„თავისუფალი ზონის შექმნისათვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის შექმნის პირობებისა და საქონლის შენახვის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№175
სარეგისტრაციო კოდი
200250000.10.003.017341
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/07/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №175

2013 წლის 10 ივლისი

ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „თავისუფალი ზონის შექმნისათვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის შექმნის პირობებისა და საქონლის შენახვის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის №11 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 12/01/2011, 200250000.10.003.016171) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. თზ-ის ორგანიზატორს ევალება გარანტიის წარდგენა. გარანტიის ოდენობა განისაზღვრება წარდგენილი თზ-ის მოწყობის გეგმის შესაბამისად თზ-ის მიწის ნაკვეთის ფართობის ყოველ 1 კვადრატულ მეტრზე 2 ევროს ოდენობით, არაუმეტეს 500 000 ევროს ოდენობისა.“;

 ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. გარანტიის მოქმედების ვადა არ უნდა იყოს ერთ კალენდარულ წელზე ნაკლები. ამასთან, თზ-ის პასუხისმგებლობა გარანტიით უნდა იყოს უზრუნველყოფილი თზ-ის ფუნქციონირების მთელი პერიოდის განმავლობაში.“;

გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. გარანტიის ვადის ყოველი შემდგომი გაგრძელების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასევე არანაკლებ ერთი წლის ვადით, მაგრამ არაუმეტეს თზ-ის სტატუსის მოქმედების დარჩენილი ვადისა) წარმოდგენილი უნდა იქნეს მიმდინარე გარანტიის ვადის ამოწურვამდე.“.

2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ბ) საბანკო გარანტიის შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში სამსახური ახდენს გარანტიის რეგისტრაციას და იტოვებს მის დედანს, ხოლო დამოწმებულ ასლს გადასცემს ორგანიზატორს.“.

3.  მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. დაზღვევის პოლისი:

ა) რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა.ა) მზღვეველის სრული დასახელება და იურიდიული მისამართი;

ა.ბ) დამზღვევის სრული დასახელება და იურიდიული მისამართი;

ა.გ) დაზღვეული (მოსარგებლე);

ა.დ) დაზღვევის ობიექტი;

ა.ე) სადაზღვევო თანხა;

ა.ვ) დაზღვევის მოქმედების ტერიტორია;

ა.ზ) დაზღვევის მოქმედების პერიოდი;

 ა.თ) დადასტურება, რომ გარანტი (მზღვეველი) იღებს გამოუწვევად ვალდებულებას, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე გადაუხადოს დაზღვეულს (მოსარგებლეს) ნებისმიერი თანხა ან თანხები, მაგრამ არაუმეტეს გარანტიით გათვალისწინებული თანხისა, მისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე;

ბ) რომელსაც, ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-9 პუნქტის შემთხვევაში:

ბ.ა) განიხილავს სამსახური, ამ ინსტრუქციით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;

ბ.ბ) დაზღვევის პოლისის შესაბამისობის დადგენისას, სამსახური ახდენს გარანტიის რეგისტრაციას და იტოვებს მის დედანს, ხოლო დამოწმებულ ასლს გადასცემს ორგანიზატორს.“.

4. 21-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თზ-ისათვის დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის, რომელზეც წარდგენილია ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული გარანტია, გარანტიის შესრულების (რეალიზაციის) მოთხოვნას ან გარანტიიდან საჭირო ოდენობის ფულადი თანხის ჩამოჭრას ახორციელებს სამსახური.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტში მითითებული ვალდებულების შეუსრულებლობისას სამსახური მიმართავს სამინისტროს თზ-ის ლიკვიდაციის (საქმიანობის შეწყვეტის) მოთხოვნით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „თავისუფალი ზონის შექმნისათვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის შექმნის პირობებისა და საქონლის შენახვის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 10.07.2013.
როდის იქნა მიღებული „თავისუფალი ზონის შექმნისათვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის შექმნის პირობებისა და საქონლის შენახვის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„თავისუფალი ზონის შექმნისათვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის შექმნის პირობებისა და საქონლის შენახვის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 10.07.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №175. სარეგისტრაციო კოდი — 200250000.10.003.017341.
რამდენი მუხლისგან შედგება „თავისუფალი ზონის შექმნისათვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის შექმნის პირობებისა და საქონლის შენახვის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „თავისუფალი ზონის შექმნისათვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის შექმნის პირობებისა და საქონლის შენახვის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „თავისუფალი ზონის შექმნისათვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის შექმნის პირობებისა და საქონლის შენახვის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.07.2013 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „თავისუფალი ზონის შექმნისათვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის შექმნის პირობებისა და საქონლის შენახვის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №175, 10.07.2013, სარეგისტრაციო კოდი 200250000.10.003.017341 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.07.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1967313/