიკაციის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 10.07.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №172
სარეგისტრაციო კოდი 470030000.10.003.017338
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/07/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,902 სიტყვა · ~15 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (2)
საავტომობილო გზა
არის საინჟინრო ნაგებობა, რომლის დანი­შ­ნულებაა უზრუნველყოს ავტოტრანსპორტისა და სხვა თვითმავალი სა­შუალებების უსაფრთხო და მოხერხებული მოძრაობა დადგენილი ნორ­მატიული სიჩქარეებით, ღერძული დატვირთვებით და გაბარიტე­ბით
მუხლი 2
საგზაო-საექსპლუატაციო სამსახურის შენობა-ნაგებობანი. 2. გზის გეომეტრიული პარამეტრები
მიწის ვაკისის, სავალი ნა­წილის, გამყოფი ზოლის, გვერდულის გამაგრების ზოლის, გვერდუ­ლის და კიუვეტის სიგანეები; გზის სავალი ნაწილის ქვეშ საგზაო სა­მოსის კონსტრუქციული ფენების სისქეები; კიუვეტის სიღრმე; გრძივი და განივი ქანობების, ჰორიზონტალური და ვერტიკალური მრუდე­ების და ხილვადობის არის სიდიდეები, ხელოვნური ნაგებობების სიგ­რძეები და გაბარიტები. 3. გზის ინფრასტრუქტურა – გზის კეთილმოწყობის, ავტოტრანს­პორტის და მგზავრების სერვისის ობიექტები. 4. გზის მახასიათებელი მაჩვენებლების მონაცემთა ბანკი – გზე­ბის და მათზე განლაგებული საინჟინრო ნაგებობების, სათანადოდ დამ­ტკიცებულ მახასიათებელთა ტექნიკური, საექსპლუატაციო და სატრანსპორტო მაჩვენებლების მონაცემთა ბანკი. 5. გზის დიაგნოსტიკა – გზების ტექნიკური, სატრანსპორტო და სა­ექსპლუატაციო მდგომარეობის განსაზღვრა, გამოკვლევის ჩატარების გზით. 6. გზის სამოსი – საავტომობილო გზის სავალი ნაწილის სიგანის ფარგლებში საფარის, საფუძვლის და საფუძვლის დამატებითი (ქვესა­გები) ფენის (საჭიროების შემთხვევაში) ერთობლივი კონსტრუქცია. 7. გზის საფარი –გზის სამოსის ზედა ფენა (ან ფენები). 8. მიწის ვაკისი – კომპლექსური საინჟინრო ნაგებობა, რომლის ძი­­რითად მოვალეობას წარმოადგენს საკუთარი და მასზე მოწყობილი გზის სამოსის მდგრადობის უზრუნველყოფა. მიწის ვაკისი მოიცავს: ყრილის ტანს და ყრილის საფუძველს, ჭრილის ზედა (მუშა) ფენას, ყრი­ლების და ჭრილების ფერდობებს, ზედაპირული და გრუნტის წყლების ამრიდ ან დონის დამწევ ნაგებობებს. 9. გვერდული – საავტომობილო გზის ელემენტი სავალ ნაწი­ლ­სა და მიწის ვაკისის წარბას შორის, რომელიც გათვალისწინებულია გა­ნაპირა ზოლის, სატრანსპორტო საშუალებების იძულებით გაჩერები­სათვის საჭირო ზოლის, ღობურების და მოძრაობის ორგანიზაციის სხვა ტექნიკური საშუალებების განსათავსებლად. 10. მოძრაობის რეჟიმის რეგულირების ტექნიკური საშუალებები – საგზაო ნიშნები და საინფორმაციო ფარები, გზების ჰორიზონ­ტა­ლუ­რი და ვერტიკალური მონიშვნები, შუქნიშნები, მიმმართველი ბოძ­კინ­ტები, პარაპეტები, ზღუდარები და სხვა. 11. საავტომობილო გზების მახასიათებელი მაჩვენებლები – მოი­ცავს საავტომობილო გზების ტექნიკურ, საექსპლუატაციო და სატ­რანს­პორტო მაჩვენებლების მთელ კომპლექსს. 12. საავტომობილო გზების ტექნიკური მაჩვენებლები – მიწის ვა­კი­სის და სამოსის გეომეტრიული პარამეტრები, მოძრაობის ზო­ლე­ბის რაოდენობა, მიწის ვაკისის მდგრადობა, სამოსის კონსტრუქციის ტიპი და მზიდუნარიანობა, მოძრაობის საანგარიშო სიჩქარე და სხვა. 13. საავტომობილო გზების საექსპლუატაციო მაჩვენებლები – გზაზე სატრანსპორტო საშუალებების და ტვირთების გამტარუ­ნარიანობა; ტრანსპორტის ნაკადის საექსპლუატაციო სიჩქარე, საფარის სისწორე, საფარის ხორკლიანობა და ცვეთამედეგობა; გზებზე და ხი­დებზე დასაშვები დატვირთვები, გზის განვლადობა, გზების მომსა­ხუ­რეობის ვადები, ავარიულობა და უსაფრთხოება; გზის მოძრაობის რე­ჟიმის რე­გუ­ლირების ტექნიკური საშუალებებით, დამცავი ნაგებო­ბე­ბით და კეთილმოწყობის საშუალებებით უზრუნველყოფა; მგზავრ­თა და ავ­ტო­ტრანსპორტის სერვისის ინფრასტრუქტურით აღჭურვა და სხვა. 14. საავტომობილო გზების სატრანსპორტო მაჩვენებლები  – მოძრა­ობის ინტენსივობა, ნაკადების შემადგენლობა და რაოდენობა; გზის ტრანსპორტით დატვირთვის და მოძრაობის სიმჭიდროვის დო­ნე; ნაკადში სატრანსპორტო საშუალებების შემადგენლობა, მიმოსვლი­სა­თვის საჭირო დრო და სხვა. 15. საავტომობილო გზებისàმოვლა-შეკეთება – გზების მიმდი­ნა­რე შეკეთების, პერიოდული შეკეთების და რეაბილიტაციის სამუშაო­ების სახეობების ერთობლიობა, რომლებიც ითვალისწინებენ გზის მა­ხა­სია­თე­ბელი მაჩვენებელების აღდგენა-რეაბილიტაციას. 16. საავტომობილო გზების სრულყოფა – გზების რეკონსტ­რუქ­ციის და მოდერნიზაციის სამუშაოების ერთობლიობა, რომლებიც ით­ვა­ლი­სწინებენ არსებული გზების გამტარუნარიანობის გადიდების ღო­ნის­­ძიებებს, მოძრაობის ინტენსივობის მოთხოვნებიდან გამომდინარე გზე­ბის ტექნიკური, საექსპლუატაციო და სატრანსპორტო მაჩვენებლე­ბის გაუმჯობესებას და სხვა. 17. საავტომობილო გზების განვითარება – ახალი გზების მშე­ნე­ბ­ლობა, რის შედეგადაც ხდება ქვეყნის საერთო სარგებლობის საავ­ტო­მობილო გზების განფენილობის გადიდება. 18. საგზაო სამუშაოების კლასიფიკაცია – საგზაო სამუშაოების სა­ხეობებად დაჯგუფება, სადაც საგზაო პირობების სათანადო დონით გა­უმ­ჯობესების მიზნით, თითოეული სახეობა ითვალისწინებს საგზაო სამუშაოების რეგლამენტირებული კომპლექსის ერთდროულ და ავ­ტო­ნო­მიურ განხორციელებას. 19. საგზაო პირობები – მოიცავს რიგ ტექნიკურ და საექსპლუ­ა­ტა­ციო მაჩვენებლებს: მიწის ვაკისის, სავალი ნაწილის, გამყოფი ზო­ლის, გვერდულების და გამაგრებული ზოლის სიგანეებს; საფარის კონს­ტრუქციას; გრძივი და განივი ქანობების, ჰორიზონტალური და ვერტიკალური მრუდეების და ხილვადობის არის სიდიდეებს; სატ­რანსპორტო საშუალებების და ტვირთების გამტარუნარიანობას; საფა­რის სისწორეს და ხორკლიანობას; გზებსა და ხიდებზე დასაშვებ და­ტ­­ვი­რთვებს; მოძრაობის მდგრადობას და გზების განვლადობას; გზე­ბის ავარიულობას და უსაფრთხოებას და გზების მოძრაობის რე­ჟიმის რეგულირების საშუალებებით და დამცავი ნაგებობებით აღ­ჭურ­ვას. 20. სარემონტშორისო ვადები – კალენდარული ხანგრძლივობა (წლე­ბში), რომლის განმავლობაშიც საგზაო სამუშაოების ამა თუ იმ სახეო­ბის განხორციელების შედეგად საავტომობილო გზა ინარჩუნებს და­წესე­ბული რეჟიმით ავტოტრანსპორტის მოძრაობის უზრუნველ­ყო­ფის საიმედოობას. 21. წყალამრიდი ნაგებობები – კიუვეტები, სამთო არხები, სა­ვა­ლი ნაწილიდან წყლის მოცილების სპეციალური ბეტონის ტელეს­კო­პიური გადამშვებით აღჭურვილი ღარები, მიწის ვაკისის ფერდო­ბების გამო­რეცხვის საწინააღმდეგო ნაგებობები და დრენაჟები. 22. წყალგამტარი ნაგებობები – მილები, ხიდები, აკვედუკები, დიუ­კერები, სელედუკები და ხონჩები (ფონები), რომლებიც ზედა­პირულ წყლებს, სარწყავ არხებს და მდინარეებს ატარებენ გზის ერ­თი მხრი­დან მეორისაკენ. 23. ხელოვნური ნაგებობები – წყალგამტარი ნაგებობები, ესტაკა­დე­ბი, ვიადუკები, გზაგამტარები, აივნები, საყრდენი კედლები, გვირა­ბე­ბი და სხვა. 24. დამცავი ნაგებობები – ნამქერსაწინააღმდეგო; ზვავსაწინააღმ­დეგო; ზვავწარმოქმნის საწინააღმდეგო, ქვათაცვენის საწინააღმდეგო, მეწყერსაწინააღმდეგო,  ნაპირსამაგრი, ხმაურდამხშობი და სხვა ნაგე­ბობები. 25. საინჟინრო ნაგებობები – საავტომობილო გზის ცნებაში მოი­ცავს: მიწის ვაკისს, გზის სამოსს, მოძრაობის რეგულირების ტექნიკურ საშუალებებს, გზის მოწყობილობებს, წყალამრიდ, ხელოვნურ და დამცავ ნაგებობებს. 26. გზის კეთილმოწყობა – საავტომობილო გზების ინფრას­ტრუქტურის ნაწილი, რომელიც მოიცავს დასასვენებელ, გადასახედ და მანქანების დასადგომ მოედნებს, წყაროებს, ავტომანქანების გასაჩერებლებს, პავილიონებს და სხვა. 27. საავტომობილო გზებზე ნორმატიული დატვირთვა – საავ­ტომობილო ტრანსპორტის ღერძებზე დასაშვები მაქსიმალური დატ­ვირთვა. 28. საავტომობილო გზების განთვისების ზოლი – მიწის ზოლი, რომელზედაც განთავსებულია საავტომობილო გზის მიწის ვაკისი, საინჟინრო და დამცავ ნაგებობათა მთელი კომპლექსი და გამწვანება. 29. საპროექტო დოკუმენტაცია – საავტომობილო გზის საინჟ­ინ­რო ნაგებობათა კომპლექსის ან მისი რომელიმე კომპონენტის მოვლა-შეკეთების (მიმდინარე შეკეთება, პერიოდული შეკეთება და რეაბი­ლიტაცია) სრულყოფის (რეკონსტრუქციის, მოდერნიზაციის) ან განვი­თარების (ახალი გზის) სამშენებლო სამუშაოთა ნახაზები, მოცუ­ლო­ბები და ღონისძიებების აღმნუსხველი დოკუმენტაცია. 30. გზის დეფექტების (დეფექტური) უწყისი  – ადგილზე გზის გარკვეულ მონაკვეთზე შესასრულებელი საგზაო სამუშაოთა ჩამო­ნა­თვალის მოცულობების და შესრულების მეთოდის კომისიურად გან­საზღვრით შედგენილი უწყისი. 31. საპროექტო მაჩვენებელი – გზის ტექნიკური და საექს­პლუ­ატაციო მაჩვენებლები, რომლებიც შეესაბამება ბოლო პერიოდში გან­ხორციელებული საგზაო სამუშაოების შედეგად მიღწეულ მონაცემებს. 32. ტექნიკური კატეგორია – გზების კლასიფიკაცია ტექნიკური მაჩვენებლების მიხედვით.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს საავტომობილო გზების საგზაო სამუშაოების კლასიფიკაციის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება №172 2013 წლის 10 ივლისი ქ. თბილისი საქართველოს საავტომობილო გზების საგზაო სამუშაოების კლასიფიკაციის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე მუხლი 1🔗 პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცე­ვის კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დამტკიც­დეს საქართველოს საავტომობილო გზების საგზაო სამუშაოების კლასი­ფიკაციის თანდართული ტექნიკური რეგლამენტი.  მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ეკონო­მი­კური განვითარების მინისტრის 2006 წლის 3 ნოემბრის №1-1/1290 ბრძა­ნება ,,საქართველოს საავტომობილო გზების საგზაო სამუშაოების კლა­სიფიკაციის ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი საქართველოს საავტომობილო გზების საგზაო სამუშაოების კლასიფიკაციის ტექნიკური რეგლამენტი თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. კლასიფიკაციის ძირითადი მიზანი საქართველოს საავტომობილო გზების საგზაო სამუშაოების კლასი­ფიკაციის ტექნიკური რეგლამენტი განსაზღვრავს სამუშაოების იმ სახე­ო­ბებს, რომლებიც შეიძლება ჩატარებულ იქნეს საქართველოს ტერიტო­რი­აზე განლაგებულ საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე და ამასთანავე  აზუსტებს თითოეულ სახეობაში შესასრულებელ კონკ­რე­ტულ სამუშაოთა ჩამონათვალს. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება 1. საავტომობილო გზების ცნება: ა) საავტომობილო გზა არის საინჟინრო ნაგებობა, რომლის დანი­შ­ნულებაა უზრუნველყოს ავტოტრანსპორტისა და სხვა თვითმავალი სა­შუალებების უსაფრთხო და მოხერხებული მოძრაობა დადგენილი ნორ­მატიული სიჩქარეებით, ღერძული დატვირთვებით და გაბარიტე­ბით; ბ) საავტომობილო გზების ცნებაში, როგორც მისი შემადგენელი ნაწილები, გაერთიანებულია: ბ.ა) მიწის ვაკისი, რომლის ძირითადი ელემენტებია: სავალი ნა­წი­ლი, გვერდულები, საველოსიპედო და საცალფეხო ბილიკები, კიუ­ვე­ტები, წყალამრიდი ნაგებობები და სხვ.; ბ.ბ) ხელოვნური ნაგებობები (ხიდები, გვირაბები, ესტაკადები, გზაგამტარები, ვიადუკები, აკვედუკები, სატრანსპორტო კვანძები, წყა­ლ­გამტარი ნაგებობები, საყრდენი კედლები, ნაპირსამაგრი, ნაპირ­დამცავი, წყლის ნაკადმიმმართველი, სარეგულაციო ნაგებობები და სხვ.); ბ.გ) განთვისების ზოლები და მის ფარგლებში არსებული სხვა საგზაო ნაგებობანი; ბ.დ) მოძრაობის მართვისა და რეგულირების, ტექნოლოგიური კავშირის, საინფორმაციო საშუალებების, განათების მოწყობილობათა ელემენტები და სხვა ნაგებობანი, მათ შორის სპეციალური დანიშ­ნულების სატელეფონო კავშირები, რომლებიც საჭიროა საავტომო­ბილო გზების ნორმალური მოვლა-შენახვისა და ფუნქციონირებისა­თვის; ბ.ე) საავტომობილო გზების ზედა საჰაერო სივრცე სატრანსპორ­ტო საშუალებებისათვის დადგენილი გაბარიტების ფარგლებში; ბ.ვ) თოვლდამცავი და ხმაურდამხშობი მოწყობილობანი, სატყეო თოვლდამცავი ზოლები, ზვავსაწინააღმდეგო, ღვარცოფსაწინააღმდეგო და წყალამრიდი ნაგებობანი, გასაჩერებელი და დასასვენებელი მოედ­ნები და ავარიის საწინააღმდეგო ჯიბეები, რომლებიც შეიძლება გან­ლა­გე­ბული იყოს განთვისების ზოლის გარეთ; ბ.ზ) საგზაო-საექსპლუატაციო სამსახურის შენობა-ნაგებობანი. 2. გზის გეომეტრიული პარამეტრები – მიწის ვაკისის, სავალი ნა­წილის, გამყოფი ზოლის, გვერდულის გამაგრების ზოლის, გვერდუ­ლის და კიუვეტის სიგანეები; გზის სავალი ნაწილის ქვეშ საგზაო სა­მოსის კონსტრუქციული ფენების სისქეები; კიუვეტის სიღრმე; გრძივი და განივი ქანობების, ჰორიზონტალური და ვერტიკალური მრუდე­ების და ხილვადობის არის სიდიდეები, ხელოვნური ნაგებობების სიგ­რძეები და გაბარიტები. 3. გზის ინფრასტრუქტურა – გზის კეთილმოწყობის, ავტოტრანს­პორტის და მგზავრების სერვისის ობიექტები. 4. გზის მახასიათებელი მაჩვენებლების მონაცემთა ბანკი – გზე­ბის და მათზე განლაგებული საინჟინრო ნაგებობების, სათანადოდ დამ­ტკიცებულ მახასიათებელთა ტექნიკური, საექსპლუატაციო და სატრანსპორტო მაჩვენებლების მონაცემთა ბანკი. 5. გზის დიაგნოსტიკა – გზების ტექნიკური, სატრანსპორტო და სა­ექსპლუატაციო მდგომარეობის განსაზღვრა, გამოკვლევის ჩატარების გზით. 6. გზის სამოსი – საავტომობილო გზის სავალი ნაწილის სიგანის ფარგლებში საფარის, საფუძვლის და საფუძვლის დამატებითი (ქვესა­გები) ფენის (საჭიროების შემთხვევაში) ერთობლივი კონსტრუქცია. 7. გზის საფარი –გზის სამოსის ზედა ფენა (ან ფენები). 8. მიწის ვაკისი – კომპლექსური საინჟინრო ნაგებობა, რომლის ძი­­რითად მოვალეობას წარმოადგენს საკუთარი და მასზე მოწყობილი გზის სამოსის მდგრადობის უზრუნველყოფა. მიწის ვაკისი მოიცავს: ყრილის ტანს და ყრილის საფუძველს, ჭრილის ზედა (მუშა) ფენას, ყრი­ლების და ჭრილების ფერდობებს, ზედაპირული და გრუნტის წყლების ამრიდ ან დონის დამწევ ნაგებობებს. 9. გვერდული – საავტომობილო გზის ელემენტი სავალ ნაწი­ლ­სა და მიწის ვაკისის წარბას შორის, რომელიც გათვალისწინებულია გა­ნაპირა ზოლის, სატრანსპორტო საშუალებების იძულებით გაჩერები­სათვის საჭირო ზოლის, ღობურების და მოძრაობის ორგანიზაციის სხვა ტექნიკური საშუალებების განსათავსებლად. 10. მოძრაობის რეჟიმის რეგულირების ტექნიკური საშუალებები – საგზაო ნიშნები და საინფორმაციო ფარები, გზების ჰორიზონ­ტა­ლუ­რი და ვერტიკალური მონიშვნები, შუქნიშნები, მიმმართველი ბოძ­კინ­ტები, პარაპეტები, ზღუდარები და სხვა. 11. საავტომობილო გზების მახასიათებელი მაჩვენებლები – მოი­ცავს საავტომობილო გზების ტექნიკურ, საექსპლუატაციო და სატ­რანს­პორტო მაჩვენებლების მთელ კომპლექსს. 12. საავტომობილო გზების ტექნიკური მაჩვენებლები – მიწის ვა­კი­სის და სამოსის გეომეტრიული პარამეტრები, მოძრაობის ზო­ლე­ბის რაოდენობა, მიწის ვაკისის მდგრადობა, სამოსის კონსტრუქციის ტიპი და მზიდუნარიანობა, მოძრაობის საანგარიშო სიჩქარე და სხვა. 13. საავტომობილო გზების საექსპლუატაციო მაჩვენებლები – გზაზე სატრანსპორტო საშუალებების და ტვირთების გამტარუ­ნარიანობა; ტრანსპორტის ნაკადის საექსპლუატაციო სიჩქარე, საფარის სისწორე, საფარის ხორკლიანობა და ცვეთამედეგობა; გზებზე და ხი­დებზე დასაშვები დატვირთვები, გზის განვლადობა, გზების მომსა­ხუ­რეობის ვადები, ავარიულობა და უსაფრთხოება; გზის მოძრაობის რე­ჟიმის რე­გუ­ლირების ტექნიკური საშუალებებით, დამცავი ნაგებო­ბე­ბით და კეთილმოწყობის საშუალებებით უზრუნველყოფა; მგზავრ­თა და ავ­ტო­ტრანსპორტის სერვისის ინფრასტრუქტურით აღჭურვა და სხვა. 14. საავტომობილო გზების სატრანსპორტო მაჩვენებლები  – მოძრა­ობის ინტენსივობა, ნაკადების შემადგენლობა და რაოდენობა; გზის ტრანსპორტით დატვირთვის და მოძრაობის სიმჭიდროვის დო­ნე; ნაკადში სატრანსპორტო საშუალებების შემადგენლობა, მიმოსვლი­სა­თვის საჭირო დრო და სხვა. 15. საავტომობილო გზებისàმოვლა-შეკეთება – გზების მიმდი­ნა­რე შეკეთების, პერიოდული შეკეთების და რეაბილიტაციის სამუშაო­ების სახეობების ერთობლიობა, რომლებიც ითვალისწინებენ გზის მა­ხა­სია­თე­ბელი მაჩვენებელების აღდგენა-რეაბილიტაციას. 16. საავტომობილო გზების სრულყოფა – გზების რეკონსტ­რუქ­ციის და მოდერნიზაციის სამუშაოების ერთობლიობა, რომლებიც ით­ვა­ლი­სწინებენ არსებული გზების გამტარუნარიანობის გადიდების ღო­ნის­­ძიებებს, მოძრაობის ინტენსივობის მოთხოვნებიდან გამომდინარე გზე­ბის ტექნიკური, საექსპლუატაციო და სატრანსპორტო მაჩვენებლე­ბის გაუმჯობესებას და სხვა. 17. საავტომობილო გზების განვითარება – ახალი გზების მშე­ნე­ბ­ლობა, რის შედეგადაც ხდება ქვეყნის საერთო სარგებლობის საავ­ტო­მობილო გზების განფენილობის გადიდება. 18. საგზაო სამუშაოების კლასიფიკაცია – საგზაო სამუშაოების სა­ხეობებად დაჯგუფება, სადაც საგზაო პირობების სათანადო დონით გა­უმ­ჯობესების მიზნით, თითოეული სახეობა ითვალისწინებს საგზაო სამუშაოების რეგლამენტირებული კომპლექსის ერთდროულ და ავ­ტო­ნო­მიურ განხორციელებას. 19. საგზაო პირობები – მოიცავს რიგ ტექნიკურ და საექსპლუ­ა­ტა­ციო მაჩვენებლებს: მიწის ვაკისის, სავალი ნაწილის, გამყოფი ზო­ლის, გვერდულების და გამაგრებული ზოლის სიგანეებს; საფარის კონს­ტრუქციას; გრძივი და განივი ქანობების, ჰორიზონტალური და ვერტიკალური მრუდეების და ხილვადობის არის სიდიდეებს; სატ­რანსპორტო საშუალებების და ტვირთების გამტარუნარიანობას; საფა­რის სისწორეს და ხორკლიანობას; გზებსა და ხიდებზე დასაშვებ და­ტ­­ვი­რთვებს; მოძრაობის მდგრადობას და გზების განვლადობას; გზე­ბის ავარიულობას და უსაფრთხოებას და გზების მოძრაობის რე­ჟიმის რეგულირების საშუალებებით და დამცავი ნაგებობებით აღ­ჭურ­ვას. 20. სარემონტშორისო ვადები – კალენდარული ხანგრძლივობა (წლე­ბში), რომლის განმავლობაშიც საგზაო სამუშაოების ამა თუ იმ სახეო­ბის განხორციელების შედეგად საავტომობილო გზა ინარჩუნებს და­წესე­ბული რეჟიმით ავტოტრანსპორტის მოძრაობის უზრუნველ­ყო­ფის საიმედოობას. 21. წყალამრიდი ნაგებობები – კიუვეტები, სამთო არხები, სა­ვა­ლი ნაწილიდან წყლის მოცილების სპეციალური ბეტონის ტელეს­კო­პიური გადამშვებით აღჭურვილი ღარები, მიწის ვაკისის ფერდო­ბების გამო­რეცხვის საწინააღმდეგო ნაგებობები და დრენაჟები. 22. წყალგამტარი ნაგებობები – მილები, ხიდები, აკვედუკები, დიუ­კერები, სელედუკები და ხონჩები (ფონები), რომლებიც ზედა­პირულ წყლებს, სარწყავ არხებს და მდინარეებს ატარებენ გზის ერ­თი მხრი­დან მეორისაკენ. 23. ხელოვნური ნაგებობები – წყალგამტარი ნაგებობები, ესტაკა­დე­ბი, ვიადუკები, გზაგამტარები, აივნები, საყრდენი კედლები, გვირა­ბე­ბი და სხვა. 24. დამცავი ნაგებობები – ნამქერსაწინააღმდეგო; ზვავსაწინააღმ­დეგო; ზვავწარმოქმნის საწინააღმდეგო, ქვათაცვენის საწინააღმდეგო, მეწყერსაწინააღმდეგო,  ნაპირსამაგრი, ხმაურდამხშობი და სხვა ნაგე­ბობები. 25. საინჟინრო ნაგებობები – საავტომობილო გზის ცნებაში მოი­ცავს: მიწის ვაკისს, გზის სამოსს, მოძრაობის რეგულირების ტექნიკურ საშუალებებს, გზის მოწყობილობებს, წყალამრიდ, ხელოვნურ და დამცავ ნაგებობებს. 26. გზის კეთილმოწყობა – საავტომობილო გზების ინფრას­ტრუქტურის ნაწილი, რომელიც მოიცავს დასასვენებელ, გადასახედ და მანქანების დასადგომ მოედნებს, წყაროებს, ავტომანქანების გასაჩერებლებს, პავილიონებს და სხვა. 27. საავტომობილო გზებზე ნორმატიული დატვირთვა – საავ­ტომობილო ტრანსპორტის ღერძებზე დასაშვები მაქსიმალური დატ­ვირთვა. 28. საავტომობილო გზების განთვისების ზოლი – მიწის ზოლი, რომელზედაც განთავსებულია საავტომობილო გზის მიწის ვაკისი, საინჟინრო და დამცავ ნაგებობათა მთელი კომპლექსი და გამწვანება. 29. საპროექტო დოკუმენტაცია – საავტომობილო გზის საინჟ­ინ­რო ნაგებობათა კომპლექსის ან მისი რომელიმე კომპონენტის მოვლა-შეკეთების (მიმდინარე შეკეთება, პერიოდული შეკეთება და რეაბი­ლიტაცია) სრულყოფის (რეკონსტრუქციის, მოდერნიზაციის) ან განვი­თარების (ახალი გზის) სამშენებლო სამუშაოთა ნახაზები, მოცუ­ლო­ბები და ღონისძიებების აღმნუსხველი დოკუმენტაცია. 30. გზის დეფექტების (დეფექტური) უწყისი  – ადგილზე გზის გარკვეულ მონაკვეთზე შესასრულებელი საგზაო სამუშაოთა ჩამო­ნა­თვალის მოცულობების და შესრულების მეთოდის კომისიურად გან­საზღვრით შედგენილი უწყისი. 31. საპროექტო მაჩვენებელი – გზის ტექნიკური და საექს­პლუ­ატაციო მაჩვენებლები, რომლებიც შეესაბამება ბოლო პერიოდში გან­ხორციელებული საგზაო სამუშაოების შედეგად მიღწეულ მონაცემებს. 32. ტექნიკური კატეგორია – გზების კლასიფიკაცია ტექნიკური მაჩვენებლების მიხედვით. მუხლი 3🔗. საგზაო სამუშაოების სახეობებად დაყოფა 1. საავტომობილო გზებზე შესასრულებელი საგზაო სამუშაოები იყოფა შემდეგ სახეობებად: მიმდინარე შეკეთება, პერიოდული შე­კეთება, რეაბილიტაცია, რეკონსტრუქცია, მოდერნიზაცია, მშენებლობა და სტიქიური მოვლენების შედეგების ლიკვიდაცია (შემდგომში საგ­ზაო სამუშაოები). 2. მიმდინარე შეკეთების, პერიოდული შეკეთების და რეაბი­ლი­ტაციის სამუშაოების სახეობებს ერთობლივად გზების მოვლა-შეკე­თებითი სამუშაოები ეწოდება. რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის სამუ­შა­ოების სახეობებს გზების სრულყოფის სამუშაოები ეწოდება, ხოლო ახალი გზების მშენებლობის სამუშაოების სახეობას - გზების განვი­თარების სამუშაოები ეწოდება. მუხლი 4🔗. მოვლა-შეკეთების სამუშაოების დაგეგმვა მოვლა-შეკეთების სამუშაოების სახეობების დაგეგმვა ხორცი­ელ­დება საავტომობილო გზების მახასიათებელი თვისებების ძირითადი მაჩვენებლების ფაქტობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე და ითვა­ლისწინებს: გზაზე ავტოტრანსპორტის დაწესებული რეჟიმით და და­ტ­ვირთვებით მდგრადი, შეუფერხებელი, უსაფრთხო და მოხერხე­ბული მოძრაობის უზრუნველყოფას მთელი წლის განმავლობაში; გზების და საგზაო ნაგებობების სათანადო შენახვას.  მუხლი 5🔗. საგზაო სამუშაოების სახეობების პროგრამების ჩამოყალიბება 1. საავტომობილო გზებზე პერიოდული შეკეთების, რეაბი­ლი­ტაციის, რეკონსტრუქციის და მოდერნიზაციის პროგრამები ყალიბ­დება გზების მახასიათებელი თვისებების რიგი მაჩვენებლების მონა­ცემთა ბანკის მიხედვით, რომელიც ამ მაჩვენებლების ფაქტობრივი მდგომარეობის სათანადო წესით (მათ შორის დიაგნოსტიკური გამოკ­ვლევებით) დადგენის და ანალიზის სააფუძველზე იქმნება. 2. საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე რეაბილიტაციის, რეკონსტრუქციის და მოდერნიზაციის პრო­ექტები ხორციელდება დადგენილი წესით, საავტომობილო გზის სა­მო­სისა და მიწის ვაკისის მდგრადობის დიაგნოსტიკური გამოკ­ვლევების გათვალისწინებით. მუხლი 6🔗. საგზაო სამუშაოების სახეობების განხორციელების რეგლამენტირება საგზაო სამუშაოების თითოეული სახეობის შესრულებისას სამშე­ნებლო სამუშაოები უნდა ხორციელდებოდეს მოქმედი ტექნიკური რეგ­ლამენტების, ნორმების, სტანდარტების, ინსტრუქციების და რეკომენდაციების დაცვით. თავი II საგზაო სამუშაოების კლასიფიკაცია მუხლი 7🔗. განმარტება წინამდებარე თავში მოცემულია მიმდინარე შეკეთების, პერიოდული შეკეთების და რეაბილიტაციის საგზაო სამუშაოების სახეობებისათვის გათვალისწინებული ძირითადი სამუშაოების ჩამონათვალი; რეკონსტრუქციის, მოდერნიზაციის და მშენებლობის დროს შესასრულებელი სამუშაოების სრულყოფილი ჩამონათვალი დგინდება სათანადო საპროექტო დოკუმენტაციაში, ხოლო სტიქიური მოვლენების ლიკვიდაცია ხორციელდება დაზიანებული მიწის ვაკისის, სავალი ნაწილის, ხელოვნური ნაგებობების და სხვათა კაპიტალური ან დროებითი აღდგენის ღონისძიებების გატარებით. საგზაო სამუშაოები ხორციელდება ფაქტობრივად შესრულებული მოცულობების ან საბოლოოდ დამუშავებული პროექტის მიხედვით. მუხლი 8🔗. მიმდინარე შეკეთება 1. მიმდინარე შეკეთება ითვალისწინებს: გზის და განთვისების ზოლის სისტემურ მოვლა-შენახვას (სისუფთავის და წესრიგის უზრუნველყოფა); მიწის ვაკისის, საფარის, წყალამრიდი და წყალ­გამტარი ნაგებობების, მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუა­ლებების და გზის კეთილმოწყობის, მცირე დეფორმაციებისა და და­ზი­ანებების სისტემატურ აღმოფხვრას; შეკეთებას და გზის ზამთარში შენახვას, რომლის შესრულება ხორციელდება ფაქტობრივი მდგომარე­ობიდან გამომდინარე საპროექტო დოკუმენტაციით ან დეფექტური უწყისით განსაზღვრული მოცულობებისა და ღირებულებების მიხე­დვით.    2. მიწის ვაკისზე ხორციელდება: ა) გვერდულების დასუფთავება, მოშანდაკება და დაპროფილება, ყრილებისა და ჭრილების ფერდობების გასუფთავება, მოშანდაკება და ბალახის დათესვა, მიწის ვაკისიდან ჩამონაშალის და ღვარცოფის გამონატანის მოცილება, წყლის გატარების უზრუნველყოფა წყალ­ამ­რიდ არხებში და კიუვეტებში, მათი დანალექების, ნარჩენი თოვლისა და ყინულისაგან გაწმენდა, გვერდულებზე და ფერდობებზე ბალახის მოთიბვა და ბუჩქნარის მოჭრა, განთვისების ზოლის დასუფთავება; ბ) წყალამრიდი და ნაპირსამაგრი ნაგებობების ცალკეული მცირე დაზიანებების აღმოფხვრა, მათი ნორმალური ფუნქციონირების უზ­რუ­ნველსაყოფად.    3. გზის საფარზე ხორციელდება: ა) სავალი ნაწილის სისტემატური გაწმენდა მტვრისაგან, ჭუჭ­ყისაგან, ტალახისაგან და სხვა უცხო საგნებისაგან; საჭიროებისამებრ გზის საფარის მორწყვა; ბ) ორმოების, ბზარების, ამონამტვრევების, ნაკვალევის, ჯდენების ლიკვიდაცია, ნაწიბურების და ბორდიურების შეკეთება, გაოფლი­ანებულ მონაკვეთებზე გამონაცერის მოყრა, საცვეთი ფენის ფრაგმენ­ტულად აღდგენა ან ახლის მოწყობა (ზედაპირული დამუშავებით ან ასფალტბეტონით), ღორღოვან და ხრეშოვან გზებზე საფარის შესწო­რება და შევსება, გრუნტის გზების პროფილის გასწორება ცალკეულ მონაკვეთებზე.    4. ხელოვნურ და დამცავ ნაგებობებზე ხორციელდება: ა) ნაგებობების კონსტრუქციული ელემენტების გაწმენდა ჭუჭყის, ტალახის, მონატანისა და სხვა ნარჩენებისაგან, ცალკეული კონს­ტრუ­ქ­ციული ელემენტების დაზიანებების აღმოფხვრა; ბ) ხიდების და მილების კალაპოტების გაწმენდა მონატანისაგან, ნარჩენი თოვლისა და ყინულისაგან; გ) ხიდების სავალი ნაწილის, მოაჯირებისა და ტროტუარების დაზიანებების გასწორება, ჭანჭიკებისა და მჭიმების მოჭერა (ზოგი­ერთი მათგანის შეცვლით), კონუსების გამაგრების დაზიანებების შესწორება, ქვის წყობის ბათქაშის რემონტი, ცალკეული მოქლონების გამოცვლა, ხიდების საყრდენი ნაწილების შემოწმება და შეპოხვა; დ) ხიდების ინსპექტირება და საჭიროების შემთხვევაში მათი გამოცდა. 5. მოძრაობის რეჟიმის  რეგულირების ტექნიკურ საშუალებებსა და გზის კეთილმოწყობაზე ხორციელდება: ა) საგზაო ნიშნების, ფარების, საინფორმაციო ტაბლოების, ზღუ­დარების, მიმმართველი მოწყობილობების, ავტოპავილიონების, ავტო­ბუსების გაჩერებების, დასასვენებელი მოედნების და გზის არქიტექ­ტურული გაფორმების ელემენტების შეკეთება ან აღდგენა, შეღებვა და სუფთა მდგომარეობაში შენახვის უზრუნველყოფა; ბ) მოძრაობის ინტენსივობის აღრიცხვა; გ) დაზიანებული საგზაო ნიშნებისა და ზღუდარების აღდგენა და აუცილებელ შემთხვევაში მათი შეცვლა ან დამატებით დაყენება; დ) ¾íჰორიზონტალური და ვერტიკალური მონიშვნის აღდგენა ან განახლება.  6. გზების გამწვანებაზე ხორციელდება: ა) მწვანე ნარგავების მოვლა (მათ შორის - შეთეთრება); ბ) მცირე მონაკვეთებზე ახალი ნერგების დარგვა და გახარება; გ) ხილვადობის უზრუნველსაყოფად ხეებზე ცალკეული ტოტების შეჭრა, ზოგიერთი ხის მოჭრით; დ)გამხმარი ხეებისა და ნარგავების მოჭრა. 7. გზების ზამთარში შენახვისათვის ხორციელდება: ა) გზის საფარზე მოლიპულობის და მოყინულობის საწინააღ­მდეგო ღონისძიებების გატარება; ბ) გზის საპატრულო თოვლწმენდა, მიწის ვაკისის გაწმენდა თოვ­ლის ნამქერისაგან, გვერდულებიდან თოვლის ზვინების მოცილება; გ) ავტობუსების გაჩერებების, პავილიონების და დასასვენებელი ადგილების რეგულარული გაწმენდა თოვლისა და ყინულისაგან. მუხლი 9🔗. პერიოდული შეკეთება 1. პერიოდული შეკეთება ითვალისწინებს: საფარის სისწორის, ხორკლიანობის და საცვეთი ფენის აღდგენას; მიწის ვაკისის ელემენტების, წყალამრიდი და წყალგამტარი ნაგებობების, მოძრაობის რეჟიმის რეგულირების ტექნიკური საშუალებების და გზის კეთილმოწყობის დაზიანებების პერიოდულ შეკეთებას ან აღდგენას და მათი თანმდევი სამუშაოების შესრულებას. სამუშაოების შესრულება ხორციელდება საპროექტო დოკუმენტაციით ან დეფექტური უწყისით განსაზღვრული მოცულობების და ღირებულებების მიხედვით. პერიოდული შეკეთების შედეგად მთლიანად უნდა აღდგეს გზის საპასპორტო საგზაო პირობები. 2. მიწის ვაკისზე ხორციელდება: ა) წყალამრიდი ნაგებობების გაწმენდა და სრული აღდგენა, ყრი­ლე­ბისა და ჭრილების ფერდობებზე დაზიანებების გასწორება და ქა­ნო­ბების აღდგენა, ბალახის დათესვა, საყრდენი კედლების და ნაპირ­სამაგრი ნაგებობების დაზიანებათა აღმოფხვრა, ჩამონაშალების, მეწყ­რებისა და ღვარცოფების გამონატანების გაწმენდა; ბ) გვერდულების დაპროფილება, მოშანდაკება და გამაგრება; გ) ტალღებისა და ნაბურცების ლიკვიდაცია; დ) ღორღოვან და ხრეშოვან საფარის გზებზე მიწის ვაკისის გეო­მეტრიული პარამეტრების და ფერდობების აღდგენა. 3. გზის სამოსზე ხორციელდება: ა) ფრაგმენტულად დაზიანებული საფარის აღდგენა, ორმოების, ტალღების, ბზარების ნაბურცების ლიკვიდაცია, დეფორმირებული სა­ფარის ამოჭრა, ასფალტბეტონის მასის ჩაგება და დატკეპნა, საჭი­როების შემთხვევაში საფუძვლისა და საფარის ფენის მოწყობა (პერი­ო­დულ შეკეთებას დაქვემდებარებული ფართის არა უმეტეს 25%-ისა); ბ) შავსაფარიანი სავალი ნაწილის საფარის ხორკლიანობის აღ­დგენა, მონაკვეთის მთელს ფართზე პერიოდულ შეკეთებას დაქვემდე­ბა­რებული გზის ერთი კონსტრუქციული ზედა ფენის გადაკვრა ას­ფალტბეტონით ან სხვა ტექნოლოგიების გამოყენებით (სხმული ასფა­ლ­ტბეტონით, ღორღოვან-მასტიკური მასით, ორმაგი ზედაპირული და­მუშავებით და სხვ.); გ) ღორღოვანი და ხრეშოვანი საფარების პროფილის აღდგენა ინე­რტული მასალების დამატებით; დ) ცალკეულ მონაკვეთებზე ქვაფენილის ხელახალი გადაგება სა­ფუძვლის შეცვლით; ე) გრუნტის გზების სავალი ნაწილის პროფილის აღდგენა და გაუმჯობესება. 4. ხელოვნურ და დამცავ ნაგებობებზე ხორციელდება: ა) ნაგებობების კონსტრუქციული ელემენტების შეკეთება ცალ­კეული კონსტრუქციული ელემენტების შეცვლით, წყალგამტარი მი­ლების სათავისების და რგოლების დაზიანებათა ლიკვიდაცია; ბ) ხიდების ინსპექტირება და საჭიროების შემთხვევაში მათი გა­მოცდა, კონსტრუქციების სარემონტო სამუშაოების შესრულება, ლი­თო­ნის ხიდების ელემენტების შეღებვა და ანტისეპტირება; გ) გალერეების, გვირაბების და ფარდულების მცირე დაზიანე­ბების ლიკვიდაცია. 5.  მოძრაობის რეჟიმის უსაფრთხოების ტექნიკურ საშუალებებზე და გზის კეთილმოწყობაზე ხორციელდება: ა) დაზიანებული ზღუდარების შეკეთება, აღდგენა ცალკეული კონსტრუქციული ელემენტების შეცვლით ან განახლება; არსებული დაზიანებული საგზაო ნიშნებისა და მიმმართველი მოწყობილობების აღდგენა და საჭირო შემთხვევაში ახლის დაყენება; ბ) ვერტიკალური და ჰორიზონტალური მონიშვნების აღდგენა ან განახლება; გ) ტროტუარების და საცალფეხო ბილიკების, დასასვე­ნებელი ზონების, ავტომანქანების გასაჩერებელი და ღირშესანიშნავი ადგი­ლების აღდგენა, გაფორმება და კეთილმოწყობა. მუხლი 10🔗. რეაბილიტაცია 1. რეაბილიტაცია ითვალისწინებს: განივი და გრძივი პროფილების აღდგენას, ვირაჟების მოწყობას, მიწის ვაკისის სიგანის, ფერდობების და წყალგამტარი ნაგებობების გეომეტრიული პარამეტრების მიყვანას საპასპორტო (საპროექტო) მაჩვენებლებამდე, გადატვირთულ სატრანს­პორტო კვანძებში მოძრაობის ერთ დონეში გახსნის სრულყოფას, წყა­ლ­ამრიდი ნაგებობების მთლიან აღდგენას ან ახლის მოწყობას, სამო­სის კონსტრუქციის მოძრაობის ინტენსივობის შესაბამისად გაძლიე­რებას, ხელოვნური ნაგებობების (კალაპოტების და სარეგულაციო ნაგებობების ჩათვლით) კონსტრუქციული ელემენტების შესწორებას და აღდგენას, მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალებების სრულყოფილ აღდგენას ან გზის  ახალი დისლოკაციის პროექტის მი­ხე­დვით აღჭურვას, გზის კეთილმოწყობის ახალი მოთხოვნების მიხედვით სრულყოფას, მათი თანმდევი სამუშაოების შესრულებით და შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის შედგენით. რეაბილი­ტა­ციის შედეგად მთლიანად უნდა აღდგეს გზის ტექნიკური მაჩვე­ნებ­ლები და გაიზარდოს გზის პრაქტიკული გამტარუნარიანობა. რეაბი­ლი­ტაციის შედეგად უნდა გაუმჯობესდეს გზის ტექნიკური და საექ­სპლუატაციო მაჩვენებლები. 2. მიწის ვაკისზე ხორციელდება: ა) მიწის ვაკისის  და წყალამრიდი ნაგებობების სრულყო­ფილი აღდგენა, მიწის ვაკისის შევიწროვების გამომწვევი მიზეზების აღ­მოფხვრა, ყრილების და ჭრილების ფერდობების დახრილობის და გა­მა­გრების მთლიანი აღდგენა და სრულყოფა; ბ) გვერდულების მთლიანი სრულყოფილი აღდგენა, მოშანდაკება, დატკეპნა  და საჭიროების შემთხვევაში გამაგრება; გ) მეწყერების, ზვავების და ჩამონაშალებისაგან გზის მთლიანი გაწმენდა და ამ მოვლენების გამომწვევი მიზეზების ლოკალიზაციი­სათვის ღონისძიებების განხორციელება; დ) მეწყრული, დაბურცული და სხვა არამდგრად მოკლე მო­ნაკვეთებზე მიწის ვაკისის კონსტრუქციის გაძლიერება; ე) აღმართებზე, ქანობის სიდიდიდან და ტრანსპორტის ინტენ­სივობიდან გამომდინარე, სატვირთო მოძრაობისათვის დამატებითი ზოლის მოსაწყობად მიწის ვაკისის სათანადო გაგანიერება; ვ) სარეაბილიტაციო მონაკვეთზე მოძრაობის უსაფრთხოებისა და მხედველობის არის გაუმჯობესების მიზნით, გრძივი ქანობებისა და ჰორიზონტალური მრუდების შეცვლა, თუ მათი საერთო სიგრძე არ აღემატება მთლიანი მონაკვეთის სიგრძის 25%-ს; ზ) სატრანსპორტო კვანძებში მოძრაობის ორგანიზაციის სრულ­ყოფისათვის მიწის ვაკისის სათანადო გაგანიერება; თ) წყალამრიდი ნაგებობების მთლიანი შეკეთება, აღდგენა და საჭიროების შემთხვევაში სრულყოფა და ახლის მოწყობა; ი) მიწის ვაკისის ფერდობების და ნაპირსამაგრი სარეგულაციო ნაგებობების აღდგენა და სრულყოფა.  3. გზის სამოსზე ხორციელდება: ა) საფარის დაზიანებების (ტალღები, ნაბურცები, ბზარები და სხვ.) ლიკვიდაცია და ახალი ასფალტბეტონის საფარის მოწყობა, გა­ნი­ვი პროფილების მიკროდეფორმაციების შემასწორებელი ფენით გას­წო­რება და მრუდეებზე ვირაჟების ნორმების შესაბამისად მოწყობა;   ბ)  გრძივი პროფილის სისწორის აღდგენა, ჯდენების შემთხვევაში მიკროდეფორმაციების ლიკვიდაციით;   გ) გზის სამოსის კონსტრუქციის გაძლიერება მოძრაობის საან­გარიშო ინტენსივობის მოთხოვნის მიხედვით;   დ) დაზიანებულ და დეფორმირებულ მონაკვეთებზე სამოსის მთლიანი შეცვლა ან ახალი უფრო სრულყოფილი სამოსის კონსტ­რუქციის მოწყობა;   ე) საჭიროების შემთხვევაში გვერდულებზე სავალი ნაწილის გამაგრების და ტრანსპორტის გასაჩერებელი ზოლების მოწყობა;   ვ) აღმართებზე, ქანობის სიდიდიდან და ტრანსპორტის ინტენ­სივობიდან გამომდინარე, სატვირთო მოძრაობისათვის დამატებით ზოლის მოწყობა;   ზ) სატრანსპორტო კვანძებში მოძრაობის ორგანიზაციის ერთ დო­ნეზე სრულყოფისათვის საჭირო ახალი სამოსის მოწყობა;   თ) ავტობუსების გაჩერებებზე, დასასვენებელ მოედნებსა და მათ­თან მისასვლელებზე, საჭიროების შემთხვევაში, ახალი საფარის მოწ­ყობა.   4. ხელოვნურ და დამცავ ნაგებობებზე ხორციელდება:   ა) ნაგებობების დაზიანებული კონსტრუქციული ელემენტე­ბის აღ­დ­გენა, ხიდებზე ახალი ტროტუარების, ზღუდარების და მოაჯირების მოწყობა;   ბ) ბურჯების და სარეგულაციო ნაგებობების მდგრადობის უზ­რუნველსაყოფად დამატებითი გამაგრებების განხორციელება;   გ) არსებული საყრდენი კედლების აღდგენა და საჭიროების შემ­თხვევაში ახლის მშენებლობა;   დ) ლითონის ხიდების სამალო ნაშენების ნაწილობრივ დაკა­რგული მზიდუნარიანობის აღდგენა, ჟანგისაგან სათანადო გაწმენდა, ანტისეპტირება და სრულყოფილი გადაღებვა;   ე) ნორმატივებით დასაშვებზე ნაკლები ხვრეტის არსებული წყალ­გამტარი მილების ახლით შეცვლა;   ვ) საჭიროების შემთხვევაში ხიდების გამოცდა და გამოცდის შედეგების გათვალისწინებით ხიდების, გზაგამტარების, გვირაბების, გალერეების და სხვა ხელოვნური და საინჟინრო ნაგებობების თანა­მედროვე დატვირთვების და გაბარიტების მიხედვით გადაკეთება ან ახლით შეცვლა.     5. მოძრაობის რეჟიმის რეგულირების ტექნიკურ საშუალებებსა და გზის კეთილმოწყობაზე ხორციელდება:   ა) საგზაო ნიშნებისა და ფარების მთლიანი აღდგენა ან გზის მოძ­რაობის რეგულირების ტექნიკური საშუალებებით ახალი დის­ლოკაციის პროექტის მიხედვით აღჭურვა;   ბ) ზღუდარების აღდგენა, განახლება და საჭიროების შემთხვევაში ახლების დაყენება;   გ) ვერტიკალური და ჰორიზონტალური მონიშვნის აღდგენა ან განახლება;   დ) ტროტუარების და საცალფეხო ბილიკების, ავტობუსების გა­ჩერებების, დასასვენებელი მოედნების და პავილიონების მთლიანი აღდგენა და კეთილმოწყობა ან საჭიროების შემთხვევაში ახლის მოწ­ყობა. მუხლი 11🔗. რეკონსტრუქცია 1. ðრეკონსტრუქცია ითვალისწინებს: გზების და საგზაო ნაგებო­ბების ტექნიკური და საექსპლუატაციო მაჩვენებლების გაუმჯობე­სებას, გზის გამტარუნარიანობის და საექსპლუატაციო სიჩქარეების გადიდებას, მიწის ვაკისის მდგრადობის გაძლიერებას, ჰორიზონ­ტა­ლური მრუდეების და გრძივი ქანობების გაუმჯობესებას, გზის სა­მოსის სიმტკიცის ამაღლებას, წყალამრიდი და წყალგამტარი ნაგებო­ბების სრულყოფას, ხიდების გაბარიტების და დატვირთვების გაზ­რდას, გზის მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალებებით და დამცავი ნაგებობებით სრულყოფილ აღჭურვას და სხვ. რეკონს­ტრუ­ქცია ხორციელდება გზების გადატვირთული მონაკვეთების ან ცალ­კეული საგზაო ნაგებობების სრულყოფის მიზნით, სათანადოდ დამუშავებული პროექტის მიხედვით. რეკონსტრუქციის შედეგად გზის ტექნიკური და საექსპლუატაციო მაჩვენებლები უნდა იქნეს მიყვანილი ავტოტრანსპორტის პერსპექტიული ინტენსივობის მოთ­ხოვნებამდე. 2. რეკონსტრუქციის დროს ხორციელდება: ა) საგზაო სამუშაოების მთელი კომპლექსი, რომელიც უზრუნ­ველყოფს მოძრაობის საექსპლუატაციო სიჩქარეების სათანადო გაზრ­დას და გზის გამტარუნარიანობის გადიდებას; ბ) მიწის ვაკისის და სავალი ნაწილის სიგანის არაუმეტეს ერთი სავალი ზოლით გადიდება; გ) გზის გეგმის, გრძივი და განივი პროფილის გეომეტრიული მაჩ­ვე­ნებლების, მოქმედი ტექნიკური პირობების მიხედვით, მოძრაობის ინტენსივობის მოთხოვნათა შესაბამისად გაუმჯობესება; დ) ხიდების, გზაგამტარების, გვირაბების, გალერეების და სხვა ხელოვნური ნაგებობების და საინჟინრო ნაგებობების თანამედროვე დატვირთვების და გაბარიტების მიხედვით გადაკეთება ან ახლით შეცვლა; ე) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზე­ბის ურთიერთგადაკვეთებზე სატრანსპორტო კვანძების გახსნის სრუ­ლყოფა. მუხლი 12🔗. მოდერნიზაცია მოდერნიზაცია ითვალისწინებს გზების ან მისი მონაკვეთების ტექნიკური და საექსპლუატაციო მაჩვენებლების მკვეთრ გაუმჯო­ბესებას. იგი ხორციელდება, როდესაც არსებული გზის პრაქტიკული გამტარუნარიანობა ამოწურულია და მისი გადიდება რეკონსტ­რუქ­ციის მეშვეობით შეუძლებელია; საანგარიშო ინტენსივობის გატარე­ბისათვის აუცილებელი ხდება სავალი ზოლების ორი ან მეტი რაო­დე­ნობით გადიდება, ყველა შესაბამისი გეომეტრიული პარამეტრების სრულყოფით.  მუხლი 13🔗. მშენებლობა მშენებლობა ითვალისწინებს სათანადოდ დამუშავებული პროექ­ტის მიხედვით ახალი გზის მშენებლობის მთელ კომპლექსს, მათ შორის, ქალაქის და დასახლებული პუნქტების შემოვლითი გზების მშენებლობას. მუხლი 14🔗. სტიქიური მოვლენების შედეგების ლიკვიდაცია 1. სტიქიურ მოვლენად ითვლება წყალდიდობა, ღვარცოფი, მეწ­ყერი, შვავი, ზვავი, მიწისძვრა და სხვ., რომლებიც მიწის ვაკისს და საგზაო ნაგებობებს მიაყენებს მნიშვნელოვან დაზიანებებს, რის გამოც ირღვევა მოძრაობის უსაფრთხოების მოთხოვნები, წესდება მოძრაობის ორგანიზაციის შეზღუდული რეჟიმი ან გზის ფაქტობრივი დაკეტვა. 2. გზებზე სტიქიური მოვლენების ლიკვიდაცია ხორციელდება დაზიანებული მიწის ვაკისის, სავალი ნაწილის, ხელოვნური ნაგე­ბო­ბების და სხვათა კაპიტალური ან დროებითი აღდგენის ღონისძი­ე­ბების გატარებით. საგზაო სამუშაოები ხორციელდება ფაქტობრივად შესრულებული მოცულობების ან საბოლოოდ დამუშავებული პროექ­ტის მიხედვით.